თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის  2022 წლის 21 ივლისის  №829594 ბრძანებაში „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #124/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის #227 ბრძანებით დამტკიცებული "სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის"  საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 21 ივლისის  №829594  ბრძანებაში „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის მიზნით,
 
ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება  სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2022  წლის 21 ივლისის   „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ №829594 ბრძანებაში,   დაემატოს 11 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „11: 1. ა)მაგისტრანტთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 03 ოქტომბერი -17 ოქტომბერი 2022 წ.;

        ბ)შემოდგომის სემესტრის ხანგრძლივობა: 03 ოქტომბერი - 17 თებერვალი;

        გ) გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია: 27 თებერვალი - 13 მარტი;

        დ) გაზაფხულის სემესტრის ხანგრძლივობა: 27 თებერვალი - 28 ივლისი

        2. ა) მაგისტრანტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია: 19 სექტემბერი - 03 ოქტომბერი 2022წ.; 

         ბ) შემოდგომის სემესტრის ხანგრძლივობა: 19 სექტემბერი - 24 თებერვალი;   

         გ) გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია: 27 თებერვალი - 10 მარტი;

         დ) გაზაფხულის სემესტრის ხანგრძლივობა: 27 თებერვალი - 21 ივლისი. “

  

2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსს  ნ. ვეფხვაძეს.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება დაეგზავნოს: ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანატს, ეკონომიკურ დეპარტამენტს, ყველა სასწავლო დეპარტამენტს.

5. წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,  პროფესორი, ზურაბ ორჯონიკიძე