სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,მევლანა” - ს საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების  შესარჩევი კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, სსიპ – ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის შესაბამისად, თურქეთის უმაღლესი საგანმანათლებლო საბჭოს "YOK"–ის მიერ გამოცხადებულ "მევლანას" საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების – აკადემიური პერსონალის (ასისტენტ–პროფესორი; მოწვეული მასწავლებელი) მიერ ინგლისური ენის ცოდნის დონის შემოწმების მიზნით,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეიქმნას "მევლანას" საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების – აკადემიური პერსონალის (ასისტენტ–პროფესორი; მოწვეული მასწავლებელი) შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:


  • კახაბერ ჭელიძე ვიცე–რექტორი, კომისიის თავმჯდომარე
  • რიმა ბერიაშვილი ვიცე–რექტორი
  • ირინე კვაჭაძე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი
  • რუსუდან რუხაძე სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი
  • ირინა კაპეტივაძე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
  • გიორგი გიორგობიანი უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი
  • თინათინ ჩიქოვანი მედიცინის ფაკულტეტის დეკანი
  • მანანა ქუთელია უცხო ენების ცენტრის დირექტორი
  • ტატიანა ლოლაძე უცხო ენების ცენტრის ასისტენტ–პროფესორი

2. დაევალოთ ,,მევლანას“ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს – აკადემიურ პერსონალს (ასისტენტ–პროფესორებს; მოწვეულ მასწავლებლებს), ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული კომისიის წინაშე, ინგლისურ ენაზე, საჯარო ლექციის წაკითხვა. ლექციის თემის შერჩევაში უპირატესობა ენიჭება კონკურსანტის ნებას.

3. დაევალოს წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომისიას საჯარო ლექციის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა.

4. ნება დაერთოს წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომისიას საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ინგლისური ენის მცოდნე შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სხდომაზე მოწვევა.

5. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა კომისიამ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უზრუნველყოს რეკომენდაციების წარდგენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის წინაშე.


6. წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს ვიცე–რექტორს კახაბერ ჭელიძეს.

7. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა (ზ. ტალახაძე) უზრუნველყოს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე.

8. ბრძანება დაეგზავნოს ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანს, უცხო ენების ცენტრს, რექტორის აპარატის უფროსს.

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია