უნივერსიტეტში საგრანტო პროექტების საკონკურსო დოკუმენტაციის განსახილველად წარმოდგენის ვადისა და წესის  განსაზღვრის თაობაზე 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს
,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 61–ე მუხლის, თსსუ-ის წესდების მე-14 მუხლის, შესაბამისად, საგრანტო პროექტების საკონკურსო დოკუმენტაციის განსახილველად წარმოდგენის ვადისა და წესის განსაზღვრისმიზნით,

ვბრძანებ:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა, რომლებიც უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას იღებენ საგრანტო კონკურსებში, კონკურსისათვის დადგენილი დოკუმენტაციის განხილვის და შესწავლის მიზნით, თსსუ–ში დოკუმენტაციის წარდგენა უზრუნველყონ გრანტის მიმცემ ორგანიზაციაში დოკუმენტების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.

2. უნივერსიტეტში საგრანტო პროექტების საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საკონკურსო დოკუმენტაცია შედგენილია უცხო ენაზე იგი უნდა ითარგმნოს   ქართულ ენაზე   და   წარმოდგენილ იქნეს    სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თსსუ–ის რექტორის 2012 წლის 9 აგვისტოს N84/01 ბრძანება.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. კონტროლს განვახორციელებ პირადად.
 
7. ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს (ზ. ორჯონიკიძეს), ვიცე–რექტორებს (რ. ბერიაშვილს, კ. ჭელიძეს), კანცლერის აპარატის უფროსს (ვ მიქაშავიძე), თსსუ-ის ყველა სასწავლო დეპარტამენტს, თსსუ-ის კლინიკებს, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს, ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტს, სასწავლო ცენტრებს, ფინანსური რესურსების მართვის და აღრიცხვა- ანგარიშგების დეპარტამენტს.



რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია