საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 თებერვლის N126 ბრძანებულების საფუძველზე, ა(ა)იპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ ატრიბუტიკის შეცვლასთან გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 

,,უმაღლესი     განათლების     შესახებ“     საქართველოს     კანონის     22-ე     მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის    2012    წლის    22    თებერვლის    N 126 ბრძანებულების    -     ,,სახელმწიფოს    მიერ დაფუძნებული   კერძო   სამართლის   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული   პირების- უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულებების  მიერ  მცირე  სახელმწიფო  გერბის  გამოყენების შესახებ“, ა(ა)იპ  ,,თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14   მუხლის, ა(ა)იპ  ,,თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  წარმომადგენლობითი  საბჭოს  2012 წლის 20 მარტის N 23/4 დადგენილების საფუძველზე:

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2012 წლის 23 მარტიდან შეწყდეს ა(ა)იპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ მხოლოდ თსსუ-ის ლოგოს გამოსახულებიანი ბლანკის გამოყენება (დანართი 1).

2. 2012 წლის 23 მარტიდან შეწყდეს ა(ა)იპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ თსსუ-ის ლოგოს გამოსახულებიანი ბეჭდის გამოყენება (დანართი 2).

3. 2012 წლის 23 მარტიდან ა(ა)იპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“:

ა)     ყველა     ოფიციალური     სახის     დოკუმენტაცია,      თავისი      დანიშნულებიდან გამომდინარე, დამოწმებული იქნეს დაწესებულების ბეჭდით, რომელზეც გამოსახულია მცირე სახელმწიფო გერბი (დანართი 3);

ბ) საქმისწარმოებაში გამოყენებულ იქნეს ბლანკი, რომელზეც თსსუ-ის   ლოგოსთან ერთად გამოსახულია მცირე სახელმწიფო გერბი (დანართი 4)

4. ა(ა)იპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ თსსუ-ის ლოგოს გამოსახულებიანი ბეჭდის განადგურების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი ბაქრაძე - ფინანსური რესურსების მართვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი;
ბ) მიხეილ რობაქიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი; გ) მზია დუნდუა - იურიდიული სამსახურის უფროსი;
დ) ნინო ჩიხრაძე - კანცელარიის უფროსი;

5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.

6. ბრძანება დაეგზავნოს კანცლერს, ვიცე-რექტორს, რექტორის მოადგილეებს, კანცლერის მოადგილეს, ყველა სტუქტურულ ერთეულს, კომისიის წევრებს.

7. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.



რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია