2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 24 თებერვლის N 159323 ბრძანების „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელოებელი დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ და თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 27 ოქტომბრის N24/5 და 2020 წლის 28 ოქტომბრის N24/6 საოქმო დადგენილებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. 2021 წლის 1 მარტიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,საქართველ ოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით:

ა) ყველა საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება წარიმართოს არადისტანციურად, გარდა სალექციო კომპონენტისა და ქართულენოვანი პროგრამების თეორიული სასწავლო კურსების/მოდულებისა, სადაც 15 მარტამდე სასწავლო პროცესი ჩატარდება დისტანციურად.

ბ) 2021 წლის 15 მარტიდან ქართულენოვანი პროგრამების თეორიულ სასწავლო კურსებზე/მოდულებზე სასწავლო პროცესი განხორციელდეს შესაბამისი ფაკულტეტების საბჭოების მიერ 2021 წლის
4 მარტის ჩათვლით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. 2021 წლის 1 მარტიდან 15 მარტამდე უზრუნველყოფილ იქნეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრით გათვალისწინებული პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტის შესრულება არადისტანციურად. მათი სათანადო მოცულობითა და ხარისხით ჩატარების უზრუნველყოფა წარმოადგენს სასწავლო დეპარტამენტების ხელმძღვანელების და ფაკულტეტების დეკანების ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.
 
3. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრით გათვალისწინებული პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტის გავლის გარეშე სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

4. 2021 წლის 1 მარტიდან გამოცდები ჩატარდება არადისტანციურად.

5. ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკარანტინო რეჟიმში მყოფ კლინიკებში განთავსებულ დეპარტამენტებში, კერძოდ, ფთიზიატრიის, ფსიქიატრიის, ნარკოლოგიის და, აგრეთვე, ინფექციურ სნეულებათა და ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტებში სასწავლო პროცესი წარიმართება დისტაციურად.

6. თსსუ-ის ვიცე-რექტორს აკადემიური მიმართულებით, პროფესორ ხათუნა თოდაძეს, ფაკულტეტების დეკანებს: რუსუდან რუხაძეს, დავით თოფურიას, ნანა ყიფიანს, თამარ ჩიკვილაძეს, მარინა ციმაკურიძეს, ლელა მასხულიას დაევალოთ 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით უზრუნველყონ იმ დეპარტამენტთა სიის წარმოდგენა, რომლებიც შეძლებენ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით, ლექციების ჩატარებას არადისტანციურად. აღნიშნული დეპარტამენტების სია გამოქვეყნდება თსსუ-ის ვებ-გვერდზე.

7. სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ეპიდსიტუაციით გამოწვეული გადაადგილების დროის შეზღუდვის მოხსნამდე სასწავლო პროცესი წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში (დისტანციურად და არადისტანციურად).

8. პანდემიასთან დაკავშირებული ახალი, დამატებითი გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში, სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შეთანხმებული გადაწყვეტილების მისაღებად სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალდებულია დაუყონებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თსსუ-ის ვიცე-რექტორს აკადემიური მიმართულებით, პროფესორ ხათუნა თოდაძეს.

9. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი თსსუ-ის რექტორის 2020 წლის 04 დეკემბრის N1157926 ბრძანება.

10. ბრძანების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს ვიცე-რექტორებს ხათუნა თოდაძესა და ირაკლი კოხრეიძეს.

11. ბრძანების გაცნობა სტუდენტებისათვის დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს.

12. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს (გიორგი ჭიჭინაძე) წინამდებარე ბრძანების თსსუ-ის ვებ-გვერდზე განთავსება.

13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

14. ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს, ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რექტორის აპარატის უფროსს, ყველა ფაკულტეტის დეკანს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს (ეკა ეკალაძე), სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს (თინათინ ჩიქოვანი), ყველა სასწავლო დეპარტამენტს, ყველა სტრუქტურულ ერთეულს, თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს.
 


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია