უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ​2“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.

1​1. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის საფასური ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (შემდგომში – დაწესებულება) სხვა დაწესებულებაში გადასვლის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებასა (შემდგომში – მობილობა) და მის ფარგლებში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომში – შიდა მობილობა) გადასვლის პროცედურას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2ივნისის ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 05.07.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 02.07.2012წ.

    მუხლი 2. სტუდენტთა მობილობისა და შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირება.

1. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა). 

2. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის იქმნება მობილობის ელექტრონული პორტალი (შემდგომში – ელექტრონული პორტალი), რომლის წარმოების წესი დგინდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელზეც აისახება დაწესებულებების მიერ მობილობისათვის რეგისტრირებული ადგილები საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების (შემდგომში – საგანმანათლებლო პროგრამა) მიხედვით. 

3. მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის, დგინდება: 

ა) დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა;

ბ) მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა; 

გ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა. 

4. დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს შიდა მობილობა წელიწადში ორჯერ მის მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის ივნისის ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 05.07.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №127/ნ - ვებგვერდი, 02.07.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №220/ნ - ვებგვერდი, 10.10.2012წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

    მუხლი 3. მობილობის უფლების მქონე პირი

1. მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის დაწესებულების სტუდენტი.

2. მობილობის უფლება ასევე აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს დაწესებულების სტუდენტის სტატუსი, ასევე პირს, რომელმაც წარმატებით დაძლია ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელიც სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებულ რანჟირების დოკუმენტში მითითებულ დაწესებულებას ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავს, ვინაიდან დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია,  დაწესებულებას შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება.

2​1. დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების, ასევე, ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში ამ დაწესებულების/საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, მათ შორის ისინი, ვისაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ან ავტორიზაცია/აკრედიტაციის ვადის გასვლამდე უკვე შეჩერებული ჰქონდათ სტუდენტის სტატუსი, უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ან ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 5 წლის განმავლობაში.

3. სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება დაწესებულებისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.

4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5-წლიანი ვადის გასვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან დაწესებულების წესდებით განსაზღვრული სხვა საფუძველი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან.

6. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ განიხილება დაწესებულების სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში. სტუდენტთა რაოდენობის აღრიცხვის მიზნით, დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციის ასახვა.

8. სტუდენტი ს სტატუსის აღდგენა იმ დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, დასაშვებია სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.

9. სტუდენტები, რომელთა დაწესებულებები ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის მიიჩნევიან სტუდენტის სტატუსშეჩერებულ პირებად და მათზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი პირობები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის ივნისის ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №150/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №165/ნ - ვებგვერდი, 06.10.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივნისის ბრძანება №59/ნ - ვებგვერდი, 11.06.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 მაისის ბრძანება № 37/ნ - ვებგვერდი, 16.05.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №21/ნ- ვებგვერდი, 23.08.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №102/ნ- ვებგვერდი, 22.09.2020 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის ბრძანება №31/ნ - ვებგვერდი, 21.02.2022წ.

    მუხლი 4. მობილობის უფლების შეზღუდვა

1. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებად. დაუშვებელია მობილობა პროფესიული განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. თუ დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად.

2​1. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობით ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 31 ივლისის N88/ნ ბრძანებით განსაზღვრული წესით ჩარიცხულ პირს,მობილობის უფლება წარმოეშობა პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ჩარიცხვის  შემდგომ.

3. მობილობისა და შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული:

ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში – დებულება) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილი საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;

ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დაწესებულება უფლებამოსილია მიმართოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და, მასთან შეთანხმებული ფორმით, გამოითხოვოს ინფორმაცია შიდა მობილობის უფლების მქონე პირთა მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის თაობაზე დებულების  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილ საგანში/საგნებში, შესაბამისი ქულის მითითებით. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მოთხოვნილი ინფორმაციის დაწესებულებისათვის გონივრულ ვადაში წარდგენას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2ივნისის ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №150/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 20.01.2014წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №102/ნ- ვებგვერდი, 22.09.2020 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის ბრძანება №30/ნ - ვებგვერდი, 21.02.2022წ.

    მუხლი 5.  მობილობისათვის გამოცხადებული ადგილების რეგისტრაცია

1. სტუდენტების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით.

2.  დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, ასევე, ავტორიზაციის ვადის გასვლის, დაწესებულებისათვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით, აკრედიტაციის გაუქმებით ან აკრედიტაციის ვადის გასვლით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, ამ დაწესებულებების სტუდენტთა რიგგარეშე (დამატებითი) მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, გამარტივებული წესით. რიგგარეშე მობილობის გამოცხადების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ცენტრსა და მართვის სისტემას შორის წერილობითი შეთანხმებით.

2​1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, რიგგარეშე მობილობის გამოცხადების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს ასევე დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ პოზიციის დაფიქსირება.

3. დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს რიგგარეშე შიდა მობილობა, მის მიერ დადგენილი წესით, ამ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში ან დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შემთხვევაში. 

4. დაწესებულება, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ ვადაში, ელექტრონულად წარადგენს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დაწესებულების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო პირი;

გ) აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხური, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, მისანიჭებელი კვალიფიკაცია, ასევე დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილი საგანი/საგნები, იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩააბარეს 2020 წელს და შემდგომ;

დ) პროგრამის სტატუსი (ავტორიზებული/აკრედიტებული) და შესაბამისი სტატუსის ვადა;

ე) პროგრამის სწავლების ენა;

ვ) პროგრამის განხორციელების ადგილი;

ზ) პროგრამაზე სწავლის საფასური;

თ) კრედიტების რაოდენობა;

ი) მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობა;

​1სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ამ პროგრამებზე ჩარიცხვისთვის დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის შესახებ;

კ) საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების დამატებითი წინაპირობა;

ლ) შენიშვნა (დაწესებულების მიერ გათვალისწინებული დამატებითი/სხვა ინფორმაცია).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „გ“ – „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების წყაროს წარმოადგენს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემები და ივსება ავტომატურად, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“, „ზ“-„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია აისახება დაწესებულების მიერ.

6. მართვის სისტემა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ადგენს ხარვეზს და დაწესებულებას განუსაზღვრავს ხარვეზის აღმოფხვრის ვადას ან ადასტურებს ინფორმაციის სისწორეს და ელექტრონულ პორტალზე განათავსებს დადასტურებულ მონაცემებს. მართვის სისტემის მიერ დადგენილ ვადაში დაწესებულების მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა წარმოადგენს მობილობისათვის ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

7. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, მობილობის ფარგლებში დაწესებულებების მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოდგენილ პროგრამებზე ჩასაბარებელი საგანი/საგნები შეესაბამება დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული სწავლის სფეროების ან/და მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული საგნების ჩამონათვალს.

8. დაწესებულება მობილობის გამოცხადებისას, იმ პროგრამებზე, სადაც დაშვების წინაპირობად, ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, განისაზღვრება ერთზე მეტი საგანი, არ არის უფლებამოსილი ადგილების რაოდენობა გამოაცხადოს ცალ-ცალკე საგნების მიხედვით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2ივნისის ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 05.07.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №160/ნ - ვებგვერდი, 12.12.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №21/ნ- ვებგვერდი, 23.08.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 05 თებერვლის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 06.02.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №89/ნ - ვებგვერდი, 02.08.2022წ.

   მუხლი 5​1.  ერთიანი ეროვნული გამოცდებით 2020 წელს და შემდგომ ჩარიცხული სტუდენტების მობილობის თავისებურებები

1. მობილობაში მონაწილე ის სტუდენტი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ვალდებულია აკმაყოფილებდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ყველა წინაპირობას  და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საგანი/საგნები.

2. თუ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს:

ა)  იმ საგნისგან განსხვავებული საგანი, რომელიც ჩაბარებული აქვს მობილობის მსურველს, იგი მობილობის განხორციელებამდე უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნული გამოცდებში და ჩააბაროს შესაბამისი საგანი/საგნები;

ბ) ერთზე მეტი საგანი, რომელიც შეესაბამება, დებულების დანართი №3-ით გათვალისწინებული სწავლის სფეროების მიხედვით განსაზღვრულ საგნების ჩამონათვალს, მობილობის მსურველს, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა ჩაეთვლება დაკმაყოფილებულად ერთ-ერთი მათგანის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჩასაბარებელ საგანში/საგნებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა წარმოადგენს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობის დაკმაყოფილებას და მიღებული ქულა არ გაითვალისწინება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შედეგებში.

4. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე მართვის სისტემას ელექტრონულად მიაწოდოს იმ პირთა სკალირებული ქულა/ქულები, შესაბამისი საგნის/საგნების მითითებით, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №21/ნ- ვებგვერდი, 23.08.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 06.11.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №102/ნ- ვებგვერდი, 22.09.2020 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

 

მუხლი 5​2რიგგარეშე მობილობის ჩატარება გამარტივებული წესით

1. დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმით, ავტორიზაციის გაუქმებით ან ავტორიზაცის ვადის გასვლით, ასევე, დაწესებულებისათვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით, აკრედიტაციის გაუქმებით ან აკრედიტაციის ვადის გასვლით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, რიგგარეშე მობილობა ტარდება გამარტივებული წესით:

ა) ამ დაწესებულებების სტუდენტთათვის;

ბ) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს  ჩარიცხვის უფლება ამ დაწესებულებაში;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც ამ დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად;

დ) მობილობის მსურველთათვის, რომლებმაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით მოიპოვეს ამ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს ის პირიც, რომლის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თორმეტთვიანი ვადა;

ე) ამ დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების , მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთათვის.

2. დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების, ასევე, ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში ამ დაწესებულების/საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირები, მათ შორის ისინი, ვისაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ან ავტორიზაცია/აკრედიტაციის ვადის გასვლამდე უკვე შეჩერებული ჰქონდათ სტატუსი, უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ან ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 5 წლის განმავლობაში.

3. გამარტივებული წესით რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ გამოიყენება ელექტრონული პორტალი.

4. რიგგარეშე მობილობის გამოცხადების შესახებ მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: 

ა) დაწესებულების მიერ რიგგარეშე მობილობით საფეხურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის, ასევე სწავლის საფასურის შესახებ მართვის სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა;

ბ) რიგგარეშე მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების მართვის სისტემაში წარდგენის ვადა;

გ)  პირის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადა.

5. მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობას მისთვის განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის, არსებული სტუდენტების/ჩარიცხული პირების რაოდენობისა და დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მონაცემებთან, უმაღლესი განათლების მართვის   საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და საჭიროების შემთხვევაში, ადგენს ხარვეზს და დაწესებულებას განუსაზღვრავს ხარვეზის აღმოფხვრის ვადას ან ადასტურებს ინფორმაციის სისწორეს. მართვის სისტემის მიერ დადგენილ ვადაში დაწესებულების მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა წარმოადგენს მობილობისათვის ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, ინფორმაციის გადამოწმების საფუძველზე, მართვის სისტემა დაწესებულებების მიერ წარდგენილ ინფორმაციას აქვეყნებს მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, მართვის სისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩარიცხვის მიზნით განცხადებით მიმართონ დაწესებულებების ჩამონათვალიდან მათთვის სასურველ, ნებისმიერ დაწესებულებას. ქართულ ენაში მომზადების , მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ მხოლოდ იმ დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს.

8. მიმღები დაწესებულება საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას ადგენს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.

9. მიმღები დაწესებულება მართვის სისტემას წარუდგენს პირის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული პირის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებთან და გასცემს დასკვნას პროექტში მითითებული პირების რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. მართვის სისტემა უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაციაც.

10. ბრძანების პროექტზე მართვის სისტემის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება პირის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ.

11. დაწესებულება უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების ელექტრონულ ვერსიას, პირის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ, მართვის სისტემის მიერ დადგენილი ფორმით, გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში  წარმოადგენს მართვის სისტემაში, ხოლო მართვის სისტემა, 3 სამუშაო დღის ვადაში, ასახავს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

12. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით, აკრედიტაციის გაუქმებით ან აკრედიტაციის ვადის გასვლით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა რიგგარეშე მობილობისას, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის პირი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის  სტატუსის შეწყვეტის შესახებ და არაუგვიანეს 5 დღის ვადაში აისახება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ხოლო პირის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა, და პირის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის ბრძანება №31/ნ - ვებგვერდი, 21.02.2022წ.

    მუხლი 6. მობილობის მსურველთა რეგისტრაციის პროცედურა

1. მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით. რეგისტრაციის მონაცემები ძალაში შედის მხოლოდ ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემდეგ . ამ საფასურის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი ვერ მოიპოვებს მობილობის მსურველის სტატუსს.

2. სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამისა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობა.

3. სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე ირჩევს მხოლოდ ერთ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამას, ამ წესის 6​1 მუხლით განსაზღვრული წინაპირობების გათვალისწინებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №89/ნ - ვებგვერდი, 02.08.2022წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №89/ნ - ვებგვერდი, 02.08.2022წ.

მუხლი 6​1. სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის თავისებურებანი
1. სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
2. სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო  საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხვა ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგების მიხედვით.
3. დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, აცნობოს მობილობის მსურველს და ასევე, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს მართვის სისტემას შემდეგი ინფორმაცია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება და კოდი;
ბ) სტუდენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;
გ) კონკურსზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სტუდენტის მიერ მიღებული ქულა.
4. მობილობის მსურველი, რომელიც ვერ გაივლის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კონკურსს, უფლებამოსილია ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე აირჩიოს სხვა საგანმანათლებლო პროგრამა და მოიპოვოს ჩარიცხვის უფლება ამ წესით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №89/ნ - ვებგვერდი, 02.08.2022წ.

    მუხლი 7. დაწესებულებაში მობილობით ჩარიცხვის უფლება

1. თუ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთა განცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ დაწესებულების მიერ რეგისტრირებული ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს. ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მხოლოდ მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია ორი ან მეტი სტუდენტი, დაწესებულება ჩარიცხავს მათ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამ შემთხვევაში, დამატებული ადგილების რაოდენობა გამოაკლდება დაწესებულებისათვის მომდევნო სასწავლო წელს მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.

3.  მობილობის მსურველი მოიპოვებს შესაბამისი დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მის მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა) მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.

4.  პირი, რომელმაც გამოთქვა სურვილი დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე, ვალდებულია შეამოწმოს ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგი და დადებითი პასუხის შემთხვევაში, უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე. განცხადებას თან ერთვის საგანმანათლებლო დოკუმენტის, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა დაწესებულებაში, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლები. დაუშვებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული ასლების მიღებაში ხელის შეშლა.

5. მობილობის მსურველი, რომელიც დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში არ მიმართავს განცხადებით მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №220/ნ - ვებგვერდი, 10.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №232/ნ - ვებგვერდი, 22.10.2012წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №89/ნ - ვებგვერდი, 02.08.2022წ.

    მუხლი 8. საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა

1. დაწესებულება ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.

2. აღიარებას ექვემდებარება დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.

4. დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით.

5. დაწესებულება უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.

6. (ამოღებულია - 26.03.2021, №07/ნ).

7. დაწესებულება უფლებამოსილია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის განსაზღვროს წინაპირობები, რაც გულისხმობს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენას. ამ თავსებადობის არარსებობა პირის მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.

8. აღიარება ფორმდება მიმღები დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა.

9. დაწესებ ულება, ამ წესით გათვალისწინებული პირობებისა და მობილობის მსურველი სტუდენტის თანხმობის საფუძველზე, შეიმუშავებს სამართლებრივი აქტის პროექტს სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის თაობაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №232/ნ - ვებგვერდი, 22.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

    მუხლი 9. სტუდენტების მობილობასთან დაკავშირებული აქტების გამოცემა

1. მიმღები დაწესებულება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და ელექტრონული პორტალის მონაცემებთან და გასცემს ელექტრონულ დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. მართვის სისტემა უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაციაც. 

2. ბრძანების პროექტზე მართვის სისტემის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ. 

3. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 1 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 1 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში. ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

4. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის სტუდენტი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, მართვის სისტემას წარედგინება 7 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 7 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

    მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესის ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. პირი , რომელსაც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი კანონმდებლობით დადგენილი წესით  სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ეთვლება, ასევე განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად სახელმწიფოს მიერ აღიარებულ რეჟიმში სწავლის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში.

1​1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ათწლიანი ვადის გასვლისთანავე პირი კარგავს სტუდენტის სტატუსს და მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების მიერ მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით. ამ პირების ჩარიცხვა დასაშვებია მობილობისათვის დარეგისტრირებული ადგილების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.

3. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება 2011 წელს შემოდგომის სემესტრში სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 7 ოქტომბრამდე. ბრძანება გამოცემიდან 7 დღის ვადაში იგზავნება ცენტრში და შესაბამისი სტუდენტის მობილობა აისახება რეესტრში.

3​1. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება 2014 წელს გაზაფხულის სემესტრში სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არაუგვიანეს 17 მარტისა, რომელიც გამოცემიდან არაუგვიანეს 19 მარტისა აისახება რეესტრში და არაუგვიანეს 20 მარტისა იგზავნება ცენტრში.

4. ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წლამდე, ასევე იმ სტუდენტებზე, რომელთაც არ ჩაუბარებიათ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.

5. მართვის სისტემა, ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორის დადასტურებისას იმ პროგრამებზე, რომელთა მისანიჭებელი კვალიფიკაციები შეესაბამება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას, „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობაში მოყვანამდე, ეყრდნობა  ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მისანიჭებელი კვალიფიკაციებისა და ჩასაბარებელი საგნების ნაწილში.

6. ამ წესის 5​​1 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მობილობის უფლების მქონე პირთა სიის ფორმირებასა და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენას. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია მართვის სისტემას ელექტრონულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებმაც 2005 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებით გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დებულების  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილ საგანში/საგნებში, მათ მიერ მიღებული სკალირებული ქულის მითითებით.

7. ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დაწესებულება უფლებამოსილია უზრუნველყოს შიდა მობილობის უფლების მქონე პირთა სიის ფორმირება და სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენა, მასთან შეთანხმებული ფორმით. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია დაწესებულებას მიაწოდოს იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელთაც 2005 წლიდან 2021 წლის ჩათვლით წარმატებით გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დებულების  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილ საგანში/საგნებში, შესაბამისი ქულის მითითებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2ივნისის ბრძანება №113/ნ - ვებგვერდი, 05.07.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №163/ნ - ვებგვერდი, 29.09.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 20.01.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მარტის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 14.03.2014წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №102/ნ- ვებგვერდი, 22.09.2020 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის ბრძანება №30/ნ - ვებგვერდი, 21.02.2022წ.

 

დანართი №2

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №12/ნ - ვებგვერდი, 24.01.2012 წ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის საფასური

    მუხლი 1. საფასურის ოდენობა

უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის (შემდგომში – მობილობა) საფასური შეადგენს – 40 ლარს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

    მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1.  საფასური გადაიხდება მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორებით სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.

2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ დაინტერესებული პირი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ პორტალზე ან პორტალზე რეგისტრაციის შემდგომ არ აქვს არჩეული სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ შესაბამისად.

3. თუ საფასური გადახდილია ამ დანართით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დანართით დადგენილ განაკვეთს შორის.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №102/ნ- ვებგვერდი, 22.09.2020 წ.

    მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

ამ დანართით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება:

ა) სტუდენტი, ქართულ ენაში მომზადების, მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირი, რომელიც მონაწილეობს რიგგარეშე მობილობაში.

ბ) სტუდენტი, რომლის ოჯახი, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;   

გ) (ამოღებულია - 12.07.2019, №149/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 27.06.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის ბრძანება №31/ნ - ვებგვერდი, 21.02.2022წ.


წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე