ა(ა)იპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის’’ მუდმივმოქმედი საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, ა(ა)იპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის’’ წესდების მე-14 მუხლის შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენციების, ლექცია– სემინარების, სიმპოზიუმების ან/და ვორქ–შოპების ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეიქმნას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საორგანიზაციო კომისია.

2. კომისია შედგება მუდმივი და ცვლადი წევრებისაგან (კონკრეტული ღონისძიების სპეციფიკის გათვალისწინებით).

3. დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:3.1. მუდმივმოქმედი წევრები:

3.1.1 დავით ჭავჭანიძე – ვიცე–რექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
3.1.2 რიმა ბერიაშვილი – რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
3.1.3 გიორგი აბესაძე – რექტორის მოადგილე; კომისიის თავმჯდომარე;
3.1.4 კანცლერი ან/და კანცლერის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
3.1.5 რექტორის აპარატის უფროსი – კომისიის წევრი;
3.1.6 კანცლერის აპარატის უფროსი – კომისიის წევრი;
3.1.7 საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი;
3.2 კონკრეტული ღონისძიების გათვალისწინებით, კომისიის შემადგენლობის არამუდმივი წევრები არიან:
3.2.1 კონფერენციის, ლექცია–სემინარის, სიმპოზიუმის ან/და ვორქ–შოპის ინიციატორი პირი;
3.2.2 საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;

4. საკითხის ინიციატორი პირი ვალდებულია შესაბამისი ღონისძიების გამართვამდე არა უგვიანეს სამი კვირისა რექტორის აპარატში წერილობითი ფორმით წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ღონისძიების გამართვის შესახებ და სამოქმედო გეგმა.

5. რექტორის აპარატი ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში ღონისძიების სპეციფიკის გათვალისწინებით ამზადებს ბრძანების პროექტს სამუშაო ჯგუფის კონკრეტული შემადგენლობის განსაზღვრის და ჯგუფის წევრთა უფლება–მოვალეობების შესახებ.

6. წინამდებარე ბრძანების მესამე პუნქტის 3.1.1, 3.1.2 და 3.1.3 პირთა
შემადგენლობიდან ღონისძიების ინიციატორი პირის წარდგინების საფუძველზე აირჩევა ჯგუფის თავმჯდომარე.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია