სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტიპენდიის შესახებ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 


თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  წარმომადგენლობითი  საბჭოს 2012  წლის  24  დეკემბრის  #23/8  დადგენილებით  დამტკიცებულ  ,,ა(ა)იპ  –  თბილისის სახელმწიფო    სამედიცინო    უნივერსიტეტის    სტიპენდიის    შესახებ    დებულებაში” შეტანილ  იქნეს  შემდეგი  ცვლილება:


1. მე_2 მუხლის მე_3 პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

ა)    თითოეულ    ფაკულტეტზე    უნივერსიტეტის    აქტიურ    სტუდენტთა    საერთო რაოდენობის  4  %–ის  ოდენობით,  სტიპენდიის  თითოეული  სახის   მიხედვით;

ბ)   თითოეულ   კურსზე   ფაკულტეტის   აქტიურ   სტუდენტთა   რაოდენობის   4   %–ით, სტიპენდიის  თითოეული  სახის  მიხედვით.”