თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის,მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის დებულება


თავი I. ზოგადი დებულებები


მუხლი 1.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - "უნივერსიტეტი") სტრუქტურულ ერთეულს.


მუხლი 2.

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თსსუ-ის წესდებითა და შინაგანაწესით, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ადმინისტრაციული აქტებით და ამ დებულებით.


თავი II. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები


მუხლი 3.

სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, სამეცნიერო და აკადემიური კადრის მომზადების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი, ინოვაციური და საგამომცემლო საქმიანობის კოორდინირება და თანამშრომლობა შესაბამის სტრუქტურებთან;

გ) უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელების კოორდინაცია; უნივერსიტეტის ყველა სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური განყოფილების (დეპარტამენტი, განყოფილება, ლაბორატორია) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის დაგეგმვაში მონაწილეობა;

დ) სადოქტორო/სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მათ შესრულებაზე მონიტორინგი;

ე) თსსუ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტი, ლაბორატორია, ინსტიტუტი და სხვ.) და/ან თანამშრომელთა მონაწილეობით/თანამონაწილეობით შესრულებული მიზნობრივ-პროგრამული დაფინანსებით (გრანტი) კვლევითი პროექტების კოორდინირება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადების უზრუნველყოფა;

ზ) დოქტორანტურასა და მაგისტრატურაში კონკურსის მოწყობის ორგანიზება;

თ) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად დოქტორანტთა/მაგისტრანტთა მუშაობის მონიტორინგი;

ი) უნივერსიტეტის ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოებთან თანამშრომლობა.

 

თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები


მუხლი 4.

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და ვიცე-რექტორების (სამეცნიერო, სასწავლო დარგში) წინაშე.

3. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურის   საქმიანობას;

ბ) ახორციელებს სამსახურის მუშაობის კოორდინირებას უნივერსიტეტის სხვა სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურებთან, თანამშრომლობს ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოებთან;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მუშაკებს შორის, აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და დავალებებს;

დ) აკონტროლებს მუშაკების მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ანგარიშვალდებულია სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

4. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით.


მუხლი 5.

1. სამსახურის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.

2. სამსახურის თანამშრომლები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი არიან სამსახურის უფროსის  წინაშე.

3. სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ამ დებულების შესაბამისად.


თავი IV. დასკვნითი დებულებები


მუხლი 6.

1. სამსახურის დებულებას ამტკიცებს თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭო.

2. დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.