2025 წლის 7-8 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია „ბავშვთა ნევროლოგიის აქტუალური საკითხები“.
კონფერენცია ჩატარდება თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, მე-2 სართულზე, მე-3 საკონფერენციო დარბაზში კონფერენცია განკუთვნილია საოჯახო მედიცინის ექიმების, ნეონატოლოგების, პედიატრების, ბავშვთა ნევროლოგების, ანესთეზიოლოგია- რეანიმატოლოგების, ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიის და რეაბილიტოლოგებისთვის. კონფერენცია აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და მას მინიჭებული აქვს 9 უპგ ქულა.
კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულად.
დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: i.kugoti@tsmu.edu