2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შიდა მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, საქართველოს განათ-ლებისა და მეცნიერების მინისტრის N10/ნ, 04.02.2010 ბრძანების,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის სხდომის 24/5 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის, შიდა მობილობის და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების კრედიტების აღიარების წესის’’ მეორე მუხლის, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შიდა მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით

ვბრძანებ:

1.
ა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შიდა მობილობის თაობაზე სტუდენტთა განცხადებების მიღება დასრულდეს 2021 წლის 5 თებერვლის 17 00 საათზე.

ბ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის შიდა მობილობის თაობაზე განცხადებების მიღება დასრულდეს 2021 წლის 19 თებერვლის 17 00 საათზე.

2. შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტებს დაძლეული უნდა ქონდეთ მიმღებ პროგრამაზე ჩარიცხვის წელს თსსუ–ის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი ეროვნული გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა საგამოცდო საგანში.

3. დაევალოს საქმის წარმოების სამსახურს (ნ. ჩიხრაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას.

4. დაევალოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურს (გ.ჭიჭინაძე) წინამდებარე ბრძანების განთავსება თსსუ-ის ვებგვერდზე.
 
5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

6. ბრძანება დაეგზავნოთ: ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის, საერთაშორისო მედიცინისა და სტომატოლოგიის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანებს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსს.

7. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია