2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შიდა მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, საქართველოს განათ-ლებისა და მეცნიერების მინისტრის N10/ნ, 04.02.2010 ბრძანების,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის სხდომის 24/5 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის, შიდა მობილობის და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების კრედიტების აღიარების წესის’’ მეორე მუხლის, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შიდა მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით
ვბრძანებ:

1.
ა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შიდა მობილობის თაობაზე სტუდენტთა განცხადებების მიღება დასრულდეს 2020 წლის 5 აგვისტოს 17 00 საათზე.

ბ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის შიდა მობილობის თაობაზე განცხადებების მიღება დასრულდეს 2020 წლის 17 აგვისტოს 17 00 საათზე“.

2.
ა) სწავლების მეორე წლიდან შიდა მობილობის შემთხვევაში, სტუდენტს მიღებული უნდა ჰქონდეს 45 კრედიტი მაინც, ხოლო მომდევნო წლებში შიდა მობილობის შემთხვევაში სწავლების ბოლო სემესტრში, მას მიღებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 20 კრედიტისა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტს მობილობის ან შიდა მობილობის დროს აღიარებული აქვს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული კრედიტები და ბოლო სემესტრის სასწავლო გეგმით არ იყო შესაძლებელი 20 კრედიტის მოპოვება).

ბ) სწავლების მეორე წლიდან მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამიდან შიდა მობილობის შემთხვევაში სტუდენტს მიღებული უნდა
 
ჰქონდეს 45 კრედიტი მაინც, ხოლო მომდევნო წლებში, შიდა მობილობის შემთხვევაში, სწავლების ბოლო სემესტრში მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასწავლო გეგმით განსაზღვრული კრედიტების არანაკლებ ერთი მესამედისა.

გ) შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტებს დაძლეული უნდა ჰქონდეთ მიმღებ ფაკულტეტზე (პროგრამაზე) ჩარიცხვის წელს თსსუ–ის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი ეროვნული გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა საგამოცდო საგანში.

3. დაევალოს საქმის წარმოების სამსახურს (ნ. ჩიხლაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას.

4. დაევალოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურს (გ. ჭიჭინაძე) წინამდებარე ბრძანების განთავსება თსსუ-ის ვებგვერდზე.

5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

6. ბრძანება დაეგზავნოთ: ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის, საერთაშორისო მედიცინისა და სტომატოლოგიის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანებს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსს.

7. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია