სარეგისტრაციო გადასახადი:
20 აგვისტომდე
კონფერენციის მონაწილე - 50 ლარი
სტუდენტი - 25 ლარი
20 აგვისტოს შემდეგ
კონფერენციის მონაწილე - 80 ლარი
სტუდენტი - 40 ლარი
სარეგისტრაციო გადასახადში შედის:
საბანკო რეკვიზიტები: მიმღების ბანკი - სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი BAGAG22; გაგარინის ქ. 29ა, თბილისი, 0160; საქართველო.
მიმღების დასახელება: აიპ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია.
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE23BG0000000575135900.
მოსაკრებლის დანიშნულება: საერთაშორისო კონფერენციის „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“, სარეგისტრაციო მოსაკრებელი (აუცილებლად უნდა მიეთითოს კონფერენციაში მონაწილის სახელი და გვარი).
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
კონფერენციის აბსტრაქტები გამოქვეყნდება CD-დისკზე: „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“.
აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
აბსტრაქტის გაფორმების წესი:
აბსტრაქტის მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 1 გვერდისა.
ფორმატი: MS Word 2010-2013. შრიფტი - Times New Roman, ზომა - 11, სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1, ტექსტის დაშორება გვერდის ზედა და ქვედა კიდიდან - 2.5 სმ, მარჯვენა კიდიდან -1 სმ, მარცხენა კიდიდან - 3 სმ.
გთხოვთ, აბსტრაქტები ზემოთაღნიშნული მოთხოვნების დაცვით წარმოადგინოთ ელექტრონული ვერსიის სახით ელ. ფოსტაზე: Lifeconference2017@gmail.com 2017 წლის 1 სექტემბრამდე. გთხოვთ აბსტრაქტის ბოლოში მიუთითოთ ავტორთა საკონტაქტო ტელეფონები.
პოსტერის პრეზენტაცია
პოსტერი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
სასურველია პოსტერი მომზადდეს: Microsoft Office 2010-13-ში.
პოსტერის ბეჭდვითი ზომები: 120 (სიმაღლე)×90 (სიგანე) სმ, პორტრეტის ორიენტაციით.
ფონტი და ზომები: ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს Times New Roman-ით სათაური - 36, ავტორების გვარი, სახელი - 30, მისამართი - 24, ტექსტი - 20, ბიბლიოგრაფია - 16.