ENG
Joomla Slide Menu by DART Creations
მედიცინის ფაკულტეტი - აკადემიური პერსონალი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

 აკადემიური პერსონალის სია

04.molekuluri_da_samedicino_genetikis_departamenti_800x600

1. მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი

მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი საწყისს იღებს "სამედიცინო ბიოლოგიის, გენეტიკისა და ეკოლოგიის კათედრიდან”, თვით ეს კათედრა - "ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის კათედრიდან”, რომელიც 1930 წელს ჩამოყალიბდა. 1967 წლიდან მას ეწოდა "ბიოლოგიისა და ზოგადი გენეტიკის კათედრა”, ხოლო 1993 წლიდან – "სამედიცინო ბიოლოგიის, ზოგადი გენეტიკისა და პარაზიტოლოგიის კათედრა”.

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორი ვალერიან როსტომბეგოვი (1930-1960),  პროფესორი ვლადიმერ ჯიქია (1960-1980), დოცენტი თინა მესხი (1980-1992), ბ.მ.დ. მარინე ფირცხალავა (1992-1993), პროფესორი ელენე აბზიანიძე (1993-2005).

კათედრის შექმნის დროიდან მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო ჰელმინთოფაუნის შესწავლა შინაურ ცხოველებში, ჩვილ და სკოლის ასაკის ბავშვებში, ანკილოსტომიდოზის კვლევა საქართველოში, ქ.თბილისისა და ქ.რუსთავის მოსახლეობის ჰელმინთოინვაზიის შესწავლა ასაკობრივ ასპექტში, ჰელმინთოინვაზიით თანდართული დისბაქტერიოზი, მეტრონიდაზოლის რიგის პრეპარატებისა და პესტიციდების გონადოტოქსიკური და მუტაგენური ეფექტის კვლევა.

1994 წლიდან, უკვე “სამედიცინო ბიოლოგიის, გენეტიკის და ეკოლოგიის კათედრაზე”. პროფესორ ე.აბზიანიძის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროგრამებში დიდი ადგილი დაეთმო მოლეკულურ და სამედიცინო გენეტიკას.

ამჟამად დეპარტამენტის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკა. დეპარტამენტში შექმნილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამები (დიპლომამდელი, სარეზიდენტო, სადოქტორო და უწყვეტი განათლების).

დეპარტამენტში წლების მანძილზე წარმატებით მუშაობს  სტუდენტთა სამეცნიერო დებატ-კლუბი “მეგ”- მომავალი ეკუთვნის გენეტიკას. 1994-2009 წწ. დეპარტამენტის თანამშრომელთა და კლუბის უფროსკურსელ წევრთა ხელმძღვანელობით ჩატარდა სტუდენტთა 14 სამეცნიერო კონფერენცია და ღია დებატები სამედიცინო გენეტიკის აქტუალურ საკითხებზე. შექმნილია ფოტო და ვიდეო არქივი.

ბიოლოგიის კათედრის ისტორიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული კათედრასთან არსებული ბიოლოგიური მუზეუმი, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში კავკასიის სახელმწიფო მუზეუმის უნიკალური ექსპონატების ბაზაზე დაარსდა.

დეპარტამენტის სამეცნიერო მუშაობის ძირითადი თემატიკაა არაოპიოიდური და ოპიოიდური ნივთიერებების მოქმედების ციტოგენეტიკური და ნეირობიოლოგიური ასპექტების და ნარკომანიისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობის შესწავლა ქართულ პოპულაციაში, გარემოს მავნე ფაქტორების მოქმედების შესწავლა გენეტიკურ აპარატზე და რეპროდუქციულ სისტემაზე.

დეპარტამენტის თანამშრომლები ბ.მ.დ. ე.აბზიანიძე, ვ.ბერიშვილი, თ.ტყემალაძე, ნ.ფირცხელანი, ბ.ფარცხალაძე მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო გრანტებით დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტებში: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2010-2013 (GNSF/ST/09_130_6-270) , 2009-2012 (GNSF/ST08/6-471), 2008 - 2010  (GNSF/ST07/6-234), 2007 – 2009 აშშ-ის კვლევების და განვითარების სამოქალაქო ფონდი (CRDF-GEB1-2883-TB-07).

დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შედგენილი და გამოცემულია სახელმძღვანელოები. ნათარგმნი და გამოცემულია:

პ.კემპი, კ.არმსი - ბიოლოგია (სახელმძღვანელო); I ტომი - ადაპტირებული თარგმანი  და რედაქტირება ე.აბზიანიძისა. 1997.

პ.კემპი, კ.არმსი - ბიოლოგია (სახელმძღვანელო); II ტომი – ადაპტირებული თარგმანი  და რედაქტირება ე.აბზიანიძისა, 1998.

2008 – “ტომპსონი & ტომპსონი”. “გენეტიკა მედიცინაში”. რ.ლ.ნუსბაუმი, რ.რ.მაკლაინსი, ჰ.ფ.ვილარდი. სარედაქციო-მთარგმნელობითი ჯგუფი:'ე.აბზიანიძე, ნ.დვალიშვილი, ვ.ბერიშვილი, ნ.სიგუა, თ.ტყემალაძე, თბილისი. 2008. ლიცენზირებული თარგმანის რედაქტორი - ე.აბზიანიძე.

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ელენე აბზიანიძე, ასოცირებული პროფესორი ვიოლა ბერიშვილი, ასისტენტ-პროფესორები - მანანა ჭიპაშვილი, ციალა გიგინეიშვილი, ნინო ფირცხელანი.  მოწვეული პედაგოგებია: ფუჩქი ფახურიძე, მანანა გუგუშვილი, ელისაბედ იმნაძე, მაია რუხაძე, თინათინ ტყემალაძე, ნინო ყოჩიაშვილი; ლაბორანტია ელისაბედ იმნაძე.

 

09.normaluri_anatomiis_departamenti_800x600

2. ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტი

ადამიანის ანატომიის დეპარტამენტი


ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრა
დაარსდა 1918 წლის აგვისტოში.

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორი ალექსანდრე ნათიშვილი (1918-1959), პროფესორი ზაქარია მაისურაძე (1959-1972), პროფესორი ზურაბ კაციტაძე (1972-1998), აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი (1998 წლიდან დღემდე).

ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრა თბილისის ახალდაარსებულ უნივერსიტეტში პირველი სამედიცინო პროფილის კათედრა იყო. იმთავითვე მის უმთავრეს პრობლემად იქცა მანამდე არარსებული ქართული ანატომიური სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნა და დანერგვა. უკვე 1918-19 წლებში გამოიცა ბაზელის საერთაშორისო ანატომიური ტერმინოლოგიის შესატყვისი ოსტეოლოგიის, სპლანქნოლოგიის, გრძნობათა ორგანოებისა და ნერვული სისტემის ქართული ანატომიური ტერმინოლოგია, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არა მარტო ადამიანის ნორმალური ანატომიის, არამედ სხვა სამედიცინო სპეციალობების განვითარებასაც. ანატომიური ტერმინოლოგია შემდგომ სრულად იქნა შეტანილი პროფესორ ა.ნათიშვილის სახელმძღვანელოში და პროფესორ ზ.მაისურაძის მიერ 1947 წელს გამოცემულ “სამედიცინო ტერმინოლოგიაში”.

კათედრაზე მიმდინარეობდა სისტემატური სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა. უნდა აღინიშნოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მონაკვეთების შედარებითი და ასაკობრივი ანატომიის, სხვადასხვა შინაგანი ორგანოს სისხლძარღვოვანი კალაპოტის ვარიანტების კვლევა და სხვ. პროფესორ ზაქარია მაისურაძის კათედრის ხელმძღვანელობის  პერიოდში კათედრის თანამშრომლების მიერ დადგინდა ახალშობილის თავის ტვინის, ზოგი შინაგანი ორგანოს მაკრო- და მიკროვასკულარიზების თავისებურებები. პროფესორი ზურაბ კაციტაძის კათედრის ხელმძღვანელობის პერიოდში აღსანიშნავია კათედრის მატერიალური ბაზის მნიშვნელოვანი გაფართოება, რამაც შესაძლებელი გახადა კათედრაზე დამოუკიდებელი, ტექნიკურად კარგად აღჭურვილი სალექციო აუდიტორიის, სასექციო დარბაზის და სამაცივრო დანადგარის მქონე მორგის მოწყობა, ახლებურად განთავსდა ანატომიური მუზეუმიც. აღნიშნულ პერიოდში კათედრაზე კვლევა წარიმართა სამედიცინო ანთროპოლოგიის მიმართულებით. პარალელურად, ახალი მეთოდების და სამედიცინო ტექნიკის გამოყენებით, გაგრძელდა შინაგან ორგანოთა მიკროცირკულაციური კალაპოტის შესწავლა. პროფესორ რ.ხეცურიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა ორიგინალური კვლევა პლაცენტის მიკრო-მაკროვასკულარიზების და ფუნქციური ანატომიის მიმართულებით.

1998 წელს ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგედ აირჩიეს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი რამაზ ხეცურიანი.

ამ პერიოდში კათედრის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მიმართულებები იყო: შინაგან ორგანოთა მიკროცირკულაციური კალაპოტის შესწავლა (წვრილი და მსხვილი ნაწლავები, თირკმელი, საშვილოსნო, პლაცენტა და სხვ.), სამედიცინო ანთროპოლოგიის პრობლემები (ახალშობილთა და ბავშვთა ფიზიკური განვითარების მონაცემების შეფასება ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების მოქმედების გათვალისწინებით), ზოგიერთი შინაგანი ორგანოს ლიმფური სისტემის კვლევა (საშვილოსნო, ნაწლავები).

2006 წელს კათედრა მიმართულების სახით შევიდა მორფოლოგიის დეპარტამენტის შემადგენლობაში, ხოლო 2009 წელს გარდაიქმნა დამოუკიდებელ დეპარტამენტად.

დეპარტამენტის მიერ შემუშავებულია დიპლომამდელი და სარეზიდენტო პროგრამები.

ბოლო წლებში დეპარტამენტი მუშაობდა შემდეგ ფინანსირებად სამეცნიერო პროექტებზე:

1. Prolongation of Expected Life Span and Improvement of Life Quality Basing on the Experience of Caucasian Longevity and Georgian Traditional Medicine. ISTC გრანტი (რ.ხეცურიანი და სხვ.).

2. ორგანიზმის ასაკთან დაკავშირებული სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები ერითროციტებში (რ.ხეცურიანი და სხვ.).

ამჟამად დეპარტამენტის კვლევითი უშაობის ძირითადი მიმართულებებია: შინაგან ორგანოთა მიკროცირკულაციური კალაპოტის, ზოგიერთი შინაგანი ორგანოს ლიმფური სისტემის (საშვილოსნო, ნაწლავი, თირკმელი, ღვიძლი) შესწავლა, სხვადასხვა მიკროელემენტის ზემოქმედების შედეგად თავის ტვინსა და ღვიძლში განვითარებული მორფოლოგიური ძვრების შეფასება თანამედროვე ტექნიკური მეთოდების გამოყენებით.

დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ განვლილ პერიოდში გამოცემულია შემდეგი სახელმძღვანელოები:

- ალ.ნათიშვილი – “ადამიანის ნორმალური ანატომია”

- ზ.კაციტაძე – “ადამიანის ანატომია” (პედიატრიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის) - 1989 წელს მიენიჭა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია;

- რ.ხეცურიანი –”ადამიანის ნორმალური ანატომია”;- რ.ხეცურიანი, თ.კაციტაძე - “ანატომია, ფიზიოლოგია და პათოლოგია” (სახელმძღვანელო სამედიცინო სასწავლებლებისათვის) - 1993 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. 

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის   ხელმძღვანელი - სრული პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი რამაზ ხეცურიანი, ასოცირებული პროფესორები – მარინა აბესაძე, მაია დგებუაძე, ასმათ შუკაკიძე, ასისტენტ-პროფესორები – თამარ ყიფიანი, ცისანა ხომერიკი, ელენე შვანგირაძე, მანანა არაბული, დავით თოფურია. დეპარტამენტში აკადემიურ მუშაობას ეწევიან მოწვეული მასწავლებლები: პროფესორი ზურაბ კაციტაძე, ლეილა ჩუბინიძე, ლია კილაძე, ოლია თავაძე, ლალი ალადაშვილი, ელისო ყიფიანი, მაია ხარაბაძე, სოფიო კანდელაკი, ნინო ქოჩაკიძე, ნინო მდივანი, ნიკოლოზ მზარეულაშვილი, თენგიზ ზანგალაძე. ლაბორანტი ქეთევან თავბერიძე.

 

 

10.histologiiscitologiisa_da_embrionologiis_departamenti_800x600

3. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტი

ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრა  დაარსდა 1919 წელს.

კათედრის გამგეები იყვნენ პროფესორები: ნიკოლოზ კახიანი (1919-1921),  ალექსანდრე ნათიშვილი (1921-1930), სიმონ საყვარელიძე (1930-1969), თამარ დეკანოსიძე (1969-1973), ნოდარ კალანდაძე (1973-1976), ცინარა გაჩეჩილაძე (1976-2000), 2001 წლიდან დღემდე კათედრას (შემდეგ - დეპარტამენტს) ხელმძღვანელობს პროფესორი რუსუდან რუხაძე.

დაარსებიდანვე ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა მიკროსკოპული პრეპარატების დამამზადებელი ლაბორატორიის ჩამოყალიბებისათვის. პროფ. ს.საყვარელიძის მიერ შეიქმნა სახელმძღვანელოები ჰისტოლოგიურ ტექნიკასა და ემბრიოლოგიაში. 1970 წელს პროფ. ც.გაჩეჩილაძის თაოსნობით შეიქმნა ჰისტოქიმიური ლაბორატორია. 1975 წელს პროფ. ნ.კალანდაძის დიდი ძალისხმევით ჩამოყალიბდა ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორია.

წლების მანძილზე კათედრის კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო სხვადასხვა ფუნქციური მდგომარეობის პირობებში ქალის რეპროდუქციული სისტემის ორგანოების სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებების შესწავლა.

2003 წელს პროფ. რ.რუხაძის მიერ შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმძღვანელო  ჰისტოლოგიაში, რომლის მეორე განახლებული და შევსებული გამოცემა განხორციელდა 2009 წელს.

2004 წლიდან კათედრაზე დაინერგა სწავლების ახალი - ვირტუალური მიკროსკოპიის მეთოდი.

2007-08 წწ დეპარტამენტში აითვისა კვლევის იმუნომორფოლოგიური მეთოდი. დღეისთვის დეპარტამენტის კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულება სხვადასხვა ორგანოში უჯრედული ციკლისა და აპოპტოზის ასაკობრივი თავისებურებების კვლევაა.

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი რუსუდან რუხაძე; ასოცირებული პროფესორი მარინე ლაბაძე, ასისტენტ-პროფესორები – ზემფირა აბულაძე, სოფიო გიორგაძე, ნინო თევზაძე, ნათია გუჯაბიძე; მოწვეული პედაგოგები – ლილი დოლიძე, ნინო ჩიქვილაძე, მარინა ნიჟარაძე, შორენა ტუკვაძე, მაია გაგუა, ლაბორანტები – ელისაბედ ბალავაძე, მარინა გუნცაძე.

21.topografiuli_da_klinikuri_anatomiis_departamenti_800x600

4 ტოპოგრაფიული ანატომიის დეპარტამენტი

ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის მიმართულება, კლინიკური ანატომიის მიმართულება


ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრა
დაარსდა 1919 წელს.

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორი ალექსანდრე მაჭავარიანი (1919), პროფესორი ნიკოლოზ კახიანი (1919-1926).

1926 წელს კათედრა გაიყო ორ დოცენტურად - ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის. პირველი მიუერთდა ნორმალური ანატომიის, ხოლო მეორე - ზოგადი ქირურგიის კათედრას. პირველის გამგე იყო პროფესორი ალექსანდრე ნათიშვილი, მეორისა -  პროფესორი ნიკოლოზ კახიანი.

1928 წლიდან, პროფესორ ნიკოლოზ კახიანის გარდაცვალების შემდეგ, ოპერაციული ქირურგიის დოცენტურა გამოეყო ზოგადი ქირურგიის კათედრას. მისი ხელმძღვანელი 1928-1931 წლებში იყო პროფესორი ალექსანდრე წულუკიძე, 1931-1937 წლებში კი - პროფესორი დავით იოსელიანი.

ტოპოგრაფიული ანატომიის დოცენტურას ა.ნათიშვილის (1926-1928წ.წ.) შემდეგ ხელმძღვანელობდნენ პროფესორი ვლადიმერ ცეცხლაძე (1929-1930წ.წ.) და პროფესორი ნიკოლოზ დემეტრაძე (1931-1937წ.წ.). 1937 წელს ორივე დოცენტურა გაერთიანდა ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრად. 1937 წლიდან 1947 წლამდე მას ხელმძღვანელობდა პროფესორი დავით იოსელიანი, ხოლო 1947 წლიდან 1954 წლამდე - პროფესორი ნიკოლოზ დემეტრაძე.

1954 წლიდან 1986 წლამდე კათედრას განაგებდა პროფესორი შალვა თოიძე, 1987 წლიდან 1992 წლამდე კათედრის გამგე იყო პროფესორი საულ კახიანი. 1992 წლიდან 2004 წლამდე კათედრის გამგე იყო დოცენტი ელგუჯა ყიფიანი, 2004 წელს კი კათედრის გამგედ აირჩიეს პროფესორი ლია კიკალიშვილი.

წლების განმავლობაში კათედრის სამეცნიერო კვლევის საგანი იყო ადამიანის სხეულის აგებულების ინდივიდური ცვალებადობა. სამამულო ომის პერიოდში კათედრა მუშაობდა სამხედრო-საველე ქირურგიის პრობლემებზე. შემდეგი გამოკვლევები მიეძღვნა ღვიძლის სტრუქტურის, მისი სისხლძარღვების და ლიმფური ძარღვების ტოპოგრაფიის შესწავლას, ღვიძლზე ოპერაციული ჩარევის ტაქტიკის და გზების დამუშავებას.

2006 წელს შეიქმნა ტოპოგრაფიული და კლინიკური ანატომიის დეპარტამენტი (ხელმძღვანელი - პროფ. ლია კიკალიშვილი), რომელიც აერთიანებს 2 მიმართულებას.

ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის მიმართულება მუშაობს დიპლომამდელი, სარეზიდენტო, სადოქტორო პროგრამებით.  იკვლევს ღვიძლის მილოვანი სისტემის ინტრაორგანულ ტოპოგრაფიას, ღვიძლის ექსპერიმენტულ მორფოლოგიას, ღვიძლის ოპერაციული ქირურგიის საკითხებს.

მიმართულების თანამშრომლებმა გამოსცეს შემდეგი სახელმძღვანელოები:

1. შ. თოიძე, ლ. კიკალიშვილი, ე. ყიფიანი დ. კორძაია – ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია. თბილისი, 2008.

2. შ. თოიძე, ლ. კიკალიშვილი, ე. ყიფიანი დ. კორძაია - ტოპოგრაფიული და კლინიკური ანატომია. თბილისი, 2005.

3. თავისა და კისრის   ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია   (ლ.კიკალიშვილისა  და მ.რამიშვილის რედაქციით),  თბილისი, 2006.

პროფ. ლ.კიკალიშვილი ჩართულია საგრანტო კვლევით პროექტში “წვრილი ნაწლავის იზოლირებული სეგმენტი, როგორც ოპტიმალური ადგილი პანკრეასის კუნძულების ტრანსპლანტაციისათვის” 2008_2010წწ. N. GNSF/STO 7/6 _ 226.

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის  და მიმართულების ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ლია კიკალიშვილი, ასოცირებული პროფესორები - ელგუჯა ყიფიანი და მანანა რამიშვილი, ასისტენტ- პროფესორები - ლეილა ჯანდიერი, ვილი პაჭკორია და ლევან ბენაშვილი.

კლინიკური ანატომიის მიმართულება

კლინიკური ანატომიის მიმართულება შეიქმნა კლინიკური ანატომიის კათედრის ბაზაზე, რომელიც 1935 წელს დაარსდა ყოფილ თბილისის ექიმთა დახელვნების ინსტიტუტში (შემდგომ - დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი). კათედრის დამფუძნებელი იყო გამოჩენილი ანატომი და ქირურგი, პროფესორი ნიკოლოზ კახიანი. შემდგომ წლებში კათედრას ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: დ.იოსელიანი, მ.სრესელი, ვ.ქურდოვანიძე, ს.კახიანი, ი.კუზანოვი, ა.ინაური. კათედრაზე მოღვაწეობდნენ პროფესორები: შ.თოიძე, თ.სააკაშვილი, მ.დანელია, შ.ქევანიშვილი, ვ.ბურაკოვსკი, ე.ვანციანი.

2006 წელს, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მიერთების შემდეგ, კლინიკური ანატომიის კათედრა გარდაიქმნა კლინიკური ანატომიის მიმართულებად.

მიმართულება აღჭურვილია სადემონსტრაციო მასალით, გააჩნია სრულყოფილი ექსპერიმენტული საოპერაციო ბლოკი და სათანადოდ აღჭურვილი სამეცნიერო ლაბორატორია.

მიმართულებამ შეიმუშავა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები შემდეგ სპეციალობებში: ქირურგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ოტოლარინგოლოგია, ანესთეზიოლოგია, ტრავმატოლოგია, სტომატოლოგია, პროქტოლოგია, ბავშვთა ქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია.

მიმართულების აკადემიური პერსონალის მიერ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე მიღებულია 3 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. კლინიკური ანატომიის მიმართულების სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა  ღეროვანი უჯრედების ბიოლოგია, მათი ტრანსპლატაცია კლინიკაში სხვადასხვა პათოლოგიის დროს. აღნიშნული კვლევა, რომელიც საჭიროებს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებას, აქტუალურია მსოფლიო მეცნიერების  თვალსაზრისით.

კლინიკური ანატომიის მიმართულების კვლევით ჯგუფს წამყვანი პოზიცია უკავია მსოფლიოში ნეოორგანოგენეზის მიმართულებით, რაც დასტურდება მის მიერ მოპოვებული სახელმწიფო და საერთაშორისო გრანტებით, პუბლიკაციებით მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში. მიმართულებას აქვს ნაყოფიერი თანამშრომლობა მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, კვლევების ნაწილი ხორციელდება საზღვარგარეთ: აშშ-ში (იეშივას უნივერსიტეტი, ღვიძლისა და ღეროვანი უჯრედების კვლევითი ლაბორატორია, Mაიამის დიაბეტის კვლევითი ინსტიტუტი), შვედეთში (უპსალას უნივერსიტეტის დიაბეტის კვლევითი ლაბორატორია), ინგლისში (მედიცინის სამეფო კოლეჯი, ღვიძლის კვლევითი ლაბორატორია) და გერმანიაში (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი).

ამჟამად სამეცნიერო კვლევების პრიორიტეტულ მიმართულებებია: ღვიძლის ქსოვილის ტრანსპლანტაცია მისი ექსპერიმენტული დაზიანების პირობებში; ჰეპატოციტების ტრანსპლანტაცია კარის ვენაში; ლანგერჰანსის კუნძულების ტრანსპლანტაცია I ტიპის შაქრიანი დიაბეტის პირობებში; ძვლის ტვინის მეზენქიმური უჯრედების ტრანსპლანტაცია პარადონტიტის დროს; ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების დიფერენციაცია ნეირობლასტებად; ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ზურგის ტვინის მექანიკური დაზიანების პირობებში.

მიმართულებაზე მუშავდება სამეცნიერო პროექტი: “წვრილი ნაწლავის დემუკოზირებული სეგმენტი, როგორც ოპტიმალური ადგილი ლანგერჰანსის კუნძულების ტრანსპლანტაციისათვის” (დიაბეტის კვლევის ევროპული ფონდი – ხელმძღვანელი პროფ. ე.ბერიშვილი).

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიის მიმართულების ბაზაზე ფუნქციობს ჰეპატოციტების ტრანსპლანტაციის განყოფილება, ლანგერჰანსის კუნძულების ტრანსპლანტაციის განყოფილება, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, უჯრედების იზოლაციის სტერილური ბლოკი, მორფოლოგიური და იმუნოფერმენტული ანალიზის ლაბორატორია, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით.

მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში ინტენსიურად არიან ჩართული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და რეზიდენტები. მიმართულების თანამშრომლების ხელმძღვანელობით ყოველი მათგანი ეუფლება სამეცნიერო-კვლევით მუშაობას და წარმატებით ითვისებს აუცილებელ სამეცნიერო უნარ-ჩვევებს.

პედაგოგიური პერსონალი: კლინიკური ანატომიის მიმართულებას ხელმძღვანელობს სრული პროფესორი ზურაბ კაკაბაძე, ასოცირებული პროფესორია ეკატერინე ბერიშვილი. მოწვეული პედაგოგები არიან: კონსტანტინე ჩუტკერაშვილი, ირაკლი ამირანაშვილი, თეიმურაზ კოვზირიძე; ლაბორანტია კონსტანტინე კალანდარიშვილი.

39.-patanatomiis_departamenti_800x600

5. პათოლოგიური ანატომიისა და ციტოპათოლოგიის დეპარტამენტი

პათოლოგიური ანატომიის მიმართულება

ციტოპათოლოგიის მიმართულება

პათოლოგიური ანატომიის კათედრა.

კათედრა დაარსდა 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაუკლტეტზე, კურსის სახით კი ის დაარსდა 1920 წელს.  პათოლოგიური  ანატომიის  კურსს  კათედრის  დაარსებამდე  დროებით  ხელმძღვანელობდნენ  პროფესორები:  გრიგოლ მუხაძე      (1920 წ.), ივანე შიროკოგოროვი (1921წ.), ბორის ღოღობერიძე (1921-22 წ.წ.). 1922 წელს კურსი გარდაიქმნა კათედრად. მისი დამაარსებელი და პირველი გამგე იყო დოცენტი (შემდგომ - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი) ვლადიმერ ჟღენტი, რომელიც 1972 წლამდე ხელმძღვანელობდა კათედრას. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ირაკლი ტატიშვილი (1972-1973 წლებში კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მედიცინის და სამედიცინო-ბიოლოგიური აკადემიების აკადემიკოსი, პროფესორი თამარ დეკანოსიძე (1973-1995), სამედიცინო-ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი პროფესორი ომარ ხარძეიშვილი (1995-2005). 2005-2006 წლებში კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა გიორგი ბურკაძე, 2006 წლიდან კი პათოლოგიური ანატომიის უკვე დეპარტამენტის ხელმძღვანელია სრული პროფესორი რამაზ ჩიხლაძე.

პათოლოგიური ანატომიის კათედრა დაარსების დღიდან გახდა პათოლოგანატომთა კადრების მომზადებისა და სამეცნიერო მუშაობის ცენტრი, საზოგადოდ პათოლოგანატომიური საქმის მეთოდური ხელმძღვანელი საქართველოში. პათოლოგიური ანატომიის კათედრის ორგანიზაციული და მეთოდური დახმარებით დაარსდა პათოლოგიური ანატომიის კათედრები ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში (1935წ.), თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიურ ინსტიტუტში (1937წ.), საქართველოს სახელმწიფო ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში (1934წ.), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტის) სასამართლო მედიცინის კათედრა (1922წ.). შეიქმნა პათოლოგანატომიური განყოფილებები და ლაბორატორიები სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში და პათოლოგანატომიური განყოფილებები ყველა საავადმყოფოში.

პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ტარდებოდა სამხარეო პათოლოგიის შესწავლის, საქართველოს ნოზოლოგიური პროფილის კვლევის მიმართულებით.

პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე ჩატარებული მუშაობის საფუძველზე დადგინდა საქართველოში ენდემური ჩიყვის, ტუბერკულოზის, მალარიის, ლეიშმანიოზის, ამებიაზის, ექინოკოკოზის, სილიკოზის, მანგანუმის მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული ავადმყოფობის მორფოლოგიური თავისებურებანი. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიეძღვნა პათოლოგიური პროცესებისა და დაავადებების პათოლოგიური ანატომიის შესწავლას ასაკობრივ ასპექტში. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგენილ იქნა თითოეული ორგანოს დაბერების პროცესისათვის დამახასიათებელი მორფოლოგიურ ცვლილებათა კომპლექსი, ეს კომპლექსი დიფერენცირებულია პათოლოგიური და აუტოლიზური პროცესებისაგან.

კათედრაზე პირველად განხორციელდა პერიფერიული ორგანოების სისტემური მორფოლოგიური კვლევა ტერმინალურ და პოსტრეანიმაციულ პერიოდებში. შრომათა ციკლი მიეძღვნა სიმსივნური დაავადებების მორფოგენეზის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პათომორფოზის საკითხებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თავის ტვინის გლიომების, ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს კვლევის შედეგად დადგენილი ფაქტები და კანონზომიერებანი. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევა ექსპერიმენტული სეფსისის პათოლოგიური ანატომიის დასადგენად და ნერვული სისტემის ცალკეულ განყოფილებებში მიმდინარე ცვლილებების გამოსავლენად.

უკანასკნელი წლებში პათოლოგიური ანატომიის კათედრის სამეცნიერო-კვლევითმა მუშაობამ შეიძინა ახალი მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს პათოლოგიური პროცესებისა და დაავადებების პათოლოგიური ანატომიის გადახედვას მოლეკულური ბიოლოგიის პოზიციიდან.

კათედრის სამეცნიერო კვლევის ახლანდელი მიმართულებებია: ავადმყოფობათა და პათოლოგიურ პროცესთა სადიაგნოზო იმუნომორფოლოგიური მარკერები და პათოლოგიათა კომპიუტერული სახის შემუშავება, ენდოკრინოციტების მორფოლოგიის კვლევა სხვადასხვა პათოლოგიის დროს, უჯრედშორისი ურთიერთობების ულტრასტრუქტურული და მოლეკულური საფუძვლების კვლევა სხვადასხვა პათოლოგიის დროს, ათეროსკლეროზის მორფოგენეზის საკითხები, თანატოლოგია, ნეირომორფოლოგია, ენდოკრინული სისტემის პათოლოგია.

პედაგოგიური პერსონალი: 2009 წელს შეიქმნა პათოლოგიური ანატომიისა და ციტოპათოლოგიის დეპარტამენტი, რომელიც შედგება შესაბამისი ორი მიმართულებისგან და მისი ხელმძღვანელია პროფ. რ. ჩიხლაძე. პათოლოგიური ანატომიის მიმართულების აკადემიურ პერსონალად არჩეულია: რამაზ ჩიხლაძე _ სრული პროფესორი; ომარ ხარძეიშვილი _ ასოცირებული პროფესორი, ზაზა თოფურია _ ასოცირებული პროფესორი,' ბესიკ კოჭლამაზაშვილი _ ასოცირებული პროფესორი, გიორგი ბურკაძე _ ასოცირებული პროფესორი, გიორგი დიდავა _ ასისტენტ-პროფესორი, მამუკა ჩხაიძე _ ასისტენტ-პროფესორი, მარინე კობალაძე _ ასისტენტ-პროფესორი, ნინო მუსერიძე _ ასისტენტ-პროფესორი.

15.patfiziologiis_departamenti_800x600

6. პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის (პათოფიზიოლოგიის) დეპარტამენტი (2006 წლამდე- პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრა) საწყისს იღებს "ზოგადი პათოლოგიის" კათედრიდან, რომელიც დაარსდა 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. კათედრის ორგანიზება დაევალა პროფესორ სიმონ ამირეჯიბს.

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორი პოლიენ მეზერნიცკი (1920-1922), პროფესორი დანიელ ღამბარაშვილი (1922), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი პროფესორი ვლადიმერ ვორონინი (1922-1955), პროფესორი ირინე ზაალიშვილი (1955-76), პროფესორი თეიმურაზ ნათაძე (1976-1990), 1990 წელს კათედრის გამგედ არჩეული იქნა  პროფესორი ვახტანგ ყიფიანი.

1924 წელს კათედრას, არსის შეუცვლელად, ეწოდა "პათოლოგიური ფიზიოლოგიის" კათედრა. კათედრის უფროსი ასისტენტი იყო ვასილ ვარაზიშვილი (ვარაზი), შემდგომ - პროფესორი, რომელიც წარდგენილი იქნა ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატად.

დეპარტამენტში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებთან. ამჟამად დეპარტამენტში მუშაობა ტარდება დიპლომამდელი და სადოქტორო პროგრამებით.

სასწავლო პროგრამები: 1.“პათოლოგიური ფიზიოლოგია” მედიცინის ფაკულტეტისთვის; 2.“პათოლოგია” ფარმაციის ფაკულტეტისთვის; 3.“პათოლოგიური ფიზიოლოგია” სტომატოლოგიის ფაკულტეტისთვის; 4.”პათოლოგიური ფიზიოლოგია” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტისთვის; 5.“პათოლოგიური ფიზიოლოგია” ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტისთვის; 6.“პათოლოგიური ფიზიოლოგია” პროფესიული უმაღლესი მედიცინის და ფარმაციის სკოლისთვის. უკანასკნელ წლებში დეპარტამენტი მუშაობდა, აგრეთვე, რამდენიმე არჩევით სასწავლო პროგრამაზე. პოსტდიპლომური განათლებისთვისაა განკუთვნილი სასწავლო პროგრამა “კლინიკური პათოფიზიოლოგია” მიმდინარეობს მუშაობა სადოქტორო პროგრამებზე: 1.“ოქსიდაციური სტრესის როლი თავის ტვინის ნეიროდეგენერაციული დაზიანებების დროს და მისი მოდულაცია” 2.“მიკროსისხლძარღვთა კედლის ფუნქციების, ერითროციტების თვისებების და სისხლის დენადობის ცვლილებები ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს”.

დეპარტამენტის მიერ გამოიცა ახალი პროგრამების შესაბამისი სახელმძღვანელოები: “ზოგადი პათოფიზიოლოგია”(2008 წ.) და “ორგანოების და სისტემების პათოფიზიოლოგია” (2009 წ.) მედიცინის ფაკულტეტისთვის, “პათოლოგია” (2009 წ.) - ფარმაციის ფაკულტეტისთვის, “პათოფიზიოლოგია” (2008 წ.) - სტომატოლოგიის ფაკულტეტისთვის, “პათოფიზიოლოგია” (2009 წ.) - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტისთვის, “ინფექციური პროცესის ზოგადი პათოგენეზი” (2007 წ.) - დამხმარე სახელმძღვანელო. გამოცემული იქნა მონოგრაფიები: “ელექტრონულ-პარამაგნიტური რეზონანსი და მისი გამოყენება მედიცინაში” (2005 წ), “აპოპტოზი: მოლეკულური მექანიზმები და როლი პათოლოგიაში” (2008 წ.). შეიქმნა სრული სალექციო კურსის ელექტრონული ვერსია ყველა ცალკეული ლექციისთვის, შეძენილი იქნა შესაბამისი ტექნიკური  საშუალებები.

დეპარტამენტში რეგულარულად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მრავალმხრივი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა და მიღებულია საგულისხმო შედეგები

დადგენილია შემაერთებელი ქსოვილის როლი სისხლძარღვოვან რეაქციებში ანთების დროს. შესწავლილია სისხლის ნაკადის ცვლილებების მექანიზმი სხვადასხვა პათოლოგიის დროს. გამოვლენილია პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლის მექანიზმების ზოგიერთი ასპექტი ჰიპერტონული დაავადებისას. გამოვლენილია კანის სისხლმომარაგების დარღვევის მნიშვნელობა და ხასიათი, კანის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები ქრონიკული ეგზემის, ნეიროდერმიტის და სკლეროდერმიის დროს.

გამოკვლეულია სიმსივნეში სისხლის მიმოქცევის თავისებურებები, მისი არასრულფასოვნობის მიზეზები და დამოკიდებულება ზოგად ჰემოდინამიკურ ფაქტორებზე. მასზე დაყრდნობით შემუშავებულია სიმსივნეზე ქიმიოთერაპიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერების გზები.

მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა სამკურნალწამლო პრეპარატების ორგანიზმზე მოქმედების შესწავლას (მაგალითად, სანეგიტის, ბუტაპოლის, ტრენტალის და სხვ.).

დეტალურადაა შესწავლილი რეგიონული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის პარანეოპლაზიური დარღვევები, ნაჩვენებია მათი სტერეოტიპული, უნივერსალური, გენერალიზებული ხასიათი. გამოვლენილია სიმსივნური ანემიის პათოგენეზის მნიშვნელოვანი ასპექტები. ავთვისებიანი ზრდის დროს გამოვლენილია "ინტაქტური" ორგანოების სისხლძარღვების თრომბორეზისტენტობის დაქვეითება.

გამოკვლეულია მიკროცირკულაციის, ადრენორეცეპტორთა ფუნქციის, უჯრედის ენერგეტიკის, ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის, ელექტრონული ტრანსპორტის ცვლილებები ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის, შაქრიანი დიაბეტის დროს, აგრეთვე, ჰიპერბარული ოქსიგენაციის გავლენა ამ პროცესებზე.

უკანასკნელ წლებში დეპარტამენტი მუშაობდა 10 ფინანსირებად ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტზე (გრანტზე). ამჟამად ის ფლობს ერთ გრანტს.

დეპარტამენტის კვლევითი მუშაობის მიმართულებები ამჟამად შემდეგია: ბიოლოგიური ჟანგვა სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დროს; ერითროციტების, ჰემოგლობინის და მიკროცირკულაციის კვლევა შაქრიანი დიაბეტის დროს; აზოტის ოქსიდის როლის შესწავლა პათოლოგიური პროცესების პათოგენეზში; ერითროციტების მემბრანის კვლევა პათოლოგიური პროცესების დროს; პარანეოპლაზიური პროცესების მექანიზმების კვლევა; საქართველოს ფლორის წარმომადგენლებისგან მიღებულ ნივთიერებათა სამკურნალო ეფექტის კვლევა.

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მედიცინის მეცნიერებთა აკადემიის აკადემიკოსი, სრული პროფესორი ვახტანგ ყიფიანი, ასოცირებული პროფესორები - სოციალურ-სამედიცინო აკადემიის წევრი თეიმურაზ პეტრიაშვილი, ნატალია პავლიაშვილი, ქეთევან ღამბაშიძე; ასისტენტ-პროფესორები - ნინო ბეჟიტაშვილი, მანანა ნამორაძე, მაკა თოფურიძე. პედაგოგებად მოწვეულნი არიან: ნელი ფხალაძე, დავით დელიბაშვილი, დალი ყარყარაშვილი, ნანა ჭელიძე, მაია კაცაძე; ლაბორანტებად მოწვეულნი არიან: ნუკრი თოდუა, ნინო მარღიშვილი.

 

14.mikrobiologiisa_da_imunologiis_departamenti_800x600

7. მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტი

მიკრობიოლოგიის მიმართულება

მიკრობიოლოგიის კათედრა დაარსდა 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის შემადგენლობაში "ბაქტერიოლოგიური კათედრის” სახელწოდებით. სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სამედიცინო ფაკულტეტის სამედიცინო ინსტიტუტის სახით გამოყოფის შემდეგ (1930 წ.) კათედრას ეწოდა მიკრობიოლოგიის კათედრა.

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორი სიმონ ამირეჯიბი (1919-1929), პროფესორი გიორგი (გოგი) ელიავა. 1937 წელს, პროფესორ გ. ელიავას დანაშაულებრივი ლიკვიდაციის შემდეგ, კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა დოცენტი ვლადიმერ ანთაძე, 1940 წლიდან, პროფესორად არჩევის შემდეგ, ის კათედრის გამგეა 1974 წლამდე. 1974 წლიდან 1995 წლამდე კათედრის გამგე იყო პროფესორი თამაზ კერესელიძე. საზღვარგარეთ მისი ხანგრძლივი მივლინების პერიოდში (1979-84 წ.წ.) კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა დოცენტი მერაბ ჩიჯავაძე. 1995 წლიდან 2006 წლამდე კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი დარეჯან ჩიკვილაძე, 2006 წლიდან კათედრის გამგეა გიორგი გოგიჩაძე.

დაარსებიდანვე კათედრა მუშაობდა ბაქტერიული პრეპარატების, ზოგიერთი ვაქცინისა და დიფთერიის საწინააღმდეგო შრატის წარმოების, პრობლემური ინფექციების, მათ შორის - ბრუცელოზის, სხვა ზოონოზური ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებების ძიებაზე. კათედრა ამუშავებდა, აგრეთვე, სამხარეო პათოლოგიის, მიკრობიოლოგიის, იმუნოლოგიის პრობლემებს. პროფესორმა ვლ.ანთაძემ და ნ.სირბილაძემ დაადგინეს იმუნორეაქციის ახალი ფენომენი “ოფსონინური პარადოქსი”. მოგვიანებით დიდი ყურადღება ეთმობოდა ჰოსპიტალური ინფექციების შესწავლას და მასთან ბრძოლის მეთოდებს.

კათედრასთან შექმნილი იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე  ეპიდზედამხედველობის ცენტრი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიით.

ამჟამად მიმართულება ახორციელებს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტირებულ პროგრამებს კლინიკურ მიკრობიოლოგიაში (ხელმძღვანელი პროფესორი დ. ჩიკვილაძე). აგრეთვე, აკრედიტირებულ სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამას  “ლაბორატორიული მედიცინა”, მოდულს “კლინიკური მიკრობიოლოგია”.

მიკრობიოლოგიის მიმართულება ახორციელებს სამეცნიერო კვლევას შემდეგ პროგრამებზე: - გ.გოგიჩაძე _ “აფლატოქსინის ციტოპათოგენური მოქმედების შესწავლა ქსოვილთა კულტურაში in vitro”;

- დ.ჩიკვილაძე _ “ჰოსპიტალური ინფექციების პრევალენტობის შესწავლა”; “ანტიბიოტიკომგრძნობელობა/რეზისტენტობის შესწავლა წლების მიხედვით”.

მიმართულების თანამშრომელთა მიერ გამოცემულია:

_ “სამედიცინო მიკრობიოლოგია” სახელმძღვანელო 2007, 2008 წ. _ გ.გოგიჩაძე;

_ “სამედიცინო მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსული განმარტებითი ლექსიკონი”, 2008 წ. - გ.გოგიჩაძე, ი.ფანცულაია;

_”სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი” 2009 წ. - გ.გოგიჩაძე, ა.გედენიძე, ჯ.ჭუმბურიძე.

პედაგოგიური პერსონალი: მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის და მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია სრული პროფესორი გიორგი გოგიჩაძე, ასოცირებული პროფესორები - დარეჯან ჩიკვილაძე და გიორგი კამკამიძე, ასისტენტ-პროფესორები - დარეჯან მეტრეველი და ხათუნა გაჩეჩილაძე. მოწვეული პედაგოგებია: მარიამ სინჯიკაშვილი, მაია მიქელაძე, თამარ იოსებაშვილი, თამარ დიდბარიძე, სოფიო ზურაბიშვილი, შორენა ხეცურიანი, ნინო ბაღაშვილი, იულია ზედგენიძე, თეა თოფურია; ლაბორანტია იამზე ჭანტურია.

იმუნოლოგიის მიმართულება

იმუნოლოგიის მიმართულება შეიქმნა მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ფარგლებში 2006 წელს.

მიმართულება ახორციელებს სწავლებას დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ საფეხურებზე. დიპლომამდელი განათლების პროგრამა იმუნოლოგიაში განკუთვნილია მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

სარეზიდენტო პროგრამებში იმუნოლოგია ფუნდამენტური მედიცინის მოდულის ნაწილია.

დეპარტამენტში სრულდება სამი სადოქტორო პროგრამა:

1.   მარეგულირებელი T-უჯრედების და ციტოკინების როლი I ტიპის დიაბეტის პათოგენეზში;

2.   მარეგულირებელი T უჯრედების როლი დაბერების პროცესში;

3.   ციტოკინების როლი დაბერების პროცესში.

მიმართულების სამეცნიერო თემატიკაა: “ციტოკინებისა და მარეგულირებელი T უჯრედების როლი სხვადასხვა პათოლოგიის (აუტოიმუნური, სიმსივნეები და სხვ.) და დაბერების პროცესთან ასოცირებული დაავადებების განვითარებაში”.

დაფინანსებული პროექტებია:

– “ციტოკინებისა და მარეგულირებელი T-უჯრედების როლი I ტიპის დიაბეტის პათოგენეზში” (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი თ.ჩიქოვანი, პროექტის მენეჯერი ნ.ქიქოძე). დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 2007-2008 წწ.

– “ციტრუსის კანის ექსტრაქტის გავლენის შესწავლა იმუნოლოგიურ მაჩვენებლებზე (მარეგულირებელ T უჯრედებსა და ციტოკინებზე) ექსპერიმენტული ჰეპატიტის დროს”. პროგრამა ახალგაზრდა ქართველი მეცნირებისათვის (პროგრამის ხელმძღვანელი ი.ფანცულაია). დამფინანსებელი: GRDF, CRDF, საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი, 2007-2008 წწ.

– “მარეგულირებელი T-უჯრედებისა და ციტოკინების როლი დაბერების პროცესში” (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი თ.ჩიქოვანი, პროექტის მენეჯერი ი.ფანცულაია). დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი, 2007-2008 წწ.

–”T უჯრედებისა და ცილის სწრაფი და მგრძნობიარე ანალიზისათვის ციტოფლუორომეტრული ბიოანალიზატორის შეძენა”, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსი „სახელმწიფო გრანტები სამეცნიერო აპარატურის შესაძენად, 2009“.

პედაგოგიური პერსონალი: მიმართულების ხელმძღვანელი - სრული პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, ასოცირებული პროფესორი - ია ფანცულაია,  ასისტენტ-პროფესორები _ ნინო ქიქოძე და ნინო დიდბარიძე. მათ გარდა ხელშეკრულებით მოწვეულნი არიან: პედაგოგი მზია წიკლაური და ლაბორანტი  ნანი ჩიქოვანი.

 

13.samedicino_farmakologiis_departamenti_800x600

8. სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი

 ფარმაკოლოგიის კათედრა დაარსდა 1919 წელს. კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორი ვარლამ მოსეშვილი (1919-1943), პროფესორი გიორგი ცქიმანაური (1943-1973), პროფესორი გრიგოლ გვიშიანი (1973-1979), პროფესორი დავით კვაჭაძე (1979-1982), პროფესორი გივი თურმანაული (1982-2002), პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე (2002-2006), პროფესორი ნელი ანთელავა (2006-2009).

2009 წლიდან დღემდე სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტს (რომელიც ჩამოყალიბდა ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ბაზაზე) ხელმძღვანელობს პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე.

კათედრის შექმნის დროიდან მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო გულსისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებების, კერძოდ საგულე გლიკოზიდების, სპაზმოლიზური ნივთიერებების, ანტიარითმული და ნეიროლეფსიური საშუალებების ფარმაკოლოგია, რომლის შესწავლაში და შესაბამისი ლაბორატორიული ბაზის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით პროფესორებს ვ. მოსეშვილს, გ. ცქიმანაურს, გ. გვიშიანს, დ. კვაჭაძეს და გ. თურმანაულს.

წლების მანძილზე კათედრის კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო ოპიოიდური საშუალებების სინთეზური მოდულაცია და ანტიჰიპერტენზული საშუალებების ქრონოფარმაკოლოგიის საფუძვლების შესწავლა, რაც შესაძლებელი გახდა პროფესორების დ. კვაჭაძის და გ. თურმანაულის მიერ კვლევის ახალი მეთოდების დანერგვის შემდეგ.

2002-2009 წლებში პროფ. ნ. გონგაძის ხელმძღვანელობით შესრულებული კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო იმიდაზოლინურ, ლეიკოტრიენულ, ბეტა-ადრენო და ცენტრალურ ალფა-ადრენო რეცეპტორებზე მოქმედი საშუალებების ფარმაკოლოგიური მოქმედების ინტიმური მექანიზმების დადგენა არტერიული ჰიპერტენზიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, მიოკარდიტიტის და ღვიძლის დაზიანების ექსპერიმენტულ მოდელებზე.

ამჟამად დეპარტამენტის სამეცნიერო მუშაობის ძირითადი თემატიკაა გულის მწვავე იშემიური დაზიანებისა და გულის უკმარისობის ფარმაკოლოგიური კორექციის პრინციპები.

დეპარტამენტში წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს სტუდენტთა სამეცნიერო წრე. 2009 წელს დეპარტამენტის თანამშრომელთა და სტუდენტური თვითმართველობის ხელმძღვანელობით ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია და ღია დებატები თანამედროვე ფარმაკოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. დეპარტამენტში შექმნილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამები.

სხვადასხვა წლებში დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო გრანტებით დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტებში: 1. “ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება” – ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო – 2000-2001წ. (ნ. გონგაძე) 2. Research of neuroprotective substances – TUBITAK NATO PCA2 program, Turkey, 2003-2004 (K. Bakuridze). 3. The protection role of edible plant-derived extracts on age-related immune dysfunction project. N4660 “Science and Technology Center in Ukraine, 2008-2010 (K. Bakuridze).

დეპარტამნეტის თანმაშრომლებს მონაწილეობა აქვთ მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ განვლილ პერიოდში გამოცემულია შემდეგი სახელმძღვანელოები:

პროფ. გ. გვიშიანი “ფარმაკოლოგია” – 1977წ.

პროფ. გ. თურმანაული “სამედიცინო ფარმაკოლოგია” – 2006წ.

პროფ. გ. თურმანაული “სამედიცინო ფარმაკოლოგია” – 2009წ.

დეპარტამენტის თანამშომელთა მიერ ნათარგმნი და რედაქტირებულია შემდეგი სახელმძღვანელოები:

დ.ა. ხარკევიჩი “ფარმაკოლოგია” – 2007წ.

ბ. კატცუნგი “ბაზისური და კლინიკური ფარმაკოლოგია” – 2009წ.

დეპარტამენტის თანამშრომლებს მონაწილეობა აქვთ მიღებული “ვიდალის” ცნობარის შედგენასა და გამოცემაში – 2003/2004წ.

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის ხელმძღვანელი – სრული პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია, ასისტენტ პროფესორები – მანანა გოგოლაური, კახი ბაკურიძე, მაკრინე მირზიაშვილი; დეპარტამენტში აკადემიურ მუშაობას ეწევიან მოწვეული პედაგოგები: პროგ. გ. თურმანაული, ბიოლ. მეცნ. კანდიდატი მ. მჭედლიშვილი, ნ. ნიკურაძე, მედ. მეცნ, კანდიდატი მ. ღვალაძე, მედ. მეცნ. დოქტორი ა. ანთელავა, მ. ღონღაძე, ლაბორანტი – მ. კუდუხოვა.


24.medicinis_istoriisa_da_bioetikis_departamenti_800x600

9. მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტი

მედიცინის ისტორიის კათედრა დაარსდა 1943 პროფესორ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით. რომელიც ხელმძღვანელობდა კათედრას 1973 წლამდე. 1974-91 წწ. კათედრის გამგე იყო პროფესორი მიხეილ შენგელია. 1991 წლიდან დღემდე, აწ უკვე “მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტს” განაგებს პროფესორი რამაზ შენგელია. აღნიშნული დასახელების სტრუქტურა შეიქმნა 2004 წელს მედიცინის ისტორიისა და საზოგადოებათმეცნიერების კათედრების გაერთიანებით.

სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში კათედრას ჰქონდა მნიშვნელოვანი მიღწევები, განსაკუთრებით - ქართული მედიცინის ისტორიაში. ნაწილი ასეთი სამეცნიერო შრომებისა გამოქვეყნებულია წიგნებისა თუ სტატიების სახით. კერძოდ, პროფ. მ.სააკაშვილმა შეისწავლა საქართველოში ნევროპათოლოგიის ისტორია, ყვავილის აცრის ისტორია. მნიშვნელოვანია ნ.ვაჩნაძის კვლევა საქართველოში ჭრილობების სამკურნალოდ ცხოველისა და ადამიანის სისხლის გამოყენების ისტორიაზე. ინტერესს იწვევს ბ.ფაღავას ნაშრომი საქართველოში პედიატრიის განვითარების ისტორიის შესახებ, ციალა ჩხეიძის “მასალები თერაპიის განვითარების ისტორიისათვის XIX საუკუნის საქართველოში” და სხვ. კათედრაზე შექმნილია საქართველოს მედიცინის ისტორიის მრავალტომეული უძველესი დროიდან XX საუკუნემდე.

1974 წლიდან თსსი-ის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიასთან (შემდგომ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) პროფ. მ.შენგელიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა ქართული მედიცინის ისტორიისა და სამედიცინო ეთნოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება, რომელმაც კათედრასთან ერთად განსაზღვრა სამეცნიერო კვლევის თანამედროვე თემატიკა. მასში გამოიყოფა რამდენიმე მიმართულება: უძველესი, ძველი, ახალი თუ უახლესი ქართული მედიცინის ისტორიის საკითხების კვლევა, ძველი ქართული ეროვნული სამედიცინო ძეგლების გამოკვლევა-გამოცემა, სახელმძღვანელოების შედგენა სტუდენტებისათვის, ქართული სამედიცინო ხელნაწერების გამოკვლევა-გამოცემა. დამუშავდა და მომზადდა დასაბეჭდად ქართული ხალხური მედიცინის გეოგრაფიული ატლასი ამა თუ იმ დაავადების წარმოშობის კერების და მათი გავრცელების აღნიშვნით. კათედრაზე ჩაეყარა საფუძველი თემატიკას “ქართული მედიცინის ისტორიის საიუბილეო და მნიშვნელოვანი თარიღები”, გამოვიდა პირველი წიგნიც.

აღნიშნული საკითხების შესახებ დაიბეჭდა მრავალი სტატია, მონოგრაფია და სახელმძღვანელო, კერძოდ - მ.შენგელია “ქართული მედიცინის ისტორია” (1980),  “მედიცინის ისტორია” (1985).

ამჟამად დეპარტამენტში დიპლომამდელ ეტაპზე ისწავლება მედიცინის ისტორია  და ბიოეთიკა. ბიოეთიკა შეტანილია ყველა სარეზიდენტო პროგრამაში, როგორც სავალდებულო დისციპლინა, ხოლო მედიცინის ისტორიისა და ტრადიციული მედიცინის საფუძვლები - როგორც ელექტიური დისციპლინა.

დეპარტამენტის სამეცნიერო თემატიკაა:

ა) ქართული ტრადიციული მედიცინის შესწავლა, სისტემატიზება და აპრიორული შეფასება;

ბ) კავკასიის სამედიცინო საზოგადოება და მეცნიერული მედიცინის ჩამოყალიბება საქართველოში;

გ) ნეოჰიპოკრატიზმი - ჰუმორული პათოლოგიის თეორია თანამედროვე თვალთახედვით;

დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბიოეთიკური ასპექტები;

ე) კავკასია - ერთიანი ბიოეთიკური სივრცე;

ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალები და ბიოეთიკური პრობლემატიკა.

დაფინანსებული გრანტები: 2001 _ 2008 წწ "CINDI"-ის პროგრამებში მონაწილეობა; 2004 _ 2007 წწ - ISTC გრანტის მოპოვება და ხელმძღვანელობა.

გამოცემულია შემდეგი დამხმარე  ლიტერატურა:

- რ.შენგელია - მედიცინის ისტორია  და ზოგადი თეორია. ძველი აღმოსავლეთი. I წიგნი. გამომც. “ენგადი”. თბილისი. 2009. I წიგნი. 2009.

- რ.შენგელია, ე.სანიკიძე - თანამედროვე მედიცინის ბიოეთიკური ასპექტები. სახელმძღვანელო    დიპლომისშემდგომი
   განათლებისთვის. გამომც. “ენგადი”, 2009.

- რ.შენგელია, ჯ.გურგენიძე - ძველი აღმოსავლეთის მედიცინისა და რელიგიის ისტორია. სახელმძღვანელო. 2005. (რუს.).

- რ.შენგელია, ჯ.გურგენიძე - ძველი საბერძნეთისა და რომის მედიცინისა და რელიგიის ისტორია. სახელმძღვანელო, 2005 (რუს.).

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის   ხელმძღვანელი - სრული პროფესორი რამაზ შენგელია, ასოცირებული პროფესორი ბელა მამულაშვილი. მოწვეული მასწავლებლები არიან: ნანი ხელაია, ნინო ყუფარაძე; ლაბორანტია ჯილდა გურგენიძე.

 

26.terapiisdepartamenti_800x600

10. თერაპიის დეპარტამენტი

სინდრომული დიაგნოსტიკის მიმართულება

თერაპიის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა შინაგან სნეულებათა N.1, N.2 კათედრის, პოლიკლინიკური და გადაუდებელი თერაპიის კათედრის, აგრეთვე, კლინიკური ფარმაკოლოგიის კურსის რესურსებით.

სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა N.1 კათედრამ ეს სახელწოდება 1997 წელს მიიღო. უფრო ადრე, 1972 წლიდან, მას ეწოდებოდა სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრა, რომელიც შეიქმნა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ბაზაზე. ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკა დაარსდა 1921 წლის ივლისში. მას განაგებდა პროფესორი სპირიდონ ვირსალაძე. კათედრის გამგე 1972-1988 წლებში იყო პროფესორი  კონსტანტინე ვირსალაძე, 1988 წლიდან 2000 წლამდე - მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი  დავით ტვილდიანი.

1972-80 წლებში კათედრის სამეცნიერო კვლევის თემატიკა ეხებოდა, ძირითადად, გასტროენტეროლოგიის პრობლემებს. კერძოდ, შეისწავლებოდა შემკუმშავი ცილების მექანოაქტივობის დარღვევების როლი კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა პათოლოგიის დროს, ნაწლავთა მიკროფლორის იმუნური და ფერმენტული ასპექტები.

1980-83 წლებში გასტროენტეროლოგიური მიმართულების პარალელურად კათედრამ დაიწყო ქრონიკულ ფილტვისმიერ გულთან დაკავშირებული პრობლემების დამუშავება, ხოლო 1984-90 წლებში შეისწავლებოდა ჰემოდინამიკური და მეტაბოლური დარღვევები გულის ქრონიკული უკმარისობის დროს, 1985-90 წლებში ავადმყოფთა ფსიქიკის თავისებურებები შინაგან დაავადებათა კლინიკაში, 1990-95 წლებში - ჰორმონული, ელექტროკარდიოგრაფული და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ამსახველი მონაცემების დახასიათება მსუბუქი, საშუალო და მძიმე მიმდინარეობის ჰიპერტონიული დაავადების დროს, 1990-95 წლებში - გეოფიზიკური ფაქტორების გავლენა გულის იშემიური დაავადებისა და არტერიული ჰიპერტონიის კლინიკურ მიმდინარეობაზე. კათედრა მუშაობს, აგრეთვე,' თემაზე “ბიოფიზიკური ფაქტორების ცვლილებების გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიაზე”.

სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა N.2 კათედრა დაარსდა 1932 წელს სახელწოდებით “სან-ჰიგიენური ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრა”.

სხვადასხვა წლებში კათედრას ხელმძღვანელობდნენ: ნიკოლოზ გეგეჭკორი, ვასილ ანდღულაძე, მემნონ კანდელაკი, ანეტა ჟღენტი, ნუგზარ ტატიშვილი.

1986 წლიდან კათედრას დაერქვა სამკურნალო ფაკულტეტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის N.2 კათედრა, ხოლო 1997 წელს მას ეწოდა სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა N.2 კათედრა.

დაარსებიდან 1960 წლამდე კათედრის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები იყო: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სახსრების მწვავე რევმატიული დაავადებები, არასპეციფიკური მკურნალობის მოქმედების მექანიზმის შესწავლა, ბალნეოთერაპიისა და კურორტოლოგიის საკითხები. კათედრა 1973 წლამდე იკვლევდა გასტროენტეროლოგიის საკითხებს. 1973 წლიდან კათედრის ძირითადი სამეცნიერო მიმართულება კლინიკური კარდიოლოგიისა და იმუნოლოგიის საკითხების შესწავლა იყო. 1983 წლიდან დღემდე კათედრის სამეცნიერო მუშაობა ეძღვნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პათოგენეზისა და მკურნალობის საკითხებს, სხვადასხვა ენდოგენური ნატრიურეზული ნივთიერების როლის შესწავლას გულის უკმარისობისა და არტერიული ჰიპერტონიის პათოგენეზში.

პოლიკლინიკური და გადაუდებელი თერაპიის კათედრა შეიქმნა 1986 წელს. კათედრის გამგედ აირჩიეს პროფესორი ნოდარ ბაქრაძე.

კათედრის კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებები იყო: გავრცელებული არაინფექციური დაავადებების რისკ-ფაქტორების კვლევა, თრომბოჰემორაგიული სინდრომის შესწავლა მწვავე დაავადებათა დროს და ჰიპერტონიული კრიზების ურგენტული თერაპია.

კლინიკური ფარმაკოლოგიის კურსი დაარსდა 1980 წელს. ამ დროიდან 2000 წლამდე კურსს ხელმძღვანელობდა დოცენტი არჩილ კობალაძე.

თსსუ თერაპიის დეპარტამენტში ხორცილედება შემდეგი სადოქტორო პროგრამები:

1.ენდოგენური უაბაინის და მარინობუფაგენინის როლი ესენციური ჰიპერტენზიის განვითარებაში – სრული პროფესორი გაიანე სიმონია.

2. გულის იშემიური დაავადების პათოგენეზში ფსიქოემოციური ფაქტორების მნიშვნელობის განსაზღვრა პაციენტის სქესთან მიმართებაში – სრული პროფესორი გიორგი ქავთარაძე. კათედრა ფლობს საერთაშორისო გრანტს “უაბაინისთვის და მარინობუფაგენინისთვის სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულები (Baltimore Center for Cardiovascular Research, USA )”.

დეპარტამენტის მიერ გამოცემულია  შემდეგი სახელმძღვანელოები:

1. გიორგი ქავთარაძე – “დიაგნოსტიკური ძიებები შინაგან დაავადებათა კლინიკაში – სიმპტომიდან დიაგნოზამდე”, 2009;

2. ნ.ტატიშვილი, გ.სიმონია – “შინაგანი მედიცინა”;

3. გ.სიმონია, ი.ანდრონიკაშვილი – “კლინიკური გერიატრია”, 2009.

პერსონალი:

სინდრომული დიაგნოსტიკის მიმართულება: დეპარტამენტის და მიმართულების  ხელმძღვანელი - სრული პროფესორი გიორგი ქავთარაძე, ასოცირებული პროფესორები - ნუგზარ ნარსია, ავთანდილ ისაკაძე, ირინა ანდრონიკაშვილი; ასისტენტ-პროფესორები - ნათელა ბასიშვილი, ელგუჯა ადამია, თეიმურაზ მახარაძე, თამარ სარალიძე, ირმა ჭოხონელიძე, ხათუნა ციციაშვილი.

გერიატრიის მიმართულება დაარსდა 2009 წელს. მიმართულების ხელმძღვანელი და  სრული პროფესორია გაიანე სიმონია.

 

27.No1_shinagani_medicinis_departamenti_800x600

11. შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი N. 1

კერძო თერაპიის მიმართულება, კარდიოლოგიის მიმართულება,

რევმატოლოგიის მიმართულება, ენდოკრინოლოგიის მიმართულება

შინაგანი მედიცინის N.1 დეპარტამენტის კერძო თერაპიის მიმართულება

კერძო თერაპიის მიმართულება საწყისს იღებს “შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის” კათედრიდან, რომელიც დაარსდა სამედიცინო ფაკულტეტის ჩამოყალიბებისთანავე - 1919 წელს. 1921 წელს სამედიცინო ფაკულტეტზე გაიხსნა საფაკულტეტო თერაპიის კათედრა, რომლის გამგედ დაინიშნა პროფ. ა.ალადაშვილი, ხოლო შინაგან დაავადებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგედ აირჩიეს მიხეილ წინამძღვრიშვილი,

საფაკულტეტო თერაპიის კათედრის გამგეები იყვნენ პროფესორები: ალექსანდრე ალადაშვილი (1921-1950), ნიკოლოზ ყიფშიძე (1950-1954), თადეოზ მამალაძე (1954-1955), ვლადიმერ გერსამია (1956-1957), მემნონ კანდელაკი (1957-1971), ვახტანგ ალადაშვილი (1976-86), გურამ რცხილაძე (1986-1996), ნოდარ ემუხვარი (1996-2006).

გასული საუკუნის 80-იან წლებში, შინაგან დაავადებათა სწავლების პროგრამის შეცვლასთან დაკავშირებით, კათედრას შეეცვალა სახელი - მას ეწოდა შინაგან დაავადებათა N.1 კათედრა, ხოლო 1998 წლიდან - შინაგან სნეულებათა N.5 კათედრა.

2006 წლიდან ეს სტრუქტურა, კერძო თერაპიის მიმართულების სახით, შევიდა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის შემადგენლობაში, რომლის ხელმძღვანელი, ასევე,  ნ.ემუხვარია.

კათედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სამხარეო პათოლოგიის შესწავლას. მისი თანამშრომლების მიერ საქართველოში პირველად იყო აღმოჩენილი და აღწერილი ანკილოსტომიდოზი (ნ.მახვილაძე და გ.დიდებულიძე), ბრუცელოზი (ნ.მახვილაძე), სპრუ (შ.მიქელაძე). კათედრის თანამშრომლებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ადგილობრივი კურორტებისა და მინერალური წყლების სამკურნალო თვისებების შესწავლას. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მათ სამკურნალო კვების ორგანიზაციის საქმეშიც. კათედრის გამგის, პროფ. ვ.ალადაშვილის თაოსნობით, 1975 წლიდან კათედრაზე ფარმაცევტული ფაკულტეტის სტუდენტებს ეკითხებდათ ფარმაკოთერაპიის კურსი. რომელსაც ხელმძღვანელობს დოც. მ.კანდელაკი. 1977 წლიდან 1984 წლამდე კათედრაზე ისწავლებოდა სამხედრო საველე თერაპია ტოქსიკოლოგიით, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოც. ნ.ემუხვარი.

კათედრის და უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა თანამედროვე სამედიცინო ტერმინოლოგია ქართულად და გამოიცა დიაგნოსტიკის ტერმინოლოგიის მასალები.

1950-60 წლებში კათედრა შეისწავლიდა გასტრიტის პათოგენეზისა და კლინიკის პრობლემებს, 1960-70 წლებში - გულის იშემიური დაავადების პათოგენეზსა და კლინიკას ასაკობრივ ასპექტში. 1970-90 წლებში კათედრა მუშაობდა ლიპიდების მეტაბოლიზმის დარღვევის პრობლემებზე. შეიქმნა ლიპიდური ცვლის შემსწავლელი ლაბორატორია. დადგენილია სისხლის ლიპიდთა ნორმები ქ.თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს სოფლის მოსახლეობაში. შესწავლილია ლიპიდური ცვლა ძირითადი თერაპიული და-ავადებების დროს.

1990 წლიდან დღემდე კათედრა მუშაობს საყლაპავიდან ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის შესაძლებლობებზე გულის სხვადასხვა დაავადების დროს. დანერგილია დოპლერექოკარდიოგრაფია და სტრესექოკარდიოგრაფია, ლაზეროთერაპია. 1990 წელსვე კათედრის ბაზაზე შეიქმნა რეფლექსოთერაპიის რესპუბლიკური ცენტრი.

საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ი.ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოთერაპიის ინსტიტუტთან ერთად ჩატარდა სამამულო პრეპარატის - კოლხიცინის აპრობაცია პერიოდული დაავადებისა და ამილოიდოზის, ალკოჰოლური ციროზის დროს.

კერძო თერაპიის დიპლომამდელი სასწავლო კურსი მოიცავს კარდიოლოგიას და პულმონოლოგიას, სარეზიდენტო პროგრამა კი - შინგან სნეულებებს და კარდიოლოგიას.

მიმართულების სამეცნიერო მუშაობის პრიორიტეტებია გულის იშემიური დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის აქტუალური საკითხების კვლევა. ამჟამად მიმართულების სამეცნიერო თემაა “სტენოკარდიითა და გულის ქრონიკული უკმარისობით ავადმყოფთა  ნებივოლოლის და კორაქსანის კომბინაციით მკურნალობა”

კერძო თერაპიის მიმართულების პედაგოგები მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში:

1.  ანტითრომბული მკურნალობა მწვავე კორონარული სინდრომით პაციენტებში - Medicines Company – ნ.ემუხვარი, რ.ნაფეტვარიძე, ი.მამაცაშვილი, ნ.ბრეგვაძე-თაბაგარი.

2.  - Boehringer Ingelheim - ნ.ემუხვარი, რ.ნაფეტვარიძე, ი.მამაცაშვილი, ნ.ბრეგვაძე–თაბაგარი.

3.  ანტილიპიდემიური მედიკამენტი მწვავე კორონარული სინდრომით პაციენტებში  - Anthera Pharmaceurics - ნ.ემუხვარი, რ.ნაფეტვარიძე, ი.მამაცაშვილი, ნ.ბრეგვაძე–თაბაგარი.

4.  გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში RLY5016-ის ეფექტურობის შეფასება – კორპორაცია რელიფსა, აშშ - ნ.ემუხვარი, რ.ნაფეტვარიძე.

5.  ფორსირებული ტიტრაციით მიმდინარე კვლევა ტელმისარტანსა და ჰიდროქლორთიაზიდის ფიქსირებული დოზის ტელმისარტანის მონოთერაპიასთან შესადარებელი კვლევა მეორე და მესამე ხარისხის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში - ნ.ემუხვარი, რ.ნაფეტვარიძე.

2009 წელს პროფ. ნ.ემუხვარის რედაქტორობით გამოიცა სახელმძღვანელო “შინაგანი სნეულებები”.

პედაგოგიური პერსონალი: სრული პროფესორი ნოდარ ემუხვარი - დეპარტამენტის და მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; ასოცირებული პროფესორები - შალვა პეტრიაშვილი და კახაბერ ჭელიძე, ასისტენტ-პროფესორები - ირმა მამაცაშვილი, რუსუდან ნაფეტვარიძე, ნინო ბრეგვაძე-თაბაგარი. მოწვეული პედაგოგებია: მარინა კანდელაკი, თამარ თავაძე, მანანა კიკნაძე, თამარ სვანიძე, მედეა ჯღარკავა, ნატალია ჯავრიშვილი; ლაბორანტია - ივანე ვარაზანაშვილი.

შინაგანი მედიცინის N.1 დეპარტამენტის კარდიოლოგიის მიმართულება

კარდიოლოგიის კათედრა შეიქმნა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში 1966 წელს პროფესორ გაიოზ ცინცაძის ინიციატივით. მას დაარსებიდან 1999 წლამდე სათავეში ედგა პროფ. გაიოზ ცინცაძე, ხოლო 1999 წლიდან 2006 წლამდე – ამ კათედრაზე აღზრდილი პროფ. ირაკლი მეგრელაძე. 2006 წლიდან, როდესაც ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი შეუერთდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და კათედრების ნაცვლად შეიქმნა მიმართულებები, პროფესორი ირაკლი მეგრელაძე ორჯერ არჩეულ იქნა კარდიოლოგიის მიმართულების სრულ პროფესორად.

1975 წლის შემდეგ პროფესორების გ.ცინცაძისა და ი.მეგრელაძის ძალისხმევით კათედრის ბაზა აღიჭურვა ახალი  სამკურნალო-დიაგნოსტიკური საშუალებებით. პირველად საქართველოში დაინერგა ექოკარდიოგრაფია და მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფია. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ადრეული დიაგნოსტიკისათვის შემუშავდა სისხლის ზესუსტი ნათების განსაზღვრის ორიგინალური ბიოფიზიკური მეთოდი. ამ ბაზაზე შეიქმნა ქ.თბილისის ერთ-ერთი წამყვანი ინფარქტის ცენტრი, რომელშიც კვალიფიკაცია აიმაღლა რამდენიმე ასეულმა ექიმმა-კარდიოლოგმა.  პროფესორ გ.ცინცაძისა და პროფ. ი.მეგრელაძის ხელმძღვანელობით გამოქვეყნდა 5 მეთოდური რეკომენდაცია. კლინიკის თანამშრომლები მონაწილეობას იღებდნენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში.  პროფ. გაიოზ ცინცაძეს და ირაკლი მეგრელაძეს მიენიჭათ საქართველოს სახელმწიფო პრემია.

ამჟამად კარდიოლოგიის მიმართულება IV კურსის სტუდენტებისათვის ახორციელებს სასწავლო პროგრამას სახელწოდებით “კლინიკური პრაქტიკა”. ამავე დროს, დიპლომისშემდგომი სწავლებისა და უპგ-ის ინსტიტუტში პროფ. ი.მეგრელაძის - როგორც კარდიოლოგიის რეზიდენტურის პროგრამ-დირექტორის ხელმძღვანელობით ტარდება ციკლები მაძიებელთათვის უწყვეტი და წყვეტილი პროგრამების მიხედვით, სარეაბილიტციო ციკლები ექიმ-კარდიოლოგებისათვის. 

შინაგანი მედიცინის N.1 დეპარტამენტის რევმატოლოგიის მიმართულება

რევმატოლოგიის მიმართულება (2006 წლამდე - კათედრა) ჩამოყლიბდა 1998 წლის მარტში სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ბაზაზე აკადემიკოს  ვლადიმერ წითლანაძის თაოსნობით. იმავე წლის მაისიდან კათედრას ხელმძღვანელობდა რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, საქართველოს რევმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი ელენე (დოდო) ქართველიშვილი.

2006 წელს, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან გაერთიანების შემდეგ, პროფესორ ელენე ქართველიშვილის ხელმძღვანელობით, კათედრის ნაცვლად ჩამოყალიბდა პროგრამული მიმართულება.

ამჟამად რევმატოლოგიის მიმართულება ახორციელებს უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და უმაღლესი სამედიცინო განათლების პირველი (დიპლომირებული მედიკოსი) და მეორე (რეზიდენტურა) საფეხურის პროგრამებს.

მიმართულების ძირითადი სამეცნიერო პრიორიტეტებია:

  1. რევმატული დაავადებების კლინიკური, რადიოლოგიური, იმუნოლოგიური და გენეტიკური თავისებურებების შესწავლა და მათი გათვალისწინებით სამუშაო კლასიფიკაციების, დიაგნოსტიკური ალგორითმებისა და კრიტერიუმების, კომპლექსური თერაპიის მეთოდების შემუშავება და სრულყოფა;
  2. ახალი სამკურნალწამლო საშუალებების, მათ შორის დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატების, ეფექტურობისა და უსაფრთხოების პროფილის განსაზღვრა;
  3. რევმატულ დაავადებათა ბიოლოგიური თერაპია (პრეპარატები, რომლებიც სელექციურად, მიზანმიმართულად მოქმედებენ იმუნოპათოლოგიური პროცესის ძირითად რგოლზე და შედარებით ნაკლები ზემოქმედება გააჩნიათ ორგანიზმის ცალკეულ ფუნქციებზე),

რევმატოლოგიის მიმართულების მონაწილეობით გამოცემულია ორი სახელმძღვანელო: 1. “შინაგანი სნეულებები” (ნ.ტატიშვილის და გ.სიმონიას რედაქციით), 2. “შინაგანი სნეულებები” (ნ.ემუხვარის და დ.კასრაძის რედაქციით).

პედაგოგიური პერსონალი: რევმატოლოგიის მიმართულების სრული პროფესორია ელენე ქართველიშვილი.

შინაგანი მედიცინის N.1 დეპარტამენტის ენდოკრინოლოგიის მიმართულება

ენდოკრინოლოგიის მიმართულების (მანამდე კათედრის) ისტორია იწყება 1974 წლიდან, როდესაც მაშინდელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში შეიქმნა ენდოკრინოლოგიის კურსი. იგი შედიოდა თერაპიის კათედრის (გამგე-პროფ. კონსტანტინე ვირსალაძე) შემადგენლობაში. შექმნისთანავე მას სათავეში ჩაუდგა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის კათედრის დოცენტი ივზირა ანდღულაძე.

კურსის არსებობის პერიოდში, ი.ანდღულაძის ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო ხელმძღვანელის მოვალეობას ბრძანებით ასრულებდა დოც. დ. ვირსალაძე. შემდგომ კურსის ხელმძღვანელად დაინიშნა დოც ო. გოგიბერიძე, რომელიც კურსს და შემდეგ კათედრას ხელმძღვანელობდა 1999 წლამდე.

კათედრასთან ფუნქციობდა 1986 წელს შექმნილი ბავშვთა ენდოკრინოლოგიის კურსი დოცენტ ზურაბ სეხნიაშვილის ხელმძღვანელობით. 1999 წელს ბრძანებით, კონკურსის გამოცხადებამდე, კათედრის გამგედ დაინიშნა დოც. დ.ვირსალაძე, რომელიც 2003 წელს კონკურსითაც აირჩიეს ამ თანამდებობაზე. 2006 წელს “ენდოკრინოლოგია” მიმართულებად გაერთიანდა შინაგანი მედიცინის დეპარტამენტში, ხოლო 2009 წელს - შინაგანი მედიცინის N.1 დეპარტამენტში.

მიმართულების სრული პროფესორის დავით ვირსალაძის მიერ შედგენილია დიპლომამდელი სასწავლო პროგრამები – მედიცინისა (ქართული და ინგლისურენოვანი) და ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ფაკულტეტებისთვის. ასოცირებული პროფესორის დავით მეტრეველის მიერ შედგენილია სარეზიდენტო პროგრამები ენდოკრინოლოგიაში (თერაპევტების გადამაზადებისა და კურსადამთთავრებულ-თათვის), აგრეთვე, სადოქტორო პროგრამა.

მიმართულების აკადემიური თანამდებობების თანამშრომლების ძირითადი სამეცნიერო თემატიკაა შაქრიანი დიაბეტის (მოზრდილთა, ბავშვთა და მოზარდთა), მეტაბოლური სინდრომისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების (ბავშვთა და მოზრდილთა) მიმდინარეობისა და მკურნალობის თავისებურებების შესწავლა.

ბავშვთა ენდოკრინოლოგიის კურსი მუშაობს შაქრიანი დიაბეტისა და ენდემური ჩიყვის პრობლემებზე.

2006 წელს “ენდოკრინოლოგია” მიმართულებად გაერთიანდა შინაგანი მედიცინის დეპარტამენტში, ხოლო 2009 წელს - შინაგანი მედიცინის N.1 დეპარტამენტში.

პედაგოგიური პერსონალი: სრული პროფესორი დავით ვირსალაძე - მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით მეტრეველი, ასისტენტ-პროფესორები - ნინო ჩარკვიანი; მოწვეული ლაბორანტია ქეთევან გოგიბერიძე.

 

28.No2_shinagan_sneulebata_departamenti_800x600

12. შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი N. 2

შინაგან სნეულებათა მიმართულება,

ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულება

შინაგანი მედიცინის N.2 დეპარტამენტის შინაგან სნეულებათა მიმართულება

შინაგანი მედიცინის N.2 დეპარტამენტის შინაგან სნეულებათა მიმართულება ჩამოყალიბდა 2006 წელს "შინაგანი მედიცინის N.4 კათედრის" ბაზაზე, რომლის საწყისი იყო 1921 წელს დაარსებული "ჰოსპიტალური თერაპიის კათედრა”.

კათედრის გამგეები იყვნენ პროფესორები: მიხეილ წინამძღვრიშვილი (1930-1956), სპირიდონ ვირსალაძე (1956-1973),

1973 წელს, სასწავლო პროცესის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა ორი თერაპიული კათედრა: "ჰოსპიტალური თერაპიის” და "თერაპიის კათედრა სუბორდინატორთათვის”. პირველს სათავეში ჩაუდგა პროფესორი გივი (გრიგოლ) ბახტაძე, მეორეზე მოღვაწეობა განაგრძო პროფესორმა კონსტანტინე ვირსალაძემ.

1994 წლიდან კათედრას განაგებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ალექსანდრე ქისტაური, რომელიც 2006 და 2009 წლებში არჩეული იქნა შინაგან სნეულებათა მიმართულების სრულ პროფესორად. დიპლომამდელი სწავლების პროგრამით აქ მზადებას გადიან სამედიცინო ფაკულტეტის V კათედრის კურსის სტუდენტები.

მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანია კათედრის, ამჟამად კი მიმართულების წვლილი ქართული კლინიკური მედიცინის განვითარებაში. შესრულებულია ფუნდამენტური და აქტუალური სამეცნიერო შრომები ზოგად თერაპიაში, კარდიოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, პულმონოლოგიაში, ნეფროლოგიაში, სამხარეო პათოლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, რევმატოლოგიაში, თერაპიულ ოსტეოლოგიაში. კათედრის წევრთა მიერ შედგენილია მონოგრაფიები და სახელმძღვანელო. ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ძალისხმევით დაარსდა პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის, კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსიტუტები.

პედაგოგიური პერსონალი: შინაგანი მედიცინის N.2 დეპარტამენტის და შინაგან სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ალექსანდრე ქისტაური, ასოცირებული პროფესორი ნონა კაკაურიძე, ასისტენტ–პროფესორები ნანა ბეგიშვილი, ნატო ქათამაძე, მარინა ჯიბლაძე, ლაბორანტი ქეთინო ზაქარაია.

შინაგანი მედიცინის N.2 დეპარტამენტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულება

 

ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფუნქციობს 1964 წლიდან თავდაპირველად ალერგოლოგიის კურსის, 1974 წლიდან _ სსრკ-ის სამედიცინო ინსტიტუტებს შორის პირველად ჩამოყალიბებული ალერგოლოგიის, 1995 წლიდან კი _ ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის სახელწოდებით. დღიდან დაარსებისა 2001 წლამდე ალერგოლოგიის კურსს და კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი გურამ გურგენიძე. 2001 წლის ივნისიდან ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის გამგედ კონკურსით არჩეული იქნა ამავე კათედრის პროფესორი ალექსანდრე თელია.

ალერგოლოგიის კათედრა 1978 წლიდან საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად ასრულებდა რესპუბლიკური ალერგოლოგიური ცენტრის ფუნქციას.

კათედრის სამეცნიერო კვლევის მიმართულებები იყო ალერგიულ დაავადებათა გავრცელების შესწავლა საქართველოს რეგიონებში ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან კორელაციაში, ალერგენების გავრცელების თავისებურებების დადგენა ცალკეულ კლიმატურ-გეოგრაფიულ ზონაში მათი სპეციფიკურობის გათვალისწინებით; შედგენილი იქნა ქ. თბილისის, მისი გარეუბნების, აგრეთვე ზოგიერთი რეგიონის (ლაგოდეხი, გაგრა, ჯავა, ონი და სხვ.) ჰაეროვან აუზში სხვადასხვა სახეობის მცენარეთა მტვრის გავრცელების კალენდარი და საქართველოს სამედიცინო პოლინოლოგიური რუკა. გამოვლენილი იქნა რეგიონალური მცენარეული ალერგენები და მათი სამხარეო თავისებურებები. ბრონქული ასთმის პრობლემასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად  ქვეყანაში პირველად იქნა აპრობირებული ბრონქული ასთმის და პოლინოზის იმუნოთერაპიის მეთოდები და სქემები, მათი თერაპიული ეფექტის შესწავლით. ჩატარებული იქნა კლინიკური კვლევები ბრონქული ასთმის სხვდასხვა სამკურნალო საშუალებების თერაპიული ეფექტის შესწავლის მიზნით. შესწავლილია კვებითი ალერგიის სამხარეო ასპექტები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში, ამ რეგიონთა კლიმატურ-გეოგრაფიული და კვების თავისებურებების გათვალისწინებით. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად შედგენილი იქნა საქართველოში კვებითი ალერგიის გავრცელების რუკა.

2001-2006 წ.წ. დაინერგა ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტების კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, კერძოდ: ნებულაიზერთერაპია ბრონქოდილატატორებით, როგორც ბრონქული ასთმის მკურნალობის ეფექტური მეთოდი; კლინიკაში ბრონქული ასთმის მკურნალობისას, პირველად საქართველოში, გამოყენებული იქნა სწრაფი და შემანარჩუნებელი თეოფილინიზების სქემები; სპეციფიკური JgE-ს განსაზღვრა იმუნობლოტინგის მეთოდით; ანტი-IgE და ანტი-FcR აუტოანტისხეულების განსაზღვრა ქრონიკული იდიოპათიური (მორეციდივე) ურტიკარიებისა და ანგიოშეშუპების დროს; დაინერგა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, მაღალინფორმატიული კომპიუტერული სპიროგრაფიის მეთოდი; კათედრაზე, ქვეყანაში პირველად, ჩატარდა კლინიკური კვლევები რანდომიზებული კონტროლირებადი ორმაგი ბრმა მეთოდით _ სეკრეტოლიზური, ანტიბაქტერიული და ტოპიკური დერმატოლოგიური პრეპარატებით (2002-2005 წ.წ.).

მიმართულებას მიყავს პოსტდიპლომური და უპგ პროგრამები, სარეზიდენტო პროგრამა “ალერგოლოგია და იმუნოლოგია”. პროფესორი ა.თელია არის თსსუ-ის პოსტდიპლომური და უპგ პროგრამების სარეზიდენტო პროგრამის “ალერგოლოგია და იმუნოლოგია” დირექტორი, თანამშრომლები - ამ პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელები.

2001 წელს კათედრაზე შესრულებულ იქნა გრანტული (MHTC) სამეცნიერო თემა _ ატოპიური დერმატიტის ადგილობრივი სამკურნალო პრეპარატები (ალ. თელია).

კათედრის თანამშრომლების მიერ გამოცემულია სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები:

. მაჭავარიანი _ მედიკამენტური ალერგია, მონოგრაფია (2005 წ.); ბრონქული ასთმა, მონოგრაფია (2009 წ.); პოლინოზი _ მეთოდური რეკომენდაცია (2004 წ.);

ალ. თელია _ თანამედროვე სამედიცინო სამეცნიერო კვლევების წარმოების    მეთოდოლოგიის საფუძვლები _ თსსუ, 2004 წ.

ალ. თელია - კლინიკური კვლევების წარმოების და შეფასების მეთოდოლოგიის საფუძვლები _ თსსუ, 2006 წ.;

ალ. თელია - შინაგანი სნეულებანი _ სახელმძღვანელო, I ტ., თავი _ ბრონქული ასთმა _ თსსუ, 2008 წ.;

. გუნია _ ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის ინგლისურ-ქართულ-რუსული განმარტებითი ლექსიკონი _ 2006 წ.;

. გეგეშიძე (თანაავტ.) - ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებით  გამოწვეული ალერგიული და არაალერგიული რეაქციების დიაგნოსტიკა, პრევენცია, გადაუდებელი დახმარება _ მეთოდური სახელმძღვანელო. თსსუ, 2010 წ..

2006 წელს კათედრა გარდაიქმნა თსსუ-ის ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულებად და გაერთიანდა შინაგანი მედიცინის დეპარტამენტში, 2009 წელს კი - შინაგანი მედიცინის N.2 დეპარტამენტში.

პედაგოგიური პერსონალი: სრული პროფესორი ალექსანდრე თელია - მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ბიძინა მაჭავარიანი, ასისტენტ-პროფესორი ქეთევან მაჭავარიანი. მოწვეული ლაბორანტია მანანა შავგულიძე.

 

66.saojaxo_medicinis_departamenti_800x600

13. საოჯახო მედიცინის დეპარტამენტი 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტი საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში პირველი აკადემიური სტრუქტურაა, რომელიც “საოჯახო მედიცინის”, როგორც აკადემიური დისციპლინის დამკვიდრებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომის შემდგომი განათლების ეტაპებზე.

.2001 წელს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში ჩამოყალიბდა საოჯახო მედიცინის ფაკულტეტი და კათედრა (ფაკულტეტის დეკანი – პროფ. გურამ კიკნაძე, კათედრის გამგე – პროფ. გივი ჯავაშვილი). სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საოჯახო მედიცინის ფაკულტეტი და კათედრა მხოლოდ პოსტდიპლომური (რეზიდენტურა და უწყვეტი პროფესიული განვითარება სპეციალობაში “ოჯახის ექიმი”) მზადებით იყოს დაკავებული.

2006 წელს, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია მიუერთდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა საოჯახო მედიცინის დეპარტამენტი და დაფუძნდა საოჯახო მედიცინის ცენტრი.

2006-2009 წლებში დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა პროფ. გ. ჯავაშვილი. 2009 წლიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფ. გ. კიკნაძე.

დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

1. დიპლომამდელი სამედიცინო განათლება: სასწავლო კურსები მედიცინის ფაკულტეტის II და VI კურსის სტუდენტებისათვის; აგრეთვე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებისათვის;

2. დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლება სპეციალობაშისაოჯახო მედიცინა”:

 

 

  • რეზიდენტების მზადება სრულვადიანი პროგრამით სპეციალობაში “ოჯახის ექიმი;
  • მომიჯნავე სპეციალობების ექიმების “გადამზადება” მოკლევადიანი პროგრამით სპეციალობაში “ოჯახის ექიმი”.

 

3. უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების განხორციელება სპეციალობაშიოჯახის ექიმი;

4. ოჯახის ექიმთა მასწავლებლების მზადება;

5. სამეცნიერო კვლევების განვითარება და დოქტორანტურის პროგრამის ჩამოყალიბება სპეციალობაშიოჯახის ექიმი”.

2. სასწავლო პროგრამები

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებულია:

  1. სასწავლო პროგრამა/სილაბუსი დიპლომამდელი განათლებისათვის დისციპლინაში “საოჯახო მედიცინა” მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტებისათვის (მომზადდა 2006 წელს);
  2. სასწავლო პროგრამა/სილაბუსი “ადრეული კლინიკური კონტაქტი” დიპლომამდელი განათლებისათვის დისციპლინაში “საოჯახო მედიცინა”  მედიცინის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტებისათვის (მომზადდა 2007-2008 სასწავლო წელს)
  3. სასწავლო პროგრამა დისციპლინაში საოჯახო მედიცინა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტებისათვის;
  4. სარეზიდენტო პროგრამა სპეციალობაში “ოჯახის ექიმი” (მომზადდა და დამტკიცდა 2002 წელს, განახლდა და განმეორებით დამტკიცდა 2006 წელს). 

3. დაფინანსებული პროექტები (ადგილობრივი ან საერთაშორისო გრანტები)

I. თსსუ-ს საოჯახო მედიცინის დეპარტამენტი და ცენტრი 2006 წლის მარტიდან მონაწილეობს სპეციალობაში “ოჯახის ექიმი” მოკლევადიანი რეზიდენტურის პროგრამით მზადებაში (სხვა სპეციალობების ექიმების გადამზადება ოჯახის ექიმად). აღნიშნული პროგრამით მზადება გავლილი აქვს სულ 96 მსმენელს, მათგან:

  1. 25 ექიმი მომზადდა თვითდაფინანსების გზით;

  2. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის დაკვეთით მზადებაში მონაწილეობა მიიღო 71 ექიმმა: 

    ა) 2006 წლის 26 ივლისიდან 2007 წლის 26 თებერვლამდე მომზადდა 12 ოჯახის ექიმი
    (მზადების საფუძველი - თსსუ-ს და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულება “აჭარის, იმერეთის და შიდა ქართლის რეგიონებში შერჩეული სამედიცინო პერსონალის გადამზადება)”;

    ბ) 2007 წლის 11 ივლისიდან 2007 წლის 7 დეკემბრამდე მომზადდა 36 ოჯახის ექიმი (მზადების საფუძველი - თსსუ-ს და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულება “თბილისის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის შერჩეული სამედიცინო პერსონალის გადამზადება”); 

    გ) 2008 წლის 25 ნოემბრიდან 2009 წლის 6 ივნისამდე მომზადდა 23 ოჯახის ექიმი
    (მზადების საფუძველი - თსსუ-ს და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულება “თბილისის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის შერჩეული სამედიცინო პერსონალის გადამზადება”).

II. თსსუ საოჯახო მედიცინის დეპარტამენტს და ცენტრს განხორციელებული აქვთ ოჯახის ექიმთა მასწავლებლების მზადების პროგრამა (70-80 სთ). ოჯახის ექიმთა მასწავლებლების მზადების პროგრამა 8-ჯერ ჩატარდა. სულ 2006-2008 წლებში მომზადებულია ოჯახის ექიმებისა და ექთნების 185 მასწავლებელი. სწავლება ჩატარდა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის, აგრეთვე AIHA-ს დაკვეთით.

III. თსსუ საოჯახო მედიცინის დეპარტამენტსა და ცენტრს, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის დაკვეთით, 2008-2010 წლებში ჩატარებული აქვთ მზადების კურსი “კლინიკური უნარ-ჩვევები პირველად ჯანდაცვაში”. მზადებაში სულ მონაწილეობდა 764 მსმენელი. აქედან:

  1. 2008 წლის 17 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით სასწავლო კურსში მონაწილეობდა 253 პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალი (ექიმები, ექთნები);

  2. 2009 წლის 16 ივნისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით სასწავლო კურსში მონაწილეობდა 197 პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალი (ექიმები, ექთნები);

      3.  2010 წლის  15 მარტიდან  1 ნოემბრამდე სასწავლო კურსში მონაწილეობდა 314 პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალი (ექიმები, ექთნები);

IV. თსსუ საოჯახო მედიცინის დეპარტამენტს და ცენტრს, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის დაკვეთით, 2009-2010 წლებში  ჩაატარა მოკლევადიანი სასწავლო კურსი ოჯახის ექიმებისათვის “ელექტროკარდიოგრამის ინტერპრეტაცია”  აღნიშნული სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღო 471 ოჯახის ექიმმა. 

 

V. საერთაშორისო პროექტები 

სხვადასხვა დროს სხვადასხვა დროს საოჯახო მედიცინის დეპარტამენტისა და ცენტრის პარტნიორები იყვნენ და არიან:

  • ოჯახის ექიმთა მასწავლებლების ევროპული აკადემია;
  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • ლიტვის ოჯახის ექიმთა მასწავლებლების საზოგადოება;
  • ვილნიუსის უნივერსიტეტი;
  • კლაიპედას უნივერსიტეტი;
  • ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემია;
  • ამერიკაში დაფუძნებული მოძრაობა “გულისხმიერი ექიმები” (Physicians with Heart).

 

აღნიშნულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მიზნებია:

  • საოჯახო მედიცინის როლის გაზრდა დიპლომამდელი სამედიცინო განათლების სისტემაში და შესაბამისი მოდულების დანერგვა და განვითარება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში;
  • დიპლომისშემდგომი მზადების (რეზიდენტურის) პროგრამის გაუმჯობესება სპეციალობაში “საოჯახო მედიცინა” და მისი მიახლოვება თანამედროვე დასავლურ სტანდარტებთან;
  • მოზრდილთა სწავლების მეთოდების დანერგვა და აკადემიური პერსონალის კომპეტენციის სრულყოფა;
  • პირველადი ჯანდაცვისა და საოჯახო მედიცინის სფეროში სამეცნიერო კვლევების განვითარებისათვის ხელშეწყობა.

 

VI. პედაგოგიური პერსონალი

სრული პროფესორი – გურამ კიკნაძე; ასოცირებული პროფესორი – გივი ჯავაშვილი; ასისტენტ-პროფესორი – ნინო კიკნაძე; მოწვეული პედაგოგები: თამარ მელიქიძე, ქეთევან ხეცურიანი, ნინო გელაშვილი, თამთა ჯოჯუა, მარინა შიხაშვილი, ზაზა მაკარიძე, მაია როსებაშვილი, ლელა კოკილაშვილი, მაია კურტანიძე;  ლაბორანტი - მაია ნაცვალაძე.



25.infeqciur_sneulebaTa_da_parazitologiis_departamenti_800x600

14. ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტი

ინფექციურ სნეულებათა კათედრა დაარსდა 1930 წელს.

კათედრის გამგეები იყვნენ პროფესორები: შალვა მიქელაძე (1930-1932), ნიკოლოზ ანდრიაძე (1933-1943), მემნონ კანდელაკი (1943-954), გიორგი კვიტაშვილი (1954-1979), ეთერ ბოცვაძე (1980-1999), ელზა ვაშაკიძე (1999 წლიდან დღემდე).

1942 წელს ინფექციურ სნეულებათა კათედრას შეუერთდა ტროპიკულ სნეულებათა კათედრა.

1931-32 წლებში კათედრამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ყვავილის ეპიდემიის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლაში. 1934 წელს მისი თაოსნობით საქართველოში პირველად დაარსდა წითელას საწინააღმდეგო შრატის დამამზადებელი სადგური კლინიკის ბაზაზე.

1938-41 წ.წ. კათედრა მუშაობდა ინფექციური პათოლოგიის იმ დროისათვის აქტუალურ საკითხებზე: ქუნთრუშის, წითელი ქარის, ნაწლავთა ინფექციების ეტიოლოგიაზე, პათოგენეზსა და მკურნალობაზე.

1930-40-იან წლებში კათედრის ინიციატივით საქართველოში დაინერგა მკურნალობის ახალი მეთოდები: ინტუბაცია დიფთერიული კრუპის მკურნალობაში, წითელას პროფილაქტიკა შრატით, კვარცთერაპია და აუტოჰემოთერაპია წითელი ქარის დროს, ჰირუდინოთერაპია მუცლის ტიფის გართულებების, თრომბოფლებიტების დროს.

პროფესორ გიორგი კვიტაშვილის უშუალო ინიციატივით ქვეყანაში ჩამოყალიბდა ინფექციონისტთა მძლავრი სკოლა. ამ სკოლის საერთო ძალისხმევის შედეგია  მაღალი ხარისხის სამეცნიერო პროდუქცია და მისი პრაქტიკულ მედიცინაში დანერგვა.

1954-80 წლებში კათედრა მუშაობდა ნაწლავური და მენინგოკოკური ინფექციების, დიფთერიის, კანდიდამიკოზების, ტიფოპარატიფული დაავადებების პრობლემებზე.

1980 წელს კათედრას სათავეში ჩაუდგა პროფესორი ეთერ ბოცვაძე, მასGდიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში ვირუსული ჰეპატიტების პრობლემის ყოველმხრივ შესწავლაში: ესაა ბიოქიმიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკის, ასევე კლინიკურ-იმუნოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატიტების ეპიდემიოლოგიური კვლევა, დაავადების მძიმე ფორმების მიმდინარეობის პროგნოზირების მეთოდების შემუშავება, ანტივირუსული და პათოგენეზური თერაპიის დანერგვა.

80-იანი წლებიდან კათედრა ინტენსიურად მუშაობს ვირუსული ჰეპატიტების პრობლემებზე. შეიქმნა სეროლოგიური ლაბორატორია, სადაც მაღალმგრძნობიარე იმუნოფერმენტული ანალიზით ხდება ჰეპატიტების სეროლოგიური მარკერების გამოკვლევა. წარმატებით მიმდინარეობს ჰეპატიტების ამ ფორმათა ეპიდემიოლოგიური შესწავლა.

კათედრის დიდი წვლილია იმაში, რომ შეიქმნა ვირუსული ჰეპატიტების სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, რომელსაც დაევალა ორგანიზაციულ-მეთოდური ზედამხედველობა ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პროფილაქტიკაზე საქართველოში.

კათედრაზე მუშავდებოდა შემდეგი პრობლემები:

- შერეული ეტიოლოგიის ვირუსული ჰეპატიტების კლინიკური და სეროლოგიური დახასიათება;

- B,C,D ჰეპატიტები რისკის ჯგუფებსა და ოჯახურ კერებში;

- HBV და HCV ინფექციების გავრცელება ორსულებსა და ახალშობილებში;

- ჟანგვითი პროცესების ცვლილებების მოლეკულური მექანიზმები ჰეპატიტების დროს.

- ნაწლავის მიკრობიოცენოზი ზოგიერთი ინფექციური დაავადების ანტიბაქტერიული მკურნალობის ფონზე.

კათედრას მიღებული აქვს სამეცნიერო გრანტები. კათედრის თანამშრომლების მიერ შეიქმნა მრავალი მეთოდური რეკომენდაცია პრაქტიკოსი ექიმებისათვის. პროფ. ე.ბოცვაძის სახელმძღვანელოს “ინფექციური დაავადებები” საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

კათედრაზე მუშაობს სამწლიანი სარეზიდენტო პროგრამა “ინფექციური სნეულებები”.

დეპარტამენტში სრულდება ორი სადოქტორო პროგრამა; “ნახშირწყლების ცვლის დარღვევა C ჰეპატიტიან პაციენტებში” და “ინტერლეიკინების როლი და მნიშვნელობა C ჰეპატიტიან პაციენტებში”.

სამეცნიერო კვლევა ამჟამად მიმართულია ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტების იმუნოპათოგენეზისა და ანტივირუსული მკურნალობის ეფექტურობის შესწავლის და მისი მართვის პრობლემებისკენ; შეისწავლება, აგრეთვე, გენერალიზებული ბაქტერიული ინფექციებისა და სეფსისის პათოგენეზისა და მკურნალობის საკითხები.

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ელზა ვაშაკიძე, ასოცირებული პროფესორები - მალვინა ჯავახაძე და ნინო ყიფიანი, ასისტენტ-პროფესორები - თამარ მეგრელიშვილი, თამარ გეგეშიძე, მანანა მახვილაძე, ნინო რუხაძე. მოწვეული პედაგოგია გიორგი საყვარელიძე, ლაბორანტები - მარინა ჯანგავაძე-მეტრეველი და ნელი ცხვარიაშვილი-ქველაძე. 

 

65.ftiziatrebi_800x600

15. ფთიზიატრიის დეპარტამენტი

ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის კათედრა თავდაპირველად 1928 წელს ჩამოყალიბდა ტუბერკულოზის კურსად, 1965 წლიდან კი გადაკეთდა კათედრად. 1982 წლიდან მას ეწოდა ფთიზიატრიისა და ფილტვის ქირურგიის, ხოლო 1989 წლიდან - ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის კათედრა. 1980-1990 წლებში მას ეწოდებოდა ფთიზიატრიის და თორაკალური ქირურგიის კათედრა, 1990-2006 წლებში კი - ფთიზიატრიის და პულმონოლოგიის კათედრა. 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნდა და ფუნქციობს თსსუ ფთიზიატრიის დეპარტამენტი.

კათედრის გამგეები იყვნენ: დოც. ლ.მოდებაძე (1965-1975), პროფ. ზ.კალანდაძე (1975-1994), პროფესორი ლამარა ვაშაკიძე (1994 წლიდან დღემდე).

კათედრა წლების მანძილზე მუშაობდა ფთიზიატრიის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე: ტუბერკულოზის მკურნალობის ოპტიმიზება, ტუბერკულოზის პათოგენეზური მკურნალობა, ტუბერკულოზის რეციდივების შესწავლა, სასუნთქი სისტემის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა. უფრო გვიან კათედრა მუშაობდა პულმონოლოგიის აქტუალურ საკითხებზე: ფილტვების დიფუზური დაზიანებები და მათი დიფერენციული დიაგნოზი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ტუბერკულოზის პრობლემა დახურულ კონტინგენტებში.

ამჟამად დეპარტამენტში სასწავლო პროცესი ხორციელდება დიპლომამდელი, სარეზიდენტო, სადოქტორო პროგრამებით.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ბაზაზე მიმდინარეობს სარეზიდენტო სწავლება ფთიზიატრიის სარეზიდენტო სასწავლო კურსით, ბავშვთა ფთიზიატრიის სარეზიდენტო სასწავლო კურსით, პულმონოლოგიის სარეზიდენტო სასწავლო კურსით.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ბაზაზე ამჟამად მოქმედებს სადოქტორო კვლევის ერთი პროგრამა.

დეპარტამენტის სამეცნიერო თემატიკაა:

- ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ახალი, სწრაფი, ეფექტური კვლევის  მეთოდების დანერგვა;

- რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გაუმჯობესება, გვერდითი მოვლენების მართვა;

- რეგულარული და რეზისტენტული ტუბერკულოზის იმუნომოდულაცია დამხმარე პრეპარატებით: “Ga-Tubernak” და “Kamelin”;

დეპარტამენტი (პროფ. ლ. ვაშაკიძე) მუშაობდა ფინანსირებად სამეცნიერო პროექტზე “ზოგიერთი მეორე რიგის პრეპარატის მიმართ ტუბერკულოზის გამომწვევის რეზისტენტობის განსაზღვრა საქართველოში” (2006-2008).

დეპარტამენტის  თანამშრომელთა მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები:

“ტუბერკულოზი” - სახელმძღვანელო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის. ქართულენოვანი თარგმანი. დედანი: “TUBERCULOSIS A Manuel For Medical Students”, 2003. მთარგმნელთა ჯგუფი: ლ.ვაშაკიძე; მ.ნონიკაშვილი; ნ.სოლომონია; თბილისი 2006.

“ტომანის ტუბერკულოზი” ქართულენოვანი თარგმანი, დედანი: “Toman`s Tubercoulosis Case Detection; treatment and monitoring”. Geneva. 2004. სამეცნიერო რედაქტორი ლ.ვაშაკიძე; თბილისი 2005.

“რეზისტენტული ტუბერკულოზი”. ავტორები: ლ.ვაშაკიძე; ნ.სოლომონია; თბილისი 2006.

“ტუბერკულოზის მართვის საერთაშორისო სტანდარტები – დიაგნოსტიკა, მკურნალობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა” – თარგმანი; ლ.ვაშაკიძე, ნ.სოლომონია; დედანი – “International Standards for Tuberculosis Care - Diagnosis, Treatment, Public Heath”, 2006.

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის   ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ლამარა ვაშაკიძე, ასოცირებული პროფესორი კახა ვაჭარაძე, ასისტენტ-პროფესორი მარინა ნონიკაშვილი, მოწვეული პედაგოგია მაკა გაფრინდაშვილი, ლაბორანტი - ნელი სოლომონია.

 

32._-_qirurgiis_departamenti_N1_800x600

16. ქირურგიის დეპარტამენტი N.1

ქირურგიულ სნეულებათა მიმართულება, თორაკალური ქირურგიის მიმართულება,

პროქტოლოგიის მიმართულება, პლასტიკური ქირურგიის მიმართულება,

სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულება,

კერძო ქირურგიის მიმართულება N.1, კერძო ქირურგიის მიმართულება N.2, უროლოგიის მიმართულება

ქირურგიის N.1 დეპარტამენტის ქირურგიულ სნეულებათა მიმართულება

ქირურგიულ სნეულებათა მიმართულება (ყოფილი "ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრა” - 1921-1983 და 1992-1998 წლებში; "ქირურგიულ სნეულებათა N.1” კათედრა 1983-1992 და 1998-2006 წლებში; 2006 წლიდან - "ქირურგიულ სნეულებათა მიმართულება”) დაარსდა 1921 წლის მაისში "ზოგადი ქირურგიის” კათედრის ბაზაზე, რომელიც შეიქმნა 1919 წელს გრიგოლ მუხაძის მიერ. აკადემიკოსი გრ. მუხაძე კათედრას განაგებდა 1948 წლამდე. შემდგომ კათედრას ხელმძღვანელობდნენ: აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი (1950-1960 წლები), აკადემიკოსი მამია კომახიძე (1960-1980 წლები), პროფესორი ირაკლი მგალობლიშვილი (1981-1983 წლები),

1983-1995 წლებში კათედრის გამგე იყო პროფესორი თენგიზ ახმეტელი, 1995 წლიდან - პროფესორი ნოდარ ლომიძე (2006 წლიდან - ქირურგიულ სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი).

კათედრის გამგეთა შესახებ: გრ. მუხაძე - საბჭოთა კავშირის და საქართველოს  მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დამაარსებელი, საქართველოს ქირურგთა საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

.ერისთავი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს  მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი.

. კომახიძე - საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, თარხნიშვილის სახელობის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.

.მგალობლიშვილი - პროფესორი, სამედიცინო-ბიოლოგიური აკადემიის  აკადემიკოსი.

.ახმეტელი - პროფესორი, სამედიცინო-ბიოლოგიური და სამხედრო-სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი,  თბილისის საპატიო მოქალაქეა.

.ლომიძე არის თსსუ-ის  ქირურგიის N.1 დეპარტამენტის და ქირურგიულ სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, საქართველოს ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. იყო თსსუ-ის პრორექტორი, სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მედიცინის და ფარმაციის სექციის  თავჯდომარე.

კლინიკაში ჩატარდა საქართველოში პირველი სისხლის გადასხმა (1924 წ.), გაიხსნა სისხლის გადასხმის პირველი კაბინეტი (1932 წ.), გაკეთდა პირველი ოპერაცია მშრალ გულზე (1961 წ.), პირველად შესრულდა ლაპარასკოპიული ოპერაციები (1992 წ.), პირველად დაინერგა გეგმიური რელაპაროტომია “ელვა-შესაკრავის” ჩაკერებით, დამუშავდა რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის არატრადიციული მეთოდები _ ინტრააორტული, ენდოლიმფური, ლიმფოტროპული, ფაგოთერაპია, ინტრა- და ექსტრაკორპული დეტოქსიკაციის მეთოდები, პლაზმაფერეზი და სხვ.

სხვადასხვა დროს კლინიკის ბაზაზე არსებობდა დამწვრობის ცენტრი, ტეტანუსის საწინააღმდეგო ცენტრი, რეანიმაციის საპრობლემო ლაბორატორია. კლინიკას ჰქონდა ექსპერიმენტული ლაბორატორია, საკუთარი კლინიკური, ბიოქიმიური, პათომორფოლოგიური, მიკროელემენტების შემსწავლელი ლაბორატორიები, ფუნქციობდა ანგიოკარდიოგრაფიის კაბინეტი, ექსპერიმენტში დამუშავდა კორონაროგრაფიის მეთოდიკა (1959 წ.).

დაარსების დღიდან ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკა გადაიქცა ქირურგიის ახალი სპეციალობების ჩამოყალიბების კერად. საფუძველი ჩაეყარა ქირურგიის ისეთი დარგების განვითარებას, როგორიცაა უროლოგია, ნეიროქირურგია, ანესთეზიოლოგია, ჰემატოლოგია და ტრანსფუზიოლოგია, ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი.

2006 წელს თსსუ-ში ჩამოყალიბდა ქირურგიის დეპარტამენტი, რომელშიც ქირურგიულ სნეულებათა მიმართულების სახელით შევიდა ქირურგიულ სნეულებათა N.1 კათედრაც.  ამჟამად აქ  ქირურგიულ სნეულებებს, შესაბამისი სასწავლო პროგრამებით,  შეისწავლიან მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის სტუდენტები და ზოგადი ქირურგიის რეზიდენტები.

კლინიკა მონაწილეობს დიპლომისშემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების  პროგრამაში. კლინიკაში მომზადდა და რამდენიმეჯერ ჩატარდა სემინარი თემაზე: “პანკრეონეკროზი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა”.

ინტენსიური პედაგოგიური და სამკურნალო მუშაობის პარალელურად დაარსების დღიდან კათედრაზე ნაყოფიერი კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა. სხვადასხვა პერიოდში შეისწავლებოდა სისხლის გადასხმის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, ძვალ-სახსართა ტუბერკულოზის, უროლოგიის და ენდემური ჩიყვის საკითხები. კლინიკის სამეცნიერო ინტერესების ცენტრში იყო ანესთეზიოლოგიის პრობლემა, დიდი ადგილი ეთმობოდა ონკოლოგიის საკითხებს. მრავალმხრივ შეისწავლებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

ძირითადი სამეცნიერო საკითხები, რომელზეც დეპარტამენტი დღესაც აგრძელებს მუშაობას, არის მუცლის ღრუს ქირურგია (ღვიძლის რეზექცია, სანაღვლე გზების რეკონსტრუქცია, პანკრეატოდუოდენური რეზექცია, კუჭის, წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავის რეკონსტრუქციული ოპერაციები) და ქირურგიული ინფექციები.

კათედრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია 140-მდე სახელმძღვანელო, მონოგრაფია და ბროშურა, სამი შრომათა კრებული.

ქირურგიულ სნეულებათა  მიმართულების   თანამშრომლები არიან: ნოდარ ლომიძე - სრული პროფესორი, დეპარტამენტის და მიმართულების ხელმძღვანელი; ასოცირებული პროფესორები - გურამ გვასალია, თენგიზ ტაბუცაძე, ლალი ახმეტელი; ასისტენტ-პროფესორები - დავით მაღალაშვილი, გია დათუნაშვილი, ბესარიონ ირემაშვილი, ნანა ხოტენაშვილი, ლიანა საგინაშვილი, ილია წერეთელი, ლაბორანტი ზვიად ძნელაძე.

ქირურგიის N.1 დეპარტამენტის თორაკალური ქირურგიის მიმართულება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის N.1 დეპარტამენტის თორაკალური მიმართულება შეიქმნა 2006 წელს თბილისის სახელწიფო სამედიცინო აკადემიის თორაკოაბდომინური ქირურგიის კათედრის ბაზაზე, ამ უკანაკნელის ინტეგრირების შედეგად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

1941 წ. აკადემიკოს ნ.ანთელავას მიერ თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში შეიქმნა გულმკერდის ქირურგიის განყოფილება, რომელიც 1948 წელს გადაკეთდა გულმკერდის ქირურგიის კათედრად, ნ. ანთელავა მას ხელმძღვანელობდა 1970 წლამდე. ამ პერიოდში კათედრის მუშაობის სამეცნიერო-პრაქტიკული მიმართულება იყო ფილტვის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა, ხელოვნური ჰიპოთერმია, გულის მანკების ქირურგიული კორექცია, ხოლო მოგვიანებით - ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში კარდიოქირურგიული ოპერაციების დანერგვა. აკადემიკოს ანთელავას მიერ 1959 წელს პირველად საქართველოში შესრულდა მიტრალური კომისუროტომია, რითაც პრაქტიკულად სათავე დაედო საქართველოში კარდიოქირურგიის განვითარებას. 1962 წელს კათედრაზე ჩამოყალიბდა გულმკერდის ქირურგიის საპრობლემო კვლევითი ლაბორატორია,  რომლის სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის ძირითად მიმართულებები იყო კარდიოსტიმულაციის მეთოდების დანერგვა, პულმონოლოგია.

1970-90 წლებში კათედრის გამგე იყო ვახტანგ ფიფია (1988 წლიდან - საქართველოს სამეცნიერო აკადემიის წ/კ). ამ პერიოდში კათედრაზე, პირველად საქართველოში, შესრულდა კარდიოქირურგიული ჩარევა ე.წ. “მშრალ გულზე” სხვადასხვა კომბინირებული თანდაყოლილი მანკის დროს,  დაინერგა ბავშვთა თორაკალური ქირურგია. გაფართოვდა აბდომინური ქირურგიის მიმართულებაც, აკადემიკოს ვ.ფიფიას მიერ კათედრაზე ჩამოყალიბებდა ჰეპატობილიარული ქირურგიის ცენტრი.

1990 წლიდან კათედრას სათავეში ჩაუდგა პროფესორი ზურაბ ცხაკაია, რომლის მოღვაწეობასაც უკავშირდება კათედრაზე სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის აღმავლობა აბდომინური ქირუგიის მიმართულებით. შესაბამისად, 1996 წელს კათედრას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა თორაკოაბდომინური ქირურგიის კათედრა, 1997 წლიდან აქ კლინიკაში დაინერგა ლაპაროსკოპიული ქირურგია.

1999 წლიდან კათედრის გამგედ არჩეულ იქნა პროფესორი გიორგი ფიფია. ამ პერიოდთანაა დაკავშირებული კათედრაზე თორაკალური ქირურგიის სარეზიდენტო პროგრამის ჩამოყალიბება, პოსტდიპლომური განათლების აკრედიტებული პროგრამების შექმნა ლაპაროსკოპიულ და ტრაქეობრონქულ ქირურგიაში. ამავე პერიოდში აღინიშნა სამეცნიერო მუშაობის გააქტივება როგორც ლაპაროსკოპიულ, ისე თორაკალურ ქირურგიაში.

2006 წლიდან თორაკოაბდომინური ქირურგიის კათედრა ინტეგრირდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და ამჟამად იგი იწოდება ქირურგიის N.1 დეპარტამენტის თორაკალურ მიმართულებად. 2006 წელსვე კონკურსის წესით მიმართულების სრულ პროფესორად არჩეული იქნა გიორგი ფიფია, რომელიც 2009 წელს ხელახალი ვადით კვლავ იქნა არჩეული იგივე აკადემიურ თანამდებობაზე.

მიმართულებაზე ამჟამად ფუნქციობს შემდეგი სასწავლო პროგრამები:

ელექტიური დისციპლინა “თორაკოაბდომინურ ქირურგია” – დიპლომამდელი პროგრამა, განკუთვნილი თსსუ-ს მედიცნის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტებისთვის.

რეზიდენტურის პროგრამა თორაკალურ ქირურგიაში – სარეზიდენტო პროგრამა განკუთვნილი ზოგადი ქირურგიის რეზიდენტებისათვის.

დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამები:

ლაპაროსკოპიული ქირურგია – 2 თვიანი უწყვეტი განათლების  ტრენინგი

ლაპაროსკოპიული აპენდექტომია – 1 კვირიანი უსგ პროგრამა

ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია – 1 კვირიანი პროგრამა

ლაპაროსკოპიული თიაქარპლასტიკა – 1 კვირიანი უსგ პროგრამა

ტრაქეობრონქული ქირურგია – 1 კვირიანი უსგ პროგრამა

ამ ეტაპზე მიმართულების სამეცნიერო მუშაობა ძირითადად ორიენტირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლაპაროსკოპიული ქირურგიის და ფილტვის ბულოზური დაავადების ქირურგიული მკურნალობის პრობლემისკენ. ამჟამად თორაკალური მიმართულება წარმოდგენილია ორი აკადემიური საშტატო ერთეულით: მიმართულების ხელმძღვანელისრული პროფესორი გიორგი ფიფია და ასოცირებული პროფესორი მერაბ კილაძე. სახელშეკრულებო წესით დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ პროგრამებში მოწვეულნი არიანN პედაგოგები: აკადემიური დოქტორები დავით აბულაძე, ვახტანგ ქაცარავა, ლაშა მაჭარაშვილი, თენგიზ ჩართოლანი, ექიმი თემურ იმნაძე.

ქირურგიის N.1 დეპარტამენტის პროქტოლოგიის მიმართულება

1967 წელს ქ. თბილისის N.7 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე შეიქმნა ამიერკავკასიაში პირველი პროქტოლოგიური სტაციონარი, რომელიც ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ახლად დაარსებული პროქტოლოგიის კურსის კლინიკურ ბაზას წარმოადგენდა. იმ დროისათვის აბდომინური ქირურგიის კათედრის გამგე პროფ. დავით მამამთავრიშვილი იყო, ხოლო ამ კათედრასთან დაარსებული პროქტოლოგიის კურსის ხელმძღვანელად არჩეული იქნა პროფ. რევაზ იაშვილი.

მედიცინის ამ დარგის სწრაფმა განვითარებამ და კოლოპროქტოლოგიურ დაავადებათა სიმრავლემ განაპირობა პროქტოლოგიის კურსის ჯერ დამოუკიდებელ სამეცნიერო-პედაგოგიურ სტრუქტურად გარდაქმნა, ხოლო 1981 წლიდან -  ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პროქტოლოგიის კათედრად ჩამოყალიბება.

1997 წლიდან, პროფ. რევაზ იაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პროქტოლოგიის კათედრას სათავეში ჩაუდგა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ აბულაძე. 2009 წელს პროქტოლოგიის კათედრა  მიმართულების სახით შევიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის N.1 დეპარტამენტის შემადგენლობაში, რომლის სრულ პროფესორად თეიმურაზ აბულაძე აირჩიეს.

არსებობის ოთხი ათეული წლის მანძილზე პროქტოლოგიის კურსი და შემდგომ კათედრა ემსახურებოდა, ძირითადად, პოსტდიპლომური განათლების სისტემას. ამჟამად თსსუ-ის პროქტოლოგიური მიმართულება აქტიურადაა ჩართული დიპლომამდელ სასწავლო პროგრამაშიც ელექტიური დისციპლინით “პროქტოლოგია” მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტებთან; აქვს სარეზიდენტო პროგრამა კოლოპროქტოლოგიაში,  ახორციელებს გადამზადების ექვსთვიან პროგრამას სპეციალობაში “პროქტოლოგია (კოლოპროქტოლოგია)”; აგრეთვე, პროფესიული რეაბილიტაციისა (6 პროგრამა) და ტრეინინგული სწავლების პროგრამებს (3 მოკლევადიანი პროგრამა) პროქტოლოგების, ქირურგების და გასტროენტეროლოგებისთვის.

მიმართულების პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამებია: “მსხვილი ნაწლავის ანთებით-დისტროფიული დაავადებები და ფუნქციური მოშლილობები”, “კოლოპროქტოლოგია”, “მსხვილი ნაწლავის მწვავე პათოლოგიის გადაუდებელი დახმარება”,  “შორისის და სწორი ნაწლავის შერწყმული დაავადებები”, “არასიმსივნური პროქტოლოგიური დაავადებები”, “კოლორექტული პათოლოგიის სკრინინგის პრინციპები, მსხვილი ნაწლავის ფუნქციური კოლოპათიები”.

მიმართულების მოკლევადიანი პროგრამებია: “შერწყმული ანორექტული პათოლოგია”, “კოლიტი, ფუნქციური კოლოპათიები”, “მსხვილი ნაწლავის წინასიმსივნური პროცესების პრევენცია, კანცეროგენეზი”.

ქირურგიის N.1 დეპარტამენტის პლასტიკური ქირურგიის მიმართულება

1994 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში გაიხსნა საქართველოში პირველი რეკონსტრუქციულ-პლასტიკური მიკროქირურგიის კათედრა. კათედრის გამგედ დაინიშნა პროფ. ივა კუზანოვი.

კათედრის გახსნას წინ უძღოდა მისი თანამშრომლების მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა სამედიცინო აკადემიის სისხლძარღვთა ქირურგიის, ტოპანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრების ბაზაზე. პროფ. ივა კუზანოვის ხელმძღვანელობით ამ კათედრებზე 1978-94 წლებში დაცულია 9 საკანდიდატო დისერტაცია, მიღებულია 2 პატენტი გამოგონებაზე, მასალები მოხსენებულია საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე.  1982 წელს პროფ. ივა კუზანოვს მიენიჭა “სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება”.

კათედრის თანამშრომლების მიერ კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგა “ოქროს სტანდარტად” აღიარებული მკურნალობის მრავალი თანამედროვე მეთოდი. კათედრის მუშაობის ძირითადი მიმართულებები იყო რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში მიკროქირურგიულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გამოცდილების ინტეგრაცია და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა თანამედროვე ქირურგიის სხვადასხვა სფეროში. კათედრაზე შემუშავდა შემდეგი ოპერაციები: მამაკაცთა და ქალთა ტრანსსექსუალიზმის დროს ფალოსის ერთეტაპიანი კონსტრუქცია თითის, სხივის და თორაკოდორსალური ვასკულარიზებული ნაფლეთების გამოყენებით; ძუძუს რეკონსტრუქცია თორაკოდორსალური, TRAM და DIEP ვასკულარიზებული ნაფლეთებით ან ექსპანდერ იმპლანტების გამოყენებით. კათედრაზე ფუნქციობდა მიკროქირურგიული ლაბორატორია, სადაც მიკროქირურგიული ტექნიკის ათვისებასთან ერთად  მიმდინარეობდა სამეცნიერო კვლევაც. შეისწავლებოდა დონორულ ზონაში ქსოვილთა ხელოვნური ფორმირების მეთოდები და ბიოლოგიურად თავსებადი ნივთიერებების და ქსოვილების ინჟინერიის საკითხები.

2006 წლიდან, სამედიცინო უნივერსიტეტთან სამედიცინო აკადემიის მიერთების შემდეგ, კათედრა გარდაიქმნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის პლასტიკური ქირურგიის მიმართულებად  სრული პროფესორის ერთი შტატით, რომელზეც არჩეული იქნა ივა კუზანოვი.

2009 წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტის მე-6 კურსის სტუდენტები შეისწავლიან არჩევით დისციპლინას “პლასტიკური ქირურგია”.

2008 წლიდან ქირურგიის ყველა რეზიდენტი გადის პლასტიკური ქირურგიისორთვიან კურსებს.

დეპარტამენტში მიმდინარეობს აქტიური სამეცნიერო მუშაობა. შემოთავაზებულია პერიფერიული ნერვების კროსპლასტიკის მოდელები. მიკროქირურგიული ანატომიის თავისებურებების საფუძველზე შემუშავებულია გეომეტრიული პროპორციები ქსოვილების ადეკვატური პერფუზიისათვის კან-ფასციური ნაფლეთების მოდელირებისას, დანერგილია სახის ნერვის მიკროქირურგია.

 

ქირურგიის N.1 დეპარტამენტის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულება

საქართველოში სისხლძარღვთა ქირურგიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარების კრიტერიუმად ითვლებოდა კარდიოქირურგია, თუმცა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უკვე ისახებოდა კარდიოქირურგიისგან სისხლძარღვთა ქირურგიის გამიჯვნის ტენდენცია. 1968 წელს ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა პრეცედენტი: გულ-სისხლძარღვთა ქირურგია გაიყო ორ დამოუკიდებელ დარგად: გულისა და სისხლძარღვთა ქირურგიად, რის შედეგადაც მათ მიეცათ დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობა. იმავე წელს ქ.თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიხსნა სისხლძარღვთა ქირურგიის კათედრა, რომელსაც მისი დაარსებიდან 2001 წლამდე - გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა  პროფესორი გიორგი ნაცვლიშვილი. დაწყებული იქნა ინტენსიური მუშაობა ანგიოლოგიური ცოდნის ასამაღლებლად სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებთან: ზოგად ქირურგებთან, თერაპევტებთან, კარდიოლოგებთან, გინეკოლოგებთან, ტრავმატოლოგებთან და უბნის ექიმებთან. Yყოველივე ამან, ექიმთა საერთო დაინტერესებასთან ერთად, ხელი შეუწყო ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის სწრაფ განვითარებას. ამ აქტივობას უკვალოდ არ ჩაუვლია – სისხლძარღვთა ქირურგია და ანგიოლოგია 2001 წელს დამტკიცდა დამოუკიდებელ საექიმო სპეციალობებად.

2006 წელს ჩამოყალიბდა თსსუ მედიცინის ფაკულტეტის ქირურგიის 1 დეპარტამენტის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულება, რომელსაც მისი დაარსებიდან დღემდე ხელმძღვანელობს თსსუ-ის სრული პროფესორი კონსტანტინე ყიფიანი. აქვე მოღვაწეობს დეპარტამენტის  ასისტენტ-პროფესორი მამუკა ბოკუჩავა.

დიპლომამდელი სასწავლო პროგრამები ამჟამად ხორციელდება მედიცინის ფაკულტეტის ქართული და უცხოურენოვანი სექტორის VI კურსის სტუდენტებთან. სასწავლო კურსის სახელწოდებაა “ანგიოქირურგია”.

ხორციელდება სარეზიდენტო პროგრამები ორ სამედიცინო სპეციალობაში: სარეზიდენტო პროგრამა სისხლძარღვთა ქირურგიაში და  სარეზიდენტო პროგრამა ანგიოლოგიაში.

სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების სამეცნიერო თემატიკაა:

- აორტისა და მისი ტოტების რეკონსტრუქციული ოპერაციები

- მუცლის აორტის ანევრიზმა

- მუხლქვეშა არტერიის ანევრიზმა

- რეკონსტრუქციული ოპერაციები კიდურების სისხლძარღვებზე

- ქრონიკული ვენური უკმარისობა

- მუდმივი სისხლძარღვოვანი მიდგომა: არტერიულ-ვენური ფისტულა, არტერიულ-ვენური შუნტირება ხელოვნური პროთეზით.

- ბრაქიოცეფალური არტერიების რეკონსტრუქციული ოპერაციები.

მიმართულებას აქვს დაფინანსებული სამეცნიერო პროექტები:

1.  “ჰემოდიალიზისთვის ა-ვ შუნტირებისას PTFE ტრანსპლანტატთან დამატებით გამოყენებული Coll-RTM-ის უსაფრთხოება და ვარგისიანობა”.

2.  “ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირებისას PTFE ტრანსპლანტატთან დამატებით გამოყენებული Coll-RTM-ის უსაფრთხოებისა და ვარგისიანობის არარანდომიზირებული კვლევა”.

3.  “სტაზექსის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასება პერიფერიული არტერიების დაავადების მკურნალობისას”.

4.  “ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზიის შედარება საძილე არტერიების ქირურგიაში (General anaesthesia versus local anaesthesia for carotid surgery (GALA): მულტიცენტრული, რანდომიზებული, კონტროლირებული კვლევა”.

5.  თერაპიული ანგიოგენეზი ქვედა კიდურების იშემიის დროს.

მიმართულების თანამშრომელთა მიერ შექმნილია გაიდლაინები: ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური დარღვევების მართვა; ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია და მკურნალობა.

 

ქირურგიის N.1 დეპარტამენტის კერძო ქირურგიის N.1 მიმართულება

თსსუ კერძო ქირურგიის N.1 მიმართულება ორი მდიდარი ტრადიციების მქონე კათედრის მემკვიდრეა. მათგან პირველი 1931 წელს დაარსდა და იწოდებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დედათა და ბავშვთა დაცვის (შემდგომში - პედიატრიული) ფაკულტეტის ქირურგიულ კათედრად (პირველი გამგე - პროფესორი ალექსანდრე წულუკიძე), ხოლო მეორე კათედრა დაარსდა 1935 წელს და დაერქვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრა (პირველი გამგე – პროფესორი ილია ახმეტელი).

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრა 1931 წელს ჩამოყალიბდა თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ბაზაზე (ამჟამად შპს “ზოგადქირურგიული კლინიკის” ბაზა).

კათედრის გამგეები 1931 წლიდან იყვნენ: 1931-35 წწ. - ალექსანდრე წულუკიძე; 1935-41 წწ. - პროფ. ეფრემ ზაქარაია; 1941-43 წწ. - პროფ. მიხეილ კოკოჩაშვილი; 1943-74 წწ. - პროფ. დარია ბერეჟიანი; 1974-89 წწ. - პროფ. ავთანდილ კუტუბიძე; 1989-2002 წწ. - პროფ. გია გოკიელი; 2009 წლიდან დღემდე მიმართულების სრული პროფესორია გია თომაძე.

2002 წელს თსსუ-ში მოხდა რეორგანიზაცია, რომელიც კლინიკური ბაზების ცენტრალიზების მოსაზრებიდან გამომდინარე, გულისხმობდა “სან-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის” მიერ ქალაქის I საავადმყოფოს საბაზო კლინიკის დატოვებას და მაშინდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული “პედიატრიული ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრასთან” შეერთებას. აღნიშნულს არ დაეთანხმნენ კათედრის თანამშრომლები და “გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო-პედაგოგიური ცენტრის” სამეურნეო ანგარიშიანი სტრუქტურის სტატუსით შევიდნენ სამედიცინო აკადემიის შემადგენლობაში. ცენტრის ხელმძღვანელად დარჩა პროფ. გია გოკიელი. სამედიცინო აკადემიის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ცენტრი კვლავ შეუერთდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და დღემდე მონაწილეობს პოსტდიპლომური სწავლების  პროცესში.

2009 წლიდან ქალაქის I საავადმყოფოს ტერიტორიაზე მყოფმა ზოგადქირურგიულმა კლინიკამ დაიბრუნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომამდელი სწავლების სტატუსი (სრული პროფესორი – გია თომაძე) და ამჟამად კერძო ქირურგიის N.1 მიმართულების ბაზაა. მის შემადგენლობაში შევიდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიის  ყოფილი პედიატრიული ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის თანამშრომლები.

პედიატრიული ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრას ხანგრძლივი ისტორია და მდიდარი ტრადიციები აქვს. მისი პირველი გამგე იყო პროფესორი ილია ახმეტელი, რომელიც კათედრას 1935-1939 წლებში ხელმძღვანელობდა. პროფესორ ილია ახმეტელის გარდაცვალების შემდეგ კათედრის გამგეები იყვნენ: 1939-68 წწ. - პროფესორი ერმალოზ თოდაძე; 1969-73 წწ. - პროფესორი ოთარ ჭუმბურიძე; 1979-97 წწ. - პროფესორი სერგო ხუნდაძე; 1997-2006 წწ. - პროფესორი რევაზ მაღალაშვილი.

2006 წელს აღნიშნული კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა კერძო ქირურგიისა და ქირურგიის  მიმართულებები, რომელებსაც შესაბამისად ხელმძღვანელობდნენ სრული პროფესორები გია ლობჟანიძე და ლეონიდე თოხაძე. 2009-2010 სასწავლო წლიდან ის იწოდება თსსუ კერძო ქირურგიის N.1 მიმართულებად, რომლის ხელმძღვანელია სრული პროფესორი გია თომაძე.

სხვადასხვა დროს კლინიკაში შეისწავლებოდა:

  1. სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დროს და მისი გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე (1969-70 წწ);
  2. ღვიძლის ფუნქციური და მორფოლოგიური მდგომარეობა მწვავე სისხლნაკლებობის დროს ხანშიშესულთა და მოხუცებულთა შორის (1976);
  3. სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (1977-79 წწ);
  4. ღვიძლის ფუნქციური, მორფოლოგიური და ჰისტოქიმიური ცვლილებები სისხლდენის დროს ხანდაზმულ და მოხუცებულთა ასაკში (1978-80 წწ);
  5. ნაწლავთა მწვავე მექანიკური გაუვალობის კლინიკისა და მკურნალობის თავისებურებები ხანშიშესულთა და მოხუცთა ასაკში (1981-82 წწ.);
  6. პერფორაციული გასტრო-დუოდენური წყლულების კლინიკისა და მკურნალობის თავისებურებები ხანშიშესულთა და მოხუცთა ასაკში (1983-84 წწ);
  7. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კლინიკა და მკურნალობა ასაკობრივ ასპექტში (1986-90 წწ);
  8. მწვავე პანკრეატიტის კლინიკისა და მკურნალობის თავისებურებები ასაკობრივ ასპექტში (1991-94 წწ);
  9. პანკრეასისა და თირკმლის კომბინირებული გადანერგვა გართულებული შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (1994-97 წწ);
  10. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (1998-2002 წწ.);

კლინიკაში 2000 წლიდან ხორციელდება ლაპაროსკოპიულოი ოპერაციები. კლინიკის პრიორიტეტული მიმართულებაა ურგენტული აბდომინური ქირურგია.

2006-2010 წლებში კლინიკა მონაწილეობდა ლონდონის სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ინტერნაციონალურ რანდომიზირებულ კვლევაში თემაზე: ტრანექსამის მჟავის მოქმედება ტრავმულ პაციენტებზე, რომლის შედეგები 2010 წლის 15 ივნისს ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნდა.

ამჟამად თსსუ-ის კერძო ქირურგიის N.I მიმართულების შემადგენლობაში 6 აკადემიური პერსონალია: სრული პროფესორი გია თომაძე - მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორები - გივი ჩიქობავა და სულხან ქემოკლიძე, ასისტენტ- პროფესორები - ლევან გოფოძე, ავთანდილ მეგრელაძე და ზაზა დემეტრაშვილი. მიმართულების მოწვეული პედაგოგები არიან მედიცინის დოქტორები გია თავბერიძე, კახი ხუციშვილი და მალხაზ შანიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები გია აზმაიფარაშვილი და მამუკა გოლეთიანი.

 

 

62._qirurgiis_2_departamenti800x600

17. ქირურგიის დეპარტამენტი N. 2

ქირურგიის N.2 დეპარტამენტის ურგენტული ქირურგიის მიმართულება

ურგენტული ქირურგიის მიმართულება სათავეს იღებს 1920 წელს შექმნილი "სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიული კლინიკიდან”.

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფ. ალექსანდრე მაჭავარიანი (1920-1941), აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი (1941-1950), აკადემიკოსი ეგნატე ფიფია (1950-1079), პროფესორი აკაკი თელია (1984-1094). 1994 წლიდან კათედრის გამგეა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ გრიგოლია.

კათედრაზე დამუშავდა ჩიყვის პროფილაქტიკის პრობლემა საქართველოში, საყლაპავის კიბოს, საყლაპავის ქიმიური დამწვრობის და კარდიოსპაზმის მკურნალობის საკითხები, პირველად განხორციელდა საყლაპავი მილისა და წვრილი ნაწლავის პლასტიკა, დამუშავდა კარდიოსპაზმის კარდიოდილატაციით მკურნალობის მეთოდი. კათედრაზე საფუძვლიანად დამუშავდა, აგრეთვე, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ქირურგიული მკურნალობის პრინციპები ასაკობრივ ასპექტში. შესწავლილი იქნა წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობის თავისებურება ქალებში, კუჭის რეზექციის შემდგომი გართულებების პათოგენეზური მკურნალობის პრობლემა. კათედრა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა ზოგიერთი სამხარეო პათოლოგიის - ექინოკოკის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბეზოართა მკურნალობას.

დეპარტამენტის თანამშრომელთა ინტერესის სფეროა მუცლის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ უახლოესი პერიოდის გართულებათა ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, ელენთის ქსოვილის ავტოტრანსპლანტაცია, ბეზოარების უოპერაციო მკურნალობის, დიაბეტური ტერფის პრობლემები.

კათედრა 2006 წელს “ურგენტული ქირურგიის მიმართულების” სახელწოდებით შევიდა ქირურგიის დეპარტამენტის, ხოლო 2009 წელს - ქირურგიის N.2 დეპარტამენტის შემადგენლობაში.

პედაგოგიური პერსონალი: ხელმძღვანელი -სრული პროფესორი ნოდარ გრიგოლია, ასოცირებული პროფესორი გიორგი გიორგობიანი, ასისტენტ-პროფესორები - თეიმურაზ ივანიშვილი, ალექსანდრე გორდელაძე, თეიმურაზ სესიტაშვილი, კონსტანტინე შაფათავა. მოწვეული ლაბორანტია ელენე სულთანიშვილი. 

ქირურგიის N.2 დეპარტამენტის ნეიროქირურგიის მიმართულება

ნეიროქირურგიის მიმართულება საწყისს იღებს ნეიროქირურგიის კურსიდან, რომელიც შეიქმნა 1972 წელს სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრასთან. მისი ხელმძღვანელი იყო პროფესორი როსტომ შელია. კათედრის წევრები იყვნენ, აგრეთვე, დოცენტი თაიბურგ კაკუბერი და ავთანდილ ონიანი. 1973 წელს კურსი გადატანილი იქნა სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათA კათედრაზე.

1976 წელს ნეიროქირურგიის კურსი დაარსდა პედიატრიული ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრასთანაც. მას 1979 წლამდე ხელმძღვანელობდა  პროფესორი ვალერიან მაისაია, ხოლო 1979-1980 წლებში - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გიორგი ინგოროყვა.

1980 წელს სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტების ნეიროქირურგიის კურსები გაერთიანდა და შეიქმნა ნეიროქირურგიის დამოუკიდებელი კურსი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროფესორი ლევან თევდორაძე. 1987 წლიდან 1994 წლამდე კურსს ხელმძღვანელობდა პროფესორი როსტომ შელია, ხოლო 1994 წლიდან - დოცენტი გიორგი ინგოროყვა.

2005 წელს ნეიროქირურგიის კურსი გარდაიქმნა ნეიროქირურგიის კათედრად, მის ხელმძღვანელად, ხოლო 2006 და 2009 წელს - ნეიროქირურგიის მიმართულების სრულ პროფესორად  აირჩეს გიორგი ინგოროყვა.

პედაგოგიური პერსონალი: ხელმძღვანელი - სრული პროფესორი გიორგი ინგოროყვა, ასოცირებული პროფესორები - ოთარ ტატიშვილი და ალექსანდრე გველესიანი, ასისტენტ-პროფესორი ვლადიმერ წიქარიშვილი; ლაბორანტია ნინო ჭილაშვილი-გილიგაშვილი.

 

17.KRITIKULI_MEDIC._DEPART._800x600

18. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი

 

რეანიმატოლოგიის მიმართულებება, ტოქსიკოლოგიის მიმართულებება

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის რეანიმატოლოგიის მიმართულება

რეანიმატოლოგიის მიმართულება შეიქმნა რეანიმატოლოგია-ანესთეზიოლოგიისა და კატასტროფათა მედიცინის კათედრის ბაზაზე, რომელიც, თავის მხრივ, დაარსდა 1973 წელს.

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორი შოთა მაჭავარიანი (1973-1988), პროფესორი ზურაბ ხელაძე (1988)

2006 წელს რეანიმატოლოგია და კრიტიკული მედიცინა (ანესთეზიოლოგია) ცალკე მიმართულებებად შევიდა ქირურგიის დეპარტამენტის შემადგენლობაში, 2009 წელს კი გარდაიქმნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტად, რომელიც აერთიანებს ორ მიმართულებას - რეანიმატოლოგიას და ტოქსიკოლოგიას.

კათედრის კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო კრიტიკულ მდგომარეობათა იმუნოლოგია. კათედრის მიერ შემუშავებულია და დანერგილია გამოგონებები და რაციონალიზატორული წინადადებები.

პედაგოგიური პერსონალი: მიმართულების ხელმძღვანელი - საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სრული პროფესორი ზურაბ ხელაძე, ასოცირებული პროფესორი ქეთევან მაჭავარიანი, ასისტენტ-პროფესორი გულნარა ქილიფთარი. მოწვეული პედაგოგია ზვიად ხელაძე, ლაბორანტი - გიორგი ჩახუნაშვილი.
 

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის

ტოქსიკოლოგიის მიმართულება

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის კლინიკური ტოქსიკოლოგიის მიმართულების წინამორბედი - გადაუდებელი თერაპიისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის კათედრა დაარსდა 1961 წელს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში (1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია)

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორი გიორგი ადამია, პროფესორი პავლე ნიშნიანიძე (1978-2000), ასოცირებული პროფესორი ნინო ლობჟანიძე (2000-2006).

2006 წელს განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეორგანიზაცია და იგი შეუერთდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. ამ დროიდან კათედრა ატარებს თსსუ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის კლინიკური ტოქსიკოლოგიის მიმართულების სახელს.

მიმართულების მუშაობის სპეციფიკაა მწვავე ეგზოგენური მოწამვლები და გადაუდებელი მდგომარეობები შინაგან სნეულებათა კლინიკაში.

დიპლომამდელი განათლების გარდა, კლინიკური ტოქსიკოლოგიის მიმართულება მონაწილეობს თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მუშაობაში. კერძოდ, მიმართულება ახორციელებს პროფესიული რეაბილიტაციის გრძელვადიან პროგრამასა და რეზიდენტურის პროგრამის მოდულებს.

კლინიკური ტოქსიკოლოგიის მიმართულების თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულია რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო. მიმართულების თანამშრომლები მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში.

პედაგოგიური პერსონალი: მიმართულების ხელმძღვანელი – ასოც.პროფესორი ნინო ლობჟანიძე, ასისტენტ-პროფესორები - ნინო ჭავჭანიძე და თეიმურაზ კობიძე, მოწვეული პედაგოგია ეკა ქურდაძე, ლაბორანტი - ლია რუსიეშვილი.

 

42.onkologiis_da_hematologiis_departamenti_800x600

19. ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი

 

ონკოლოგის მიმართულება, ონკოჰემატოლოგიის მიმართულება,

ჰემატოლოგიის მიმართულება

 

ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის

ონკოლოგიის მიმართულება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრა, საიდანაც წარმოიშვა ონკოლოგის მიმართულება, დაარსდა 1976 წლის თებერვალში. მის ბაზად დამტკიცებული იქნა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თორაკოაბდომინური განყოფილება.

კათედრის გამგეები იყვნენ პროფესორები: ირაკლი მგალობლიშვილი (1976-1980), ლევან წაქაძე (1980-1987), მერაბ იზრაელაშვილი (1987). 1987 წლიდან, პროფ. მ.იზრაელაშვილის ისრაელში ხანგრძლივ სამეცნიერო მივლინებაში ყოფნის გამო, კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა დოც. ილია ბაქრაძე - ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

პროფესორ მერაბ იზრაელაშვილის თაოსნობით კლინიკაში დაინერგა ღვიძლის და პანკრეასის სიმსივნეების ფართომასშტაბური ოპერაციები.

პროფ. ი.ბაქრაძემ ჩამოყალიბა კოლოპროქტოლოგიური განყოფილება, დანერგა მსხვილი ნაწლავის კიბოს რადიკალური ოპერაციები, მათ შორის - სფინქტერშემანარჩუნებელი, აღდგენითი რეკონსტრუქციული ოპერაციები; კომბინირებული ოპერაციები IV სტადიის კიბოს დროს, უკანა ეგზენტერაცია, პირველადად დაავადებულ ორგანოსთან ერთად ღვიძლის, პანკრეასის კუდის, წვრილი ნაწლავის, შარდსაწვეთის, გენიტალური ორგანოების რეზექცია და სხვ.

კათედრის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებას დაარსების პირველ წლებში განსაზღვრავდა ინსტიტუტის სამეცნიერო თემატიკა, რომელიც ეძღვნებოდა ასაკობრივი მედიცინის პრობლემებს. 1978-1979 წლებში კათედრაზე შეისწავლებოდა სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ლაპარატომიის გამოყენება მოხუცთა და ხანდაზმულთა შორის მუცლის ღრუს სიმსივნეების დროს. დიდ კლინიკურ მასალაზე დაყრდნობით განსაზღვრული იქნა სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ლაპარატომიების ჩვენებები, მისი შესრულების ოპტიმალური ვადები ლოკალიზაციისა და ავადმყოფთა ასაკის გათვალისწინებით.

