თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ემუხლის, ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ წესდების მე-14 მუხლის საფუძველზე, თსსუ-ის რექტორის „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ 2021 წლის 12 დეკემბრის #1373703 ბრძანების გათვალისწინებით,

ვბრძანებ:

1.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში:

ა) სასწავლო პროცესი ჩატარდეს არადისტანციურ რეჟიმში „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა   და   სოციალური   დაცვის   მინისტრის   2020   წლის   29   მაისის
№01-227/ო ბრძანების შესაბამისად.

ბ) გამოცდები ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩატარდეს არადისტანციურად.

გ) ლექციები ყველა დეპარტამენტში ჩატარდეს დისტანციურად, გარდა ქვემოჩამოთვლილი დეპარტამენტებისა:

-       ნეიროქირურგიის დეპარტამენტი;
- კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტი;
- შინაგანი მედიცინის N2 დეპარტამენტი;
- ჰემატოლოგიის დეპარტამენტი;
- ფთიზიატრიის დეპარტამენტი;
- ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი;
-       ნარკოლოგიის დეპარტამენტი (ქართულენოვან და რუსულენოვან პროგრამებზე)
-       ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი;
- ბავშვთა და მოზარდთა ყბა–სახის ქირურგიისა და ქირურგიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი;
- ოდონტოლოგიის დეპარტამენტი;
- ორთოდონტიის დეპარტამენტი;
- ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი;
- სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი;
- ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი;
- ლაბორატორიული საქმის დეპარტამენტი;
- ზოგადი თერაპიის დეპარტამენტი;
- ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტი;
- ფარმაციის ფაკულტეტის ყველა დეპარტამენტი (ქართულენოვანი პროგრამის მე-3, მე-5 და მე-7 სემესტრი და ინგლისურენოვანი პროგრამის ყველა სემესტრი)

2. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სასწავლო პროცესის დაწყებისთვის უნდა იყვნენ სრულად ვაქცინირებულნი, ან ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან 7 დღის შემდეგ არ უნდა იყოს გასული 1 თვეზე მეტი, ან მათ უნდა უზრუნველყონ უარყოფითი სწრაფი ან PCR ტესტის წარდგენა კვირაში ერთხელ.

3. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ვიცე-რექტორს ხ.თოდაძეს.

4. ბრძანება დაეგზავნოს კანცლერს, ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რექტორის აპარატის უფროსს, კანცლერის მოადგილეებს, გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასებისცენტრს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანატს, ყველა სტრუქტურულ ერთეულს, აკადემიურ პერსონალსა და ყველა სტუდენტს.

5.წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია