საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად“ რეორგანიზაციის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბლანკის შეცვლასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, 22-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4
ნოემბრის N413 დადგენილების,  საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის N132 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო გერბიანი ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესის“, ა(ა)იპ
,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14, 44-ე მუხლის საფუძველზე:

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2012 წლის 28 თებერვლიდან შეწყდეს სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმწიფო გერბიანი ბლანკის გამოყენება (დანართი 1)

2. 2012 წლის 28 თებერვლიდან ა(ა)იპ- ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ საქმისწარმოებაში გამოყენებული იქნაეს ბლანკი თსსუ-ის ლოგოს გამოსახულებით (დანართი 2)

3. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმწიფო გერბიანი ბლანკის, განადგურების მიზნით შეიქმნას კომისია, შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვასილ მიქაშავიძე - რექტორის აპარატის უფროსი;
ბ) გიორგი ბაქრაძე - ფინანსური რესურსების მართვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი;
გ) მიხეილ რობაქიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი; დ) მზია დუნდუა - იურიდიული სამსახურის უფროსი;
ე) ნინო ჩიხრაძე - კანცელარიის უფროსი;

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია