„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ვიზიტიორი (Visiting Professor) და მოწვეული (Invited Professor) პროფესორის სტატუსის მინიჭების წესი”; კონსოლიდირებული ვერსია

1. ვიზიტიორი პროფესორის (Visiting Professor) სტატუსი ენიჭება უცხო ქვეყნის მოქალაქე პროფესორს ან დოქტორს, რომელიც დასაქმებულია უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში, სამეცნიერო ცენტრში, ან სამკურნალო დაწესებულებაში, ან ემერიტუსს, და მოწვევის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურებით, წაიკითხავს ლექციას (ლექციებს) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური წლის განმავლობაში რეგულარულად. ვიზიტიორი პროფესორი ჩართული უნდა იყოს თსსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში. ვიზიტიორ პროფესორთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადა არ უნდა შეადგენდეს ერთ წელზე ნაკლებს. ვიზიტიორი პროფესორი, უფლებამოსილია შეიმუშაოს არჩევითი საგნის სილაბუსი. (02.10.2019
N24/1)
2. ვიზიტიორი პროფესორის (Visiting Professor) სტატუსს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს (პროფესორს ან დოქტორს), რომელიც დასაქმებულია უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში, სამეცნიერო ცენტრში ან სამკურნალო დაწესებულებაში, ან ემერიტუსს, ანიჭებს სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ღია  კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით. (02.10.2019 N24/1)
3. მოწვეულმა პროფესორმა (Invited Professor) ლექცია (ლექციები) შეიძლება წაიკითხოს საკუთარი ინიციატივით, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ასევე, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით. მოწვეული პროფესორის სტატუსის მინიჭება ხდება წინამდებარე წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად. (02.10.2019 N24/1)
4. წინამდებარე წესის პირველი და მესამე პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, უქმდება როგორც ვიზიტიორი, ასევე მოწვეული პროფესორის სტატუსი. (02.10.2019
N24/1)
5. ვიზიტიორი და მოწვეული პროფესორის სტატუსის გაუქმების შესახებ წინადადებას თსსუ-ის აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო.
(02.10.2019 N24/1)
6. წინამდებარე წესი ძალაშია მიღებისთანავე.
7. ა) წინამდებარე წესის მე-4 პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ მოწვეულ პროფესორებზეც, რომლებსაც ეს სტატუსი მიენიჭა ამ წესის ამოქმედებამდე.
ბ) წინამდებარე ცვლილებების ძალაში შესვლამდე ყველა მოწვეული (სტუმარი)
პროფესორი განიხილება, როგორს მოწვეული პროფესორის სტატუსის მქონე.
(02.10.2019 N24/1)
8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამ წესის ამოქმედებამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის სტატუსის მინიჭების
მარეგულირებელი ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. (02.10.2019 N24/1)