თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  აფილირებული  კლინიკისა  და კლინიკის  პროფესორის  სტატუსის  მინიჭების  შესახებ დებულება

1. თსსუ-ის      აფილირებული     კლინიკა      -  ახორციელებს  დიპლომამდელ  ან/და დიპლომისშემდგომ         განათლებას     (პროფესიულ  მზადებას)     თსსუ–თან ხანგრძლივი   ვადით   (არანაკლებ   ექვსი   წლისა)   დადებული   ექსკლუზიური ხელშეკრულების   საფუძველზე.

2. თსსუ–ის     საუნივერსიტეტო  კლინიკა  - შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და პედაგოგებით დაკომპლექტებული, სახელმწიფო სამედიცინო  პროგრამებში  მონაწილე,  საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის  დაცვის სისტემაზე  ორიენტირებული  უმაღლესი  დონის  მრავალპროფილიანი  სამედიცინო დაწესებულება,  რომელშიც  მიმდინარეობს  კლინიკური  დისციპლინების  სწავლება და   მეცნიერული   კვლევა   სტუდენტების,   სპეციალობის   მაძიებლების   და ექიმებისათვის  აუცილებელი  პრაქტიკული  უნარ-ჩვევების  ათვისება  და  ეკუთვნის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

3. კლინიკური   ბაზა   - საუნივერსიტეტო კლინიკა და არასაუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც  ახორციელებს  დიპლომამდელ  ან/და  დიპლომისშემდგომ  განათლებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან დადებული  ხელშეკრულების საფუძველზე.


1. აფილირებული  კლინიკის  სტატუსს  ანიჭებს  თსსუ-ის  აკადემიური  საბჭო:

ა) დიპლომამდელ   განათლებაში   – ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, რომელიც საკითხს  განიხილავს  კლინიკებთან  ურთიერთობის  სამსახურის  (ვიცე–რექტორის) წინადადების საფუძველზე;
ბ) დიპლომისშემდგომ  სამედიცინო  განათლებაში  –  თსსუ-ის  პროფესიული საბჭოს წარდგინებით,  რომელიც  აფილირებული  კლინიკის  სტატუსის  მინიჭების  საკითხს
 
განიხილავს,   დიპლომისშემდგომი   სამედიცინო   განათლებისა   და   უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორის წინადადების საფუძველზე.

2. საუნივერსიტეტო კლინიკა წარმოადგენს სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურულ  ერთეულს  „საექიმო  საქმიანობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის, თსსუ-ის წესდებისა და უნივერსიტეტის სხვა ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. კლინიკური  ბაზის  სტატუსი  ენიჭება  ყველა  იმ  კლინიკას,  რომელიც დიპლომამდელი    ან/და    დიპლომისშემდგომი    განათლების    გახორციელებაში მონაწილეობს   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან   დადებული მემორანდუმის ან  ხელშეკრულების  საფუძველზე.


კლინიკის    პროფესორი    -  პირი,  რომელიც  ახორციელებს  თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტში  დიპლომისშემდგომ  სამედიცინო  განათლებას  და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას  აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში.

კლინიკის პროფესორის  სტატუსის  მინიჭების  კრიტერიუმები:

1. აკადემიური ხარისხი;
2. ათი (10) წელი და მეტი კლინიკური მუშაობის სტაჟი;

3. დასაქმების  სფერო-პოსტდიპლომური  განათლება  და  შესაძლებელია,  აგრეთვე, მოწვევა დიპლომამდელი სწავლების საფეხურზე.
დამატებითი კრიტერიუმები:
ა) დაკისრებული მოვალეობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

ბ) რეზიდენტებთან მუშაობის უნარ-ჩვევები.


კლინიკის   პროფესორის   სტატუსის   მისანიჭებლად   კანდიდატმა   უნდა   წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტაცია:
ა) პირადი განცხადება  ან/და კლინიკის წარდგინება;

ბ) ჩV  და ინფორმაცია პროფესიული აქტივობის შესახებ;
გ)  კლინიკის  რეკომენდაცია  -  შუამდგომლობა  (იმ  შემთხვევაში,  თუ  საკითხი კლინიკის პროფესორის სტატუსის მინიჭების შესახებ განიხილება თავად კანდიდატის პირადი განცხადების საფუძველზე).
 
კლინიკის   პროფესორის   სტატუსის   მინიჭება   შესაძლებელია   სამედიცინო განათლებაში 6 (ექვსი) წლის ვადით, სტომატოლოგიაში – 3 (სამი) წლის ვადით.
სტატუსს ანიჭებს უნივერსიტეტის აკადემური საბჭო თსსუ-ის პროფესიული საბჭოს წარდგინებით,  რომელიც  კლინიკის  პროფესორის  სტატუსის  მინიჭების  შესახებ საკითხს განიხილავს დიპლომისშემდგომი   სამედიცინო განათლების  და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორის წინადადების საფუძველზე.
უნივერსიტეტის    ადმინისტრაციულ-სამართლებრივი    აქტებით    და    კლინიკის შინაგანაწესით   გათვალისწინებული   მოთხოვნების   შეუსრულებლობისას   პირს უწყდება კლინიკის პროფესორის სტატუსი.