ENG
Joomla Slide Menu by DART Creations

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

შპს „ჯეო ჰოსპიტალ“-ის გურჯაანის, სამტრედიის და ბორჯომის სამედიცინო ცენტრებში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (ემერჯენსი,ER) მიმართულების უმცროსი ექიმის ვაკანტური ადგილების დაკომპლექტების მიზნით, მიმდინარეობს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებული კურსდამთავრებულებისა და რეზიდენტების შერჩევა.

შერჩეული კანდიდატები, კომპანიის ხარჯით, გაივლიან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (ემერჯენსი,ER) გადამზადების სასწავლო კურსს, რის შემდგომ შპს „ჯეო ჰოსპიტალ“–სა და დასაქმებულს შორის გაფორმდება შრომითი ურთიერთობა, არანაკლებ 2 წლის ვადით.

სამუშაო პირობები ითვალისწინებს,  სამუშაო გრაფიკს შეთანხმებით და კვალიფიკაციის შესაბამის მზარდ თანამდებობრივ სარგოს, დაწინაურების პერსპექტივით.

კონკურსში მონაწილეობის მსურვეთათვის, (დანართი N1), წარმოგიდგენთ კონკურსში მონაწილეობის პირობებს. 

(დანართი N1)

განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ

შპს „ჯეო ჰოსპიტალ“–ი აცხადებს შესარჩევ კონკურსს უმცროსი ექიმების ვაკანტურ პოზიციებზე, გურჯაანის, სამტრედიისა და ბორჯომის სამედიცინო ცენტრებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (ემერჯენსი,ER)  მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 30 წლამდე, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს ან რეზიდენტებს, კრიტიკული მედიცინის, ანესთეზია–რეანიმატოლოგიის, თერაპიის, კარდიოლოგიის, ქირურგიის სპეციალობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომისშემდგომი საფეხური;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის  მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე – This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it  შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად (იხილეთ თანდართული დოკუმენტი), უნდა წარმოადგინონ:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • უმაღლესი ან/და დიპლომისშემდგომი (რეზიდენტურა) სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სავალდებულოა სააპლიკაციო ფორმაში მიუთითოთ ორი რეკომენდატორი (უნივერსიტეტის სათანადო დარგის სრული ან ასოცირებული პროფესორის);
  • ფოტოსურათი – 3x4-ზე, 2 ცალი.

შერჩეული კანდიდატები, კომპანიის ხარჯებით, გაივლიან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების  (ემერჯენსი,ER)  გადამზადების სასწავლო კურსს, რის შემდგომ შპს „ჯეო ჰოსპიტალ“–სა და დასაქმებულს შორის გადაფორმდება შრომითი ხელშეკრულება, არანაკლებ 2 წლის ვადით.

სამუშაო პირობები

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისი მზარდი თანამდებობრივი სარგო, დაწინაურების პერსპექტივით.

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმაში მიუთითოთ რეგიონი და ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.