საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 24.04..2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.
1. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

2. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური დანართი №2-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

2​1. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018წ.

2​2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) შესაბამისად გაწეული მომსახურების საფასური დანართი №4-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.


2​3. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები დანართი №5-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დ. შაშკინი

 

                                                                                                                                                                          დანართი №1

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დებულება ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომ – დაწესებულებები) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების (შემდგომ – აკრედიტაციის სტანდარტები) დაკმაყოფილების პირობებს, აკრედიტაციის, აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის, უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების პროცედურას, უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და პროცედურას, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის და ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის წესსა და პირობებს, სააპელაციო საჩივრის განხილვის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 მარტის ბრძანება № 20/ ნ - ვებგვერდი, 10.03.2015 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

    მუხლი 2. აკრედიტაციის მიზანი და შინაარსი

1. აკრედიტაციის მიზანია დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
2. აკრედიტაციის სტანდარტებია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;
ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;
გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;
ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები
2​1. ამ დებულების მიხედვით, აკრედიტაციის თითოეული სტანდარტი მოცემულია  კომპონენტებად ჩაშლილი სახით.

3. აკრედიტაცია არის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, ხელს უწყობს დაწესებულებაში სისტემატური თვითშეფასების პროცესის დამკვიდრებას   და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას. თვითშეფასებას ახორციელებს დაწესებულება საკუთარი საქმიანობის შეფასების წესის შესაბამისად და ადგენს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 2​1. ხარვეზის გამოსწორების ვადა

1. ამ დებულებით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ხარვეზის გამოსასწორებლად ცენტრის მიერ დადგენილი ვადა შეადგენს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღეს.

2. ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.

თავი II

(ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

თავი III

(ამოღებულია)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.

თავი IV

დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

 მუხლი 13. დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები

  დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები განისაზღვრება ამ ბრძანების დანართი №3-ით.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018 წ .

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

    მუხლი 14. ( ამოღებულია)

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018 წ.

მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018 წ.

    მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018 წ.

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018 წ.

  მუხლი 17​1. აკრედიტაციის სტანდარტების შეფასების სახელმძღვანელო

აკრედიტაციის სტანდარტების შეფასების სახელმძღვანელო მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 მარტის ბრძანება № 20/ ნ - ვებგვერდი, 10.03.2015 წ.

მუხლი 17​2. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თავისებურებანი

უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან ერთად განსახორციელებელი ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის თაობაზე შემუშავებული მიდგომები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.

    მუხლი 18. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თავისებურებანი

    რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი სპეციალური მოთხოვნები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 23.02.2012 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №194/ნ - ვებგვერდი, 20.09.2012 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №248/ნ - ვებგვერდი, 18.12.2012 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 11.09.2020 წ.

    მუხლი 18​1.  (ამოღებულია - 17.12.2012, №248/ნ)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №194/ნ - ვებგვერდი, 20.09.2012 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №248/ნ - ვებგვერდი, 18.12.2012 წ.

 თავი V

აკრედიტაციის ჩატარების წესი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.

    მუხლი 19. აკრედიტაციის პროცესი

1. აკრედიტაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა;
ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის/საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის თაობაზე დაწესებულების მაძიებლად (შემდგომ – აკრედიტაციის მაძიებელი) ცნობა;
გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
დ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და სააკრედიტაციო ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;
ე) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება;
ვ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;
ზ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის აკრედიტაციის მაძიებლისთვის გაცნობა;
თ) აკრედიტაციის მაძიებლის მიერ, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა;
ი) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;
კ) აკრედიტაციის მაძიებლისთვის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის გაცნობა;
ლ) სააკრედიტაციო განაცხადის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ცენტრისთვის წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის აკრედიტაციის  საბჭოს (შემდგომ – საბჭო) წევრებისთვის გაგზავნა;
მ) აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და საგანმანათლებლო პროგრამების საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;
ნ) ცენტრის მიერ საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება.

2. საბჭოს მიერ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრში ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. აკრედიტაციის პროცესი შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომლის მართვისა და გამოყენების წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 19​1. აკრედიტაციის პროცესისთვის მოსამზადებელი შეხვედრა

1. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 1 თვით ადრე დაწესებულება უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ცენტრს აკრედიტაციის პროცესისთვის მოსამზადებელი შეხვედრის განხორციელების თხოვნით.
2. მოსამზადებელ შეხვედრას აქვს საკონსულტაციო ხასიათი და შეეხება:
ა) თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას;
ბ) სააკრედიტაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას;
გ) აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტებას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიცემა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის პროცესისთვის მოსამზადებელი შეხვედრის განხორციელებაზე უფლებამოსილი ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების განსაზღვრისა და მოსამზადებელი შეხვედრის ჩატარების შესახებ. აკრედიტაციის პროცესისთვის მოსამზადებელი შეხვედრა შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ აკრედიტაციის პროცესისათვის მოსამზადებელი შეხვედრის შემდეგ დგება წერილობითი ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია გაწეული კონსულტაციის შესახებ. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს აკრედიტაციის პროცესისათვის მოსამზადებელი შეხვედრის განხორციელებასა და შესაბამისი ოქმის მომზადებას, აგრეთვე გამოყოს უფლებამოსილი პირი, რომელიც დაწესებულების სახელით ხელს მოაწერს აკრედიტაციის პროცესისათვის მოსამზადებელი შეხვედრის ოქმს. ცენტრის მხრიდან ოქმს ხელს აწერს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის თანამშრომელი/თანამშრომლები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

    მუხლი 20.  სააკრედიტაციო განაცხადი

1. დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის/საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) საგანმანათლებლო პროგრამისათვის/საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერისთვის შედგენილი აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;
ბ) სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენის შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულება ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის  წარდგენის შემთხვევაში, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულების პროექტის ცენტრთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ერთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა დასაშვებია თუ:
ა) დაწესებულება „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ შესაბამის სწავლის სფეროში ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის დაჯგუფება ვერ ხერხდება სხვა საგანმანათლებლო პროგრამასთან/პროგრამებთან ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად;
ბ) დაწესებულება, პირველი აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში წარადგენს სააკრედიტაციო განაცხადს იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის კლასტერსაც შესაბამის წელს არ უწევს აკრედიტაცია;
გ) დაწესებულება აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში წარადგენს პირობითი აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო პროგრამას;
დ) დაწესებულება აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში წარაგენს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
3. საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში წარდგენილი ერთი სააკრედიტაციო განაცხადი ითვალისწინებს არაუმეტეს რვა საგანმანათლებლო პროგრამას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები განისაზღვრება ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად.
5. სააკრედიტაციოდ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა  სწავლის შედეგების მიხედვით გადის მხოლოდ ერთ კვალიფიკაციაზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი სააკრედიტაციო განაცხადი ითვალისწინებს:
ა) მაგისტრატურის ისეთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით გადის სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ერთი და იმავე დეტალური სფეროს ფარგლებში არსებული სწავლის სფეროების გათვალისწინებით, ერთზე მეტ, მაგრამ არაუმეტეს სამ კვალიფიკაციაზე, გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა;
ბ) მასწავლებლის მომზადების ისეთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით ითვალისწინებს მასწავლებლის მომზადების დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში საგნების სწავლების მეთოდიკის მოდულების სწავლებას.
6. დაწესებულებამ საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციისას, საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლით დადგენილი ვადები იმგვარად, რომ საბჭოს მიერ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული 180 კალენდარული დღე დაეთმოს ამ დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აკრედიტაციის პროცესის ეტაპების განხორციელებას. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას.
7. დაწესებულება უფლებამოსილია მიმართოს ცენტრს, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის/ექსპერტების შეყვანის თხოვნით, რის შესახებაც დაწესებულება მიუთითებს აკრედიტაციის  თვითშეფასების ანგარიშში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი საერთაშორისო ექსპერტი განისაზღვრება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარედ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია სააკრედიტაციო განაცხადს დამატებით დაურთოს ან განაცხადის წარდგენის შემდგომ, ცენტრთან წერილობით შეთანხმებულ ვადაში, წარადგინოს ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული იმ დოკუმენტების ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელთა ინგლისურ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის დამტკიცებულ ფორმაში.
9. დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ცენტრში წარუდგენლობის შემთხვევაში, ცენტრი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს ქმნის მასში საერთაშორისო ექსპერტის შეყვანის გარეშე.
10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის თარგმანის სისწორესა და ავთენტურობაზე პასუხისმგებელია დაწესებულება. თუ აკრედიტაციის პროცესში გამოიკვეთა თარგმანთან დაკავშირებული ხარვეზი, რომელიც გავლენას ახდენს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაზე, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. სხვა შემთხვევაში, დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავებისას, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.
11. იმ შემთხვევაში, როდესაც სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/საგანმანათლებლო პროგრამები (გარდა მასწავლებლის მომზადების ან ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა) ან/და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა (როგორც ცალკე მდგომი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში შემავალი) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც განისაზღვრება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარედ. ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილია ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განხორციელებაც იგეგმება უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან ერთობლივი თანამშრომლობით, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის/შედიან განმახორციელებელი ქვეყნის/ქვეყნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი/ექსპერტები.
12. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის/ექსპერტების მონაწილეობის შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისას ან ცენტრთან წერილობით შეთანხმებულ ვადაში, ინგლისურ ენაზე თავად წარადგინოს ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიშის და მასზე დასართავი იმ დოკუმენტაციის თარგმანი, რომელთა ინგლისურ ენაზე თარგმნის არსებობის მოთხოვნაც მითითებულია აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის დამტკიცებულ ფორმაში.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დოკუმენტაციის თარგმანის სისწორესა და ავთენტურობაზე პასუხისმგებელია დაწესებულება. თუ აკრედიტაციის პროცესში გამოიკვეთა თარგმანთან დაკავშირებული ხარვეზი, რომელიც გავლენას ახდენს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაზე, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. სხვა შემთხვევაში, დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავებისას, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.
14. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის/ექსპერტების მონაწილეობის შემთხვევაში, დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, ცენტრი ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული თანხის გადახდის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული იმ დოკუმენტების ინგლისურენოვან თარგმანს, რომელთა ინგლისურ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის დამტკიცებულ ფორმაში.
15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით, ცენტრი თარგმანს უგზავნის დაწესებულებას. დაწესებულება უფლებამოსილია აცნობოს ცენტრს თარგმანთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები, ამ დოკუმენტაციის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დაწესებულებას არ გააჩნია შენიშვნა თარგმანთან დაკავშირებით.
16. საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება წელიწადში ორჯერ - პირველი იანვრიდან პირველი მაისის ჩათვლით და პირველი სექტემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით. (ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან) ]
17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი სააკრედიტაციო განაცხადის ცენტრში წარდგენის ვადები არ ვრცელდება:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის/საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების პირველი აკრედიტაციის მიზნით ცენტრში წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადზე;
ბ) პირობით აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადებზე. (ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან) ]
18. ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 11.09.2020 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 21.  თვითშეფასება
1. თვითშეფასების მიზანია აკრედიტაციის მისაღებად საგანმანათლებლო პროგრამის/ საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის მზაობის შეფასება.
2. თვითშეფასება ხდება აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად.
3. თვითშეფასების შედეგები აისახება აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშში.
4. საგანმანათლებლო პროგრამის და საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის ფორმები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

    მუხლი 22.  აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა
1. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნით სააკრედიატციო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში - 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს სააკრედიტაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.
2. თუ დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
4. ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ გამოიცემა განაცხადის წარმოდგენიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში.
4​1. დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები თვითშეფასების ანგარიშში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამასთან, თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ანგარიშსა და თანდართულ დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაციის ცვლილება.
4​2. ამ მუხლის 4​1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ თვითშეფასების ანგარიშსა და თანდართულ დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილება მხედველობაში არ მიიღება.
5. თუ აკრედიტაციის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის აკრედიტაციის საფასურს და ამავე ვადაში ცენტრში არ წარმოადგენს აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 11.09.2020 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

    მუხლი 23.  აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსი
 1. აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით, კონკრეტული მოცულობის საექსპერტო სამუშაოს შესასრულებლად.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018 წ.

     მუხლი 24.   აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა
1.  აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრში ოფიციალურად წარდგენიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
2.  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი და სტუდენტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საერთაშორისო ექსპერტები (საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობა სავალდებულოა ამ დებულების მე-20 მუხლის 5​​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), დამსაქმებლები, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.
[2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი, საერთაშორისო ექსპერტი (გარდა ამ დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ინდივიდუალური ფორმით წარმოდგენილი  - ქართულ ენაში მომზადების, მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამებისა) სტუდენტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დამსაქმებლები, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები. (ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან) ]
2​1. (ამოღებულია - 07.07.2022, №83/ნ).
22. იმ შემთხვევაში, როდესაც სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილია ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განხორციელებაც იგეგმება უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან ერთობლივი თანამშრომლობით, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის/შედიან განმახორციელებელი ქვეყნის/ქვეყნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი/ექსპერტები.
3. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუკი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში გათვალისწინებულია საერთაშორისო ექსპერტი, იგი განისაზღვრება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარედ.
4. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.
5. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
6. დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.
7. ამ დებულების მიზნებისათვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
8. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.
9. აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.
10. ვიზიტის ხანგრძლივობა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.
11.  აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლენს ცენტრის თანამშრომელს.
12. საერთაშორისო ექსპერტის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ექსპერტთა ანაზღაურების წესის შესაბამისად, ცენტრსა და საერთაშორისო ექსპერტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით და დაემატება აკრედიტაციის საფასურს.
13. ცენტრი დაწესებულებას უგზავნის საერთაშორისო ექსპერტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილ ინვოისს. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ინვოისის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის საერთაშორისო ექსპერტის შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხას და ამავე ვადაში არ წარმოადგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

    მუხლი 25.   აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შეფასება
1. ცენტრი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას ამ დებულების 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
3. სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ანგარიშსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და წინასწარ ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას. 
4. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი სააკრედიტაციო ვიზიტამდე გამართული მოსამზადებელი შეხვედრის ფარგლებში დასკვნის შესადგენად ადგენს ვიზიტის ფარგლებში დამატებით შესასწავლ საკითხებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

    მუხლი 26.  სააკრედიტაციო ვიზიტი
 1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.
3. აკრედიტაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიურება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.
4. (ამოღებულია - 10.09.2020, №96/ნ);
5. დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიურება.
5​1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს აკრედიტაციის ვიზიტის განმავლობაში საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას. ცენტრმა თარჯიმნის შერჩევისას უნდა უზრუნველყოს აკრედიტაციის მაძიებელთან ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება.
6. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას წარუდგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებს.
7.  აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 11.09.2020 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

26​1. ოთხდონიანი შეფასების სკალის განმარტება
1. საგანმანათლებლო პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
2. საგანმანათლებლო პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ საგანმანათლებლო პროგრამა მეტწილად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი შედეგების დემონსტრირება. თუმცა, დაწესებულებას აქვს სუსტი მხარეები, რომელთა მოკლევადიან პერიოდში (არაუმეტეს 1 წელი) დასაძლევად მას აქვს მზაობა და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.
3. საგანმანათლებლო პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ საგანმანათლებლო პროგრამა საბაზო დონეზე უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მას აქვს ისეთი სუსტი მხარეები, რომელთა დასაძლევადაც საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება. თუმცა, დაწესებულებას აქვს მზაობა და საშუალოვადიან პერიოდში (1 წელზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 2 წელი) სუსტი მხარეების დასაძლევად შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.
4. საგანმანათლებლო პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ვერ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დონეზე სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

მუხლი 27.  აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება
1. აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
2. საგანმანათლებლო პროგრამა „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო დანარჩენ კომპონენტებთან მიმართებით – როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.
3. საგანმანათლებლო პროგრამა „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
4. საგანმანათლებლო პროგრამა „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“;
5. საგანმანათლებლო პროგრამა „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ამ სტანდარტის ერთ-ერთ კომპონენტთან მიმართებით მაინც შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

მუხლი 271. დასკვნის მომზადება
1. თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
2. დასკვნის პროექტი აღწერს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას აკრედიტაციის სტანდარტებთან.
3. ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 და ამ მუხლის მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.
4. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
5.  აკრედიტაციის მაძიებელი საგანმანათლებლო პროგრამაზე დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის შემთხვევაში - 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
6​1. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა  მოიცავს ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.
7. ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტისა და დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისათვის საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას. აღნიშნული დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.
8. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
9. საგანმანათლებლო პროგრამის და საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმები და მათთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ. 

მუხლი 27​2. ზეპირი მოსმენა
 1. საბჭო აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.
3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
4. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ მოწვეული წევრების ¾-ისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.
6. საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.
8. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში შესაბამისი დარგის სხვა ექსპერტის, პროფესიული ორგანიზაციის წევრის, სფეროს სპეციალისტისა და სხვა პირთა მოწვევა.
9. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
10. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.
11. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება აკრედიტაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა სააკრედიტაციო ვიზიტის შემდეგ.
12. საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
13. საბჭოს წევრების მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია ასევე განხორციელდეს დისტანციურად ან ნახევრად დისტანციურად კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

 მუხლი 27​3. საბჭოს შემადგენლობა
 1. საბჭოს მუდმივი წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი  წლით, ხოლო საბჭოს მოწვეული წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრების საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
1​1. საბჭო შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების მიერ წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომ - დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა). საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.
12.  საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას მხედველობაში მიიღება საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნები და კრიტერიუმები.
2. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული არაუმეტეს 2 პირი, რომელთა საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მოწვეულ პირებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (ჰონორარი მიეცემათ) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან.
3. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ან:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საბჭოს საქმიანობას;
ე) ამ დებულების 27​4მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;
ვ) ცენტრის შუამდგომლობის გათვალისწინებით/საკუთარი ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

 მუხლი 274. საბჭოს საქმიანობის წესი და პრინციპები

 1. საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.
2. საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.
3. საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
4. საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, დაწესებულების წარმომადგენლის, საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.
5.  საბჭოს წევრი ვალდებულია, საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.
5​1. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას,  საბჭოს წევრი არ მონაწილეობს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში.
52. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის – დაწესებულების პოზიცია.
6. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აკრედიტაციის საბჭოს სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ანგარიშსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;
ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას;
გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას.
8. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და მისი შესწავლის მიზნით საბჭო უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 27​5. აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

1. საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აკრედიტაციის შესახებ;
ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;
გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით. ამასთან, საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით, საიდანაც მოწვეულ წევრთა ხმები უნდა შეადგენდეს დამსწრე მოწვეულ წევრთა არანაკლებ 3/4-ს.
21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, საბჭოს სხდომის ოქმით უზრუნველყოფილია კენჭისყრის შედეგების საჯაროობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია აკრედიტაციის მაძიებელს მისცეს რეკომენდაციები.
3​1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებასთან ერთად საბჭოს მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის თაობაზე მონიტორინგის ვიზიტის განხორციელებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე ცენტრის მიერ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ვადაში საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ცენტრის წარდგინებით საბჭო განიხილავს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის გაუქმების საკითხს.
3​2.  თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი დაწესებულების შუამდგომლობისა და სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, აკრედიტაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში დაასრულებინოს და აკრედიტაციის გაუქმების შესახებ ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.
3​3. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით, საბჭოს მუდმივი და მოწვეული წევრების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, საბჭო დაწესებულებისთვის დადგენილ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, განსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას აკრედიტაციის ვადის განმავლობაში.
4. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.
5. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნების დღეს.
7​1. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის უწყვეტობის მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება აკრედიტაციის ვადის დასაწყისი (გადაწყვეტილების ამოქმედების თარიღი), რომელიც, დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, შესაძლებელია განისაზღვროს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან დარჩენილ მიმდინარე აკრედიტაციის ვადის დასრულების მომდევნო დღიდან ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან დარჩენილ მიმდინარე აკრედიტაციის დასრულებამდე არსებული კონრეტული თარიღიდან.
7​2. იმ შემთხვევაში, თუკი, დაწესებულებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ამ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, შესაძლებელია აკრედიტაციის ვადის დასაწყისი (გადაწყვეტილების ამოქმედების თარიღი) დადგინდეს ამ მუხლის 7​​1 პუნქტისგან განსხვავებული წესით.
8. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 11.09.2020 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 276. გადაწყვეტილება აკრედიტაციის ან პირობითი აკრედიტაციის შესახებ
1. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში, თუ საბჭოს მიერ საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას:
ა) ყველა სტანდარტთან მიმართებით შეფასდა, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შესახებ;
ბ) ერთ სტანდარტთან მიმართებით მაინც შეფასდა, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან” და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შესახებ და დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარსადგენად, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;
ბ​1) ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ან ,,დ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებულ სტანდარტთან მიმართებით შეფასდა, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან” და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ან „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“ და სტანდარტის მეტწილი შესაბამისობა განპირობებულია ამავე სტანდარტის არაუმეტეს ერთი კომპონენტის შეფასებით, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შესახებ და მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით ამ დებულებით დადგენილი წესით დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ (არაუმეტეს 2 წლის ვადაში), რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;
გ) ერთ სტანდარტთან მიმართებით მაინც შეფასდა, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირობითი აკრედიტაციის შესახებ;
დ) ერთ სტანდარტთან მიმართებით მაინც შეფასდა, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ.
1​1. პირობითი აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო პროგრამის მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში, თუ საბჭოს მიერ საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის ერთ სტანდარტთან მიმართებით მაინც შეფასდა, როგორც ,,ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
2. საბჭოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიშის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ დებულების 26​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადას. ანგარიშის წარდგენის ვადის ათვლა იწყება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან და ანგარიშის წარდგენის საბოლოო თარიღი მიეთითება ამავე გადაწყვეტილებაში.
2​1. საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
22. დაწესებულების მიერ წარმოდგენილ ამ მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმასთან შესაბამის ანგარიშს უნდა ერთოდეს ანგარიშის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2​3. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამისობას ამ მუხლის 2​1 და 2​2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
24. თუ დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ მუხლის 21 პუნქტის შესაბამის ანგარიშს ან მასზე დასართავ დოკუმენტს, ცენტრი დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
2​5. ამ მუხლის 2​1 პუნქტით დადგენილი წესით დაწესებულების მიერ წარდგენილ ანგარიშს შეისწავლის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი შესაბამისი დარგის ექსპერტი.
2​6. ამ მუხლის 2​5 პუნქტით გათვალისწინებული ექსპერტის მოთხოვნის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
27. ანგარიშის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის 2​6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ექსპერტი ადგენს დასკვნას.
2​8. საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
29. ცენტრი ადგენს ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნის ფორმალურ შესაბამისობას ამ მუხლის 2​8 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმასთან. საჭიროების შემთხვევაში, ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ექსპერტს უკან უბრუნდება დასკვნა.
2​10. ამ მუხლის 2​​7-2​​9 პუნქტების გათვალისწინებით, ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა წარედგინება საბჭოს და, ასევე, გასაცნობად შესაბამის დაწესებულებას.
2​11. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი ანგარიში და ექსპერტის დასკვნა განიხილება შესაბამის საბჭოს სხდომაზე. საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს ანგარიში ცნობად ან მიმართოს ცენტრს აკრედიტაციის პირობების შესრულების შესამოწმებლად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.
2​12. ამ მუხლის 2​11 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების მიერ ანგარიშის წარმოდგენიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.
3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადაა 7 წელი. საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ცენტრში სააკრედიტაციოდ წარდგენილია იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს არ უწევთ განმეორებითი აკრედიტაცია, სააკრედიტაციოდ წარდგენილ საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე.
4. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 4 წელი. საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ცენტრში სააკრედიტაციოდ წარდგენილია იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს არ უწევთ განმეორებითი აკრედიტაცია, სააკრედიტაციოდ წარდგენილ საგანმანათლებლო პროგრამას პირობითი აკრედიტაცია ენიჭება აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლის ვადისა. პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 277. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია

1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და განხორციელების ფორმები. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტი უნდა შეთანხმდეს ცენტრთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით ხელშეკრულების პროექტი წარმოდგენილი უნდა იქნეს სააკრედიტაციო განაცხადის წარმოდგენამდე და უნდა ერთოდეს ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების შემთხვევაში, დაწესებულებამ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის სააკრედიტაციო განაცხადთან და ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, აგრეთვე, უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად ცენტრთან ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების დოკუმენტი და შეთანხმებული პროექტის გათვალისწინებით გაფორმებული ხელშეკრულება.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.

მუხლი 278. აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები

1. დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) დაწესებულებას ეზღუდება იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/ აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება, რომელზეც უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, გაუუქმდა აკრედიტაცია ან აკრედიტაციის ვადა ამოეწურა;
ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლებამოსილია ამ დებულების 27​5 მუხლის 3​2 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ  საგანმანათლებლო პროგრამაზე;
გ) სტუდენტს, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამ დებულების 27​​5 მუხლის 3​​2 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;
დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;
ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
2. საგანმანათლებლო პროგრამისთვის ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში, დაწესებულების დასაბუთებული შუამდგომლობის, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სტუდენტს უფლება აქვს მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში სტუდენტს უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 11.09.2020 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 279. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა

1. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში, ან სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.
2. დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული სტუდენტენთა ადგილების ზღვრული რაოდენობა უნდა ეფუძნებოდეს დაწესებულების და საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტენთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნებს, საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკას, ადამიანურ რესურსებს, დაწესებულების, პრაქტიკის ობიექტების, ლაბორატორიული და კლინიკური ბაზების რესურსებს.
3. საბჭო ამ დებულებით დადგენილი წესით განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, საიდანაც მოწვეულ წევრთა ხმები უნდა შეადგენდეს დამსწრე მოწვეულ წევრთა არანაკლებ 3/4-ს.
4. საბჭო უფლებამოსილია დაეთანხმოს დაწესებულების მოთხოვნას ან შეამციროს მის მიერ მოთხოვნილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 2710. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა

1. დაწესებულება, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მისთვის დადგენილ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, უფლებამოსილია ცენტრს წარუდგინოს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადი.
2. ცენტრისათვის წარსადგენი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
4. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/ სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი და სტუდენტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დამსაქმებლები, ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები.
5.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, დაწესებულების და საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტენთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის, შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნების, საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის, ადამიანური რესურსების, დაწესებულების, პრაქტიკის ობიექტების, ლაბორატორიული და კლინიკური ბაზების რესურსების გათვალისწინებით, ვიზიტის შედეგად დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
6. ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 და ამ მუხლის მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
7. დაწესებულება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.
8.  ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა  მოიცავს ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.
10. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას და საბჭოს.
11. სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების 27​9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
12. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის ან სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
13. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გადაჭარბება არის ამ პროგრამისთვის აკრედიტაციის გაუქმების საფუძველი, გარდა სტუდენტის სტატუსის აღდგენისას სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გადაჭარბების შემთხვევისა.
14. ცენტრის ინიციატივით, ამ დებულების 31-ე მუხლის შესაბამისად აკრედიტაციის პირობების შემოწმების საფუძველზე, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შესაძლებელია შემცირდეს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა.
15. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 28. უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარება
1. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ცენტრი აღიარებს აკრედიტაციას, რომელიც მინიჭებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს აწვდის წინასწარ ინფორმაციას შერჩეული ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ (მათ შორის, პროგრამის სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების, პროგრამის შემადგენელი კომპონენტების, კრედიტების რაოდენობის, კრედიტების განაწილების მითითებით).
2​1. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, ცენტრი აღიარებს აკრედიტაციას, რომელიც მინიჭებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოპოვებული აქვს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება. დაწესებულება ცენტრს აწვდის წინასწარ ინფორმაციას შერჩეული ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ.
3. ამ მუხლის მე-2 და 2​1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარება ხორციელდება დაწესებულების მიერ ცენტრში შესაბამისი განცხადების, უცხოური ორგანიზაციის მიერ შექმნილი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და უცხოური ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ცენტრი უფლებამოსილია აღიაროს ასევე აკრედიტაცია, რომელიც მინიჭებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების მიზნით, დაწესებულება ამ ორგანიზაციისათვის სააკრედიტაციო განაცხადით მიმართვას ახდენს ცენტრისაგან წინასწარი თანხმობის გაცემის საფუძველზე. ცენტრის წინასწარი თანხმობა გაიცემა, თუ ორგანიზაციის მიერ გამოყენებული გარე შეფასების მექანიზმი, ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თავსებადია ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი გასცემს უარს დაწესებულების მიერ მითითებული ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარებაზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყების საფუძველია დაწესებულების მიერ ცენტრში წერილობითი განცხადებისა და ამ განცხადების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამ პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი განაცხადი ცენტრს წარედგინება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციისთვის მიმართვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. წარდგენილი განცხადება უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის, სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების, პროგრამის შემადგენელი კომპონენტების, კრედიტების რაოდენობის, კრედიტების განაწილების მითითებით), ასევე, ინფორმაციას აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსისა და უფლებამოსილების, აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარება ხორციელდება დაწესებულების მიერ ცენტრში შესაბამისი განცხადების, უცხოური ორგანიზაციის მიერ შექმნილი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და უცხოური ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე.
8. გარდა ამ მუხლის მე-2, 2​1 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ცენტრი უფლებამოსილია აღიაროს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია, თუ ამ ორგანიზაციის მიერ გამოყენებული გარე შეფასების მექანიზმი, ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თავსებადია ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან, და ამგვარი აღიარების შესახებ დათქმა გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით. საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებამდე ცენტრი, ამ ხელშეკრულების პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს უცხოური ორგანიზაციის გარე შეფასების მექანიზმების თავსებადობის დადგენას ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარება ხორციელდება დაწესებულების მიერ ცენტრში შესაბამისი განცხადების, უცხოური ორგანიზაციის მიერ შექმნილი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და უცხოური ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე. წარდგენილი განცხადება უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის, სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების, პროგრამის ხანგრძლივობის, პროგრამის შემადგენელი კომპონენტების, კრედიტების რაოდენობის, კრედიტების განაწილებისა და მისანიჭებელი კვალიფიკაციის მითითებით).
10.  ცენტრის მიერ გადაწყვეტილება აკრედიტაციის აღიარების შესახებ მიიღება ამ მუხლის მე-3, მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, ცენტრი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ვადის 60 კალენდარულ დღემდე გაზრდის თაობაზე.
11. დაწესებულება ვალდებულია აცნობის ცენტრს ამ მუხლით გათვალისწინებული უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
12. ცენტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2, 2​1, მე-4 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ უცხოურ ორგანიზაციასთან წინასწარი შეთანხმებით განახორციელოს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის პირობების შემოწმება არაგეგმიური მონიტორინგის გზით ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ეგზავნება შესაბამის უცხოურ ორგანიზაციას და დაწესებულებას.
13. დაწესებულება ვალდებულია ცენტრს აცნობოს უცხოური ორგანიზაციის მიერ აკრედიტაციის პირობების შემოწმების შედეგების  შესახებ ინფორმაცია.
14. ამ მუხლით გათვალისწინებული უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების შესახებ განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.


   თავი V​1.

სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 16.09.2016წ.

მუხლი 28​1. სააპელაციო საბჭოს შემადგენლობა

1. ამ დებულების 27​​5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში დაწესებულებამ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში. დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ სააპელაციო საჩივარს უნდა ერთოდეს საჩივრის განხილვის დასაშვებობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სააპელაციო საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან საბჭოს წევრი.
3. სააპელაციო საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. სააპელაციო საბჭოს საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სააპელაციო საბჭო ფუნქციურად დამოუკიდებელია დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისგან.
5. სააპელაციო საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;
დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს სააპელაციო საბჭოს საქმიანობას;
ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია სააპელაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან;
ვ) დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სისტემატურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას;
ზ) ცენტრის შუამდგომლობის გათვალისწინებით/საკუთარი ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
6. სააპელაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 16.09.2016 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 28​2 სააპელაციო საბჭოს საქმიანობის წესი

1. სააპელაციო საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.
2. სააპელაციო საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.
3. სააპელაციო საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
4. სააპელაციო საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს სხვა წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.
5. სააპელაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
5​1. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას,  სააპელაციო საბჭოს წევრი არ მონაწილეობს სააპელაციო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში.
5​2. ამ მუხლის 5​1 პუნქტით გათვალისწინებული სააპელაციო საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, სააპელაციო საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის – დაწესებულების პოზიცია.
6. სააპელაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააპელაციო საბჭოს სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. სამდივნო სააპელაციო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) სააპელაციო საჩივარსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;
ბ) სააკრედიტაციო დოკუმენტაციას;
გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და მასზე აკრედიტაციის მაძიებლის მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ)გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
8. (ამოღებულია - 31.01.2018, №09/ნ).
9. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, სააპელაციო საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. სააპელაციო საბჭოს წევრი უფლებამოსილია,  განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს სხვა დოკუმენტაციის მიწოდებაც.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 16.09.2016 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 28​3. სააპელაციო საჩივარი

1. სააპელაციო საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) მიმართვა სააპელაციო საბჭოსადმი;
ბ) სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა/დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;
გ) იმ საბჭოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება;
დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასახელება;
ე) მოთხოვნა;
ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული დოკუმენტაციის ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.
2. სააპელაციო საბჭო არ განიხილავს სააპელაციო საჩივარს, თუ:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლოს წარმოებაშია;
ბ) სააპელაციო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ამ დებულების 281 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა;
დ) მოთხოვნილი საკითხის განხილვა სცდება სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებს.
3. სააპელაციო საბჭო სააპელაციო საჩივრის მიღების ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით.
4. (ამოღებულია - 31.01.2018, №09/ნ).
5. სააპელაციო საბჭოს მიერ სააპელაციო საჩივრის მიღების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარადგინოს სააპელაციო საჩივრის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის განხილვის  საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ცენტრის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 16.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 284. სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა

სააპელაციო საბჭო სააპელაციო საჩივარს იხილავს და შესაბამის გადაწვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 16.09.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.

მუხლი 28​5. ზეპირი მოსმენა

1. სააპელაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის, სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესახებ აკრედიტაციის მაძიებლის მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საბჭოს გადაწყვეტილების შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. სააპელაციო საბჭოს სხდომას იწვევს სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე.
3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
4. სხდომას უძღვება სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს სააპელაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სააპელაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ამ რაოდენობაში არ ჩაითვლება სააპელაციო საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.
6. სააპელაციო საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ექსპერტები, ასევე – ცენტრის წარმომადგენლები, უფლებამოსილი არიან, დაესწრონ ზეპირ მოსმენას, ხოლო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში.
8. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაზე სხვა პირის მოწვევა.
9. სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს სააპელაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული პირი.
10. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
11. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს სააპელაციო საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს ის მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, რომელსაც დაეფუძნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. ზეპირ მოსმენაზე სააპელაციო საბჭო მსჯელობს მხოლოდ იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც შემუშავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე.
13. სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარისა და სააპელაციო საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე და სააპელაციო საბჭოს მდივანი.
14. სააპელაციო საბჭოს წევრების ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია ასევე განხორციელდეს დისტანციურად ან ნახევრად დისტანციურად კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 16.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 286. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს მონაწილეობა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ წარმოებაში
1. სააპელაციო საბჭოს მიერ სააპელაციო საჩივრის მიღების შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ საბჭოს, სამდივნოს მეშვეობით, ეგზავნება სააპელაციო საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტების ასლები.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები საბჭო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის ასლის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს სააპელაციო საბჭოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება სააპელაციო საჩივრის შესახებ.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები საბჭო სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები საბჭო ადმინისტრაციულ წარმოებაში, მათ შორის, ზეპირ მოსმენაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს ამ საბჭოს თავმჯდომარით ან მისი თანხმობით, საბჭოს სხვა წევრით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 16.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 28​7. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებები

1. სააპელაციო საბჭო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
2. სააპელაციო საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;
ბ) საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.
2​1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო საბჭო იღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმით უზრუნველყოფილია კენჭისყრის შედეგების საჯაროობა.
3. სააპელაციო საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.
4. სააპელაციო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
6. საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 16.09.2016 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 288. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები

1. საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში.
2. საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საბჭო განიხილავს საკითხს ამ დებულების 27​​2 და 27​​5 მუხლებით დადგენილი წესით და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
3. საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბჭო სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებისა და სხდომის ოქმის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში გადაწყვეტილებას იღებს ამ დებულების 272 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, საბჭოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
4. აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ამ თავით განსაზღვრული წესით გასაჩივრება დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ერთხელ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 16.09.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 11.09.2020 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

 

თავი VI

აკრედიტაციის პირობების შემოწმება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.

   მუხლი 29.  აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

1. აკრედიტაციის პირობების შემოწმების მიზნით, დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას, ვალდებულია ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საგანმანათლებლო პროგრამის/საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის თვითშეფასების ანგარიში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში და მასზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.
3. თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენა არ არის სავალდებულო შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამისთვის:
ა) რომელსაც  მიენიჭა პირობითი აკრედიტაცია;
ბ) რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია ან პირობითი აკრედიტაცია არაუმეტეს 4 წლის ვადით;
გ) რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია და რომელზეც საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე ამ დებულების 27​6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ​1“ ქვეპუნქტის ან 31-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა აკრედიტაციის პირობების შემოწმება;
დ) რომელსაც აკრედიტაცია მინიჭებული აქვს ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ორგანიზაციის მიერ  და ცენტრმა მოახდინა ამ პროგრამაზე მინიჭებული აკრედიტაციის აღიარება;
ე) რომელსაც აკრედიტაცია მიენიჭა „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის №09/ნ ბრძანებით გათვალისწინებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების“ ძალაში შესვლამდე მოქმედი დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების საფუძველზე;
ვ) რომელზეც ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის პერიოდში, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება სააკრედიტაციო განაცხადთან დაკავშირებით.
4. საგანმანათლებლო პროგრამის და საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის თვითშეფასების ანგარიშის ფორმებს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტით.
5. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საგანმანათლებლო პროგრამის თაობაზე დაწესებულების მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების ანგარიშის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
5​1. ცენტრი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის თაობაზე დაწესებულების მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების ანგარიშის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
6. თვითშეფასების ანგარიშის შესწავლის მიზნით, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და თვითშეფასების ანგარიშის შეფასების თაობაზე.
7. თვითშეფასების ანგარიშის შესწავლის მიზნით შექმნილ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალის წევრები, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს სტუდენტი, დამსაქმებელი, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.
8. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე, ცენტრი უფლებამოსილია დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
9. თვითშეფასების ანგარიშის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი ადგენს დასკვნის პროექტს.
10. ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 და ამ მუხლის მე-18 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.
11. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
12. დაწესებულება დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის შემთხვევაში - 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.
15. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი დაწესებულებას უგზავნის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. „
16. ამ მუხლით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშის შეფასების შედეგები ცენტრის მიერ გამოიყენება დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის/საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის ფარგლებში სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განვითარებისა და დაწესებულებების საჭიროებებზე დაფუძნებული განმავითარებელი და მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით.
17. ამ მუხლით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა შესაძლებელია საფუძვლად დაედოს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დებულების 31-ე მუხლის შესაბამისად აკრედიტაციის პირობების შემოწმებას.
18. საგანმანათლებლო პროგრამის და საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმები და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

    მუხლი 30. დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში განხორციელებული ცვლილებები

1. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის დასახელების, საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობ(ებ)ის, სწავლის შედეგ(ებ)ის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურის (ძირითადი სწავლის სფეროს კომპონენტების და მისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობის არანაკლებ 30%-ით ცვლილება - დამატება ან/და ამოღება, რაც არ ცვლის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგებს ან/და კონცენტრაციის დამატება ან/და ამოღება) ცვლილების შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და წარუდგინოს შეცვლილი საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ცვლილებების განხორციელების მიზეზი და მის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტი.
2.  საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლების ენის ან/და მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელების ცვლილება, აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება ან საგანმანათლებლო პროგრამის გაყოფა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ასევე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ადგილების - მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ცვლილება დაუშვებელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები განიხილება ახალ პროგრამად/პროგრამებად, რომლის განხორციელების უფლებაც დაწესებულებამ უნდა მოიპოვოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2​1. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის  განხორციელების თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესული ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი რომელიმე დაწესებულების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას/შეჩერებას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განიხილება ახალ პროგრამად, რომლის განხორციელების უფლებაც დაწესებულებამ უნდა მოიპოვოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამაში მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელების ცვლილება ან/და აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაყოფა დასაშვებია, თუ აღნიშნული უკავშირდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანას ან არსებულ დარგობრივ მახასიათებელში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოყვანას. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები არ განიხილება ახალ პროგრამად/პროგრამებად და აკრედიტებულ რეჟიმში აგრძელებენ მოქმედებას ამ პუნქტით გათვალისწინებული მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელების ცვლილებამდე ან/და აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამის გაყოფამდე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული აკრედიტაციის დარჩენილი ვადით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანა გამოიწვევს საგანმანათლებლო პროგრამის ორ ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამად გაყოფას, დაწესებულება ვალდებულია იმავე კალენდარული წლის განმავლობაში გაყოფილი საგანმანათლებლო პროგრამები, მიუხედავად მათი დეტალური სფეროს კოდებისა, მოიყვანოს შესაბამისობაში ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან.

5.  ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების, ასევე ამავე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს აკრედიტაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 11.09.2020 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

    მუხლი 31.  აკრედიტაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით

1. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება გეგმიური და/ან არაგეგმიური მონიტორინგის გზით.
2. გეგმიური მონიტორინგი ხორციელდება საბჭოს შუამდგომლობით და/ან ცენტრის ინიციატივით.
3. გეგმიური მონიტორინგის გეგმის შედგენის მეთოდოლოგია, საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევის კრიტერიუმები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. საგანმანათლებლო პროგრამების გეგმიური მონიტორინგის წლიური გეგმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის დაწესებულებას.
5. არაგეგმიური მონიტორინგი ხორციელდება საბჭოს შუამდგომლობით, ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით  წარდგენილი საჩივრის საფუძველზე  და/ან ცენტრის ინიციატივით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული საჩივარი შესაძლოა ცენტრში წარმოდგენილი იქნეს იმ დაინტერესებული პირის (კანონიერი წარმომადგენელი, სტუდენტი, აკადემიური, მოწვეული, სამეცნიერო ან ადმინისტრაციული პერსონალი და სხვა) მიერ, რომელიც მიიჩნევს, რომ ირღვევა ამ დებულებით განსაზღვრული სტანდარტები. ამასთან, საჩივრის ფორმა, საჩივრის შედგენისა და განხილვის მეთოდოლოგია მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. საგანმანათლებლო პროგრამის ან საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, გეგმიური ან/და არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელებისას ცენტრი უფლებამოსილია დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში გეგმიური და/ან არაგეგმიური მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.
8. ცენტრის მიერ დაწესებულებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში გეგმიური ან/და არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელების შესახებ ვიზიტით ან/და დოკუმენტაციის შესწავლით, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრის შუამდგომლობის საფუძველზე საბჭო წყვეტს მონიტორინგის თაობაზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.
9. გეგმიური და/ან არაგეგმიური მონიტორინგის გზით აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი. ასევე, მონიტორინგის ფარგლებისა და შინაარსის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს – სტუდენტი, დამსაქმებელი, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენელი და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.
10. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.
11. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში გეგმიური მონიტორინგის განხორციელების შესახებ ვიზიტით ან/და დოკუმენტაციის შესწავლით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაწესებულებას წარედგინება  ვიზიტის/შეფასების პროცესის დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე.
12. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელების შესახებ ვიზიტით ან/და დოკუმენტაციის შესწავლით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის/შეფასების პროცესის დაწყებისას, ან ვიზიტის/შეფასების პროცესის დაწყებამდე არანაკლებ  5 კალენდარული დღით ადრე.
13. აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების თვითაცილების ან/და აცილების საკითხები რეგულირდება ამ დებულების 24-ე მუხლის მე-4-მე-9 პუნქტების შესაბამისად. დაწესებულების მიერ აცილების გამოყენების უფლება არ აბრკოლებს ვიზიტის განხორციელებას.
14. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაში დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
15. ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 და 27​​1 მუხლის მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.
16. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
17. დაწესებულება დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის შემთხვევაში - 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.
18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში,  ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა  მოიცავს ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.
20. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
21.  აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ საბჭოს მიერ საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას ერთ სტანდარტთან მიმართებით მაინც შეფასდა, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
22. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით, დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
23. იმ შემთხვევაში თუკი ამ მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ დაწესებულების მიერ არცერთი რეკომენდაცია არ არის შესრულებული, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
24. იმ შემთხვევაში,  თუკი ამ მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ რეკომენდაციების ნაწილი დაწესებულების მიერ შესრულებულია და ამასთან არცერთი სტანდარტი არ ფასდება როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას დარჩენილი რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარმოსადგენად ან მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით მონიტორინგის განხორციელების თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის წარმოდგენისა და განხილვის წესი განისაზღვრება ამ დებულების 27​6 მუხლის მე-2-2​12 პუნქტების შესაბამისად.
25. იმ შემთხვევაში თუ, აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ დაწესებულების მიერ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მონიტორინგთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
26. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ცენტრისათვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, საბჭო განსაზღვრავს მონიტორინგის განხორციელების პერიოდს, მონიტორინგის განხორციელების ფორმას და მონიტორინგის ფარგლებს.
27. საბჭოს შესაბამისი  გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება საბჭოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01.02.2018 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 311. აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის წესი

1. დაწესებულება ან/და სააკრედიტაციო პროცესში მონაწილე სხვა დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ცენტრში აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას კონკრეტული გარემოების დადგომიდან ან პროცესის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს საჩივარი, თუკი, ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების ან/და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის/წევრების მიერ დაირღვევა ამ დებულებით, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით,  ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით“  ან/და ცენტრის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები.
2. საჩივარი, რომელიც წარდგენილია აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის/წევრების მიმართ, განიხილება ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. საჩივარი, რომელიც წარდგენილია ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების მიმართ, განიხილება ცენტრის შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის ფორმა, საჩივრის შედგენისა და განხილვის მეთოდოლოგია მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 31​2. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია

1. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაცია და პირობების შემოწმება ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ მუხლით, წესრიგდება ამავე ბრძანების შესაბამისი მუხლებით.
2. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს სააკრედიტაციო განაცხადის წარმოდგენამდე არანაკლებ 2 თვით ადრე წერილობით აცნობებს საგანმანათლებლო პროგრამაზე სააკრედიტაციო პროცესის დაწყების სურვილის შესახებ.
3. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ცენტრს აკრედიტაციის პროცესისათვის საკონსულტაციო შეხვედრის განხორციელების თხოვნით, რომელიც შეეხება:
ა) საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს;
ბ) სააკრედიტაციო განაცხადის მომზადებასა და თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას;
გ) სააკრედიტაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას;
დ) აკრედიტაციის სტანდარტების, დარგობრივი მახასიათებლების განმარტებას.
4. საკონსულტაციო შეხვედრის და აკრედიტაციის საფასური განისაზღვრება ამ ბრძანების მე-4 დანართით;
5. უცხო ქვეყანაში მოქმედი უმაღლესი განათლების სისტემის, დარგობრივი მახასიათებლებისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია დაუკავშირდეს  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქვეყანაში მოქმედ უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანიზაცია/ორგანიზაციებს.
6. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სააკრედიტაციო განაცხადი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე. ცენტრი უზრუნველყოფს იმ დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმანს, რომელთა ქართულ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესავსებ აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის დამტკიცებულ ფორმაში.
7. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის ეტაპზე ცენტრსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, სააკრედიტაციო დოკუმენტაციის თარგმნის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრების, ცენტრის წარმომადგენლის/წარმომადგენლების მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები და აკრედიტაციის საფასური.
8. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასებისას ჯგუფში სავალდებულოა იმ ქვეყნის წარმომადგენელი ექსპერტის მონაწილეობა, რომელშიც საერთაშორისო აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ფუნქციონირებს. აღნიშნული ექსპერტი განისაზღვრება დაწესებულების ქვეყანაში უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან კონსულტაციის საფუძველზე.
9. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა  საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი და სტუდენტი, საერთაშორისო ექსპერტი, დამსაქმებელი, ასევე შესაძლებელია მონაწილეოდებდნენ რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნიდან მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები.
10. საგანმანთლებლო პროგრამების საბჭოს მიერ უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხილვისას, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული არაუმეტეს 2 საერთაშორისო ექსპერტი, რომლის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მოწვეულ პირებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (ჰონორარი მიეცემათ) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან.
11. იმ შემთხვევაში, როდესაც სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილია დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა, შეფასების პროცესში ცენტრი ითვალისწინებს ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებულ მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელს, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტებს საბაზო სამედიცინო განათლების შესახებ და ასევე, აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების ქვეყანაში მოქმედ დარგობრივი მახასიათებლის ძირითად მოთხოვნებს (არსებობის შემთხვევაში).
12. საბჭოს გადაწყვეტილება უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით და საბჭოს სხდომის ოქმის შესაბამისი ნაწილი გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
13. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ინგლისურ ენაზე წარმოადგინოს სააპელაციო საჩივარი საგანმანათლებლო პროგრამების საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ.
14. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება და საბჭოს სხდომის ოქმის შესაბამისი ნაწილი გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

 

თავი VII

გარდამავალი დებულებები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.

მუხლი 32. „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების საფუძველზე შემუშავებული პროგრამების აკრედიტაცია გარდამავალ ეტაპზე
1. „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების საფუძველზე შემუშავებული და 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის უწყვეტად განხორციელების მიზნით, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სააკრედიტაციო განაცხადი ცენტრში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სააკრედიტაციო განაცხადში ასახული საგანმანათლებლო პროგრამა სწავლის შედეგების მიხედვით შესაძლოა გადიოდეს ერთზე მეტ, მაგრამ არაუმეტეს სამ კვალიფიკაციაზე (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სააკრედიტაციო განაცხადში ასახული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობაში მოყვანილ უნდა იქნეს ამავე ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში.

 

მუხლი 33. გარდამავალ პერიოდში დებულებით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი
1. გარდამავალ პერიოდში აკრედიტაციის ექსპერტთა, საბჭოს წევრებისა და სააპელაციო საბჭოს წევრების ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში), გარდა რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში აკრედიტაციის ექსპერტთა მიერ საბჭოს სხდომამდე განსახორციელებელი ფუნქცია-მოვალეობებისა.
1​1. გარდამავალ პერიოდში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტების ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია განხორციელდეს ნახევრად დისტანციურად, რაც გულისხმობს აკრედიტაციის ექსპერტების (გარდა საერთაშორისო ექსპერტის) მიერ დაწესებულების მატერიალური რესურსების, კლინიკური ბაზებისა და ლაბორატორიების შეფასებას ადგილზე ვიზიტის განხორციელებით. ამასთან, აღნიშნული ასევე გულისხმობს საერთაშორისო ექსპერტის მიერ დაწესებულების მატერიალური რესურსების, კლინიკური ბაზებისა და ლაბორატორიების დათვალიერებას დისტანციურად კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რაც ტექნიკურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს აკრედიტაციის მაძიებლის მიერ.

2. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე პერიოდი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 18 მარტის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 19.03.2020 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 მარტის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 16.03.2021 წ.
 
მუხლი 34. საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვა

საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე დაწესებულების მიერ 2020 წლის 30 იანვრამდე წარდგენილი ანგარიშის განხილვა ხორციელდება ანგარიშის წარმოდგენის პერიოდისთვის მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 11.09.2020 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მუხლი 35. საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაცია და ადმინისტრაციული წარმოების ვადის შეჩერება

1. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისამდე.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის მიმართ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის №6284-IIს კანონის ამოქმედებამდე საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ან/და რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე ამოეწურა მიმდინარე აკრედიტაციის ვადა და რომლის აკრედიტაციასთან დაკავშირებით ცენტრში ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 11.09.2020 წ.

მუხლი 36. ცალკეულ შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობასთან დაკავშირებული რეგულირების მოქმედების პერიოდი

2023 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს მე-20 მუხლის მე-11 პუნქტი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

                                                                                                                                                                         დანართი №2

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური

 

მუხლი 1. აკრედიტაციის საფასურის ოდენობა   

1. აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე შეადგენს 200 ლარს, 2-3 პროგრამაზე - 400 ლარს, 4-6 პროგრამაზე - 600 ლარს, 7-8 პროგრამაზე - 800 ლარს.  
2. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური 1-2 პროგრამაზე შეადგენს 600 ლარს, 3-4 პროგრამაზე - 900 ლარს, 5-8 პროგრამაზე - 1100 ლარს.  
3. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 200 ლარს.  
4. აკრედიტაციის საფასური მოიცავს: ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ) ხარჯებს, აკრედიტაციის ექსპერტთა ანაზღაურების ხარჯებს, აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებს, ვიზიტის დროს სინქრონული თარგმნის ხარჯს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან შესაბამისი ოდენობის თანხას.  
5. საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარიის მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის/კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს:  
ა) ერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 6 239 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 759 ლარს;   
ბ) ორი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 8 904 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 10 672 ლარს;  
გ) სამი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში  13 162 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 16 027 ლარს;  
დ) ოთხი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 16 319 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 19 252 ლარს;  
ე) ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 18 106 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 21 502 ლარს;  
ვ) ექვსი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 19 973 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 23 537 ლარს;  
ზ) შვიდი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 25 006 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 30 619 ლარს;  
თ) რვა საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 28 095 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 34 722 ლარს.   
6.  რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამისა), ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს:   
ა) ერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 9 362  ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 10 670 ლარს;  
ბ) ორი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 11 760 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 13 316 ლარს;  
გ) სამი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში  16 345 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 18 849 ლარს;  
დ) ოთხი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 19 549 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 22 491 ლარს;   
ე) ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 21 123 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 24 157  ლარს;  
ვ) ექვსი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 22 767 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 25 970 ლარს;  
ზ) შვიდი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 28 750 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 33 853 ლარს;  
თ) რვა საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 31 617  ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 37 733 ლარს.  
7. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 12 573 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 14 093 ლარს.  
8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს:   4 795 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 6 315 ლარს.
9. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (60 კრედიტიანი) აკრედიტაციის/კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს:   
ა) ერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 5 573 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 093 ლარს;  
ბ) ორი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 8 415 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 10 183 ლარს;  
გ) სამი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 12 162 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 15 027 ლარს;  
დ) ოთხი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 13 986 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 16 919 ლარს;  
ე) ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 16 773 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 20 168 ლარს;  
ვ) ექვსი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 18 528 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 22 093 ლარს;  
ზ) შვიდი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 23 339 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 28 953 ლარს;  
თ) რვა საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 26 317 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 32 944 ლარს.  
10. ვეტერინარიის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (60 კრედიტიანი) აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 5 573 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 093 ლარს.
11. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საფასური შეადგენს 6 328 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 8 134 ლარს.  
12. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური შეადგენს:  
ა) ერთი ან/და ორი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 35 376 ლარს;  
ბ) სამი ან/და ოთხი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 55 634  ლარს;  
გ) ხუთი, ექვსი, შვიდი ან/და რვა საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 89 244 ლარს. 
13. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ცენტრის მიერ გაწეული საკონსულტაციო მომსახურების საფასური შეადგენს 7 500 ლარს.
14. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრატურის ერთი საგანმანათლებლო პროგრამა სწავლის შედეგების მიხედვით გადის სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ერთ დეტალურ სფეროში მოცემულ ერთზე მეტ, მაგრამ არაუმეტეს სამ კვალიფიკაციაზე (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა), მისი აკრედიტაციის საფასური იზრდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი საფასურის (7 944 ლარი, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 9 253 ლარი) 20%-ით ყოველი მომდევნო კვალიფიკაციისთვის.   
15. თუ  კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამები (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარიის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისა) მოიცავს სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, აკრედიტაციის საფასურის ოდენობა დაიანგარიშება ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გამოყენებით.   
16.   საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის შესწავლის საფასური შეადგენს:   
ა) საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარიის მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემთხვევაში 1 627 ლარს;   
ბ) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამისა), ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 2 016 ლარს;   
გ) დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 2 549 ლარს;   
დ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 1 494 ლარს;   
ე) მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 1 655 ლარს;  
ვ) ვეტერინარიის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 2 016 ლარს.  
17. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების საფასური შეადგენს ამ მუხლის მე-5 - მე-10, მე-12  და მე-15  პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფასურის 38%-ს.   
18. სააპელაციო საჩივრის განხილვის დასაშვებობის საფასური შეადგენს 200 ლარს, ხოლო უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საჩივრის განხილვის დასაშვებობის საფასური შეადგენს 500 ლარს. სააპელაციო საჩივრის განხილვის საფასური შეადგენს 2 777 ლარს.   
19. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით დაწესებულებებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების საფასური შეადგენს 480 ლარს.   
20. ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურები გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით. ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურები განმცხადებელს არ უბრუნდება, გარდა ამ მუხლის მე-21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.   
21. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის/პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საფასური სრულად ბრუნდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე.  
2 2 . ცენტრის მიერ სააკრედიტაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ინგლისურად თარგმნის საფასური ანგარიშდება სათარგმნი გვერდების რაოდენობის მიხედვით და თანხის ოდენობა საგანმანათლებლო დაწესებულებას გან ე საზღვრება ცენტრის მიერ გაგზავნილი ინვოისის შესაბამისად. ერთი გვერდის თარგმნის ღირებულება შეადგენს 30 ლარს.
 


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 11.09.2020 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

(ერთვის დანართი ფაილის სახით)

 
დანართი №4

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) შესაბამისად გაწეული მომსახურების საფასური

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 29.01.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

 

მუხლი 1. ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების მიზნით, ამ ორგანიზაციისათვის სააკრედიტაციო განაცხადით მიმართვისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისაგან (შემდგომში – ცენტრი) წინასწარი თანხმობის გასაცემად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილი წერილობითი განცხადების განხილვის საფასური
1. ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების მიზნით, ამ ორგანიზაციისათვის სააკრედიტაციო განაცხადით მიმართვისათვის ცენტრისაგან წინასწარი თანხმობის გასაცემად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილი წერილობითი განცხადების განხილვის საფასურის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით. გადახდილი საფასური განმცხადებელს უბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
 
მუხლი 2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესში მონაწილე  საერთაშორისო ექსპერტის საქმიანობის ანაზღაურება
1. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის საერთაშორისო ექსპერტის შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ გაგზავნილი ინვოისის შესაბამისად, რომელიც შედგენილია ცენტრსა და საერთაშორისო ექსპერტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 08.07.2022წ.