1981-1985 წლებში ავთვისებიანი სიმსივნის ადრეული ფორმების გამოვლენის მიზნით სერიოზული გამოკვლევები ჩატარდა ქ. რუსთავის მსხვილ საწარმო-დაწესებულებებში. თემა კომპლექსური იყო და შესრულდა სამედიცინო ინსტიტუტის სხვა კათედრებთან ერთად. 1986-1987 წლებში კათედრამ თავისი სამეცნიერო თემატიკა  სიმსივნეების ადრეული გამოვლენის პრობლემას დაუკავშირა.

1988-1995 წლებში კათედრაზე ჩატარდა გამოკვლევა, რომელიც მიეძღვნა ოპერაციისშემდგომ ჩირქოვან-ანთებითი გართულებების იმუნოპროფილაქტიკას კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ჰეპარულ-პანკრეასულ-დუოდენური ზონის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს, ამ ავადმყოფთა იმუნორეაბილიტაციის პრობლემას. კათედრა ფლობდა სამეცნიერო გრანტს.

2006 წელს ონკოლოგიის კათედრა გარდაიქმნა ონკოლოგიის დეპარტამენტის ონკოლოგიის მიმართულებად ხოლო 2009 წელს - ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ონკოლოგიის მიმართულებად. მისი კლინიკური ბაზაა კოლოპროქტოლოგიური განყოფილება. სასწავლო პედაგოგიური და სამკურნალო მუშაობა წარმოებს როგორც ონკოცენტრის კოლოპროქტოლოგიურ (განყოფილების გამგე - სრული პროფ. ი.ბაქრაძე), ისე ონკოცენტრის პალიატიური მზრუნველობის კლინიკაში (განყოფილების გამგე - მიხეილ შავდია).

სასწავლო პროგრამის ძირითდი მიმართულებაა ზოგადი ონკოლოგია, ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა. დეპარტამენტის თანამშრომლები ჩართული არიან დიპლომამდელ და სარეზიდენტო პროგრამებში. კოლო-პროქტოლოგიაში ლოკალური ხელმძღვანელია სრული პროფ. ი. ბაქრაძე, ხოლო ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის ლოკალური ხელმძღვანელია ასისტენტ-პროფესორი მ. შავდია.

ამჟამად დეპარტამენტში დაგეგმილია სამეცნიერო შრომა ,,ონკოლოგიურ პაციენტთა ქრონიკული ტკივილის მართვა ინკურაბელურ სტადიაში და მათი გაუმჯობესების გზები”.

2002 წელს ონკოლოგიის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა ,,ონკოპრევენციის ცენტრი”. დეპარტამენტის თანამშრომლები ყოველწლიურად ატარებენ ტრენინგს რესპუბლიკის რეგიონებში ლექციების და მოხსენებების სახით. ონკოინკურაბელური ავადმყოფების სტაციონარი წარმოადგენს ონკოლოგიის კათედრის ბაზას, სადაც სტუდენტები იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას.

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის და მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ილია ბაქრაძე, ასოცირებული პროფესორი რემა ღვამიჩავა და ასისტენტ-პროფესორი მიხეილ შავდია. მოწვეული ლაბორანტია ნინო სანებლიძე.

ონკოჰემატოლოგიის მიმართულება.

ონკოჰემატოლოგია, როგორც ცალკე  მიმართულება ჩამოყალიბდა 2006 წელს  მედიცინის ფაკულტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტში. დაარსების დღიდან მიმართულების ხელმძღვანელია სრული პროფესორი მამია ზოდელავა. მიმართულებაზე მუშაობს ასოცირებული პროფესორი ასმათ შენგელია.

მიმართულების თანამშრომლები წარმატებით მუშაობენ  როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო სფეროში. 2006 წლიდან მიმართულების თანამშრომლების მიერ უცხოურ  სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებულია 15 სამეცნიერო სტატია, მწვავე ლეიკემიის და ავთვისებიანი ლიმფოიმუნოლოგიური, ციტომორფოლოგიური და კლინიკური პროგნოზირების კრიტერიუმების დადგენის და დიფერენცირებული მკურნალობის შემუშავების შესახებ. მიმართულების თანამშრომლების მიერ შემუშავებული და დამტკიცებულია კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) ჰემატოლოგიის დარგში, მკურნალობის პროტოკოლი – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტები. 

ჰემატოლოგიის მიმართულება

ჰემატოლოგიის საბაზისო კათედრა შეიქმნა 1997 წლის თებერვალში სამედიცინო-ბიოლოგიურ ფაკულტეტზე. თავდაპირველად მედიკობიოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტთათვის, ხოლო შემდეგ  კლინიკური ჰემატოლოგია ისწავლებოდა არა მარტო სამედიცინო-ბიოლოგიურ, არამედ სამკურნალო, სამხედრო და ფსიქოსომატურ ფაკულტეტებზეც.

კათედრის გამგეები იყვნენ: აკადემიკოსი მ.შეყლაშვილი (1997-2009), პროფესორი დ.ღირდალაძე (2009-დღემდე).

ჰემატოლოგიის დეპარტამენტში კლინიკურ ჰემატოლოგიას შეისწავლიან მედიცინის და სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები.

გარდა პრედიპლომური სწავლებისა, დეპარტამენტი მონაწილეობს პოსტდიპლომურ სწავლებაში რეზიდენტებთან კლინიკურ ჰემატოლოგიაში, პოსტდიპლომურ მომზადებას ჰემატოლოგიაში 1-თვიანი მოდულების სახით, გადიან სხვა დარგის რეზიდენტებიც, აგრეთვე - სხვა დარგის უცხოურენოვანი რეზიდენტები. Gგარდა ამისა კათედრაზე მიმდინარეობს უსგ პროგრამით სწავლება.

ჰემატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი დ. ღირდალაძე 2002-2006 წლებში, თსუ-ის იმუნოლოგიურ ლაბორატორიასთან ერთად, მონაწილეობდა INTAS-ის შემდეგ პროგრამებში: "New approaches to the immunotherapy of B-chronic lymphocytic leukemia use of  bicpecific antibodies’’ და ,,Immunotherapy of B-cell chronic lymphocytic leukemia’’, აგრეთვე, საქართველოს სამეცნიერო ფონდის გრანტულ სამეცნიერო თემაზე ,,CD-4 დადებითი ციტოტოქსიური B-უჯრედოვანი ლიმფოციტური ლეიკემიის დროს’’ (2008-2010 წ.).

დ. ღირდალაძე მონაწილეობს 2 კლინიკურ კვლევაში ,,A phase open label, sequential dose escalation study investigations the safety, toleratebility, pharmacokines and pharmacodynamics AC 220, when administratered daily to patients with relapses or refractory acute myeloid leukemia protocol cp 0001’’ Sponsor Ambit Biosciences corporation 2006-2008.

ჰემატოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი დ. ღირდალაძე და მოწვეული პედაგოგი და ლაბორანტი მედ. დოქტორი თ. ვაწაძე არიან ჰემატოლოგიური ნაწილის ავტორები წიგნში ,,შინაგანი სნეულებანი’’ სტუდენტთა და  ექიმთათვის.

ამჟამად ჰემატოლოგიის მიმართულების პედაგოგები არიან სრული პროფესორი დ.ღირდალაძე და ასოცირებული პროფესორი მ.აბაშიძე: მოწვეული პედაგოგია აკადემიური დოქტორი თ.ვაწაძე.

 

36._meanoba-ginekologiis_departamenti_800x600

20 მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტი


სამკურნალო ფაკულტეტის “მეანობის კათედრა კლინიკით”
დაარსდა 1919 წელს. კათედრის გამგეები იყვნენ პროფესორები: ივანე თიკანაძე (1919-1943), პლატონ შუშანია (1943-1954). 1920 წელს დაარსდა გინეკოლოგიური კათედრაც სახელწოდებით “ქალის სნეულებათა კათედრა კლინიკით”. მისი პირველი გამგე იყო გაბრიელ ღამბარაშვილი (1920-1954).

1954 წელს, ამ კათედრების შეერთების შემდეგ, გაერთიანებულ მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას 1970 წლამდე სათავეში ედგა პროფესორი პლატონ შუშანია.

1971–83 წლებში კათედრის გამგე იყო პროფესორი მიხეილ გიგინეიშვილი, 1983–94 წლებში მისი ვაჟიშვილი – პროფესორი მიხეილ მიხეილის ძე გიგინეიშვილი, 1994 წლიდან კი  - პროფესორი ჯემალ მეტრეველი, 2006 წლიდან კათედრის გამგეა პროფ. ნიკოლოზ კინტრაია.

კათედრის თანამშრომლებმა შეისწავლეს მენარხეს გავრცელება საქართველოს ზოგიერთ რაიონში; გაკეთდა მომყოლისა და მშობიარობისშემდგომ ადრეულ პერიოდში საშვილოსნოს ჰიპო- და ატონიური სისხლდენებით გამოწვეული დედათა სიკვდილობის ანალიზი საქართველოში; ამასთანავე, მიმდინარეობდა კვლევა მაღალი რისკის ორსულებში ამ სისხლდენების პროგნოზირების მიმართულებით და დაისახა დედის სიკვდილიანობის შემცირების გზები; შესრულდა მშობიარობისშემდგომი სეფსისური დაავადებებით გამოწვეული დედის სიკვდილობის ანალიზი ქ.თბილისში ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით.

კათედრა მუშაობს საკეისრო კვეთის შედეგად განვითარებული სეპტიკური გართულებების პრობლემაზე, სიმსივნის საწინააღმდეგო დაცვის იმუნურ საფუძვლებზე საკვერცხის სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნის დროს.

2006 წელს თსსუ-ში გაერთიანდა სამედიცინო უნივერსიტეტის სხვადახვა ფაკულტეტებზე  და სამედიცინო აკადემიაში არსებული მეანობა-გინეკოლოგიის კათედრები, შეიქმნა მეანობა-გინეკოლოგიის ერთი დეპარტამენტი, რომელიც შედგებოდა 2 მიმართულებისაგან. 2009 წლიდან მეანობა–გინეკოლოგიის დეპარტმენტს გამოეყო რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტი.

სასწავლო პროგრამები. მეანობა–გინეკოლოგიის დეპარტამენტში მიმდინარეობს სწავლება როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომის შემდგომი განათლების (რეზიდენტურა, დოქტორანტურა) ჩარჩოში. რეზიდენტურის პროგრამა მეანობა-გინეკოლოგიაში 5 წლიანია.

მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტში ამჟამად სამეცნიერო კვლევითი მუშაობა, ძირითადად, ორი მიმართულებით მიმდინარეობს: “ოქსიდაციური და იმუნური ფაქტორების როლი პრეეკლამფსიის პათოგენეზში” და “ლაპაროსკოპიული მიდგომა გინეკოლოგიური ოპერაციების წარმოებისათვის ჭარბი წონის მქონე ქალებში”.

მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო დონორების USAID, UNICEF და JSI-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროგრამებში,  როგორებიცაა “ეფექტური პერინატალური მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში”,  “ოჯახის დაგეგმარების თანამედროვე მეთოდები”

2008 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად, USAID, UNICEF და JSI-ის დაფინანსებით, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტმა შეიმუშავა სასწავლო მეთოდური სახელმძღვანელო მეანობაში IV-VI კურსის სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებლებისთვის.

მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პედაგოგიური პერსონალი: სრული პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია – დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ასოცირებული პროფესორები - პლატონ მაჭავარიანი და გიორგი თევდორაშვილი; ასისტენტ–პროფესორები - კონსტანტინე ხარაბაძე, ნატო მეცხვარიშვილი, ნინო ხოტივარი, სოფიო ხარძეიშვილი, თამარ ანთელავა. მოწვეული პედაგოგებია: სოფიო თამაზაშვილი, ლევან მაყაშვილი, ნინო მაჭავარიანი, პაატა ჟორჟოლიანი, მაია რიჟვაძე, თამარ სულაძე, ეკა შველაშვილი, ფატმან ცაავა, მინდია იობაშვილი, იამზე ჯიქია, აკაკი ბაქრაძე, ნათია გიორგაძე.

63._nevrologiis_departamenti_800x600

21 ნეირომედიცინის დეპარტამენტი

 

პროპედევტიკისა და ტოპიკური დიაგნოსტიკის მიმართულება

კლინიკური ნევროლოგიის მიმართულება,

კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულება

პროპედევტიკისა და ტოპიკური დიაგნოსტიკის მიმართულება

 

თსსუ ნეირომედიცინის დეპარტამენტის ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკისა და ტოპიკური დიაგნოსტიკის მიმართულება საწყისს იღებს სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრიდან, რომელიც დაარსდა 1920 წელს სახელწოდებით "ნერვების სნეულებათა კათედრა კლინიკით”.

კათედრის გამგეები იყვნენ პროფესორები: იაკობ ანფიმოვი (1920-1925), სვიმონ ყიფშიძე (1925-1953), პეტრე ქავთარაძე (1953-1966), ალექსი მინდაძე (1966-1986), ავთანდილ ლაჭყეპიანი (1986-1994), ნინო ნინუა (1994-2004), ივანე ვერულაშვილი (2004-2006),

2006 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შეუერთდა საქართველოს სახელმწიფო  სამედიცინო აკადემია. ამ სასწავლებლების ნერვულ სნეულებათა კათედრების რეორგანიზების შედეგად ჩამოყალიბდა მედიცინის ფაკულტეტის ნეირომედიცინის დეპარტამენტი, მის ხელმძღვანელად დანიშნული იქნა ნერვულ სნეულებათა მიმართულების სრული პროფესორი ივანე ვერულაშვილი. 2009 წელს აღნიშნული სტრუქტურა გადაკეთდა ნეირომედიცინის დეპარტამენტის პროპედევტიკისა და ტოპიკური დიაგნოსტიკის მიმართულებად, რომლის ხელმძღვანელია სრული პროფესორი ივანე ვერულაშვილი.

1920-1940 წლებში კათედრა შეისწავლიდა კლინიკური ნევროლოგიის, სამხარეო პათოლოგიის (პელაგრა, მალარია, ტუბერკულოზი) პრობლემებს. კათედრის თანამშრომლები ამუშავებდნენ, აგრეთვე, ვეგეტოპათოლოგიისა და ნერვული სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკის საკითხებს.

1940-1960 წლებში კვლევა, ძირითადად, მიმდინარეობდა თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის, პერიფერიული ნერვული სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ დაზიანებათა შესწავლის მიმართულებით. 50-60-იან წლებში კათედრაზე მუშავდებოდა, აგრეთვე, შემდეგი საკითხები: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, დიაგნოსტიკური მიზნით იზოტოპების გამოყენება, სპაზმური დამბლების მექანიზმი და მკურნალობა და სხვ.

1960-1980-იან წლებში კათედრაზე შეისწავლებოდა ნერვული სისტემის ოჯახურ-მემკვიდრეობითი დაავადებები, სისხლძარღვების დაავადებათა სხვადასხვა ფორმა, ნერვული სისტემის ინფექციათა კლინიკური თავისებურებანი; ნეიროინფექციების გავრცელება და მკურნალობა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის თავისებურებები, დაავადებების ნევროლოგიური სიმპტომოკომპლექსის პათოგენეზი და სხვ.

მიმართულება მუშაობს დიპლომამდელი და სარეზიდენტო პროგრამებით, შედგენილია შესაბამისი სილაბუსები.

მიმართულების სამეცნიერო თემატიკაა “ცერებრული ვენური პათოლოგიის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ოპტიმიზაცია”. მისი თანამშრომლები მონაწილეობენ, აგრეთვე, სამეცნიერო საერთაშორისო კვლევებში:

1) 2007-2010 წწ. როსტოკის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით მიმდინარე, ევროკომისიის დასპონსორებული საერთაშორისო სამეცნიერო-კლინიკური კვლევა ,,SIFAP- Stroke in Young Fabry Patients” .

2) 2009-2011წწ. ნოტინგემის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით მიმდინარე  საერთაშორისო სამეცნიერო-კლინიკური კვლევა  ,,ENOS-Efficcacy of Nitric Oxide in Stroke (ENOS) Trial”.

3) 2009-2011 წწ. საერთაშორისო კვლევა ,,ORACLE-Oral Cladribine in Patients with multiple Sclerosis” – SANDOZ   მხარდაჭერით.

2004 წლის შემდეგ გამოცემული სახელმძღვანელოები:

ივანე ვერულაშვილი -”კლინიკური ნევროლოგია: ზოგადი ნაწილი” (სახელმძღვანელო - თანაავტ. ნ.ნინუა, რ.სიგუა) - გამომც. “ტრადიციული მედიცინა”: თბილისი, 1997.

“ნევროლოგია: ფუნქციური ნეიროანატომია, სინდრომები, სიმპტომები” (სახელმძღვანელო) - გამომც. “ტრადიციული მედიცინა”: თბილისი, 1999.

“ნევროლოგიის სახელმძღვანელო” (თანაავტ. ნინუა ნ., სიგუა რ.) - გამომც. “ფენიქსი”: თბილისი, 2004.

“კლინიკური ნევროლოგიის პროპედევტიკა”  _ თბილისი: “განათლება”, 2006.

“ნევროლოგია: კითხვები და პასუხები” (სახელმძღვანელო) _ თბილისი: “აისი”, 2007.

“ნევროლოგია: ტოპიკური დიაგნოსტიკის საფუძვლები” (სახელმძღვანელო) _ თბილისი: “აისი”, 2009.

მაია ბერიძე - “ნერვული სისტემის სისხლძარღვოვანი დაავადებები (თავი 16) მ. ჯანელიძის სახელმძღვანელოში ,,კლინიკური ნევროლოგია”,  2009წ.

ნინო ნინუა “ნერვული სნეულებები” (სახელმძღვანელოთანაავტ. სიგუა რ.) - გამომც. “განათლება”: თბილისი, 2001.

პედაგოგიური პერსონალი: მიმართულების ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ივანე ვერულაშვილი, ასოცირებული პროფესორი მაია ბერიძე, ასისტენტ-პროფესორები - ნინო ნინუა და ომარ სამუშია. მოწვეული პედაგოგები არიან ჯანო ვალიშვილი, ცირა მანჯგალაძე და, გია ჩახავა. 

ნეირომედიცინის დეპარტამენტის კლინიკური ნევროლოგიის მიმართულება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ნევროლოგიის მიმართულება ჩამოყალიბდა 2009 წელს. ის  შეიქმნა  სამედიცინო უნივერსიტეტისა და სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შერწყმის  შემდეგ  და  ფაქტობრივად ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის  დიდი  ტრადიციების მქონე ნევროლოგიური კლინიკის მემკვიდრეა. ამ კლინიკის საქმიანობა ათწლეულების მანძილზე უკავშირდებოდა ისეთი ღვაწლმოსილი ნევროლოგების  საქმიანობას, როგორებიც იყვნენ აკადემიკოსი პეტრე სარაჯიშვილი, პროფესორები - თამარ ღლონტი, ცოტნე ჩხიკვიშვილი,  იური მალაშხია. ბატონმა პეტრემ, რომლის თაოსნობითაც  1956 წელს შეიქმნა ეს კლინიკა,  საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ნევროლოგიური აზროვნების დამკვიდრებას.

კლინიკური ნევროლოგიის მიმართულების პედაგოგიური საქმიანობის სფეროს შეადგენს როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომისშემდგომი სწავლება. აქვე ხორციელდება უწყვეტი პროფესიული განვითარების 19 პროგრამა, რომლებიც მოიცავს გადაუდებელი  ნევროლოგიის და ქრონიკული ნევროლოგიური  პათოლოგიის ყველა ასპექტს.

კლინიკური ნევროლოგიის მიმართულების კლინიკური და მეცნიერული საქმიანობა მოიცავს მწვავე ვასკულურ პათოლოგიას, დემენციას, მოძრაობით დარღვევებს, ეპილეფსიას, ნერვული სისტემის მადემიელინიზებელ დაავადებებს.  მიმართულების კლინიკურ ბაზაზე ფუნქციობს “თავის ტკივილის ცენტრი”, რომელიც მჭიდრო სამეცნიერო-პრაქტიკულ კოოპერაციაშია გერმანიის ქალაქ ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის თავის ტკივილის ცენტრთან.  ამ წარმატებული კოოპერაციის დადასტურებაა 2009 წელს ამერიკის ნევროლოგიური აკადემიის ჟერნალ Neurology-ში გამოქვეყნებული ერთობლივი სტატია (“Primary headache disoders in the Republic of Georgia: Prevalence and Risk Factors: Neurology 2009 73: 1796-1803),  რომელიც ეძღვნება საქართველოში თავის ტკივილის გავრცელების ეპიდემიოლოგიას. კლინიკა  აქტიურად მონაწილეობს როსტოკის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელობით განხორციელებულ საერთაშორისო მულტიცენტრულ კვლევაში “SIFAP” (Stroke In Young Fabry Patients), რომელიც ეძღვნება ფაბრის დაავადების მქონე ახალგაზრდა პაციენტებში ინსულტის განვითარებას, აგრეთვე,  მულტიცენტრულ საერთაშორისო კვლევაში ORACLE (Oral Cladribine in Early MS), რომელიც ეძღვნება გაფანტული სკლეროზის ადრეული სტადიის პრეპარატ კლადრიბინით     მკურნალობას.

კლინიკური ნევროლოგიის მიმართულების თანამშრომელთა მონაწილეობით სრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სადემონსტრაციო პროექტი “ეპილეფსიის მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლში” და საქართველოს მეცნიერების ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო თემა: “ინტერიქტალური ეპილეფტიფორმული განტვირთვების გავლენა კოგნიტურ ფუნქციებზე საფეთქლის წილის ეპილეფსიის დროს”.

კლინიკური ნევროლოგიის მიმართულების თანამშრომლების მიერ 2009 წელს გამოიცა სახელმძღვანელო - “კლინიკური ნევროლოგია” რომელიც გამიზნულია სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის.

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის და მიმართულების ხელმძღვანელი - სრული პროფესორი მარინე ჯანელიძე, ასოცირებული პროფესორი ნათელა ოკუჯავა, ასისტენტ-პროფესორი ირინა ხატიაშვილი. პედაგოგებად მიწვეულნი არიან: ნინო მიქელაძე, ანა ძაგნიძე, მარიამ ქაფიანიძე, ნინო აქიაშვილი,მაია კუკავა; ლაბორანტია სოფიო ბახტაძე.

ნეირომედიცინის დეპარტამენტის კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულება

1996 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა ფსიქოთერაპიის და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტი (დეკანი - პროფ. გ.ქავთარაძე). 1999 წელს მის ფარგლებში დაარსდა ზოგადი და კლინიკური ფსიქოლოგიის კათედრა (გამგე - დოცენტი რ.საყვარელიძე). 2002 წლიდანAფაკულტეტი უშვებდა, საშუალოდ, 20 ექიმ-ფსიქოთერაპევტს, რომლებიც იღებდნენ კლასიკურ სამედიცინო და, იმავდროულად, ფსიქოლოგიურ და ფსიქოთერაპიულ განათლებასაც.

2006 წელს, როდესაც თსსუ-ში განხორციელებული რეფორმის საფუძველზე შეიცვალა სამედიცინო კადრების მომზადების კონცეფცია, ფსიქოთერაპევტის მომზადება გადავიდა რეზიდენტურის ეტაპზე, დიპლომამდელ ეტაპზე კი გადაწყდა სტუდენტების მომზადება ფსიქოლოგიაში. გადაწყდა, აგრეთვე, ფსიქოლოგიის  სწავლება დოქტორანტებისთვისაც. ფსიქოლოგიაში მომზადება დაევალა კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებას.

მიმართულების ხელმძღვანელია - ასოცირებული პროფესორი  რამაზ საყვარელიძე,  ასისტენტ-პროფესორი - რუსუდან მხეიძე; მასწავლებლები არიან - ქეთევან მოსაშვილი, ეთერ ტაბატაძე და ეკა მუჯირი.

ამჟამად კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებს (ფარმაციის ფაკულტეტის გარდა) ეკითხებათ “ფსიქოლოგიის საფუძვლები” (I კურსზე) და “კლინიკური ფსიქოლოგია” (II კურსზე). მიმართულება პასუხისმგებელია დოქტორანტებისთვის უმაღლეს სკოლაში სწავლების ფსიქოლოგიური და პედაგოგიური საფუძვლების გაცნობაზე, აგრეთვე -  რეზიდენტების მომზადებაზე ფსიქოთერაპიასა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში “კლინიკური ფსიქოლოგიის” მიმართულების ფარგლებში ტარდება როგორც თეორიული, ისე ექსპერიმენტული ხასიათის სამეცნიერო სამუშაო ფუნდამენტური, გამოყენებითი, პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ფსიქოლოგიური ლიტერატურის მომზადების სფეროში. კვლევები მოიცავს ფსიქოლოგიის ისეთ დარგებს, როგორიცაა განწყობის ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია, ნეიროფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია.  მიმდინარეობს ფსიქოლოგიური სახელმძღვანელოების თარგმნა, რეცენზირება-რედაქტირება.

2007 წლიდან მუშავდება თემა “თავისუფლების პრობლემა: დასავლური მეცნიერების, აღმოსავლური რელიგიების და ქართული ფსიქოლოგიური სკოლის პარადიგმები”. წერილების სერია ფსიქოთერაპიის ამ მნიშვნელოვან პრობლემაზე ყოველწლიურად ქვეყნდება საქართველოს ფსიქოლოგიურ მაცნეში. ამ თეორიული კვლევის ბაზაზე მუშავდება ფსიქოლოგიური აუტოტრენინგის სისტემა ტრადიციული აღმოსავლური (იოგა, ციგუნი), ევროპული სისტემების (კუეს, შულცის, იაკობსონის სისტემები) და განწყობის თეორიის მიხედვით აგებული სავარჯიშოების სინთეზით. 2006 წელს თსსუ-ს დერმატო-ვენეროლოგიურ მიმართულებასთან ერთად შესრულდა ექსპერიმენტული კვლევა ატიპობრივი დერმატიტით დაავადებულ პაციენტთა ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხის დასადგენად, განსაზღვრული იქნა DLQI (დერმატოლოგიური ცხოვრების ხარისხობრივი ინდექსი) ქართულ პოპულაციაში და დადგენილი იქნა მისი ნორმები. მიმდინარეობს კვლევა მარჯვენა ჰემისფეროს მეტყველებითი ფუნქციების დასადგენად, შედეგები მზადაა დასაბეჭდად (გამოქვეყნდება საქართველოს ფსიქოლოგიურ მაცნეში).

2009 წელს გამოიცა რიჩარდ გერიგისა და ფილიპ ზიმბარდოს ფუნდამენტური სახელმძღვანელო “ფსიქოლოგია და ცხოვრება” (CSS–თსუ-ს გამომცემლობა, 2009 წ.), რომლის ერთერთი სამეცნიერო რეცენზენტია რამაზ საყვარელიძე, ხოლო წიგნის რამდენიმე თავის თარგმანი ეკუთვნის რუსუდან მხეიძეს.

 

57.fsiqiatriisa_da_narkologiis_departamenti_800x600

22 ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დეპარტამენტი

ფსიქიატრიის მიმართულება, ნარკოლოგიის მიმართულება

ფსიქიატრიის მიმართულება

ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრა დაარსდა 1920 წელს სახელწოდებით “ფსიქიატრიის კათედრა კლინიკით”.

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორი იაკობ ანფიმოვი (1920), პროფესორი მიხეილ ასათიანი (1921-1938), პროფესორი ავლიპ ზურაბაშვილი (1938-1968).

1934 წელს კათედრას დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო “პედიატრიული და სან-ჰიგიენური ფაკულტეტების ფსიქიატრიული კათედრა”, მისი გამგე 1954 წლამდე იყო პროფესორი არკადი გოცირიძე, ხოლო 1954 წლიდან 1960 წლამდე - პროფესორი ირაკლი მენთეშაშვილი, პროფესორი ევტიხი გობრონიძე (1968-1978), პროფესორი ფაიზულ კონტრიძე (1978-1998), დოცენტი ლია მენთეშაშვილი (1998-2006), 2006 წლიდან - პროფესორი თემურ სილაგაძე.

1960 წლიდან სამკურნალო ფაკულტეტის და პედიატრიული და სან-ჰიგიენური ფაკულტეტების კათედრები კვლავ გაერთიანდა და 1968 წლამდე მისი გამგე იყო პროფესორი ირაკლი მენთეშაშვილი.

ძირითადი სამეცნიერო პრობლემები, რომლებსაც კათედრა ამუშავებდა წლების განმავლობაში, იყო: ნევროზთა კლინიკა და თერაპია, ფსიქოზთა ბიოლოგიური საფუძვლები, შიზოფრენიის, ეპილეფსიის და სხვა ფსიქიკურ დაავადებათა მკურნალობის ახალი საშუალებების ძიება, თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა უბნების არქიტექტონიკა. ბავშვთა ასაკის შიზოფრენიის, ეპილეფსიის, ოლიგოფრენიის პრობლემები. უკანასკნელ წლებში კათედრაზე მიმდინარეობს პიროვნების თავისებურებათა შესწავლა სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებათა დროს კლინიკური, ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებით, ასაკობრივი ასპექტის გათვალისწინებით და ფსიქოფარმაკოთერაპიის პროცესში. მუშაობა მიმდინარეობს ნარკოლოგიისა და სექსოლოგიის პრობლემებზეც.

2006 წელს ფსიქიატრია მიმართულებად შევიდა ნეირომედიცინის დეპარტამენტში, ხოლო 2009 წლიდან - ფსიქიატრიის და ნარკოლოგიის დეპარტამენტს, ისევე, როგორც  ფსიქიატრიის მიმართულებას, ხელმძღვანელობს პროფ თ. სილაგაძე.

ამჟამად ფსიქიატრიის მიმართულების თანამშრომელთა მიერ შედგენილია და გამოიყენება დიპლომამდელი სასწავლო პროგრამები მედიცინის ფაკულტეტისთვის, სტომატოლოგიური ფაკულტეტისთვის, მედდების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის.

დიპლომისშემდგომი სწავლებისთვის შედგენილია პროგრამები: “ფსიქიატრია”, “ფსიქოთერაპევტთა ფსიქიატრიაში  გადამზადების კურსი”, “ნარკოლოგთა ფსიქიატრიაში გადამზადების კურსი”, “ფსიქიატრიის აქტუალური საკითხები”.

მიმართულების სამეცნიერო თემატიკა: ფსიქიატრიული დაავადებების ეპიდემიოლოგია,  გენეტიკური კვლევები, ფენომენოლოგიური კვლევები, მედიკამენტების აპრობაცია. უკანასკნელ წლებში ფსიქიატრიის მიმართულება ფლობდა რამდენიმე საერთაშორისო გრანტს, ამჟამად ის მუშაობს ორ ფინანსირებად სამეცნიერო პროექტზე.

ფსიქიატრიის მიმართულებების თანამშრომელთა მიერ გამოცემულია მონოგრაფიები, რეკომენდაციები, გაიდლაინები.

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის და მიმართულების სრული პროფესორი თეიმურაზ სილაგაძე, ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყონია, ასისტენტ-პროფესორები - ვაჟა კენჭაძე და ზურაბ ბერია. მოწვეული პედაგოგებია: ლიკა მენთეშაშვილი, ხათუნა ყუბანეიშვილი, მადონა ცირეკიძე, ნინო ნანეიშვილი, მარიამ ჯიშკარიანი, არჩილ ბეგიაშვილი, გიორგი ბერულავა; ლაბორანტია - ლიდია წვერავა.

ნარკოლოგიის მიმართულება

2000 წლის თებერვალში ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში გაიხსნა ნარკოლოგიის კათედრა, რომელიც 2006 წლიდან ნარკოლოგიის მიმართულებად ჩამოყალიბდა. სამედიცინო აკადემიის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან შეერთების შემდეგ, 2009 წლის სექტემბრიდან, უნივერსიტეტში დაარსებულ ფსიქიატრიის და ნარკოლოგიის დეპარტამენტში დაფუძნდა ნარკოლოგიის მიმართულება, რომლის ხელმძღვანელია სრული პროფესორი აკაკი გამყრელიძე.

მიმართულების მიერ შემუშავებულია და  ფუნქციობს  შემდეგი სასწავლო პროგრამები:

- დიპლომამდელი პროგრამა ნარკოლოგიაში თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მე-6  კურსის სტუდენტებისათვის;

- სარეზიდენტო პროგრამა ნარკოლოგიაში (ნარკოლოგებისათვის);

- პროფესიული მზადების დამამთავრებელი წლის მოდული არანარკოლოგი რეზიდენტებისათვის;

- პროფესიული მზადების მოდული ფსიქიატრი რეზიდენტებისათვის;

უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი დასწრებული ტრენინგები:

- წამალდამოკიდებულება – ეტიოპათოგენეზური მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე პრინციპები - ზოგადი პროფილის ექიმებისათვის, თერაპევტებისა და პედიატრებისათვის.

- პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამები:

-  ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი;

- ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი;

- ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების   მკურნალობა;

- ნარკოლოგია (მოკლე კურსი);

- ექიმთა გადამზადების პროგრამები:

- ფსიქიატრთა გადამზადების პროგრამა ნარკოლოგიაში;

- ნარკოლოგიური ექსპერტიზა.

სამეცნიერო კვლევის თემატიკა: საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფორმების, კლინიკური თავისებურებების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შესწავლა.

დაფინანსებული სამეცნიერო პროექტები:

  • “ნარკოლოგიური მკურნალობის შეფასება საქართველოში”;
  • “საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებლებში ახლადაღმოცენებული ფენომენის, ბუპრენორფინისა და სტიმულატორების მოხმარების ეპიდემიოლოგირი შესწავლა” - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა;
  • “დაავადებათა პრევენციის 2009 წლის სახელმწიფო პროგრამა”;
  • “2009 წლის სამედიცინი მომსახურების სხვა სახელმწიფო პროგრამების, ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სტაციონარული მომსახურების კომპონენტის, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების ქვეკომპონენტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება”;
  • “ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებში აივ/შიდსის გავრცელების პრევენცია” – 2009წ.;
  • “აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ღონისძიებების გაფართოება” – 2009წ.;
  • “ზიანის შემცირების ელემენტების ინტეგრაცია ნარკოლოგიურ დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციებში” – 2009-2010წ.წ.

მიმართულების თანამშრომელთა მიერ გამოცემულია სახელმძღვანელოები:

- “ფსიქოაქტიური ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების სამკურნალო მედიკამენტები”, ა.გამყრელიძე, ნ.ნიკოლაიშვილი, თბილისი, 2000წ.;

- “ნარკოლოგია”- სახელმძღვანელო სტუდენტებისა და ექიმებისათვის (რედ. გ.ლეჟავა), ავტორები: ი.ამნიაშვილი, ხ.თოდაძე დ.ვადაჭკორია, მ.ზაქარაია და სხვ., თბილისი, 2001წ.;

- “ფსიქოაქტიური ნივთიერებები” – I და II ტომი, ა.გამყრელიძე, ნ.ნიკოლაიშვილი  თბილისი, 2002 და 2004 წწ.;

- “მოწამვლათაA სიმპტომური დიაგნოსტიკა” – ა.გამყრელიძე, თ.კობიძე, თ.ცხვარაძე, თბილისი, 2006წ.

- “ოპიოიდური დამოკიდებულების ფსიქოსოციალურ დახმარებასთან კომბინირეული ფარმაკოლოგიური მკურნალობის სახელმძღვანელო” (რედ. ხ.თოდაძე), თბილისი, 2009წ.

პედაგოგიური პერსონალი: მიმართულების ხელმძღვანელი - სრული პროფესორი აკაკი გამყრელიძე, ასოცირებული პროფესორი ირაკლი გიორგობიანი; მოწვეული პედაგოგები არიან: მერაბ არველაძე, ხათუნა თოდაძე, ირინა ამნიაშვილი, დავით ვადაჭკორია, მარინა ზაქარაია.

47._pediatriis_departamenti_800x600

23. პედიატრიის დეპარტამენტი

ზოგადი პედიატრიის მიმართულება, ბავშვთა სნეულებების მიმართულება,

ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულება,

ბავშვთა ინფექციური სნეულებების მიმართულება,

ნეონატოლოგიის მიმართულება, ბავშვთა ქირურგიის მიმართულება,

ბავშვთა ნერვული სნეულებების მიმართულება

პედიატრიის დეპარტმენტის ზოგადი პედიატრიის მიმართულება

1941 წელს თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტში დაარსდა საფაკულტეტო პედიატრიის კათედრა. 1942 წელს მას შეუერთდა “ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის” კურსი, რომელიც 1959 წელს კვლავ გამოეყო საფაკულტეტო პედიატრიის კათედრას დამოუკიდებელი ერთეულის სახით. მას სათავეში ჩაუდგა პროფ. ი.რცხილაძე. 1961 წელს ეს ორი კათედრა გაერთიანდა 1979 წლამდე, ხოლო 1979 წელს შეიქმნა დამოუკიდებელი კათედრა სახელწოდებით “ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრა”. 1996 წელს ეს ორი კათედრა კვლავ გაერთიანდა და შეიქმნა “ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკისა და საფაკულტეტო პედიატრიის კათედრა”. 1997 წლიდან მას ეწოდა ბავშვთა სნეულებათა N.2 კათედრა.

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორი ვლადიმერ თოხაძე (1941-1958), დოცენტი პიმენ ყურაშვილი (1958-60), პროფესორი ირაკლი რცხილაძე (1960-1974), პროფესორი მერი გელოვანი (1973 წლიდან 1994), პროფესორი ნინო მანჯავიძე (1994 წლიდან)

1941-1960 წლებში ამ კათედრის სამეცნიერო კვლევითი მუშაობა ძირითადად შეეხებოდა ჩვილ ბავშვთა კვების, ტუბერკულოზის და რევმატიზმის პრობლემებს. 1960 წლიდან კათედრის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, ძირითადად, სამი მიმართულებით წარიმართა: რესპირაციული სისტემის პათოლოგია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოლოგია, გამომყოფი სისტემის პათოლოგია.

1979-1996 წლებში ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას სათავეში ედგა პროფესორი ნოდარ ხერხეულიძე, ხოლო 1996 წლიდან ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკისა და საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის გამგე იყო პროფესორი  ნინო მანჯავიძე. ამ კათედრის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა შემდეგი პრობლემების გარშემო: მწვავე რესპირაციული ინფექციები ბავშვთა ასაკში, ათეროსკლეროზი ბავშვთა ასაკში, ახალშობილთა სეფსისი, ალერგოლოგია და კლინიკური იმუნოლოგია.

კათედრების “ბავშვთა სნეულებათა N.2 კათედრად” გაერთიანების შემდეგ, კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო: ბავშვთა ალერგოლოგია და კლინიკური იმუნოლოგია,  ბავშვთა ნეფროლოგია, ბავშვთა რესპირაციული პათოლოგია,  ბავშვთა კვებითი და გასტროინტესტინური პათოლოგია,  ნეონატოლოგია. 1994 წლიდან კათედრაზე მუშავდებოდა პროგრამა - “აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა ფსიქოსომატური სტატუსი და მათი რეაბილიტაციის გზები” 1996 წლიდან კი - “ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-სოციალური განვითარების” პროგრამა.

2006 წელს ბავშვთა სნეულებათა N.2 კათედრა გადაკეთდა “ზოგადი პედიატრიის მიმართულებად”, რომლის სრულ პროფესორად არჩეული იქნა პროფესორი ქეთევან ნემსაძე. 2009 წელს ეს სტრუქტურა გარდაიქმნა “ზოგადი პედიატრიის მიმართულებად”, რომელიც შევიდა პედიატრიის დეპარტამენტის შემსდგენლობაში. მიმართულების სრულ პროფესორად არჩეული იქნა პროფესორი ნინო მანჯავიძე.

მიმართულების ამჟამინდელი  სასწავლო პროგრამები:

  • დიპლომამდელი: მე-4 კურსი, ზოგადი პედიატრია, ბავშვთა სნეულებანი. (მედიცინის ინგლისური სექტორი, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის)
  • დიპლომისშემდგომი – სარეზიდენტურო: “პედიატრია” მოდულები: განვითარების და ქცევის პედიატრია; მოზარდთა მედიცინა; ზოგადპედიატრიული სტაციონარი; ბავშვთა გადაუდებელი დახმარება.

სადოქტორო პროგრამები: “ფიზიკური და ნეიროფსიქოლოგიური განვითარების შეფასება რკინადეფიციტური ანემიის დროს ადრეული ასაკის ბავშვებში” (ხელმძღვანელი-  ნ.მანჯავიძე); “ახალშობილობის პერიოდში ვირუსული ინფექციების (ციტომეგალო- და ჰერპეს-ვირუსები) როლი სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვების განვითარებასა და სასკოლო მზაობის ფორმირებაში.” (ხელმძღვანელები: ნ. მანჯავიძე, ქ. გოგბერაშვილი); “TH1/TH2 პროფილის ციტოკინები და მათი პროგნოზული მნიშვნელობა სხვადასხვა ფენოტიპის მსტვინავი სუნთქვის დროს ბავშვებში” (ხელმძღვანელი - ი.ჩხაიძე).

სამეცნიერო თემატიკა ამჟამად: განვითარების პედიატრია. ბავშვის ქცევა და ქცევის დარღვევათა სემიოტიკა. უნარშეზღუდულობის ადრეული დიაგნოსტიკა, პრევენცია და ინტერვენცია; პედიატრიული რესპირაციული მედიცინა; ნუტრიციოლოგია; პედიატრიული ნეფროლოგია; პედიატრიული ალერგოლოგია და კლინიკური იმუნოლოგია.

გრანტული დაფინანსებით უკანასკნელ წლებში სრულდებოდა 6 პროგრამა. ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ორ ფინანსირებად პროგრამაზე:

“დარიშხანით დაბინძურებულ გარემოში მცხოვრებ ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მონიტორინგი და შეფასება” (ეკოლოგია და ბავშვები) – GSF, ნ. მანჯავიძე)

“სკოლამდელი განათლების პროექტი” - “ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების სტანდარტების შექმნა” და ვალიდაცია (განათლების სამინისტროს სასწავლო პროგრამების და რეფორმების ცენტრი. მ. ხერხეულიძე, ე. კანდელაკი)

გამოცემული სახელმძღვანელოები:

  1. “ბავშვთა დაავადებების პროპედევტიკა”,  მეორე გამოცემა, რედაქტორი, მედიცინის დოქტორი მაია ხერხეულიძე, 2004.
  2. “პედიატრია” (ბავშვთა განვითარება და მოვლა) _ რედაქტორები ნ. მანჯავიძე, გ. მეგრელიშვილი, 2002.

პედაგოგიური პერსონალი: სრული პროფესორი ნინო მანჯავიძე - დეპარტამენტის და მიმართულების ხელმძღვანელი; ასოცირებული პროფესორი ივანე ჩხაიძე; ასისტენტ-პროფესორები - მაია ხერხეულიძე, ნანი ყავლაშვილი, ეკა კანდელაკი. მიმართულების ლაბორანტია მედიცინის დოქტორი ნინო ადამია. 

პედიატრიის დეპარტმენტის ბავშვთა სნეულებათა მიმართულება

ბავშვთა სნეულებათა N.1 კათედრა დაარსდა 1931 წელს ბავშვთა ჰიგიენის კათედრის სახელწოდებით. 1933 წელს მას ეწოდა ბავშვთა სნეულებათა კათედრა, ხოლო 1935 წელს - ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრა.

ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის პირველი გამგე იყო პროფესორი პიმენ ნანეიშვილი. 1945 წლიდან 1958 წლამდე კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ირაკლი რცხილაძე 1958 წლიდან 1972 წლამდე - პროფესორი ვლადიმერ თოხაძე, 1972-1993 წლებში კათედრას განაგებდა პროფესორი იოსებ კვაჭაძე. 1993 წლიდან კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი მანანა ჟვანია.

სხვადასხვა დროს კათედრის სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებები იყო ქოლეცისტოპათიის, პნევმონიის და ბავშვთა ნევროლოგიის, ბავშვთა ტუბერკულოზის, ყბაყურის და ტუბერკულოზური მენინგიტების აქტუალური საკითხების კვლევა. დიდი ყურადღება ეთმობოდა თანდაყოლილი ინფექციების, ნაწლავთა შეწოვითი ფუნქციის დარღვევით მიმდინარე დაავადებების, რევმატული ჯგუფის დაავადებების კვლევას.

პროფესორი მანანა ჟვანიას თაოსნობით მიმდინარეობს ბავშვებში შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებების შესწავლა. მიმდინარეობდა კვლევა კარდიოპათიის პათოგენეზის, კლინიკური მიმდინარეობისა და მკურნალობის საკითხებთან დაკავშირებით დღენაკლულ ბავშვებსა და ახალშობილებში. ტრადიციულად გრძელდებოდა რევმატოლოგიის აქტუალურ პრობლემათა შესწავლა.

კერძო პედიატრიის – ამჟამად ბავშვთა სნეულებათა მიმართულება შეიქმნა 2006 წელს. მიმართულების ხელმძღვანელი იყო სრული პროფესორი ნ. მანჯავიძე.

მიმართულებაზე მუშაობს:  დიპლომამდელი სასწავლო პროგრამა პედიატრიაში მედიცინის ფაკულტეტის ქართული და ინგლისურენოვანი სექტორების მე-4, სტომატოლოგიური ფაკულტეტის მე-3 და ფიზიკური რეაბილიტაციის ფაკულტეტის მე-2 კურსების სტუდენტთათვის;

- სარეზიდენტო პროგრამა – “პედიატრია”, მოდულები: რევმატოლოგია; ზოგადპედიატრული სტაციონარი;

- სადოქტორო პროგრამა “ახალშობილობის პერიოდის ვირუსული (ციტომეგალო- და ჰერპეს-ვირუსული) ინფიცირების გავლენა სკოლამდელი და ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარებასა და სასკოლო მზაობის ფორმირებისათვის” (პროექტის ერთერთი ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ქ. გოგბერაშვილი).

მიმართულების სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ბავშვთა პულმონოლოგია; ბავშვთა რევმატოლოგია; ბავშვის გლობალური განვითარება.

პედაგოგიური პერსონალი: მიმართულების ხელმძღვანელი - სრული პროფესორი მანანა ჟვანია; ასოცირებული პროფესორი ქეთევან გოგბერაშვილი, ასისტენტ-პროფესორები - ეკა უბერი და თინათინ დავითაია. მოწვეული პედაგოგები არიან მარინა გიორგობიანი, მერი წულაია, თამარ გვენეტაძე. ლაბორანტია ნატალია ჭკუასელი.

პედიატრიის დეპარტმენტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულება

კათედრა სახელწოდებით  "ბავშვთა სნეულებათა კათედრა კლინიკით” დაარსდა 1921 წელს. კათედრა-კლინიკის პირველ ხელმძღვანელად არჩეული იქნა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის გამგე პროფესორი სიმონ გოგიტიძე.

1927 წლის შემოდგომიდან, პროფესორ სიმონ გოგიტიძის გარდაცვალების შემდეგ, 1930 წლამდე კათედრის გამგის მოვალეობას დროებით ითავსებდა შინაგან სნეულებათა პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის გამგე, პროფესორი შალვა მიქელაძე. 1930-60 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი მარიამ უგრელიძე, 1960-88 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ირაკლი ფაღავა, 1988-96 წლებში - პროფესორი ლელი ქერქაძე. 1996 წლიდან 2006 წლამდე კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ყარამან ფაღავა.

კლინიკურ დარგში კათედრის უმნიშვნელოვანეს მიღწევებს მიეკუთვნება: მენინგიზმის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების შემუშავება ბავშვებში, აეროთერაპიის დანერგვა, მისი ჩვენებებისა და ეფექტურობის დადგენა რესპირაციული პათოლოგიის დროს, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოდიაგნოსტიკის დანერგვა პედიატრიულ კლინიკაში, კოლაგენოზის დიაგნოსტიკა ბავშვებში, ტუბერკულოზური მენინგიტის სტრეპტომიცინით მკურნალობის დანერგვა, რეფლექსოთერაპიის დანეგვა პედიატრიულ კლინიკაში, პლაფერონოთერაპიის გამოყენება ბავშვთა პულმონოლოგიურ  კლინიკაში, ლაზეროთერაპიის გამოყენება პედიატრიაში.

კათედრის თანამშრომლების მიერ ჩატარებულია ექსპედიციები საქართველოს რაიონებში, სხვადასხვა დაავადების გავრცელების გამოსავლენად ბავშვებში. მიზანდასახული კვლევის შედეგად მიღებული იქნა ინფორმაცია იუვენილური ჰიპერტენზიების შესახებ. ასევე პრიორიტეტული იყო მონაცემები შეუთავსებლობის როლის შესახებ ბავშვთა პათოლოგიაში. შესრულდა შრომათა ციკლები პულმონოლოგიაში, რევმატოლოგიაში, ალერგოლოგიასა და მის გენეტიკურ წანამძღვრებზე. გამოქვეყნდა 5 მონოგრაფია, კათედრის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოიცა შრომათა ორი კრებული.

90-იან წლებში კათედრის სამეცნიერო ინტერესების სფეროში მოხვდა სოციალური პედიატრიის საკითხები (პირველ რიგში, ოჯახის მზრუნველობას მოკლებული ბავშვების სამედიცინო დახმარების ასპექტები), ეკოლოგიური პედიატრია, მოზარდთა მედიცინა.

2006 წელს ჩამოყალიბდა ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულება, რომელიც მუშაობს დიპლომამდელ, დიპლომისშემდგომ და რეზიდენტურის სასწავლო პროგრამებით, მონაწილეობს მოდულებში.

დიპლომამდელ პროგრამა: ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა (მედიცინის ფაკულტეტი)

დიპლომისშემდგომი პროგრამები: სასუნთქი სისტემის უხშირესი დაავადებების მართვა ბავშვთა ასაკში, მუცლის ტკივილით მიმდინარე დაავადებათა მართვა ბავშვთა ასაკში, მუცლის ტკივილით მიმდინარე დაავადებათა მართვა ბავშვთა ასაკში, ანტიბიოტიკები პედიატრიულ პრაქტიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვთა შეფასება ინტრალური სისტემებით.

სარეზიდენტო პროგრამები: პედიატრია უცხოელებისთვის”, “პედიატრია”, “ბავშვთა გასტროენტეროლოგია”.

მოდულები: ზოგადპედიატრიული სტაციონარი, მოზარდთა მედიცინა, გასტროენტეროლოგია, სისხლის დაავადებები, სასუნთქი სისტემის დაავადებები.

სამეცნიერო კვლევის მიმართულებები: ბავშვთა და მოზარდთა ანატომოფიზიოლოგიურ თავისებურებათა კვლევა ნორმასა და პათოლოგიის დროს; კლინიკური კვლევები - სამკურნალო ფაქტორების ეფექტურობის დადგენა (ბაქტერიოფაგი); ჯანდაცვის ორგანიზაცია, კლინიკური ეპიდემიოლოგია, იშვიათ დაავადებათა მართვა და მოზარდთა ჯანმრთელობის და ქცევის შესწავლა; გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის მათემატიკური მოდელების განსაზღვრა.

გრანტული პროგრამები (2006 წლიდან):

1. “იშვიათ დაავადებათა მართვის ოპტიმიზაცია ბავშვებსა და მოზარდებში” (GNSF/ST08/6-460);

2. “ბაქტერიოფაგის გამოყენება პედიატრიაში” (STCU-GHSF-4316);

3. “კლინიკური კვლევები” (ევროპის პედიატრთა კლინიკური კვლევის ცენტრთან - იტალია);

4. მოზარდთა სივრცითი ორიენტაციის დადგენა (მუშავდება და ქვეყნდება მასალები წინა წლების გრანტული თემებიდან - საფრანგეთი).

სადოქტორო პროგრამები:

1. ბაქტერიოფაგოთერაპია ახალშობილთა სეფსისის დროს;

2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა შაქრიანი დიაბეტის დროს ბავშვებში.

სახელმძღვანელო:

“ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა”. 200 8წ. ავტორები: ყ.ფაღავა, ნ.უბერი, ც.ფარულავა, მ.კვეზერელი-კოპაძე, თ.კუტუბიძე, ი.მანჯავიძე, მ.ჩიქოვანი და სხვ.

პედაგოგიური პერსონალი: სრული პროფესორი ყარამან ფაღავა - მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორები - ნუგზარ უბერი და დიომიდე ტაბუცაძე, ასისტენტ-პროფესორები - მარინე კვეზერელი-კოპაძე, თინათინ კუტუბიძე, მარინე ჩიქოვანი, მაია ჩხაიძე, ლაბორანტი ქ.ბერიძე.

პედიატრიის დეპარტმენტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა მიმართულება

ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრა დაარსდა 1944 წელს.

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორი ვლადიმერ ნემსაძე (1944-1970), პროფესორი ალექსი ხოჭავა (1998)

კათედრის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა შეეხებოდა ბავშვთა ინფექციური პათოლოგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა სალმონელოზის პათოგენეზი და კლინიკის თავისებურებანი ადრეული ასაკის ბავშვებში, ინტერფერონის იმუნობიოლოგიური მოქმედების შესწავლა ტოქსოპლაზმის დროს, კინინური სისტემის, პროსტაგლანდინების და ციკლური ნუკლეოტიდების კვლევა ზემოაღნიშნული დაავადებების დროს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ წლამდე ასაკის ბავშვებში იმუნური დიაგნოსტიკის და კორექციის მეთოდების შემუშავება ნაწლავთა მწვავე, რესპირაციული, სტაფილოკოკური ინფექციის და მათი კომბინირებული ფორმების დროს.

პედაგოგიური პერსონალი: სრული პროფესორი მანანა ხოჭავა - მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი თამარ ჯოხთაბერიძე. მოწვეული პედაგოგებია - ალექსი ხიჭავა, იამზე შალამბერიძე, ლალი ნებიერიძე, ბელა ელიაძე; ლაბორანტია იამზე შალამბერიძე. 

პედიატრიის დეპარტმენტის ნეონატოლოგიის მიმართულება

პედიატრიის დეპარტმენტის ნეონატოლოგიის მიმართულება საწყისს იღებს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პედიატრიისა და ნეონატოლოგიის კათედრიდან, რომელიც დაარსდა 1935 წელს მაშინდელ თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში პროფესორ სიმონ გოგიტიძის მოწაფის - პროფესორ ილია ლორთქიფანიძის თაოსნობით. მიმართულება 2006 წელს გაერთიანდა თსსუ-ის პედიატრიის დეპარტმენტის შემადგენლობაში.

პროფესორი ილია ლორთქიფანიძე კათედრას განაგებდა 1935-40 წლებში. შემდეგ კათედრის გამგეები იყვნენ პროფესორი პიმენ ნანეიშვილი (1940-44 წწ.), პროფესორი მარიამ უგრელიძე (1944-47 წწ.), პროფესორი მარიამ ბოკერია (1947-74 წწ.), პროფესორი გურამ ნიჟარაძე (1974-88წწ.).

1988 წლიდან კათედრას (2006 წლიდან - მიმართულებას) ხელმძღვანელობს პროფესორი ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველოს სახელმწიფო  პრემიის ლაურეატი, ამერიკის პედიატრთა აკადემიის ნამდვილი წევრი, დაჯილდოვებული ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის დიპლომითა და მედლით, სოდერბერგის ფონდის პრემიით (შვეცია), ჰოსპიტალური ინფექციის საერთაშორისო საზოგადოების პრემიით (დიდი ბრიტანეთი), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მცირე ოქროს მედლით.

პედიატრიისა და ნეონატოლოგიის კათედრაზე სხვადასხვა წლებში ტარდებოდა პედიატრიასა და ნეონატოლოგიაში ზოგადი დახელოვნების და სპეციალიზაციის გრძელვადიანი, აგრეთვე, თემატური დახელოვნების ციკლები: “ჯანმრთელი და ავადმყოფი ბავშვის კვება”, “ბავშვთა ასაკის გასტროენტეროლოგია”, “გადაუდებელი პედიატრია”,  “ახალშობილობის პერიოდის ფიზიოლოგია და პათოლოგია”, “ბავშვთა ასაკის კარდიორევმატოლოგია”, “პედიატრიის რჩეული საკითხები”, “საატესტაციო ციკლი” და სხვ. ამჟამად, გარდა სტუდენტების სწავლებისა, ხორციელდება დიპლომისშემდგომი (რეზიდენტთა მზადება) და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, აგრეთვე, პროფესიული რეაბილიტაციისა და გადამზადების პროგრამები.

პედიატრიისა და ნეონატოლოგიის კათედრაზე წარმოებდა ბავშვთა პათოლოგიის აქტუალური პრობლემების მეცნიერული კვლევა. კერძოდ, სხვადასხვა ეტაპებზე კათედრის თანამშრომელთა გამოკვლევები ეხებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რაქიტის, ალერგიული დიათეზის, თირკმელების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, ალერგიული დაავადებების, ანემიების, თანდაყოლილი ინფექციებისა და პნევმონიების, ახალშობილთა ფიზიკური განვითარების და სხვ. შესწავლას. ბოლო 3 ათეული წელიწადია საფუძვლიანად შეისწავლება ახალშობილთა პათოლოგიის ისეთი საკითხები, როგორიცაა ჰიპოქსია და მისი გავლენა ნაყოფსა და ახალშობილზე, დღენაკლულ ახალშობილთა პათოლოგია, ახალშობილთა სეფსისი და ჰოსპიტალური ინფექციები, სეფსისური შოკი, აგრეთვე, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების პათოლოგია. დადგინდა ამ დაავადებების დამახასიათებელი პათომორფოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, იმუნოლოგიური, ბიოქიმიური და ენდოკრინოლოგიური ძვრები, შემუშავდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდები.

1985 წელს პროფესორ გ. ნიჟარაძეს მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ნაშრომისათვის “სეფსისით დაავადებულთა სამედიცინო დახმარების წინათ არარსებული ორგანიზაციის შექმნა და პრაქტიკაში დანერგვა საქართველოს სს რესპუბლიკაში” მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება, ხოლო 1993 წელს - სახელმძღვანელოსთვის “ახალშობილთა დაავადებები” პროფესორ გ. ნიჟარაძეს (სიკვდილის შემდეგ) და პროფესორ ი.ფავლენიშვილს მიენიჭათ საქართველოს სახელმწიფო პრემია.

ამჟამად პედიატრიის დეპარტმენტში ნეონატოლოგიის მიმართულებით პედაგოგიურ მუშაობას ეწევიან მისი ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ირაკლი ფავლენიშვილი და ასოცირებული პროფესორი თამარ გოთუა.

პედიატრიის დეპარტმენტის ბავშვთა ქირურგიის მიმართულება

ერთიანდება პედიატრიის დეპარტამენტში. ის სათავეს იღებს "ბავშვთა ქირურგიის, ორთოპედიისა და ანესთეზოლოგია-რეანიმატოლოგიის კათედრიდან” (თავდაპირველად - "ბავშვთა ქირურგიისა და ორთოპედიის კათედრა”), რომელიც დაარსდა 1932 წელს. კათედრის გამგედ არჩეული იქნა პროფესორი მიხეილ კოკოჩაშვილი. ამ წელს ახალშექმნილ სახ.სამედიცინო ინსტიტუტში შეიქმნა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის (შემდგომში - პედიატრიული) ფაკულტეტი, რომელსაც მიეკუთვნა ბავშვთა ქირურგიის კათედრაც. 1964 წლამდე კათედრის გამგე იყო პროფესორი მიხეილ კოკოჩაშვილი. 1964-89 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ლევან ავალიანი, 1989-1994 წლებში - პროფესორი გივი ჟვანია, 1994 წლიდან დღემდე, უკვე როგორც ბავშვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი - პროფესორი რამაზ კუტუბიძე.

წარსულში კათედრა შეისწავლიდა ბავშვთა ქირურგიის შემდეგ პრობლემებს: ძვალ-სახსართა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მენჯ-ბარძაყის სახსარში თანდაყოლილი ამოვარდნილობის კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობა, მწვავე აპენდიციტი, ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, პერიტონიტი, მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი დაავადებები, კრიპტორქიზმი, ჰირშპრუნგის დაავადება; ქალა-ტვინის ტრავმა, გაუტკივარება, ელექტროანალგეზია და სხვ.

80-90-იან წლებში კათედრა, ზემოჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად, იკვლევდა ორთოპედიულ დაავადებებს და ძვლის ტრავმებს, ნეიროქირურგიულ პათოლოგიას (სიმსივნეები, თავის და ზურგის ტვინის თიაქარი, ჰიდროცეფალია და სხვ.), გულ-მკერდის ღრუს ორგანოების მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს, ქირურგიული გასტროენტეროლოგიისა და პროქტოლოგიის საკითხებს, თრომბოჰემორაგიული გართულებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას.

მიმართულების თანამშრომლები ამჟამად იკვლევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თანდაყოლილი  განვითარების მანკების მიზეზებს, ამ პათოლოგიის ქირურგიული კორექციის  გზებს, მუშაობენ პილორულ ჰელიკობაქტერიასთან ასოცირებულ გასტროდუოდენურ პათოლოგიათა გართულებული შემთხვევების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე ბავშვებში.

მიმართულება მუშაობს მისსავე შემუშავებული დიპლომამდელი და პოსტდიპლომური პროგრამების მიხედვით, ჰყავს რეზიდენტი ბავშვთა ქირურგიაში. პროფესორ რამაზ კუტუბიძის მიერ შედგენილი და გამოცემულია სახელმძღვანელო “ბავშვთა ქირურგია” (2003 და 2006).

ამჟამად მიმართულების თანამშრომლები არიან: სრული პროფესორი რამაზ კუტუბიძე - მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გურამ დავითაია, ასისტენტ-პროფესორი მერაბ ბუაძე; ლაბორანტია ავთანდილ კუტუბიძე. 

პედიატრიის დეპარტმენტის ბავშვთა ნერვულ სნეულებათა მიმართულება

პედიატრიული, პროფილაქტიკური მედიცინისა და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრა დაარსდა 1931 წელს. მას ხელმძღვანელობდა პროფესორი პეტრე ქავთარაძე.

1933 წელს ჩამოყალიბდა სან-ჰიგიენური ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრა, რომლის გამგედ აირჩიეს პეტრე სარაჯიშვილი. ის 1937 წლამდე განაგებდა კათედრას. 1978 წლიდან 1996 წლამდე კათედრის გამგე იყო პროფესორი ნოდარ ქავთარაძე, ხოლო 1996 წლიდან 2006 წლამდე - დოცენტი გიორგი ნატრიაშვილი; 2006 წლიდან დღემდე - პროფ. ნათელა (ნანა) გელაძე.

კათედრის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებები იყო: სამხარეო პათოლოგია, ნეიროინფექცია, ვეგეტოპათოლოგია, თავის ტვინის სიმსივნეები. მნიშვნელოვანი შედეგებია მიღებული ენცეფალიტისა და მენინგიტის სხვადასხვა ფორმათა პათოგენეზის კვლევაში, მათ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვაში.

1996 წელს კათედრის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიური ცენტრი. ცენტრის ძირითადი მიზანი  საქართველოში ბავშვთა ნევროლოგიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესება და სრულყოფა. მისი დირექტორია გიორგი ნატრიაშვილი.

დღეისათვის კათედრის სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობის არეალია: კრუნჩხვითი სინდრომები და ეპილეფსია ბავშვთა ასაკში, პერინატალური ნევროლოგია, ნერვული სისტემის მემკვიდრული დაავადებები, თავისა და ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა ბავშვთა ასაკში, ნერვული სისტემის ინფექცია, ნეიროიმუნოლოგია, ჰიპერკინეზები ბავშვთა ასაკში, ნეიროორთოპედია.

2006 წლიდან ბავშვთა ნევროლოგიის კათედრა გარდაიქმნა ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულებად, მის ხელმძღვანელად არჩეული იქნა სრული პროფესორი ნანა გელაძე. შეიქმნა სრულიად ახალი სასწავლო პროგრამები ბავშვთა ნევროლოგიაში სტუდენტებისთვის,  მრავალი ნევროლოგიური დაავადების ანიმაციური ვერსია. მიმართულების  ბაზაზე უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა ბავშვთა ნევროლოგიაში გაიარა ასზე მეტმა ექიმმა.

სხვადასხვა პროფილის ექიმებისთვის მომზადდა ბავშვთა ნევროლოგიის პროგრამები პოსტდიპლომური სწავლებისთვის. მათ შორის 1-თვიანი პროგრამები პედიატრებისა და ნეონატოლოგებისთვის, 3-თვიანი რეაბილიტაციის პროგრამა ბავშვთა ნევროლოგებისთვის, 4 და 6-თვიანი გადამზადების პროგრამა მოზრდილთა ნევროლოგებისა და პედიატრებისთვის და  2 წლიანი სარეზიდენტო პროგრამა ბავშვთა ნევროლოგიაში.

2009 წლიდან ბავშვთა ნევროლოგია ისწავლება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტებთანაც.

ამჟამად ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულება წარმოდგენილია ასეთი შემადგენლობით: სრული პროფესორი ნათელა (ნანა) გელაძე, ასოცირებული პროფესორი ნანა ხაჭაპურიძე, ლაბორანტი ნანა კაპანაძე.

 

02.sasamartlo_medicinis_departamenti_800x600

24. სასამართლო მედიცინის დეპარტამენტი

სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის წინამორბედია სასამართლო მედიცინის კათედრა. თვით სასამართლო მედიცინა 1920 წელს შევიდა "პათოლოგიური ანატომიისა და სასამართლო მედიცინის კათედრის" შემადგენლობაში. 1941 წელს სასამართლო მედიცინის კათედრა გამოეყო პათოლოგიური ანატომიის კათედრას, 1941 წლამდე კი გაერთიანებულ კათედრას ხელმძღვანელობდნენ პროფესორი ბორის ღოღობერიძე (1921-1922 წლები), აკადემიკოსი ვლადიმერ ჟღენტი (1922-1941 წლები).

კათედრის გამგეები იყვნენ: დოცენტი გრიგოლ მათიაშვილი (1941-1958), პროფესორი ვახტანგ შანიძე (1958-1978), საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი თეიმურაზ გორდელაძე (1979-1998), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ბესარიონ კილასონია (1998-დღემდე).

სასამართლო მედიცინის კათედრაზე შესწავლილია სასამართლო თანატოლოგიის მნიშვნელოვანი, კერძოდ, უეცარი სიკვდილის აქტუალური საკითხები, სიკვდილის ხანდაზმულობის ვადები, ორგანიზმში ელექტროტრავმით გამოწვეული მორფოლოგიური ცვლილებები, პიროვნების იდენტიფიცირების, ასაკის დადგენის, საყოფაცხოვრებო, საწარმოო და სატრანსპორტო ტრავმატიზმთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, დამუშავებულია სასამართლო სამედიცინო ტოქსიკოლოგიის, კერძოდ, შხამ-ქიმიკატებით მოწამვლის თავისებურებანი, სქესობრივი დანაშაულის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის, სასამართლო-სამედიცინო გინეკოლოგიური ექსპერტიზისა და დედათა სიკვდილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პრობლემები.

თსსუ სასამართლო მედიცინის კათედრა ინტენსიურად თანამშრომლობს: თურქეთის სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სასამართლო მედიცინის კათედრასთან და თურქეთის სასამართლო ექიმთა ასოციაციასთან, ინსბრუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტთან, ბარსელონას უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის კათედრასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებასთან, წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვ.

სასამართლო მედიცინის კათედრა არის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ეფექტური გამოძიებისა და დოკუმენტირების სტამბოლის საერთაშორისო პროტოკოლის და წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. 2004 წელს “სტამბოლის პროტოკოლის” დანერგვის პროექტის ფარგლებში თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სემინარი, რომლის ორგანიზებასა და მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის კათედრის თანამშრომლებმა - პროფესორმა ბ. კილასონიამ და დოცენტმა რ. ბერიაშვილმა.

დეპარტამენტში მზადდება სამეცნიერო კადრები,  მუშაობს სტუდენტთა სამეცნიერო წრე. აქ შესრულებულ სამეცნიერო ნაშრომებზე “საქპატენტის” მიერ გაცემულია ორი საავტორო უფლება: კანის რეზიდენტი მაკროფაგების იმუნოჰისტოქიმიური მონიშვნის ახალი მეთოდის შემუშავებისათვის (რ. ბერიაშვილი) და დაზიანების მიდამოში ჰემოსიდერინის ადრეული გამოვლენისათვის (რ. ბერიაშვილი).

დეპარტამენტი მუდმივად მუშაობს სასამართლო მედიცინაში სახელმძღვანელოების განახლებაზე: გამოიცა სახელმძღვანელო “სასამართლო მედიცინა” (ავტორი პროფ. თეიმურაზ გორდელაძე), მონოგრაფია “დედათა სიკვდილის ექსპერტიზა” (ავტორი პროფ. ბესარიონ კილასონია); სახელმძღვანელო “სასამართლო ტოქსიკოლოგია” (ავტორი პროფ. ბესარიონ კილასონია), დამხმარე სახელმძღვანელო “მექანიკური ასფიქსიის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა” (ავტორი პროფ. ბესარიონ კილასონია).

თსსუ სასამართლო მედიცინის დეპარტამენტმა წამოჭრა საკითხი ადამიანის გენეტიკური (დნმ) იდენტიფიკაციის, ე.წ. გენური დაქტილოსკოპიის მეთოდის დანერგვის შესახებ. საკითხის უფრო ღრმად და პრაქტიკულად შესწავლისათვის ასოცირებული პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი ორჯერ იყო მივლინებული  ავსტრიაში ინსბრუკის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში და თურქეთში სტამბოლის უნივერსიტეტში.

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ბესარიონ კილასონია, ასოცირებული პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი, ასისტენტ-პროფესორი კახა მოსიძე; მოწვეული პედაგოგები - ჯონი ალავიძე, ზურაბ ვენეცკი, ირაკლი თოიძე, ლევან ჩაჩუა, თემურ ხელაძე; ლაბორანტია მარიამ გურგენიძე. 

29.deramatologiisa_da_venerologiis_departamenti_800x600

25. კანისა და ვენერიულ სნეულებათა დეპარტამენტი

კანისა და ვენერიულ სნეულებათა კათედრა დაარსდა 1920 წელს სახელწოდებით "კანისა და ვენერიულ სნეულებათა კათედრა კლინიკით”.

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორი გრიგოლ მუხაძე (1920-1922, 1924-1925), მედიცინის დოქტორი ივანე ღულაძე (1922-1924), პროფესორი ვლადიმერ ბურგსდორფი (1925-1931), უფროსი ასისტენტი ალექსანდრე ჯავრიშვილი (1931), პროფესორი პეტრე ბუაჩიძე (1931-1969), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი დავით საყვარელიძე (1970-1999), პროფესორი ალექსანდრე კაციტაძე (1999-დღემდე)

კათედრაზე ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა ფსორიაზის, პემფიგუსის, ეგზემის, პროფესიული დერმატოზების, თმის ბუდობრივი ცვენის ეტიოლოგიის და პათოგენეზის კვლევა, მათი მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავება.

ამჟამად დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ სასწავლო პროგრამებს:

  1. დიპლომამდელი სასწავლო კურსი “დერმატოლოგია და ვენეროლოგია” მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის:
  2. სარეზიდენტო პროგრამა – “დერმატოლოგია და ვენეროლოგია”
  3. გადამზადების პროგრამა – “დერმატოვენეროლოგია” შინაგანი მედიცინისა და მისი მომიჯნავე სპეციალობების ექიმთათვის

IV.  რეაბილიტაციის პროგრამები დერმატოვენეროლოგებისათვის

  1. კანისა და ვენერიული დაავადებები;
  2. კანისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, კლინიკური დერმატოლოგიის საფუძვლები იშვიათი და ატიპიური დერმატოზები;
  3. დერმატო-კოსმეტოლოგია.

კათედრის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ქავანა დერმატოზების პათოგენეზის კვლევა და მკურნალობა არატრადიციული მეთოდების გამოყენებით, ჰორმონული სისტემის მდგომარეობა ამ დერმატოზების ასაკოვან ასპექტში, თმის ბუდობრივი ცვენის პათოგენეზის შესწავლა ავადმყოფთა ფსიქოლოგიური და ხასიათობრივი თავისებურებების ჭრილში, ორსულთა დერმატოზები, იშვიათი და ატიპიური დერმატოზები.

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის   ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ალექსანდრე კაციტაძე, ასოცირებული პროფესორები - ნინო ცისკარიშვილი, მანანა თევზაძე; ასისტენტ - პროფესორები: ზურაბ ბენდელიანი, ნატალია კილაძე. მოწვეული პედაგოგები არიან: მედიცინის დოქტორები – მაია ერაძე და ელენე კაციტაძე, დერმატოვენეროლოგი – ქეთევან ბერიანიძე. 

 

51.tvalis_sneulebata_departamenti_800x600

26. თვალის სნეულებათა დეპარტამენტი

თვალის სნეულებათა კათედრა დაარსდა 1921 წელს სახელწოდებით "თვალის სნეულებათა კათედრა კლინიკით”.

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორები ალექსანდრე მაჭავარიანი (1921), ვახტანგ მუსხელიშვილი (1921-1933), ალექსანდრე შატილოვი (1933-1949), ივანე სიხარულიძე (1949-1964), აკადემიკოსი ტატიანა შატილოვა (1964-87), თამაზ ალექსიძე (1987-1996), დავით შენგელია (1996-2004).

2006 წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა თვალის სნეულებათა დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი მერაბ დვალი. მისი ხელმძღვანელობით კლინიკაში დაინერგა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდები. განსაკუთრებული მიღწევებია მიკროქირურგიასა და ლაზერულ ქირურგიაში. ხორციელდება კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია კუმშვადი ბროლის იმპლანტაციით,  რეფრაქციის მანკების ქირურგიული კორექცია ფაკიური ლინზების გამოყენებით. წარმატებით ხორციელდება რქოვანას გადანერგვა, კერატოკონუსის ადრეული დიაგნოსტიკა და დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა ფერარას რკალების იმპლანტაციით პროფ. მ. დვალის მოდიფიკაციით. 1999 წლიდან პირველად და წარმატებით ხორციელდება ჰიპერმეტროპიისა და ასტიგმატიზმის ლაზერული კორექცია ბავშვებში  ამბლიოპიის მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.

დეპარტამენტმა სტუდენტთა სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გამოსცა რამდენიმე მეთოდური რეკომენდაცია, სასწავლო პროცესი უზრუნველყოფილია უახლესი ვიდეომასალით. 

დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს რეზიდენტთა მზადებას. შემუშავდა რეზიდენტთა სწავლების 4 წლიანი პროგრამა.

დეპარტამენტის სამეცნიერო მუშაობის პრიორიტეტებია:

- “მშრალი თვალის” დიაგნოსტიკა, კლინიკა, კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა;

- რეფრაქციული მანკების ქირურგიული მკურნალობა;

- ახლომხედველობის პროგრესირების პრევენცია;

- ანტიოქსიდანტების გამოყენება ოფთალმოთერაპიაში.

პედაგოგიური პერსონალი: დეპარტამენტის   ხელმძღვანელი - სრული პროფესორი მერაბ დვალი, ასოცირებული პროფესორები - დავით შენგელია და ეთერ მშვიდობაძე, ასისტენტ-პროფესორები - ლამზირა თოდუა და ნინო კარანაძე. მოწვეული მასწავლებელია თინათინ კილასონია, ლაბორანტი - ნინო ნიკურაძე.

 

31.kel-kul_cxviri_800x600

27. ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტი

ასეთი სახელწოდების კათედრა დაარსდა 1926 წელს, 1921 წელს შექმნილი შესაბამისი კურსის კათედრად რეფორმირების შედეგად.

კათედრის გამგეები იყვნენ პროფესორები: ნიკოლოზ ასპისოვი, რომელიც ხელმძღვანელობდა მას 1952 წლამდე, არჩილ ჩარგეიშვილი (1952-1971), თამაზ თოხაძე (1972-1993), რევაზ ხეჩინაშვილი (1993-1999),  1999 წლიდან დღემდე ჯერ კათედრის გამგე, 2006 წლიდან კი დეპარტამენტის ხელმძღვანელია პროფესორი შოთა ჯაფარიძე.

ორიგინალური გამოკვლევები, რომლებიც ჩატარებულია კათედრაზე, მიეძღვნა ყურზე ოპერაციების შემდეგ სმენისა და ვესტიბულური ფუნქციების აღდგენის პრობლემას, ვესტიბულური აპარატის ცივი ჰაერის ნაკადით გამოკვლევის მეთოდის შემუშავებას, ეეგ-მეთოდის გამოყენებას სმენის ფუნქციის დარღვევისა და ტვინის ოტოგენური აბსცესის სადიაგნოზოდ, ტიმპანოპლასტიკის მეცნიერულ დამუშავებას, ტროპიკული მალარიის დროს შიგა ყურის ჰისტომორფოლოგიური ცვლილებების დადგენას, სმენის ანალიზატორზე აფეთქების შედეგად გამოწვეული ტალღისმიერი ბგერების მოქმედების შესწავლას, ინტერფერონის როლის გამოკვლევას ხახის ლიმფოიდური აპარატის ანტივირუსული იმუნიტეტის გამომუშავებაში, ცხვირიდან სისხლდენის მკურნალობის პრობლემას, ლაბირინთული და რეტროლაბირინთული დაზიანების დიაგნოსტიკას ელექტრო-ნისტაგმოგრაფიული და აუდიოლოგიური მეთოდების გამოყენებით.

ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტს შემუშავებული აქვს დიპლომამდელი და სარეზიდენტო პროგრამები.

დეპარტამენტის სამეცნიერო მუშაობის მიმართულებაა “ბოჭკოვანი ოპტიკისა და მიკროსკოპული ოპტიკის გამოყენება ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში”.

ამჟამად კათედრა განაგრძობს პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას შემდეგი მიმართულებებით: ლატენტური შუა ოტიტების დიაგნოსტიკა და მისი მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავება, იმუნური სტატუსის შესწავლა ცხვირის პოლიპოზის დროს, სმენისა და ვესტიბულური ანალიზატორების ფუნქციური მდგომარეობის დადგენა კისრის ოსტეოქონდროზის დროს.

კლინიკის თანამშრომლები ენდოსკოპიური მეთოდების გამოყენებით ნაყოფიერად შეისწავლიან ცხვირისა და ცხვირის დანამატი ღრუების პოლიპოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს.

პედაგოგიური პერსონალი: სრული პროფესორი შოთა ჯაფარიძე - დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ასოცირებული პროფესორები - მიხეილ ჯაში და თამარ ხეჩინაშვილი; ასისტენტ-პროფესორები - ირინე კეკელიძე  და ლია ლომიძე.  კათედრის ლაბორანტია  ნატო ნაკუდაშვილი. 

40.radiologiis_departamenti_800x600

28. რადიოლოგიის დეპარტამენტი

 

რენტგენოლოგიის მიმართულება, ულტრასონოგრაფიის მიმართულება,

ინტერვენციული რადიოლოგიის მიმართულება

რადიოლოგიის დეპარტამენტის საფუძველია ხხივური დიაგნოსტიკისა და სხივური თერაპიის კათედრა, რომელიც, საწყისს იღებს 1921 წელს შექმნილ რენტგენოლოგიის კათედრიდან.

კათედრას ხელმძღვანელობდნენ: 1921-1933 წლებში - პროფესორი Gგაბრიელ ღამბარაშვილი, 1933-1938 წლებში - პროფესორი გიორგი ნაზარაშვილი. 1938 წლიდან კათედრა გადაკეთდა კურსად და მის ხელმძღვანელად არჩეული იქნა პროფესორი ალექსანდრე კვალიაშვილი. 1947 წლიდან კურსი კვლავ რენტგენოლოგიის კათედრად გამოცხადდა და მისი ხელმძღვანელობა კვლავ პროფესორ ალექსანდრე კვალიაშვილს დაევალა. 1955 წელს კათედრა გადაკეთდა რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათედრად. გამგედ ალექსანდრე კვალიაშვილი იქნა არჩეული. 1972 წელს კათედრის გამგედ აირჩიეს პროფესორი კონსტანტინე გიორგაძე, 1994 წელს - მ.მ.დ. ერმალო ფხაკაძე. 1997 წლიდან კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა დოცენტი ალექსანდრე მთვარაძე, რომელიც კათედრის გამგედ აირჩიეს 2002 წელს. 2006 წელს კათედრა გადაკეთდა დეპარტამენტად და მის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა პროფესორი ოთარ ურუშაძე.

კათედრის სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს კლიმატურ-გეოგრაფიული ფაქტორების გავლენა ძვალთა სისტემაზე, ფილტვის ექინოკოკის დიაგნოსტიკა, ძვლების გიგანტურუჯრედოვანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა, ბრონქოპნევმონიის რენტგენოდიაგნოსტიკა, ქოლეცისტოგრაფიის საკითხები, რადიაქტიური იოდის გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესწავლისა და თირეოტოქსიკოზით დაავადებულთა მკურნალობისთვის.

ამჟამად კათედრაზე მიმდინარეობს მუშაობა სხივური დიაგნოსტიკისა და ინტერვენციული რადიოლოგიის თანამედროვე მეთოდების დამუშავებასა და კლინიკურ მედიცინაში მათ დანერგვაზე.

პედაგოგიური პერსონალი: რადიოლოგიის დეპარტამენტის და რენტგენოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია სრული პროფესორი ოთარ ურუშაძე; ამ მიმართულების ასოცირებული პროფესორია ირაკლი ავაზაშვილი, ასისტენტ-პროფესორი - ლიანა გზირიშვილი; მოწვეული პედაგოგებია - ქეთევან ესვანჯია, მარია მარტინენკო, ნანა მთვარაძე.

პედაგოგიური პერსონალი: ულტრასონოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელია სრული პროფესორი გიორგი (გია) სვანიძე, ასოცირებული პროფესორია ალექსანდრე მთვარაძე,  ასისტენტ-პროფესორი - ლორიდა მჟავანაძე.

პედაგოგიური პერსონალი: ინტერვენციული რადიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია სრული პროფესორი  მალხაზ მიზანდარი.

37._propedevtikis_departamenti_800x600

30. პროპედევტიკის დეპარტამენტი

1919 წლის შემოდგომის სემესტრის დასასრულს შეიქმნა "შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრა პროპედევტიკული კლინიკით”, 1935 წელს “შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრა” შეუერთდა “შინაგან სნეულებათა კერძო პათოლოგია-თერაპიის კათედრას” და მას ეწოდა “სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრა”. 1997 წელს კათედრას ეწოდა სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა N.6 კათედრა.

კათედრის გამგეები იყვნენ: პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი (1919-1921), პროფესორი მიხეილ წინამძღვრიშვილი. (1921-1930), პროფესორი შალვა მიქელაძე (1930-1938), პროფესორი ნიკოლოზ მახვილაძე (1938-1945), პროფესორი გრიგოლ დიდებულიძე (1945-1954), პროფესორი ვასილ ანდღულაძე (1954-1958), პროფესორი შიო გუგეშაშვილი, (1958-1987), პროფესორი თეიმურაზ დიდებულიძე (1987-1994), 1994 წელს კათედრის გამგედ არჩეულია პროფესორი  რევაზ თაბუკაშვილი. .

დაარსებიდანვე კათედრის უმთავრესი სამეცნიერო მიმართულება იყო სამხარეო პათოლოგია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიღწევები მალარიის, ანკილოსტომიდოზის, პელაგრის, ფასციოლოზის, Q-ცხელების კლინიკისა და გავრცელების მეცნიერული შესწავლის სფეროში; ღონისძიებები ანკილოსტომიდოზის ლიკვიდაციის მიზნით დასავლეთ საქართველოში, სამედიცინო-სამეცნიერო ექსპედიციების მოწყობა გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში.

კათედრის სამეცნიერო მუშაობა წარიმართებოდა, აგრეთვე, შემდეგი მიმართულებებით: წყლისა და ელექტროლიტების ცვლის დარღვევა, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონიული დაავადება, ჰიპერტენზია, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები.

კლინიკის თანამშრომლების მიერ შესწავლილია საქართველოს კურორტების: ბორჯომის, წყალტუბოს, ბახმაროს, აბასთუმნის - სამკურნალო ეფექტი.

1991-95 წლებში კათედრამ ოცდაათიანი და ოთხმოციანი წლების კლინიკური მასალის შედარებით დაადგინა ეკოლოგიური სისტემის ცვლილების კავშირი ავადობასთან.

2006 წლის შემოდგომიდან კათედრა ჩამოყალიბდა შინაგან სნეულებათა მეორე დეპარტამენტის პროპედევტიკის მიმართულებად, ხოლო 2007 წლის მაისიდან გარდაიქმნა პროპედევტიკის დეპარტამენტად.

დეპარტამენტი მუშაობს დიპლომამდელი და სარეზიდენტო პროგრამებით.   მისი სამეცნიერო მუშაობის თემაა “ეკოლოგიურ სისტემაში მომხდარი ცვლილებების გავლენა დაავადებათა გავრცელებაზე საქართველოს საპატრიარქოს თერაპიული კლინიკის მასალების მიხედვით”.

დეპარტამენტში, პირველად საქართველოში, გამოცდები ტარდება ობიექტურად სტრუქტურირებულიკლინიკური გამოცდის (ოსკის) მეთოდოლოგიით.

დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ სამეცნიერო  კლინიკური კვლევების  განმახორციელებელი ორგანიზაციის MB Quest  Inc. (USA) მიერ ჩატარებულ  კვლევებში.

2006-2007 წწ. კომპანია “Tervanse Incorporeitedi”, კლინიკური კვლევა (რ.თაბუკაშვილი, ვ.კაპეტივაძე) “ტელავანცინით და ვანკომიცინით ინტრავენური მკურნალობის საერთაშორისო რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პარალელურ-შედარებითი, III ფაზის კვლევა მეტიცილინრეზისტენტული, Staphilococus Aureusi-ით გამოწვეული ჰოსპიტალური პნევმონიის დროს”.

2008-2009 წწ. კომპანია “Cerexa”-ს კლინიკური კვლევა: “მე-3 ფაზის რანდომიზირებული, ორმაგი ბრმა კვლევა პნევმონიით დაავადებულ ავადმყოფებში” Cerexa, Inc. 1751, Harbor bei parker, ალემადა, კალიფორნია (რ.თაბუკაშვილი, ვ.კაპეტივაძე, ხ.ჭაავა, ვ.მალაციძე).

სახელმძღვანელოები: . ბეიტსი. კლინიკური გამოკვლევის საფუძვლები (თარგმანი). რედაქტორი რ. თაბუკაშვილი.

. თაბუკაშვილი, ვ.კაპეტივაძე  - კლინიკური მედიცინის პროპედევტიკა, 2008 წ.

პედაგოგიური პერსონალი: სრული პროფესორი რევაზ თაბუკაშვილი - დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ვერა კაპეტივაძე, ასისტენტ-პროფესორები - ნინო გეგეშიძე, ხათუნა ჭაავა, ია ავალიანი, ვახტანგ მალაციძე.