,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის’’ სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, ა(ა)იპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის’’ წესდების მე-14 მუხლის შესაბამისად, ,,ა(ა)იპ –
,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის’’ მუდმივმოქმედი საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“ 2012 წლის 14 სექტემბრის №122/01 ბრძანების მეხუთე პუნქტის შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2012 წლის 5 ოქტომბერს ,,ქრონიკული B და C ჰეპატიტი 21–ე საუკუნის მიჯნაზე“ ლექციის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

1.1 დავით ჭავჭანიძე – ვიცე–რექტორი, კომისიის თავმჯდომარე;

1.2 მამუკა კალმახელიძე – კანცლერის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

1.3 ნინო რუხაძე – რექტორის აპარატის უფროსი, კომისიის წევრი;

1.4 ვასილ მიქაშავიძე – კანცლერის აპარატის უფროსი, კომისიის წევრი;

1.5 ზაზა ტალახაძე – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

1.6 გოჩა ბარბაქაძე – უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი პროგრამის კოორდინატორი, ორგანიზატორი;

2. კომისიის თავმჯდომარემ (დ. ჭავჭანიძე) უზრუნველყოს სამუშაო ჯგუფის კოორდინირება ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ლექციის ჩატარების უზრუნველსაყოფად.



რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია