სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უვადოდ არჩეული პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესი (05.03.2021-N23/2)

 მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო


ეს წესი განსაზღვრავს სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (შემდგომში - ატესტაციას დაქვემდებარებული პირი) ატესტაციის ჩატარების პრინციპებს, პროცედურებს და საკონკურსო- საატესტაციო კომისიის (შემდგომში - კომისია) მუშაობის წესს.

 

მუხლი 2. ზოგადი დებულებანი

1. ატესტაცია არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროფესორის და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების, აკადემიური და/ან სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

2. 5 წელიწადში ერთხელ ატესტაციას ექვემდებარება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N124/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების 295 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პირები.

მუხლი 3. ატესტაციის პრინციპები ატესტაცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) გამჭვირვალობა; დ) თანასწორობა.

 

მუხლი 4. ატესტაციის ჩატარების დრო

1. ატესტაციის ჩატარების დრო განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რომელიც ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე აქვეყნებს განცხადებას ატესტაციის ჩატარების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადება ატესტაციის ჩატარების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადებაში მიეთითება:

ა) ატესტაციის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული პროფესორების და მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სია; გ) ატესტაციისთვის წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და მათი წარდგენის ვადა.

 

მუხლი 5. ატესტაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. ატესტაციას დაქვემდებარებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება რექტორის სახელზე ატესტაციაზე დაშვების შესახებ;

ბ) ავტობიოგრაფიული მონაცემები (CV, ბეჭდური და ელექტრონული ფორმით);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) 2 ფოტოსურათი ზომით 3x4 (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით);

ე) წინამდებარე წესის დანართი 1-ით და დანართი 2-ით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია.

მუხლი 6. საკონკურსო-საატესტაციო კომისია


1. ატესტაციას ახორციელებს კომისია, რომელიც იქმნება ატესტაციის ჩატარების წინ, რექტორის წარდგინებით აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.

2. კომისიის ამოცანებია:

ა) უნივერსიტეტის პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაციის ჩატარება წინამდებარე წესის შესაბამისად;

ბ) ატესტაციას     დაქვემდებარებული     პირის    კვალიფიკაციის,                           პროფესიული               დონის   და შესაძლებლობების შეფასება და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესრულებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის    კომისია    ხელმძღვანელობს    ამ    წესის    დანართი    1-ით    და    დანართი    2-ით გათვალისწინებული ატესტაციის კრიტერიუმებით და გასაუბრების  (ამ წესით დადგენილ შემთხვევებში) შედეგებით.

4. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.

5.კომისიის თავმჯდომარე:

ა) თავმჯდომარეობს კომისიის სხდომას;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

გ) უზრუნველყოფს ამ წესით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას.

6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

7. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს:

ა) კომისიის სხდომების ორგანიზებას;

ბ) კომისიის წევრების ინფორმირებას და შესაბამისი მასალების მათთვის დროულ და სრულ მიწოდებას;

გ) კომისიის სხდომის ოქმის წარმოებას და კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შესრულებას.

8. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის სხდომაზე არჩეული პირი.

9. დაუშვებელია კომისიის წევრი იყოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირი.

10. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

11. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომის ოქმის ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

12. კომისიის წევრთა შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. ატესტაციის ჩატარების პროცედურა

1. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს ტექნიკური სამდივნო, რომელიც იქმნება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.


2. ატესტაციის დროს:

ა) კომისია ამ წესის დანართი 1-ით და დანართი 2-ით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციას;

ბ) კომისია ვალდებულია გაესაუბროს:

1) სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიასა და ატესტაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ატესტაციას დაქვემდებარებულ აკადემიურ პერსონალს (პროფესორს);

2) იმ სამეცნიერო პერსონალს, რომლის აქტივობა დანართი 2-ის შესაბამისად შეფასდება 30-49

ქულით. (N23/5; 07.04.2021წ.)

გ) ამოღებულ იქნეს. (N23/5; 07.04.2021წ.)

3. ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შედეგები ფასდება უარყოფითად, თუ კლინიკურ სპეციალობაში ამ პირის კლინიკური აქტივობა, წინამდებარე წესის დანართი 1-ის შესაბამისად, შეფასდება, როგორც „არასაკმარისი“, მიუხედავად სხვა კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრული ქულათა  ჯამისა.

 მუხლი 8. ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

1. ატესტაციის შედეგების მიხედვით, კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) ატესტაციას დაქვემდებარებულ პირებთან, რომელთა პროფესიული უნარების, აკადემიური და/ან სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია ამ წესის დანართი 1-ის შესაბამისად შეფასებულ იქნა 50-69 ქულით, ხოლო დანართი 2-ის შესაბამისად - იქნა 30-49 ქულით, კომისიასთან გასაუბრების შედეგების საფუძველზე შესაძლებელია გაუგრძელდეთ ხელშეკრულება ერთი წლის ვადით და შემდეგ გამოცხადდეს კონკურსი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით პროფესორის ვაკანტურ ადგილზე და 5 წლის ვადის ხანგრძლივობით - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ადგილზე, რომელშიც აღნიშნულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

გ)ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, თუ მისი პროფესიული უნარების, აკადემიური და/ან სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია ამ წესის დანართი 1-ის შესაბამისად                                          შეფასებულ იქნა 0-49 ქულით, ხოლო                                                          დანართი 2-ის შესაბამისად - 0-29 ქულით.

დ) ამ მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები არ ვრცელდება უვადოდ არჩეულ იმ პროფესორებზე, რომელნიც არ წარმოადგენენ ბიოსამედიცინო/საბუნებისმეტყველო დარგს და გადაწყვეტილებას პირის შესაბამისობის შესახებ დაკავებულ აკადემიურ თანამდებობასთან გასაუბრების საფუძველზე იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.


2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებთან შეწყდება შრომითი ხელშეკრულება.

 

მუხლი 9. ატესტაციის შედეგების დოკუმენტურად ასახვა და გაცნობა

1. კომისია ვალდებულია    ატესტაციას დაქვემდებარებული თითოეული პირის ატესტაციის თაობაზე მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად შეადგინოს ოქმი.

2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს ამ წესის დანართი 3-ით გათვალისწინებულ საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

3. ატესტაციის შედეგები გამოქვეყნდება თსსუ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე და, ასევე, ელექტრონული წესით ეცნობება ატესტაციას დაქვემდებარებულ თითოეულ პირს.

4. ატესტაციის შედეგებს კომისია აცნობს აკადემიურ საბჭოს.

მუხლი 10. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება


1. პრეტენზია ატესტაციის შედეგების შესახებ ატესტაციის შედეგების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ატესტაციას დაქვემდებარებული პირის განცხადებით, რომელიც კომისიას წარედგინება თსსუ-ის საქმის წარმოების სამსახურის მეშვეობით, კომისიის მიერ განიხილება ორი სამუშაო დღის ვადაში და პასუხი ეცნობება განმცხადებელს.


2. პრეტენზიების განხილვის დასრულების შემდეგ კომისია წყვეტს მუშაობას.


3.ატესტაციის პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


დანართი 1

პროფესორის ატესტაციის კრიტერიუმები

 

აკადემიური (სასწავლო-მეთოდური და კვლევითი), კლინიკური და სხვა პროფესიული და

სოციალური აქტივობები

#

ქულა

1

სახელმძღვანელოს მომზადება და გამოცემა

(რეკომენდებული თსსუ–ის აკადემიური საბჭოს მიერ)

10

2

სახელმძღვანელოს თარგმნა/რედაქტირება და გამოცემა

(რეკომენდებული თსსუ–ის აკადემიური საბჭოს მიერ)

8

3

ახალი ძირითადი სასწავლო კურსის მომზადება და განხორციელება    (რეკომენდებული თსსუ–ის აკადემიური

საბჭოს მიერ)

6

4

დამატებითი სასწავლო მასალის მომზადება

(რეკომენდებული თსსუ–ის კოლეგიური პასუხისმგებლობის

ორგანოს მიერ)

3

5

სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის ცოდნა

(დადასტურებული სერთიფიკატით)

6

6

სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის ცოდნა

(დადასტურებული საერთაშორისო სერთიფიკატით)

8

7

მონაწილეობა სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის

ტრენინგ(ებ)ის განხორციელებაში

8

8

სტატია მაღალი იმპაქტ–ფაქტორის ( IF > 0.5) მქონე

სამეცნიერო პერიოდიკაში

10

9

სტატია იმპაქტ–ფაქტორის მქონე სამეცნიერო პერიოდიკაში

8

10

სტატია საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად პერიოდიკაში

6

11

სტატია ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად პერიოდიკაში

5

12

მონოგრაფია / წიგნი (საერთაშორისო გამოცემა; დარგობრივი)

10

13

მონოგრაფია / წიგნი (ადგილობრივი გამოცემა; დარგობრივი)

7

14

ავტორობა - თავი წიგნში/ კრებულში    (საერთაშორისო გამოცემა)

8

15

ავტორობა - თავი წიგნში/ კრებულში (ადგილობრივი გამოცემა)

6

 

16

მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე/კონგრესზე/ყრილობაზე

(აკრედიტებული CME-სისტემით)

9

17

მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო

კონფერენციაზე/კონგრესზე/ყრილობაზე

7

18

პოსტერული პრეზენტაცია საერთაშორისო სამეცნიერო

კონფერენციაზე/კონგრესზე/ყრილობაზე

3

19

პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის/კონგრესის/ყრილობის მასალებში

3

20

მოხსენება ეროვნულ სამეცნიერო

კონფერენციაზე/კონგრესზე/ყრილობაზე

5

21

პოსტერული პრეზენტაცია ეროვნულ სამეცნიერო

კონფერენციაზე/კონგრესზე/ყრილობაზე

2

22

პუბლიკაცია ეროვნული სამეცნიერო

კონფერენციის/კონგრესის/ყრილობის მასალებში

2

23

დასწრება სამეცნიერო ფორუმზე

1

24

დასწრება საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე

2

25

დასწრება პროფესიულ/დარგობრივ ტრენინგზე

1


26

დასწრება საერთაშორისო პროფესიულ/დარგობრივ ტრენინგზე

2

27

საგრანტო დაფინანსების კვლევის ხელმძღვანელობა

9

28

საგრანტო დაფინანსების კვლევაში მონაწილეობა

7

29

საერთაშორისო საგრანტო დაფინანსების კვლევაში თანამონაწილეობა

9

30

კვლევის წარდგენა საგრანტო დაფინანსებისათვის

2

31

საერთაშორისო რანდომიზებული კლინიკური კვლევის

ხელმძღვანელობა

9

32

მონაწილეობა საერთაშორისო რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში

7

33

საგანმანათლებლო პროგრამის (საბაკალავრო, სამაგისტრო,

სადოქტორო) ხელმძღვანელობა თსსუ-ში

8

34

სარეზიდენტო პროგრამის ავტორობა

7

35

სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელობა

7

36

სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებლობა

5

37

მონაწილეობა სადოქტორო პროგრამების სასწავლო კომპონენტის

განხორციელებაში თსსუ-ში

4

38

მონაწილეობა სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში თსსუ-ში

5

39

საგანმანათლებლო საექსპერტო აქტივობა (ფასდება ჯამურად)

6

 

40

სამეცნიერო საექსპერტო აქტივობა (ფასდება ცალკეული აქტივობა):

სახელმძღვანელო/მონოგრაფია

3

სადისერტაციო ნაშრომი

3

სამეცნიერო კვლევის პროექტი

2

სამეცნიერო სტატია

1

41

სამედიცინო საექსპერტო აქტივობა (წელიწადში)

2

42

სადოქტორო კვლევის ხელმძღვანელობა

(აქტიური სტუდენტის შემთხვევაში) თსსუ-ში

8

43

დაცული დისერტაციის ხელმძღვანელობა თსსუ-ში

8

44

სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა თსსუ-ში

3

45

სამედიცინო პროტოკოლის/გაიდლაინის ავტორობა

8

46

მოკლევადიანი უპგ-პროგრამის ავტორობა (ხანგრძლივობა - 2-10 დღე)

3

47

მოკლევადიანი უპგ-პროგრამის ხელმძღვანელობა

(ხანგრძლივობა - 2-10 დღე)

3

48

მოკლევადიანი უპგ-პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა

(ხანგრძლივობა - 2-10 დღე)

2

 

49

პროფესიული მზადების ( გრძელვადიანი) პროგრამის ავტორობა (მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადება; არსებულ სპეციალობაში დამატებითი კომპეტენციის მოპოვება; სპეციალიზაციის პროგრამა; სუბსპეციალობის მოპოვება; პროფესიული

რეაბილიტაციის პროგრამა)

 

5

 

50

პროფესიული მზადების ( გრძელვადიანი) პროგრამის ხელმძღვანელობა (მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადება; არსებულ სპეციალობაში დამატებითი კომპეტენციის მოპოვება; სპეციალიზაციის პროგრამა; სუბსპეციალობის მოპოვება;

პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა)

 

 

 

5

 

51

პროფესიული მზადების ( გრძელვადიანი) პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა (მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადება; არსებულ სპეციალობაში დამატებითი კომპეტენციის მოპოვება; სპეციალიზაციის პროგრამა; სუბსპეციალობის მოპოვება;

პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა)

 

 

 

3

52

საერთაშორისო რეფერირებადი, იმპაქტ-ფაქტორის მქონე

ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა

7


53

საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის

რედკოლეგიის წევრობა

6

54

ადგილობრივი რეფერირებადი ჟურნალის

რედკოლეგიის წევრობა

4

55

რეცენზირება საერთაშორისო პუბლიკაციისთვის

6

56

მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში

(ფასდება ჯამურად)

5

 

57

კლინიკური აქტივობა ( სამედიცინო სერვისის 5 წლის გასაშუალოებული მაჩვენებელი):

< 128

არასაკმარისი (=0)

128 - 192

2

193 - 257

5

258 - 386

10

387 - 515

15

> 515

20

58

საავტორო მოწმობა/პატენტი/რაციონალიზატორული წინადადება

10

59

პროფესიული ცოდნის პოპულარიზაცია

(ფასდება ჯამურად)

5

60

საქველმოქმედო სამედიცინო აქტივობა

(ფასდება ჯამურად)

5

61

საერთაშორისო პროფესიული საბჭო(ებ)ის/

ექსპერტთა პანელის წევრობა

8

62

პროფესიული საბჭო(ებ)ის/ ექსპერტთა პანელის                                                                                       წევრობა

6

63

პროფესიული ასოციაციების წევრობა

(ფასდება ჯამურად)

4

64

დამატებითი ინფორმაცია

 


დანართი 2

მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაციის კრიტერიუმები

 

კვლევითი, პროფესიული და სოციალური აქტივობები

#

ქულა

1

სტატია მაღალი იმპაქტ–ფაქტორის ( IF > 0.5) მქონე

სამეცნიერო პერიოდიკაში

10

2

სტატია იმპაქტ–ფაქტორის მქონე სამეცნიერო პერიოდიკაში

8

3

სტატია საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად პერიოდიკაში

6

4

სტატია ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად პერიოდიკაში

5

5

მონოგრაფია / წიგნი (საერთაშორისო გამოცემა; დარგობრივი)

10

6

მონოგრაფია / წიგნი (ადგილობრივი გამოცემა; დარგობრივი)

7

7

ავტორობა - თავი წიგნში/ კრებულში    (საერთაშორისო გამოცემა)

8

8

ავტორობა - თავი წიგნში/ კრებულში (ადგილობრივი გამოცემა)

6

9

მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე/კონგრესზე/ყრილობაზე აკრედიტებული CME-სისტემით)

9

10

მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე/კონგრესზე/ყრილობაზე

7

11

პოსტერული პრეზენტაცია საერთაშორისო სამეცნიერო

კონფერენციაზე/კონგრესზე/ყრილობაზე

3

12

პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის/კონგრესის/ყრილობის მასალებში

3

13

მოხსენება ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე/კონგრესზე/ყრილობაზე

5

14

პოსტერული პრეზენტაცია ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე/კონგრესზე/ყრილობაზე

2

15

პუბლიკაცია ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის/კონგრესის/ყრილობის მასალებში

2

16

დასწრება სამეცნიერო ფორუმზე

1

17

დასწრება საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე

2

18

საერთაშორისო ან/და ერთობლივი სამეცნიერო გრანტების და კვლევითი

პროექტების ხელმძღვანელობა

9

19

ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ან/და განათლების სამინისტროს/უნივერსიტეტის/მეცნიერებათა აკადემიის მიერ

დაფინასებული პროექტების ხელმძღვანელობა

9

20

მონაწილეობა საერთაშორისო ან/და ერთობლივ სამეცნიერო გრანტებსა

და კვლევით პროექტებში

7

21

მონაწილეობა ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ან/და განათლების სამინისტროს/უნივერსიტეტის/მეცნიერებათა აკადემიის მიერ

დაფინასებული პროექტებში

7

22

საავტორო მოწმობა/პატენტი/რაციონალიზატორული წინადადება

10

23

კვლევის წარდგენა საგრანტო დაფინანსებისათვის

2

24

მონაწილეობა სამაგისტრო პროგრამის კვლევითი ნაწილის

განხორციელებაში თსსუ-ში

5

25

საგანმანათლებლო საექსპერტო აქტივობა (ფასდება ჯამურად)

6

 

26

სამეცნიერო საექსპერტო აქტივობა (ფასდება ცალკეული აქტივობა):

სახელმძღვანელო/მონოგრაფია

3

სადისერტაციო ნაშრომი

3

სამეცნიერო კვლევის პროექტი

2

სამეცნიერო სტატია

1


27

სადოქტორო კვლევის ხელმძღვანელობა თსსუ-ში

(აქტიური სტუდენტის შემთხვევაში)

8

28

დაცული დისერტაციის ხელმძღვანელობა თსსუ-ში

8

29

სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა თსსუ-ში

3

30

საერთაშორისო რეფერირებადი, იმპაქტ-ფაქტორის მქონე

ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა

7

31

საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის

რედკოლეგიის წევრობა

6

32

ადგილობრივი რეფერირებადი ჟურნალის

რედკოლეგიის წევრობა

4

33

რეცენზირება საერთაშორისო პუბლიკაციისთვის

6

34

მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში

(ფასდება ჯამურად)

5

35

პროფესიული ცოდნის პოპულარიზაცია

(ფასდება ჯამურად)

5

36

სახელმძღვანელოს მომზადება და გამოცემა

(რეკომენდებული თსსუ–ის აკადემიური საბჭოს მიერ)

6

37

სახელმძღვანელოს თარგმნა/რედაქტირება და გამოცემა

( რეკომენდებული თსსუ–ის აკადემიური საბჭოს მიერ )

4

38

დამატებითი სასწავლო მასალის მომზადება

(რეკომენდებული თსსუ–ის კოლეგიური პასუხისმგებლობის

ორგანოს მიერ)

2

39

საერთაშორისო პროფესიული საბჭო(ებ)ის/ ექსპერტთა პანელის წევრობა

8

40

პროფესიული საბჭო(ებ)ის/ ექსპერტთა პანელის    წევრობა

6

41

პროფესიული ასოციაციების წევრობა

(ფასდება ჯამურად)

4

42

დამატებითი ინფორმაცია

 

 

 

დანართი 3

 საატესტაციო ფურცელი

 

ატესტაციას დაქვემდებარებული პირის სახელი, გვარი- ----------------------------------------------

დაკავებული თანამდებობა და არჩევის თარიღი ---------------------------------------------------------


აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი                                                                -                                                                                                                                                                                                                                                   

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება -------------------------------------------------


 

შენიშვნა                                                                                                                                    

 

კომისიის თავმჯდომარე                                    

 

კომისიის წევრები                                              

თარიღი