საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებებისათვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ 

,,უმაღლესი    განათლების    შესახებ“    საქართველოს    კანონის    22-ე    მუხლის,    ,,საჯარო სამართლის      იურიდიული      პირის      -       თბილისის      სახელმწიფო      სამედიცინო უნივერსიტეტის    რეორგანიზაციის   შესახებ“   საქართველოს   მთავრობის   2011   წლის   4 ნოემბრის    N.413     დადგენილების,       ა(ა)იპ    ,,თბილისის     სახელმწიფო     სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14  მუხლის საფუძველზე,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის     -     თბილისის     სახელმწიფო     სამედიცინო     უნივერსიტეტის     არასამეწარმეო (არაკომერციულ)       იურიდიულ      პირად      ,,თბილისის      სახელმწიფო      სამედიცინო უნივერსიტეტად“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით:

ვბრძანებ

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ყველა ბრძანებას, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად“ რეორგანიზაციის შემდგომ გაუგრძელდეს მოქმედების ვადა.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებები მოქმედების ძალას კარგავს, თუ:

ა) ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ რექტორის ახალ ბრძანებაში;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ რექტორის ბრძანება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით მოწესრიგებულ ურთიერთობას;

გ) არ არსებობს ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებსაც არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია