თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, სსიპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის’’ წესდების მე-14 მუხლის შესაბამისად, ,,TEMPUS MUMEENA მიღწეული წარმატებები და სამედიცინო განათლების მომავალი აღმოსავლეთ ევროპაში“ ჩასატარებლად, მისი ორგანიზაციული და მეთოდური უზრუნველყოფის მიზნით,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2014 წლის 1, 2 და 3 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაგეგმილი კონფერენციის ,,TEMPUS MUMEENA მიღწეული წარმატებები და სამედიცინო განათლების მომავალი აღმოსავლეთ ევროპაში“ ჩასატარებლად, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

1.1. რიმა ბერიაშვილი – ვიცე–რექტორი, კომისიის თავმჯდომარე;

1.2. ზურაბ ორჯონიკიძე – კანცლერი, კომისიის თანათავმჯდომარე;

1.3 . გაიანე სიმონია – სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
1.4. ია ავალიანი – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

1.5. ირინა კაპეტივაძე – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

1.6. ნინო კანდელაკი – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტმანეტის მთავარი სპეციალისტი;
1.7. ია ფანცულაია – მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის იმუნოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
1.8. ნინო რუხაძე – რექტორის აპარატის უფროსი;

1.9. დავით დელიბაშვილი – რექტორის მრჩეველი;

1.10. ალექსანდრე ბუაჩიძე – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

1.11. ზაზა ტალახაძე – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

1.12. გოგი დონაძე – საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

2. კომისიის თავმჯდომარემ (რ. ბერიაშვილი) უზრუნველყოს სამუშაო ჯგუფის კოორდინირება ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული კონფერენციის ჩატარების უზრუნველსაყოფად.
 
3. დაევალოს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტს კონფერენციის ჩატარებისათვის საჭირო მატერიალურ–ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა.

4. კომისიის თანათავმჯდომარემ (ზ. ორჯონიკიძემ) უზრუნველყოს ბრძანების მესამე პუნქტის შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება.

5. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს (ზ. ტალახაძე) უზრუნველყოს კონფერენციის მიმდინარეობის გაშუქება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის განთავსება უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე.

6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამსახურს (გ. დონაძე) უზრუნველყოს კონფერენციის გამართულად ჩატარებისათვის დარბაზში შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკის და ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია.

7. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

8. ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს, ვიცე-რექტორებს, რექტორის აპარატის უფროსს, კანცლერის აპარატის უფროსს, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამსახურს, რექტორის მრჩეველს – დავით დელიბაშვილს და მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის იმუნოლოგიის მიმართულების ასოცირებულ პროფესორს ია ფანცულაიას.

9. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე.

10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.





რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია