ENG
Joomla Slide Menu by DART Creations
იანვარი 2012

სამშაბათი 31 იანვარი 2012

- თსსუ-ის საარჩევნო კომისიის განცხადება
სამშაბათი, 31 იანვარი 2012

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო
კომისიის განცხადება
 

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2012 წლის 25 იანვრის N.1 სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრირებული კანდიდატების საარჩევნო ნომრების წილისყრის შედეგად კანდიდატებს მიენიჭათ შემდეგი ნომრები: 

) აკადემიურ საბჭოში: 

ა.ა) მედიცინის ფაკულტეტიდან:

  1. ნოდარ ლომიძე
  2. მერაბ დვალი
  3. გიორგი ინგოროყვა
  4. მაია დგებუაძე
  5. ნიკოლოზ გონგაძე 

ა.ბ) სტომატოლოგიის ფაკულტეტიდან:

  1. მანანა ივერიელი
  2. მარინა მამალაძე
  3. ზურაბ გვენეტაძე 

ა.გ) ფარმაციის ფაკულტეტიდან:

  1. პაატა თუშურაშვილი
  2. დავით ჭინჭარაძე
  3. რომან მახარაძე
  4. იპოლიტე მონიავა 

ა.დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტიდან:

  1. ნინო ვეფხვაძე
  2. ლევან ბარამიძე
  3. ირაკლი მჭედლიშვილი
  4. მანანა ქუთელია 

ა.ე) ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან:

  1. ნინო ხვიტია
  2. თინათინ ბუკია
  3. თამარ სანიკიძე
  4. თორნიკე ნოზაძე
  5. გელა სულაბერიძე 

) წარმომადგენლობით საბჭოში: 

ა.ა) მედიცინის ფაკულტეტიდან: 

  1. მალხაზ მიზანდარი
  2. მარინე ჯანელიძე
  3. თენგიზ ასათიანი
  4. ელგუჯა ყიფიანი
  5. გია თომაძე
  6. თეიმურაზ სესიტაშვილი
  7. გიორგი ბურკაძე
  8. ალექსანდრე ქისტაური
  9. ვიოლა ბერიშვილი

10.  მალვინა ჯავახაძე
11.  ვილი პაჭკორია
12.  ალექსანდრე გორდელაძე
13.  ნინო ლობჟანიძე
14.  ზაზა თოფურია
15.  ციალა გიგინეიშვილი
16.  ავთანდილ ისაკაძე
17.  დავით შენგელია
18.  ბესიკ კოჭლამაზაშვილი
19.  პლატონ მაჭავარიანი
20.  ნათელა ოკუჯავა 

ა.ბ) სტომატოლოგიის ფაკულტეტიდან:

  1. ლალი ჯაში
  2. თეონა დანელია
  3. ლეილა აწყვერელი 

ა.გ) ფარმაციის ფაკულტეტიდან:

  1. ნელი ანთელავა
  2. თამაზ ჭუმბურიძე
  3. ბადრი არზიანი 

ა.დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტიდან:

  1. შალვა ზარნაძე
  2. მანანა ხორბალაძე 

ა.ე) ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან:

  1. მარინა ტუღუში
  2. ელზა თათარაძე
  3. ნინო ინწკირველი
  4. ალექსანდრე ციბაძე 

 

თსსუ-ის საარჩევნო კომისია

 

Read more


პარასკევი 27 იანვარი 2012

პარტნიორ უნივერსიტეტთა წარმომადგენლების ჯანმრთელობის დარგის მკვლევართა ჯგუფის სემინარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
პარასკევი, 27 იანვარი 2012
27012012_tempusis_shexvedra_22012 წლის 26–28 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტარდება  პარტნიორ უნივერსიტეტთა წარმომადგენლების ჯანმრთელობის დარგის მკვლევართა  ჯგუფის სემინარი TEMPUS-JPGR–ს  პროექტის „სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარება საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში (http://asp2phd.ukma.kiev.ua/) სემინარის მუშაობაში მონაწილეობენ მაასტრიხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები), „კიევ–მოჰილას“ აკადემიის (უკრაინა), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები...

                                                                                                                                                                              Read more


ხუთშაბათი 26 იანვარი 2012

10.02.2012 – თამარ მაკარაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა (დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მედიცინაში)
ხუთშაბათი, 26 იანვარი 2012

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2012 წლის 10 თებერვალს 15:00 საათზე ადმინისტრაციული კორპუსის (ასათიანის ქ. N 7) სააქტო დარბაზში შედგება თამარ მაკარაძის სადისერტაციო ნაშრომის “ფარისებრი ჯირკვლების დაავადებები და რეპროდუქციული სისტემის ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები” საჯარო დაცვა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მედიცინაში (ხელმძღვანელი კ. მარდალეიშვილი – მედ. მეც. დოქტორი, სრული პროფესორი; კონსულტანტი დ. ვირსალაძე – მედ. მეც. დოქტორი, სრული პროფესორი;  ექსპერტები: მ. შავდია – აკად. დოქტორი მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორი; მ. გორდელაძე – აკად. დოქტორი მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორი; ვ. კუჭავა – მედ. მეც. დოქტორი).

Read more

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია)
ხუთშაბათი, 26 იანვარი 2012
250112_OSLOSHI_tssu_DELEG_62012 წლის 15-21 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია იმყოფებოდა ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია) ობიექტურად სტრუქტურიზებული კლინიკური გამოცდის ორგანიზებაში მონაწილეობის მისაღებად და გამოცდაზე დასასწრებად. ვიზიტი ორგანიზებული და დაფინანსებული იყო USAID SUSTAIN პროექტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ...

                                                                                                                                                                              Read more


ოთხშაბათი 25 იანვარი 2012

30 იავარი / 1 თებერვალი – TEMPUS-ის პროექტის “ სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში” – გახსნითი კონფერენცია
ოთხშაბათი, 25 იანვარი 2012

TEMPUS-ის პროექტის
სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში
გახსნითი
კონფერენცია

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (ასათიანის ქ, N7) 30 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება ევროკავშირის პროგრამის TEMPUS-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში” გახსნითი კონფერენცია.

უკანასკნელ წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საქართველოში სამედიცინო განათლების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაში, სახელდობრ: საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან, დღემდე, მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს გავლილი ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ექსპერტების გარე შეფასება; 2010 წლიდან უნივერსიტეტი არის ევროპის სამედიცინო განათლების თემატური ქსელის TUNING/MEDINE-ის წევრი (უნდა აღინიშნოს, რომ  MEDINE-ის თემატური ჯგუფში ევროგაერთიანების არაწევრი ქვეყნებიდან ჩართულია მხოლოდ თურქეთი  და საქართველო, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახით არის წარმოდგენილი)

უნდა აღინიშნოს, ასევე, რომ 2011 წლის ევროკავშირის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ყველაზე პრესტიჟული პროგრამის “ტემპუსის” მეოთხე საგრანტო, მეტად რთულ კონკურსში (525 საგრანტო განაცხადიდან შერჩეულ იქნა მხოლოდ 62 პროექტი) გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულმა პროექტმა “სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში”

პროექტის ძირითადი მიზანია ევროპული სტანდარტების შესაბამისი დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ახალი მოდელის შემუშავება და დანერგვა ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებში (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი). ახალი მოდელის პილოტირება დაიწყება საქართველოში, რომელიც შემდეგ გავრცელდება უკრაინის და აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებში.

პროექტს კოორნიდაციას უწევს ლიდსის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთიდან. პროექტში მონაწილეობენ: უტრეხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი), რომის კათოლიკური უნივერსიტეტი  (იტალია) და უნივერსიტეტები ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (საქართველო), ბოჰომოლეცის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი და ივანო-ფრანკოვსკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა), აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი და ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი).

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აზერბაიჯანის  განათლების სამინისტრო და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ექიმთა ლიცენზირების ცენტრი.

პროექტი განხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით.

პროექტს კონსულტაციას გაუწევს საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოში აღიარებული, წამყვანი ექსპერტებით: პროფესორი მადალენა პატრიციო (ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის პრეზიდენტი), პროფესორი ალან კუმინგი (MEDINE-ის ხელმძღვანელი) და პროფესორი შტეფან ლინდგრენი (სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი).

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაზაზე აკადემიური პერსონალის გადამზადების ცენტრის შექმნას, უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორების, ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში სტაჟირებას, სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიის ინტენსიურ სწავლებას, ახალი სახელმძღვანელოების შექმნასა და გამოცემას. პროექტის დასრულებისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეყოლება გადამზადებული აკადემიური პერსონალი, კარგად აღჭურვილი აკადემიური პერსონალის გადამზადების ცენტრი და დიპლომამდელი სამედიცინო განათლების თანამედროვე სასწავლო პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტის ინტეგრაციას ევროპის საგანმანათლებლო და კვლევით სივცრცეში და მისი კურსდამთავრებულების მაღალი კონკურენტუნარიანობის უძრუნველყოფას.

30 იანვარს 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში (ასათიანის ქუჩა 7) TEMPUSის პროექტის დასწყებისადმი მიძღვნილ კონფერენციას მიესალმებიან:

ზურაბ ვადაჭკორია- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი

დიმიტრი შაშკინი – საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი

ანდრია ურუშაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი.

რუსუდან კერვალიშვილი – სქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ფრიდონ თოდუა – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მედცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

ოთარ თოიძე – საქართველოს ჯამრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

მამუკა ქაცარავა – თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი

აკაკი სეფერთელაძე – საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ირაკლი გიორგობიანი – ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ნოდარ სურგულაძე - საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

მიხეილ დოლიძე – ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის  მოადგილე

ირინე ქურდაძე - საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

პეტრე წურწუმია – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე

ალექსანდრე კვიტაშვილი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის რექტორი.

ლიკა ღლონტი – საქართველოში TEMPUS-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი

ოლივერ რაიზნერი – ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში , ატაშე

რიმა ბერიაშვილი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რექტორის მოადგილე

გაიანე სიმონია – TEMPUS-ის პროექტის ლოკალური კოორდინატორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ესტუმრება 35 სტუმარი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის:

მადალენ პატრიციო – ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის პრეზიდენტი

ტრუდი რობერტსი – სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, ლიდსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი.

ოლე ტენ კატე – უტრეხტის სამედიცინო აკადემიური ცენტრის სამედიცინო განათლების და სამეცნიერო კვლევის ცენტრის დირექტორი, ნიდერლანდები

ხოსე პეინადო – გრანადის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანი, ესპანეთი.

ფედერიკა ვოლფი – რომის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, იტალია.

ანი მარია რეიდი - სამედიცინო განათლების ინსტიტუტის პროფესორი, ლიდსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი.

ელენ ბროკი -  ლიდსის სამედიცინო განათლების ინსტიტუტი, მედიცინის სკოლა, ლიდსის უნივერსიტეტი, ბიზნეს მენეჯერი, დიდი  ბრიტანეთი.

რიჩარდ ფულერიMBChB–ს დირექტორი, მედიცინის სკოლა, ლიდსის უნივერსიტეტი და    ხანდაზმულთა მედიცინის კონსულტანტი, ლიდსის სასწავლო ჰოსპიტალი “NHS Trust”. დიდი  ბრიტანეთი. 

მარიო ვინენ მეიერიხარისხის უზრუნველყოფის / და საგანმანათლებლო კვლევის კოორდინატორი, განათლების კვლევისა და განვითარების ცენტრი, უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი, ნიდერლანდები. 

ფრანჩესკა პასტაUSCSC საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი, მობილობა და ინტერნაციონალიზაცია, საკრო კუორეს კათოლიკური უნივერსიტეტი, იტალია. 

ვალერი ჩეტეკიო.ბოჰომოლეცის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, სასწავლო განყოფილების უფროსის მოადგილე, კიევი,  უკრაინა. 

მიდროსლავა ფილოლენკო – სამედიცინო ფიზიოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, კიევი,  უკრაინა. 

ლარისა დუდარი – ფიზიკური რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი, პროფესორი, ო.ბოჰომოლეცის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი,  კიევი, უკრაინა. 

ვოლოდიმირ ვასილჩუკიივანო-ფრანკოვსკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, უცხოელ სტუდენტთა სწავლების დეპარტამენტი, დეკანის მოადგილე, ივანოspan style=font-size: 10pt; -ფრანკოვსკი, უკრაინა. 

ოლგა სამოტოვკაივანოვო–ფრანკოვსკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, პროფესორი, ივანო-ფრანკოვსკი, უკრაინა. 

ვირა ვიშივანიუკი, ივანოვო–ფრანკოვსკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, პროფესორი, ივანო-ფრანკოვსკი, უკრაინა. 

ირინა ვაკალიუკიივანოვო–ფრანკოვსკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, პროფესორი, უკრაინა. 

თამილა ალიევაგანათლების სამინისტრო, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი. აზერბაიჯანი. 

რაჰიმა გაბულოვააზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი,  შინაგანი დააავადებების პროპედევტიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, ბაქო. 

რაჰმან რასულოვააზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი,  პროფესორი, ბაქო.

არიფა ბაგიროვააზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბაქო.

ნადირი ზეინალოვი – აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი, ქირურგიულ დაავადებათა დეპარტამენტის  პროფესორი, ბაქო. 

ვაზარ რზაევისაერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, პროფესორი,  ნახჩევანი, აზერბაიჯანი. 

ბაჰრუზ მამადოვისაზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრის პროფესორი,  ნახჩევანი, აზერბაიჯანი.

  Read more

27.02.2012 – სადისერტაციო ნაშრომის დაცვა (ნათია გაგუა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ფარმაციაში)
ოთხშაბათი, 25 იანვარი 2012

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

 

2012 წლის 27 თებერვალს 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის (ასათიანის ქ. N.7) სააქტო დარბაზში შედგება ნათია გაგუას სადისერტაციო ნაშრომის “მცენარეული ალკალოიდების შემცველი წამალი ფორმების მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავება” საჯარო დაცვა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ფარმაციაში. (სამეცნიერო ხელმძღვანელი ალიოშა ბაკურიძე – ფ.მ.დ., პროფესორი; სამეცნიერო კონსულტანტი: ვალენტინა ვაჩნაძე – ფ.მ.დ., პროფესორი;  ექსპერტები: მ. ჯოხაძე – ასოცირებული პროფესორი; ნ.ანთელავა – ასოცირებული პროფესორი; გ. ცაგარეიშვილი – მმდ.).

Read more

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობა ამერიკელ კოლეგებთან გრძელდება
ოთხშაბათი, 25 იანვარი 2012
250112_jvanias_klinika_usa_deleg_52012 წლის 25 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკაში, ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორის  ირაკლი მეტრეველის თანადგომითა და ხელშეწყობით, პარტნიორობის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაცია "Global Healing - თანამედროვე მედიცინა განვითარებული მსფოფლიოსთვის“-ის პრეზიდენტი ლუკი აიფლანდი, ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი ვინსენტ ლოკი, სამედიცინო ორგანიზაცია „Blood Sourse“-ის სამედიცინო დირექტორი ბრაიან პოირიერი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექორი, პროფესორი ლია ძიძიგური...

                                                                                                                                                                              Read more

- თსსუ-ის სარჩევნო კომისიის განცხადება
ოთხშაბათი, 25 იანვარი 2012

თსსუ-ის სარჩევნო კომისიის განცხადება

ა(ა)იპ _ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი”-ს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევნები ჩატარდება 2012 წლის 3 თებერვალს.

კენჭისყრის პროცედურა გაიმართება 08:00- დან 18:00 საათამდე.

მისამართი: ასათიანის N.7 თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N.22.

Read more

– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ბ რ ძ ა ნ ე ბ ა თსსუ_ში 2011-2012 სასწავლო წლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ
ოთხშაბათი, 25 იანვარი 2012

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

“12" "აგვისტო" 2011. N.88/01

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის”, “ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N.127 ბრძანების შესაბამისად, 2011/2012 სასწავლო წლის დაწყებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით: 

ვბრძანებ:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2011/2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვროს შემდეგი წესით:

ა) პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 19 სექტემბერი - 17 ოქტომბერი 2011 წ.

ბ) გადმოყვანის წესით ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია: 19 სექტემბერი – 17 ოქტომბერი 2011 წ.

გ) სტუდენტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია: 19 სექტემბერი – 17 ოქტომბერი 2011 წ.

დ) I სემესტრის ვადები: 26 სექტემბერი, 2011 წ. – 2 მარტი 2012 წ.

ე) მედიცინის ფაკულტეტის უცხოურენოვანი სექტორის I კურსის სტუდენტებთან სწავლა დაიწყოს 14 ნოემბერს, 2011 წ.

ვ) I სემესტრის საგამოცდო სესია: 16 იანვარი 2012 წ - 11 თებერვალი, 2012 წ.

ზ) “ზამთრის სკოლის” ვადები: 15 თებერვალი – 2 მარტი 2012

თ) “ზამთრის სკოლის” საგამოცდო სესია: 5.03-18.03

ი) სტუდენტთა საშობაო არდადეგები: 31 დეკემბერი .2011 - 8 იანვარი 2012

კ) სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია: 5 მარტი 2012 - 23 მარტი, 2011 წ.

ლ) II სემესტრის ვადები: 5 მარტი  - 23 ივლისი 2012 წ.

მ) II სემესტრის საგამოცდო სესია: 25 ივნისი - 23 ივლისი 2012.

ნ) დამამთავრებელი გამოცდები: 2011 წ. 15 ივნისიდან.

ო) სტუდენტთა სააღდგომო არდადეგები: 9.04-16.04

პ) გამოცდები მედიცინის ფაკულტეტის IV-V კურსის კლინიკურ დისციპლინებში, ჯანდაცვის და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების II, III და IV კურსის და უმაღლესი პროფესიული პროგრამების I, II და III კურსის დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის დამატებით სასესიო პერიოდში.

ჟ) გამოცდები სტომატოლოგიის ფაკულტეტის III და IV კურსის არაპროფილურ კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის

დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის დამატებით სასესიო პერიოდში.

2. სათანადო საფუძვლების ან ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას, რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების 1-ლი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული სასწავლო პროცესის თარიღები.

3. სტუდენტთა სავალდებულო ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია (შემდგომში რეგისტრაცია) განხორციელდეს ამ ბრძანებით დადგენილ ვადებში.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნივერსიტეტში სწავლაზე უფლებამოპოვებულ პირთა თსსუ-ში ჩარიცხვის წინაპირობაა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია ითვალისწინებს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სამდივნოში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენას:

ა) განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე;

ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის).

დ) ოთხი ფერადი ფოტოსურათი (3X4);

ე) პირადობის მოწმობის ასლი;

ვ) უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ხელშეკრულება;

ზ) სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადაში რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში პირი კარგავს უნივერსიტეტში სწავლის უფლებას და ეთქმება დასაბუთებული უარი უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე.

6. სტუდენტი, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას წინამდებარე ბრძანებით ადდგენილ ვადაში, არ დაიშვება სასწავლო პროცესზე. სასწავლო პროცესში თვითნებურად მონაწილეობის მიღება არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს შეფასების აღიარება.

7. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ვალდებულია გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია _ ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) და აკადემიური (საგნობრივი).

8. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებისა და სწავლის საფასურს შორის არსებული სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;

9. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს რექტორის მოადგილეს რ.ბერიაშვილს.

10. ბრძანება დაეგზავნოს რექტორის მოადგილეს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, გამოცდებისა და უნარჩვევების შეფასების ცენტრს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანატს, ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს, ყველა სასწავლო დეპარტამენტს.

11. წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

რექტორი, პროფესორი    ზურაბ   ვადაჭკორია

რექტორი

Read more


სამშაბათი 24 იანვარი 2012

25.01.2012 – მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
სამშაბათი, 24 იანვარი 2012

მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
25.01.2012- 16:00 საათი

დღის წესრიგი:

1. ახლადარჩეული ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შესახებ- მომხს. დეკანი თინათინ ჩიქოვანი.

2. “თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შექმნის, საქმიანობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ დებულებისა” და “თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების” განხილვა- მომხს. პროფ. თინათინ ჩიქოვანი.

3. სადოქტორო პროგრამების წარდგენა: 

ა.“კრეატინფოსფოკინაზას მიოკარდიული ფრაქციის მასის, აქტივობის და ტროპონინ I-ის დინამიკა, კორელაცია და პროგნოზული მნიშვნელობა კორონარული არტერიების დაავადებით პაციენტებში წარმატებული პერკუტანული კორონარული რევასკულიზაციის შემდგომ”_პროფ. ნოდარ ემუხვარი; 

ბ. “პრერენული აზოტემიით ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება პრინციპულად ახალი  კონდუქტომეტრული მეთოდის გამოყენებით.”  პროფ. გედევან გელბახიანი;

 გ. “ანთების მარკერების დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა   საშარდე გზების ინფექციის დროს ბავშვთა ასაკში”_ პროფ. ნინო მანჯავიძე.

დ. “ანთებითი მედიატორების-ალარმინების როლი ინტერსტიციული ცისტიტის პათოგენეზში”_პროფ. დავით ქოჩიაშვილი.

4. ინგლისურენოვანი სექტორის მე-3 კურსის სტუდენტის ამარნატ სანტასიილანის საკითხის შესახებ-მომხს. უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი გიორგი გიორგობიანი.

5. სხვადასხვა

 

 

Read more


ორშაბათი 23 იანვარი 2012

გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პერსონალს ქალაქ თბილისის მერიის ხელმძღვანელობა შეხვდა
ორშაბათი, 23 იანვარი 2012
230112_g.ugulava_jvanias_klinikashi_32012 წლის 23 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პერსონალს კლინიკის რეაბილიტაციის გამო შეხვდნენ ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა. მერიის სამსახურის ხელმძღვანელობას უმასპინძლეს და კლინიკა დაათვალიერებინეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორმა, პროფესორმა ლია ძიძიგურმა...

                                                                                                                                                                              Read more

დამკიცდა ა(ა)იპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი-ს" კანცლერი
ორშაბათი, 23 იანვარი 2012

დამკიცდა ა(ა)იპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი-ს" კანცლერი

Read more

თსსუ-ს სტუდენტთა/რეზიდენტთა საზაფხულო სტაჟირება!
ორშაბათი, 23 იანვარი 2012

თსსუ- სტუდენტთა/რეზიდენტთა
საზაფხულო სტაჟირება!


მსურველების რეგისტრაცია იწყება 2012 წლის 20 თებერვლს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2012 წლის 20 მარტი.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა/რეზიდენტებმა მიმართეთ
საერთაშორისო
ურთიერთობათა დეპარტამენტს.

თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N.402

Read more


პარასკევი 20 იანვარი 2012

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის საკალათბურთო გუნდი – „თსსუ“ საქართველოს კალათბურთის სუპერლიგის 2011–2012 წლის ჩემპიონატის მეორე წრისთვის ემზადება
პარასკევი, 20 იანვარი 2012
rize_universytiთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის საკალათბურთო გუნდი – „თსსუ“ საქართველოს კალათბურთის სუპერლიგის 2011–2012 წლის ჩემპიონატის მეორე წრისთვის სპეციალურ მომზადებას გადის რიზეს (თურქეთი) უნივერსიტეტში...

                                                                                                                                                                              Read more

23.01.2012 - 16:00 - წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა
პარასკევი, 20 იანვარი 2012

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომის 

დ ღ ი ს        წ ე ს რ ი გ ი 

2012 წლის 23 იანვარი
16:00 საათი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერი) კანდიდატურის დამტკიცება (მომხსენებელი _ რექტორი, სრული პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია).

 

 

Read more


ოთხშაბათი 18 იანვარი 2012

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პარტნიორობის ფარგლებში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩი სომხეთსა და საქართველოში ეწვია
ოთხშაბათი, 18 იანვარი 2012
170112_INDOETIS_ELSHI_TSSUSHI_22012 წლის 17 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, სრული პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთსა და საქართველოში, მისი აღმატებულება, ბატონი აჩალ კუმარ მალჰოტრა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, სრული პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე...

                                                                                                                                                                              Read more


სამშაბათი 17 იანვარი 2012

თსსუ–ის სტუდენტები ევროპის მედიკოს–სტუდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ერთკვირიან გაცვლით პროგრამა “Twinning Project”-ში მიიღებენ მონაწილეობას
სამშაბათი, 17 იანვარი 2012
800px-flag-map_of_georgia_svgFLAG_netherlandsთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ევროპის მედიკოს–სტუდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ერთკვირიან გაცვლით პროგრამა “Twinning Project”-ში მიიღებენ მონაწილეობას (ჰოლანდია, ნაიმეგენი 31.03.12-6.04.12)...

                                                                                                                                                                              Read more

ERASMUS MUNDUS-ის მეორე აქტივობის პროექტის საინფორმაციო შეხვედრა
სამშაბათი, 17 იანვარი 2012
160112_erasmus_shexvedra_32012 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ERASMUS MUNDUS-ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS–ის საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას ხელმძვანელობდა გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენელი და პროექტის კოორდინატორი, ბატონი კარლოს მაჩადო...

                                                                                                                                                                              Read more

„თანამედროვე ენდოდონტიის კლინიკური პარალელები“
სამშაბათი, 17 იანვარი 2012
n_1_stomat_fasadi_800x6002012 წლის 9 იანვარს ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N.1 სტომატოლოგიური კლინიკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ლექცია თემაზე „თანამედროვე ენდოდონტიის კლინიკური პარალელები“, რომელიც წაიკითხა თსსუ–ის ენდოდონტიის მიმართულების სრულმა პროფესორმა მარინა მამალაძემ. ლექცია, რომელსაც ესწრებოდნენ კლინიკის თერაპევტები, კითხვა–პასუხის რეჟიმში დასრულდა...

                                                                                                                                                                              Read more

უცხოელი სტუმრების საპატივსაცემოდ გამართული კონცერტი
სამშაბათი, 17 იანვარი 2012
080112_erasmusisadmi_midzghvnili_koncerti_42012 წლის 8 იანვრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ ემორის (აშშ) უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ნევროლოგიის პროფესორი კენეტ უოლკერი და ამავე სკოლის სასწავლო პროგრამების კოორდინატორი, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი...

                                                                                                                                                                              Read more

Blog Calendar
გვერდი 1, სულ: 2
<< დასაწყისი < უკან 1 2 წინ > ბოლო >>