„სამეცნიერო კვლევის პროექტის განხორციელების და სამეცნიერო უნარ-ჩვევების განვითარების საკვანძო საკითხები“.
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
25 თებერვალი
1. თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია - სამეცნიერო კვლევის პროექტი, კვლევის დიზაინი და ტიპები;
2. თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი შორენა ხეცურიანი - სამეცნიერო კვლევის პროექტის იმპლემენტაციის, შეფასების და მონიტორინგის ძირითადი პრინციპები.
26 თებერვალი
1. სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ასისტენტ-პროფესორი ნათია გამყრელიძე - ადამიანის მონაწილეობით მიმდინარე კვლევების ეთიკური საკითხები;
2. თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის მოწვეული მასწავლებელი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ღამბაშიძე - ცხოველებზე წარმოებული კვლევების ეთიკური საკითხები.
27 თებერვალი
1. თსსუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი თამარ ხახუტაშვილი - სამეცნიერო პუბლიკაციის მოძიების გზები და საძიებო ბაზების გამოყენების ძირითადი პრინციპები .
2. სასწავლო კურსის მონაწილეების მიერ ჯგუფური სამეცნიერო პროექტების წარდგენა.
სწავლების მეთოდები:
ლექცია-სემინარები, პრაქტიკული სწავლება, ჯგუფური მეცადინეობები, დისკუსიები, კრიტიკული ანალიზი, ლიტერატურის რეფერირება, პროექტზე მუშაობა და პრეზენტაციები.
სწავლების ენა:
ქართული (დამატებითი სასწავლო მასალა ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ ენაზე).
სერტიფიკატი:
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სასწავლო კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატი. სერტიფიკატს მიიღებს კურსის მონაწილე შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ლექცია-სემინარზე დასწრება, ჯგუფური მუშაობა, ზეპირი და წერითი გამოკითხვა, ინდივიდუალური ან ჯგუფური პროექტის მომზადება.
სასწავლო კურსის განრიგი:
კურსი მოიცავს 12 საკონტაქტო საათს. იგი გაგრძელდება 3 დღე (25-27 თებერვალი) 15:00 სთ-დან 19:სთ-მდე. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
მსმენელთა რეგისტრაცია იწარმოებს
2021 წლის 27 იანვრიდან 19 თებერვლის ჩათვლით 18:00 სთ-მდე.
სასწავლო კურსი განკუთვნილია
სტუდენტების, დოქტორანტების, მკვლევარების, რეზიდენტების, სამეცნიერო, აკადემიურ და კლინიკურ სწავლებაში ჩართული პროფესორ-მასწავლებელთათვის, ასევე, სამეცნიერო აქტივობით დაინტერესებული პრაქტიკოსი ექიმებისათვის.