სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კლინიკების მმართველ რგოლზე (დირექტორატზე) გასაცემი ხელფასის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი

1. ზოგადი დებულებანი
1.1. სსიპ -   თბილისის   სახელმწიფო   სამედიცინო   უნივერსიტეტის   (შემდგომში   -
„უნივერსიტეტი“) საუნივერსიტეტო კლინიკების მმართველ რგოლზე (დირექტორატზე) გასაცემი ხელფასის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში - „წესი“) შემუშავებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების“ და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2012 წლის 11 იანვრის #23/1 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანაწესის“ შესაბამისად.
1.2. წინამდებარე წესი განსაზღვრავს სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კლინიკების მმართველ რგოლზე (დირექტორატზე) ხელფასის გაცემის მექანიზმს - ოდენობას, გაცემის წესსა და პირობებს.

2.ხელფასის გაცემის პრინციპები
2.1.   ხელფასის გაცემის წყაროა უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტი.
2.2. სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კლინიკების მმართველი რგოლზე (დირექტორატზე) ხელფასის გაცემა ხორციელდება უნივერსიტეტის შესაბამისი წლის ნაერთი ბიუჯეტით, ამ მიზნით გათვალისწინებული საკუთარი შემოსავლებიდან.
2.3. მმართველ რგოლში შემავალი თითოეული პირის მიერ მისაღები ხელფასი განისაზღვრება თსსუ – ისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საშტატო განრიგით დამტკიცებული ფიქსირებული ხელფასისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წლიური ფინანსური მაჩვენებლების შესაბამისად, წინამდებარე წესის მიხედვით გაანგარიშებული გამომუშავებითი ხელფასის ჯამით.

2. გამომუშავებითი ხელფასის საფუძველი და მიზნები
 
2.1. წინამდებარე წესის 2.3. პუნქტით გათვალისწინებული გამომუშავებითი ხელფასის გაცემის მიზანია: ერთის მხრივ, საუნივერსიტეტო კლინიკების მმართველ რგოლში (დირექტორატში) კვალიფიციური კადრების შენარჩუნება, მათთვის მოტივაციის მომატება და მეორეს მხრივ, კლინიკების საკუთარი შემოსავლების გაზრდა.
2.2. გამომუშავებითი ხელფასის გაცემა ხორციელდება უნივერსიტეტის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების“ მე–14 მუხლის მე–7 პუნქტის გ ქვეპუნქტი) მიერ გამოცემული, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე.

4. გამომუშავებითი ხელფასის გაცემის პირობები, პერიოდულობა და ოდენობა
4.1. სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თითოეული საუნივერსიტეტო კლინიკის მმართველ რგოლზე გასაცემი გამომუშავებითი ხელფასის ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ კლინიკის მიერ კონკრეტული ფინანსური წლის მიხედვით მიღებული საოპერაციო მოგების 20% – ს. საოპერაციო მოგება (ე.წ. EBITDA) იანგარიშება შემდეგნაირად: საუნივერსიტეტო კლინიკების კონკრეტული ფინანსური წლის შემოსავლებს (უნივერსიტეტის მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის გარეშე) გამოკლებული ამ შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები (უნივერსიტეტის მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების შედეგად გაწეული დანახარჯების და ინვესტიციების გარეშე), პროცენტების, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის გარეშე. კერძოდ კი: საოპერაციო მოგების (ე.წ. EBITDA-ს) განმარტება ამ შემთხვევაში, ეს არის საერთო საოპერაციო შემოსავლებს (კვლევების ჩათვლით) გამოკლებული პირდაპირი ხარჯები (შრომის ანაზღაურების გადასახადების და გადასახდელების ჩათვლით, მედიკამენტების და სახარჯი მასალების სახით) და გამოკლებული ყველა ის არაპირდაპირი ხარჯი, რომლის განხორციელებაც აუცილებელი იქნებოდა ამ შემოსავლების მისაღებად (მორიგეობის სახელფასო ფონდი, მედიკამენტები საერთო ჩამოწერით, კომუნალური ხარჯები, ადმინისტრაციული ხარჯები (დაცვის, კვების, რეკლამის და სხვა ინფრასტრუქტურული ხარჯების ჩათვლით), ფიქსირებული ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, საშვებულებო ხელფასის შეუგროვებელი ნაწილი კლინიკური აქტივობიდან, აპარატურისა და ფართის მოვლა-შენახვის მიმდინარე რემონტები, სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები სოციალური განაცემების ჩათვლით, სამეურნეო საქონელი.
 
4.2. გამომუშავებითი ხელფასის გაცემის სავალდებულო პირობაა კლინიკის მიერ, წინამდებარე წესის 4.1. პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საოპერაციო მოგების მიღება.
4.3. გამომუშავებითი ხელფასის მიმღებ პირთა წრეს და გამომუშავებითი ხელფასის სახით თითოეული პირის მიერ მისაღები თანხის ოდენობას განსაზღვრავს სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კონკრეტული კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
4.4. საუნივერსიტეტო კლინიკების მმართველ რგოლში შემავალ პირებზე გამომუშავებითი ხელფასი შეიძლება გაიცეს წელიწადში მხოლოდ ერთხელ.
4.5. გამომუშავებითი ხელფასის გაცემა მოხდება სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან, რომელსაც სამედიცინო უნივერსიტეტი გასცემს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, სამედიცინო უნივერსიტეტისთვის მომსახურების გამწევი აუდიტორული კომპანიის მიერ თითოეული საუნივერსიტეტო კლინიკის ე.წ. საოპერაციო მოგების შესახებ მონაცემების დადასტურების საფუძველზე.
4.6. იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებითი ხელფასის მიმღები პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და თუ მისი განთავისუფლება არ არის დაკავშირებული ამ პირის მიერ საკუთარი უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებასთან, სამედიცინო უნივერსიტეტი, ამ კონკრეტული წლის ფინანსური შედეგების მიხედვით, საოპერაციო მოგების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებზე გამომუშავებითი ხელფასის გაცემას მოახდენს ნამუშევარი პერიოდის პროპორციულად.

5. გამომუშავებითი ხელფასის გაცემის უფლებამოსილება.

5.1. სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკების მმართველ რგოლზე გამომუშავებითი ხელფასის გაცემის უფლებამოსილება გააჩნია უნივერსიტეტის საამისოდ უფლებამოსილ თანამდებობის პირს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების“ მე–
14 მუხლის მე–7 პუნქტის გ ქვეპუნქტი), წინამდებარე წესის შესაბამისად გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე.