სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულება (დანართი №1);

ბ) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესი (დანართი №2). 

გ) 2019-2020 სასწავლო წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიზნებისთვის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის ცხრილი (დანართი №3).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 ივლისის ბრძანება №157/ნ - ვებგვერდი, 01.08.2019წ.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია


 


დანართი №1

სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

1. ეს დებულება არეგულირებს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე სამაგისტრო გამოცდის ჩატარების ორგანიზაციულ საკითხებს.

2. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე;

ბ) იმ მაგისტრანტობის კანდიდატებზე, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებების მაგისტრატურაში, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013წ .


    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

ბ) (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ);

გ) ტესტი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი, რომელიც კონფიდენციალურია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.naec.ge ) გამოქვეყნებამდე;

დ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;

ე) მაქსიმალური ქულა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/ გამოცდებისთვის მინიჭებული შესაძლო უმაღლესი ქულა;

1) გათანაბრებული ქულა – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებულ ქულასა და ტესტის ყველა დანარჩენი ვარიანტის შესაბამის ნაწილში მასთან გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესი.

2) გაიგივებული ქულები – ტესტის სხვადასხვა ვარიანტის შესაბამის ნაწილებში მიღებული ისეთი ქულები, რომელთა პროცენტული რანგები ერთმანეთის ტოლია;

ვ) ნორმირებული ქულა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული გათანაბრებული ქულის, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გამოცდის ტესტის ნაწილის/გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე გაყოფის შედეგად მიღებული ქულა;

ზ) კონკრეტული ქულა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით მიღებული ნორმირებული ქულის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სამაგისტრო გამოცდისთვის ან/ და ტესტის ნაწილებისთვის დადგენილ კოეფიციენტზე გამრავლების შედეგად მიღებული ქულა;

ზ​1) (ამოღებულია - 31.01.2020, №16/ნ);

თ) საკონკურსო ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებში ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში მიღებული კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი;

ი) საპრეტენზიო კომისია – საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

კ) საგნობრივი კომისია – საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო.“

ლ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი საპრეტენზიო საბჭო – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებული გამოცდის/გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, მაგისტრან ობის კანდიდატთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი დროებითი ორგანო;

მ) საგამოცდო - საიდენტიფიკაციო ბარათი – ამონაბეჭდი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის   online.naec.ge (შემდგომში - რეგისტრაციის ვებგვერდი) სპეციალური პროგრამიდან, რომლის საფუძველზეც მაგისტრანტობის კანდიდატი დაიშვება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე;

ნ) საგამოცდო ცენტრი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი, რომელშიც მიმდინარეობს ტესტირება;

ო) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატები განთავსდებიან გამოცდის მიმდინარეობისას;

პ) (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ);

ჟ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით;

რ) (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ);

ს) (ამოღებულია - 11.11. 2013 № 172/ნ);

ტ) (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ);

უ) (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ);

ფ) (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ);

ქ) (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ);

ღ) (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ);

ყ) (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ);

შ) (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ);

ჩ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – ტესტის ნაწილის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატისთვის და ტესტის ნაწილისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;

ც) შეფასების სქემა – ამ დებულებით დადგენილი წესით ტესტის ნაწილის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება მაგისტრანტობის კანდიდატის პასუხების ფურცლების გასწორება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ ნ - ვებგვერდი , 16.07.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ ნ - ვებგვერდი , 05.07.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №15/ ნ - ვებგვერდი , 18.02.2016 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი , 24.04.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №87/ნ - ვებგვერდი, 05.08.2020 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №25/ნ - ვებგვერდი, 31.05.2021 წ.


    მუხლი 3. სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზანი


სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზანია:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ბ) მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.


თავი II


სამაგისტრო გამოცდა


 მუხლი 4. სამაგისტრო გამოცდა და მისი სამართლებრივი შედეგები

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვა ხორციელდება სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე, გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. სამაგისტრო გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან:

ა) საერთო სამაგისტრო გამოცდა;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/ გამოცდები.

2​1. (ამოღებულია - 31.01.2020, №16/ნ).

2​2. (ამოღებულია - 31.01.2020, №16/ნ).

3. (ამოღებულია - 01.07.2022, №80/ნ).

4. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გამოცდის/გამოცდების შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი , 13.02.2014 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №148/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2014 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №15/ ნ - ვებგვერდი , 18.02.2016 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1 ივლისის ბრძანება №80/ ნ - ვებგვერდი , 01.07.2022 წ.


     მუხლი 4​1 . საერთო სამაგისტრო გამოცდების ენა

1. მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდებს აბარებენ ქართულ ენაზე.

2. უსინათლო მაგისტრანტობის კანდიდატთათვის გამოიყენება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ხმოვანი ელექტრონული პროგრამა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.


    მუხლი 5. სამგაგისტრო გამოცდის ჩატარების ფორმა და შეფასება

1. საერთო სამაგისტრო  გამოცდა ტარდება ტესტის მეშვეობით.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი შედგება ოთხი ნაწილისგან:

ა) წაკითხულის გააზრება;

ბ) ანალიტიკური წერა;

გ) ლოგიკური მსჯელობა;

დ) რაოდენობრივი მსჯელობა.

21. ტესტის შექმნამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:

ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;

ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;

გ) ტესტზე სამუშაო დრო.


22. შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის ნაწილის მაქსიმალური ქულები დგინდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებამდე.

2​3. საერთო სამაგისტრო გამოცდების შემდეგ ტესტის ნაწილის შესაბამისად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში იქმნება პირველადი შეფასების სქემები . შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით მტკიცდება მაგისტრანტობის კანდიდატთა პასუხების ფურცლების პირველადი გასწორების შემდგომ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტის ნაწილებისთვის, გარდა რაოდენობრივი მსჯელობისა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 30%-ს. რაოდენობრივი მსჯელობის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 25%- ს.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გაზარდოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

4​1) მაგისტრანტობის კანდიდატს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტი აღმოჩნდება.

5. მაგისტრანტობის კანდიდატი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს, რომ მაგისტრანტობის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხივე ნაწილში გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.

7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს ტესტის ის ნაწილი/ნაწილები, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა აუცილებლად უნდა გადალახოს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება.

8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დააწესოს გამოცდა შესაბამის სპეციალობაში.

9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო გამოცდასთან ერთად უფლებამოსილია კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დააწესოს დამატებითი გამოცდა/გამოცდები სხვა საგანში/ საგნებში.

10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად ადგენს მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების შინაარსს, ჩატარების ფორმასა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

11. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების საფუძველზე მაგისტრანტობის კანდიდატი ირიცხება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ ნ - ვებგვერდი , 05.07.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №87/ნ - ვებგვერდი, 05.08.2020 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1 ივლისის ბრძანება №80/ ნ - ვებგვერდი , 01.07.2022 წ.


    მუხლი 6. სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი/კოეფიციენტები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდას ანიჭებს კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 100-ის ტოლია.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს მიანიჭოს კოეფიციენტები.

4. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ნაწილდება საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/ გამოცდებზე;

ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტები უნდა გადანაწილდეს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილზე;

გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილს მიანიჭოს კოეფიციენტი – არანაკლებ 5-ისა;

დ) განსაზღვროს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის მინიჭებული კოეფიციენტების საერთო ჯამი, რომელიც არანაკლებ 35-ისა და არა უმეტეს 65-ის ტოლია.

5. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ენიჭება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1 ივლისის ბრძანება №80/ ნ - ვებგვერდი , 01.07.2022 წ.


    მუხლი 7. სამაგისტრო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები


1. საერთოსამაგისტრო გამოცდის ჩატარებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო.


2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.


3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.


4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციასა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას.


5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი , 24. 02.2011 წ .


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ ნ - ვებგვერდი , 03.02.2012 წ .


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ ნ - ვებგვერდი , 05.07.2013 წ .


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .


    მუხლი 8. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური


1. საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილეობის საფასური მოიცავს:

    ა) საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს;

  ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს რომლის ოდენობაც, შეადგენს 50 ლარს.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე .


3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ან ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობაზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს ან აღნიშნული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განაცხადზე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური ასევე სრულად ბრუნდება, თუ ტესტის პასუხების ფურცლის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება შეფასება.

  4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასური გადახდილია ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის მაგისტრანტობის კანდიდატს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

  5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა – საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. საფასურის თანხა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დაბრუნდება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი,24.02.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.

თავი III

სამაგისტრო გამოცდის ორგანიზება

    მუხლი 9. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი


1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ქმნის ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელს.

2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, სახელოვნებო - შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად.

3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანება სავალდებულოა ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომელიც ახორციელებს მაგისტრატურას, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, სახელოვნებო - შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.


 მუხლი 10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღების გამოცხადება

1.  მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღების მიზნით ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წლის პირველი თებერვლიდან 10 თებერვლამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – სპეციალური ელექტრონული პროგრამა) ელექტრონული ფორმით ასახავს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ანოტაციას (შემდგომში – ანოტაცია).

2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სპეციალური ელექტრონული პროგრამის წარმოების წესი, მათ შორის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომის/დაშვების, ინფორმაციის ასახვის/შეტანის და ინფორმაციის დამუშავების წესები და პირობები.

3. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორეს, „ე​​1“ ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით და შესაბამისი წლის 20 თებერვლამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ამოწმებს ანკეტას. 

3​1. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის  „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებში ასახული ინფორმაციის სისწორეს, ანოტაციაში მოცემული სამაგისტრო პროგრამების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან და შესაბამისი წლის 20 თებერვლამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ამოწმებს ანკეტას.

4. ანკეტაში მითითებული უნდა იყოს:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;

ბ) საფოსტო მისამართი;

გ) ტელეფონი ( ფაქსი, ელ . ფოსტის მისამართი);

დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონის მითითებით;

ე) სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც შესაბამის წელს მოხდება მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება;

ე​1) თითოეულ სამაგისტრო პროგრამაზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა;

ვ) მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება;

ზ) ინფორმაცია აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა, აკრედიტაციის ვადის მითითებით;

თ) გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გაზრდის თაობაზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით;

ი) თითოეული სამაგისტრო პროგრამისთვის სწავლის წლიური საფასურის შესახებ;

კ) სამაგისტრო პროგრამების მიხედვით:

კ.ა) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე ტესტის ნაწილების / გამოცდის პრიორიტეტი;

კ.ბ) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, გამოცდის პრიორიტეტი;

ლ) ტესტის იმ ნაწილის / ნაწილების ჩამონათვალი, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება.

მ) სამაგისტრო პროგრამის შესაბამისობა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასთან.

ნ) (ამოღებულია - 31.01.2020, №16/ნ).

ო) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

 4​1. ანკეტაში:

ა) ცენტრი სამაგისტრო გამოცდის ჩატარების წლის პირველ თებერვლამდე ასახავს:

ა.ა) მართვის სისტემის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრიდან მოწოდებული მონაცემების საფუძველზე – ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას.

ა.ბ) (ამოღებულია - 31.01.2020, №16/ნ).

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:

ბ.ა) ასახავს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“-„მ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას;

ბ.ბ) აღნიშნავს იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელზეც შესაბამის წელს აქვს მაგისტრანტობის კანდიდატების მიღების სურვილი.

5. ანოტაციაში მითითებული უნდა იყოს:

ა) სამაგისტრო   პროგრამის დასახელება , მიზანი და სწავლის შედეგი;

ბ) სამაგისტრო პროგრამის მოცულობა კრედიტებში;

გ) ინფორმაცია სამაგისტრო   პროგრამის დამტკიცების შესახებ.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეცვალოს/დაამატოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ანკეტაში დაფიქსირებული ინფორმაციის შეცვლის, ასევე ახალი სამაგისტრო პროგრამის დამატების/წარდგენის შემთხვევაში ვალდებულია სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახოს განახლებული ანკეტა და ანოტაცია სამაგისტრო გამოცდის წლის:

    ა)  1 ივნისიდან 15 ივნისამდე;

    ბ) 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი წლის 25 ივნისამდე, ხოლო ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი წლის 25 სექტემბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში:

    ა) მართვის სისტემა ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორესა და „ე​1“ ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით;

    ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებში ასახული ინფორმაციის სისწორეს, ანოტაციაში მოცემული სამაგისტრო პროგრამების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან.

9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საგანმანათლებლო პროგრამაზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს მაგისტრანტობის კანდიდატს, თუ ის ამ მუხლის პირველი ან/და მე-7 პუნქტებით დადგენილ ვადებში არ ასახავს ანკეტას და ანოტაციას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

10. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ანკეტას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.  

101. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) მართვის სისტემა ვალდებულია ანკეტაში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის, აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების თაობაზე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს ამ გადაწყვეტილების შესახებ მისთვის ინფორმაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია –არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წლის 15 ოქტომბრისა;

ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ამ მუხლის 10​1 პუნქტით გათვალისწინებული კომპიუტერულად დამუშავებული ელექტრონული ინფორმაცია, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში ასახოს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში  და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №367 - სსმ III, 03.06.2009, სსმ №68, მუხ .746

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ ნ - ვებგვერდი , 03.02.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №146/ ნ - ვებგვერდი , 23.09.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის ბრძანება № 17/ნ - ვებგვერდი , 13.02.2014 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №15/ ნ - ვებგვერდი , 18.02.2016 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 6 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი, 31.05.2016 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის ბრძანება №04/ნ - ვებგვერდი, 29.01.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი , 24.04.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №25/ნ - ვებგვერდი, 31.05.2021 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1 ივლისის ბრძანება №80/ ნ - ვებგვერდი , 01.07.2022 წ.


 


მუხლი 11. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა  www.naec.ge  და რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისას პირი რეგისტრაციის ვებგვერდზე სპეციალურ პროგრამაში უთითებს პირად მონაცემებს, რის შემდეგაც სპეციალურ პროგრამაშივე იღებს შეტყობინებას შესაბამისი კოდის მითითებით, რომლის მეშვეობითაც არის შესაძლებელი რეგისტრაციის პროცედურის გაგრძელება.

5. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში , თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური და ის შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.

6. (ამოღებულია - 18.02.2016; №15/ნ).

7. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს:

ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

ბ) ( ამოღებულია - 14.04.2015; №35/ნ);

გ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას;

გ​1) (ამოღებულია - 31.01.2020, №16/ნ);

დ ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

7​1. (ამოღებულია - 31.01.2020, №16/ნ).

8. ამ მუხლის მე -7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას მაგისტრანტობის კანდიდატი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.

9. რეგისტრაციასთან/სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებული საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს სპეციალური პროგრამიდან შენახული ან ამობეჭდილი აქვს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.

11. მონაცემთა შეგროვების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, შესაბამისი წლის 20 ივნისამდე, რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განთავსდება მაგისტრანტობის კანდიდატის საგამოცდო - საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდებში.

12. საგამოცდო - საიდენტიფიკაციო ბარათში მიეთითება:

ა) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების ჩამონათვალი;

ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება და მისამართი, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს;

გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილის ჩატარების თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო;

დ) (ამოღებულია - 31.01.2020, №16/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ ნ - ვებგვერდი , 03.02.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №15/ ნ - ვებგვერდი , 18.02.2016 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.


    მუხლი 12. საინფორმაციო ბაზა

1. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების მიზნით , ქმნის მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზას.

2. (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ);

3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის, მაგისტრანტობის კანდიდატთა ელექტრონული ბაზის შექმნისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.

4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრირებულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ/მოთავსებულ პირთა მონაცემთა ბაზების ფორმირებისა და მათი საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიაწოდოს და ამავე სამინისტროდან მიიღოს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ/მოთავსებულ იმ პირთა თაობაზე ინფორმაცია, რომლებიც რეგისტრირებული არიან საერთო სამაგისტრო გამოცდებზე.

5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მომართვის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ მოწოდებულ სიაში არსებულ პირთა საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის ან/და საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების თაობაზე.

6. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს მას იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა თაობაზე ინფორმაცია, რომელთაც სამინისტროს მიმართეს სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების მიზნით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12 .11.2013წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის ბრძანება № 17/ნ - ვებგვერდი , 13.02.2014 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №79/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.


    მუხლი 13.  (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ ნ - ვებგვერდი , 05.07.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .


თავი IV


საერთო სამაგისტრო გამოცდა

    მუხლი 14. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი

1. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტესტის ნაწილების შესაბამისად მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.

3. (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ).

4.  ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამის ან სხვა საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ახალი ვადა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი , 24.04.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №25/ნ - ვებგვერდი, 31.05.2021 წ.


    მუხლი 15. საერთო სამაგისტო საგამოცდო პროცესზე დასწრება

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა , რომელსაც აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.

2. (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ).

3. (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ).

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას, მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .


    მუხლი 16. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია

1. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:

ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;

ბ)თან იქონიოს:

ბ.ა) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ.გ) თუ დოკუმენტი/ დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მაგისტრანტობის კანდიდატი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატების მონაცემთა ბაზაში მაგისტრანტობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.

3​1. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს მაგისტრანტობის კანდიდატი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების დასრულების შემდგომ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში მაგისტრანტობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირის ნაშრომი არ გასწორდება.

  4. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოუცხადებლობა მაგისტრანტობის კანდიდატს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

     5. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს ერთი საათი.

  6. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში უზრუნველყოფს იმ მაგისტრანტობის კანდიდატის განთავსებას, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები,  გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები).

  7. მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) სამედიცინო ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს შესაბამისი ტესტირების დაწყებამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესით.

    8. (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ნ - ვებგვერდი , 05.07.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის ბრძანება №94/ნ - ვებგვერდი , 18.07.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №15/ნ - ვებგვერდი , 18.02.2016 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.

    მუხლი 17. ტესტირების მიმდინარეობა

1. ტესტირება მიმდინარეობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.

1​1. (ამოღებულია - 28.03.2013, № 44/ნ).

1​2. (ამოღებულია - 28.03.2013, № 44/ნ).

2. საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.

3. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების შესაბამისად, ადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №152/ ნ - ვებგვერდი , 03.08.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .


    მუხლი 18. მუშაობა საგამოცდო ტესტზე

1. (ამოღებულია - 04.07.2013, № 85/ნ).

2. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, კალმით და სუფთა თაბახის ფურცლებით.

3. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინასწარი თანხმობით;

ე) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისი გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომლის გამოყენება შეუძლია ტესტირების დროს, ცენტრის მიერ გადაცემული კალმის ნაცვლად. 


4. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატს ეკრძალება:  

ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის  –  სახელმძღვანელოების,  ჩანაწერების,  ფურცლების (გარდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა) და სხვათა გამოყენება;

გ)  პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა,  რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მაგისტრანტობის კანდიდატისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ვ) მერხზე პასუხების ფურცლის, საწერი კალმის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ. ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა ცენტრის მიერ   ნებადართული ნივთებისა;

ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;

თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.

5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული  ცენტრი უზრუნველყოფს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეო - აღჭურვილობის მეშვეობით.

6. (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ).

7. (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ).

8. (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ ნ - ვებგვერდი , 05.07.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №15/ ნ - ვებგვერდი,  18.02.2016 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №79/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.


    მუხლი 19. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობის წესის დარღევევა

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს გაფრთხილებას:

ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე -4 პუნქტის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. (ამოღებულია - 04.07.2013, №85/ნ).

3. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მაგისტრანტობის კანდიდატს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.

4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „გ“-„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

5. გაფრთხილების გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:

ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;

ა​1) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.

გ) ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

6. გაფრთხილების გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატის გამოცდიდან მოხსნა  ფორმდება ოქმით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

7. (ამოღებულია - 11.11.2013, №172/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ ნ - ვებგვერდი , 05.07.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №22/ ნ - ვებგვერდი , 04.03.2014 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №15/ ნ - ვებგვერდი , 18.02.2016 წ .


    მუხლი 20. მაგისტრანტობის კანდიდატთა ნაშრომების გასწორება

1. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.

1​1. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.

2. (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ).

3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით საგამოცდო ტესტის თითოეული ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით:

ა) ამ დებულების მე-5 მუხლის მე -2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტის ნაწილების პასუხების ფურცელები სწორდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;  

ბ)  ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტის ნაწილის პასუხების ფურცელი სწორდება ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.

4.   პასუხების ფურცელი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.

5. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.

6. მაგისტრანტობის კანდიდატის პასუხების ფურცელი სწორდება საერთო სამაგისტრო გამოცდის დასრულებიდან 27 დღის განმავლობაში.

7. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.02.2011წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ ნ - ვებგვერდი , 03.02.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის ბრძანება №85/ ნ - ვებგვერდი , 05.07.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ნ  - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №79/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.


    მუხლი 21.  ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების გამოქვეყნება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა,  უზრუნველყოფს ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №15/ ნ - ვებგვერდი , 18.02.2016 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.


     მუხლი 211 . პასუხების ფურცლების განადგურების პროცედურები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ დებულების 21-ე მუხლით გათვალისწინებული ტესტების და მათი პასუხების შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 12 თვის შემდეგ უზრუნველყოფს პასუხების ფურცლების განადგურებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი,  15.04.2015 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №152/ ნ - ვებგვერდი , 26.11.2015 წ .


    მუხლი 22. ვადები

ამ თავით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .


 თავი V


  საერთო სამაგისტრო ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №117/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.   

   მუხლი 23. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება

1. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან   დაკავშირებით , ამ თავით დადგენილი წესით.

2. სრულწლოვანი მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც წარმოადგენს ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას.


    მუხლი 24. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება საგამოცდო ცენტრის შენობაში.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა  www.naec.ge  და რეგისტრაციის ვებგვერდის გამოყენებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №152/ნ - ვებგვერდი,  26.11.2015 წ.


    მუხლი 25. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენა

1. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.

2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საპრეტენზიო განაცხადი;

ბ) იმ ორგანოს დასახელება, რომლის სახელზეც წარედგინება პრეტენზია;

გ) საპრეტენზიო განაცხადის   წარმდგენი პირის ვინაობა;

დ) დარღვეული პროცედურის აღწერა, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში;

ე) იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში, განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე;

ვ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის თარიღი.

3. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, ამ დებულების 23-ე მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4. მაგისტრანტობის კანდიდატს, სპეციალური პროგრამა არ მისცემს საერთო სამაგისტრო   გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის   ფორმის შევსების საშუალებას, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.

5. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/ დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .


    მუხლი 26. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის  ვადა

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდის დღეს, 21 საათამდე, შესაბამის საგამოცდო ცენტრში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არაუგვიანეს მომდევნო დღისა, ეგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.

2.  მაგისტრანტობის კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ დებულების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05. 2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 მარტის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 25.03.2019წ.


    მუხლი 26​1. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.

11. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.


    მუხლი 262. საპრეტენზიო და საგნობრივი კომისიები

1. საპრეტენზიო და საგნობრივი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

2. საგნობრივი კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შედგენაში ან არის მიმდინარე წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .


    მუხლი 26​3. (ამოღებულია)


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .


   მუხლი 264. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;

ბ) სხვა მაგისტრანტობის კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მაგისტრანტობის კანდიდატისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

2. (ამოღებულია - 14.04.2015; №35/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .


  მუხლი 26​5. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება

1.საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/  გადაწყვეტილებები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.

3. (ამოღებულია - 14.04.2015; №5/ნ);

4. (ამოღებულია - 13.07.2012, №138/ნ).

5. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილებას.

6. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მაგისტრანტობის კანდიდატს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ ნ - ვებგვერდი , 16.07.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.


    მუხლი 266. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება / გადაწყვეტილებები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის მომატების შესახებ;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის დაკლების შესახებ;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.

3. (ამოღებულია - 30.05.2016; №51/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ ნ - ვებგვერდი , 16.07.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.


    მუხლი 267. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება

1. საგნობრივი კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან 20 დღის ვადაში.

2. საგნობრივი კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილებას.

3. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 25 დღისა. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ნ  - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .


თავი VI

საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები


    მუხლი 27. საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები

1. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით პრეტენზიების განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან გადაცემის შემდეგ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა , რომლის მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით ერთსა და იმავე რიცხვზე გადამრავლების შემდეგ დგება იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.

1​1) საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით:

ა) გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული გათანაბრებული ქულა;

ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული გათანაბრებული ქულა გაიყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის შესაბამისი ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიას, საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში ამტკიცებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი და დამტკიცებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ სიის ატვირთვას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში და მიწოდებას შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ ნ - ვებგვერდი,  03.02.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №138/ ნ - ვებგვერდი , 16.07.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის ბრძანება №04/ნ - ვებგვერდი, 29.01.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №87/ნ - ვებგვერდი, 05.08.2020 წ.

     მუხლი 28. (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.


თავი VII

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები

 მუხლი 29. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდისგამოცდების ჩატარების წესი

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მის მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები ჩაატაროს როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნებამდე, ისე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის აქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტის ოფიციალურ ვებ- გვერდზე გამოქვეყნებიდან 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/გამოცდებს ატარებს მის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შენობაში.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურულ საკითხებს ადგენს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტს და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამცდების შედეგებს აქვეყნებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ ნ - ვებგვერდი , 03.02.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ნ  - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1 ივლისის ბრძანება №80/ ნ - ვებგვერდი , 01.07.2022 წ.


    მუხლი 30. პრეტენზიის წარდგენა და განხილვა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე საპრეტენზიო განცხადებებს განიხილავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

2.  მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპრეტენზიო განცხადებებს განიხილავს მის მიერ შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ. საპრეტენზიო საბჭო არ შეიძლება შედგებოდეს იმ პირებისაგან, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მაგისტრანტობის კანიდატების შეფასებაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №79/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.


    მუხლი 31. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ქმნის სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.

2. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს ქმნის შესაბამის სპეციალობაზე/ სპეციალობების სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ნორმირებული ქულისა და მის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ან/ და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტის/ კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, ტესტის ნაწილების ან/ და გამოცდის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდას მიანიჭებს კოეფიციენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა იყოფა ამ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა;

ბ) ამ დებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტით და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულა გადამრავლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ტესტის ნაწილებისთვის/ გამოცდებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტებზე და მიიღება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის/ გამოცდების კონკრეტული ქულა;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა.

5. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს მიანიჭებს კოეფიციენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა იყოფა ამ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულა გადამრავლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამაგისტრო გამოცდებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტზე/ კოეფიციენტებზე და მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის/ გამოცდების კონკრეტული ქულა;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულა/ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა.

6. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სპეციალობაზე/ სპეციალობის პროგრამულ მიმართულებაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტების შესაბამისად, რანჟირებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხიდან, ტესტის ნაწილების/ გამოცდების პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ მაგისტრანტობის კანდიდატს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას მისთვის გამოყოფილი მისაღებ სტუდენთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ სპეციალობისათვის/ სპეციალობის პროგრამული მიმართულებისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.

7. (ამოღებულია - 31.01.2020, №16/ნ)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი , 24.02.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №152/ ნ - ვებგვერდი , 26.11.2015 წ .

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.


    მუხლი 32. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.

2. მაგისტრანტობის კანდიდატთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

2​1. მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის საფუძველზე შეიძლება ჩაირიცხოს მაგისტრატურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს.

3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4.  იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დგება რექტორის ერთიანი აქტი. რექტორის ერთიან აქტში მითითებულია მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდის წლის 5 ოქტომბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახავს ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ელექტრონული პროგრამის წარმოების წესის შესაბამისად.

4​1. (ამოღებულია - 29.01.2018, №04/ნ).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტის გამოცემის შემდეგ პირი ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – მაგისტრანტი.

6. (ამოღებულია - 24.02.11 №26/ნ).

7. (ამოღებულია).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III,  04.11.2009, სსმ №136, მუხ.1560

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ ნ - ვებგვერდი , 03.02.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 07.09.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №201/ ნ - ვებგვერდი , 27.09.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის ბრძანება №04/ნ - ვებგვერდი, 29.01.2018წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანება №98/ნ - ვებგვერდი, 29.06.2018წ.

 

თავი VIII

გარდამავალი დებულებები    

მუხლი 33. გარდამავლი დებულებები

1. 2009 წელს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანება ნებაყოფლობითია კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და „უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის 66​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – ახლად დაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.

2. აკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66​1 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა – ახლად დაფუძნებულმა ლიცენზირებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, წერილობითი განცხადება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანების თაობაზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში.

3. 2009 წელს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე ჩაატაროს მაგისტრანტობის კანდიდატისთვის განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები. ამ შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე ვრცელდება ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს 2011 წლის სამაგისტრო გამოცდისთვის დაადგინოს ამ დებულებისგან განსხვავებული ვადები.

4​1. სამინისტროს უფლება აქვს 2016 წლის სამაგისტრო გამოცდისთვის დაადგინოს ამ დებულების მე-4 მუხლის 2​1 პუნქტითა და მე-10 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებით განსაზღვრულისგან  განსხვავებული ვადები.

5. პირები, რომლებიც 2013 წლის 5 ოქტომბრამდე სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდნენ ამ დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით, უფლებამოსილნი არიან მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას 2014 წლის პირველ თებერვლამდე მათ მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამის პროგრამულ მიმართულებაზე ჩარიცხვის მიზნით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, არსებული ვაკანტური ადგილებისა და ამ დებულების 29-ე  -31-ე მუხლებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, პირის ჩარიცხვის შესახებ . დაწესებულება ვალდებულია რექტორის აქტის გამოცემიდან 10 დღის ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისი ინფორმაცია ჩარიცხული პირების შესახებ, ელექტრონული ფორმით.

6. 2014-2015 სასწავლო წლისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ერთი სამაგისტრო პროგრამიდან სხვა სამაგისტრო პროგრამაზე გადაანაცვლოს სამაგისტრო პროგრამებზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა რაოდენობის 10%- ის ფარგლებში, რომლებმაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ამასთან, გადანაცვლებული ადგილების შედეგად მიღებული საერთო რაოდენობა , არ უნდა აღემატებოდეს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა რაოდენობას, რომლებმაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით მინიჭებული უფლების განხორციელებამდე , უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულება ვალდებულია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს დასაბუთებული ინფორმაცია, სამაგისტრო პროგრამებზე განსაზღვრული ადგილების დეტალური გადანაწილების, ასევე შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსის არსებობის თაობაზე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დასაბუთებაში წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია შეამოწმოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი რესურსი.

9. 2014-2015 სასწავლო წლისთვის, იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ დებულების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც 13 ოქტომბრამდე იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. რექტორის ერთიან აქტში მითითებულია მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 15 ოქტომბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესით, შესაძლებელია ჩაირიცხოს მაგისტრანტობის ის კანდიდატიც, რომელმაც განაცხადი გააკეთა იმ სამაგისტრო პროგრამაზე, რომლის განხორციელების უფლებაც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მოიპოვა 2014 წლის 15 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე.

11. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის დაბრუნების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება 2016 წლის პირველი ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით.

12. 2018 წელს ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ანკეტის დამოწმებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.

13. 2019-2020 სასწავლო წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიზნებისთვის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა განისაზღვრება ამ ბრძანებით (დანართი №3) დამტკიცებული ცხრილის შესაბამისად.

14. 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიზნებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ავსებს ანკეტას 2020 წლის 15 თებერვლიდან 2020 წლის 25 თებერვლამდე, ხოლო სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 და 3​1 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამოწმებენ 2020 წლის 9 მარტამდე. ცენტრი, ამ დებულების მე-10 მუხლის 4​1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ანკეტაში ასახავს 2020 წლის 15 თებერვლამდე.

15. 2020 წლისა და 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციებით („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) განსაზღვრული წესების შესაბამისად.

16. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) დარღვევის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატს მიეცემა შენიშვნა და მიეთითება წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი მოიხსნება გამოცდიდან.

17. 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მიზნებისათვის:

ა) ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომელთაც გამოცდის დღისათვის დადასტურებული ექნებათ COVID-19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან;

ბ) ცენტრი უფლებამოსილია, მაგისტრანტობის კანდიდატებს დამატებით ჩაუტაროს  ტესტირება საერთო სამაგისტრო გამოცდის იმ ნაწილში/ნაწილებში, რომელსაც ისინი ვერ დაესწრნენ COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო;

გ) ცენტრი ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს მაგისტრანტობის კანდიდატთა თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში ცენტრი უფლებამოსილია დაცული ფორმით ყოველდღიურად მიიღოს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ მაგისტრანტობის კანდიდატს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია საერთო სამაგისტრო გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში;

დ) ცენტრი უზრუნველყოფს იმ მაგისტრანტობის კანდიდატის მონაწილეობას დამატებით გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე,  დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულმა პირებმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი ცენტრში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია;

ზ) თუ მაგისტრანტობის კანდიდატს ამ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების დადგომამდე ჩაბარებული აქვს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის მხოლოდ ნაწილი, ცენტრი უზრუნველყოფს მისთვის მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის დარჩენილი ნაწილის/ნაწილების ჩატარებას;

თ) დამატებითი გამოცდისას გამოყენებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.

ი) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების თაობაზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და დაცული ფორმით ეცნობება მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდას.

კ) ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.

18. 2021 წელს სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დგება რექტორის ერთიანი აქტი. რექტორის ერთიან აქტში მითითებულია მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 2021 წლის 11 ოქტომბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახავს ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ელექტრონული პროგრამის წარმოების წესის შესაბამისად.

19. 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მიზნებისათვის:

ა) სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მაგისტრანტობის კანდიდატებს დამატებით ჩაუტაროს  ტესტირება საერთო სამაგისტრო გამოცდის იმ ნაწილში/ნაწილებში, რომელსაც ისინი ვერ დაესწრნენ საგამოცდო დღეს ან საგამოცდო დღემდე 7 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო;

ბ) სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი და დრო) იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ შესაბამის გამოცდაზე. საგამოცდო პერიოდში სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია დაცული ფორმით მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ მაგისტრანტობის კანდიდატს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია საერთო სამაგისტრო გამოცდამდე 7 დღის განმავლობაში. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეშვეობით;

გ) სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს იმ მაგისტრანტობის კანდიდატის მონაწილეობას დამატებით გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სულ მცირე, ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე,  დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულმა პირებმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

ე) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია;

ვ) თუ მაგისტრანტობის კანდიდატს ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების დადგომამდე ჩაბარებული აქვს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის მხოლოდ ნაწილი, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მისთვის მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის დარჩენილი ნაწილის/ნაწილების ჩატარებას;

ზ) დამატებითი გამოცდისას გამოყენებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება;

თ) ამ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის.

ი) ამ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02.2011 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 6 იანვრის ბრძანება №01/ ნ - ვებგვერდი , 08.01.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №135/ ნ - ვებგვერდი , 09.10.2014 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №152/ ნ - ვებგვერდი , 26.11.2015 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის ბრძანება №53/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის ბრძანება №04/ნ - ვებგვერდი, 29.01.2018წ. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 ივლისის ბრძანება №157/ნ - ვებგვერდი, 01.08.2019წ.  

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 2 ივლისის ბრძანება №74/ნ - ვებგვერდი, 02.07.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის ბრძანება №38/ ნ - ვებგვერდი , 29.06.2021 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 01.10.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1 ივლისის ბრძანება №80/ ნ - ვებგვერდი , 01.07.2022 წ.

 


დანართი  №2


სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესი

    მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის (შემდგომში – გრანტის) განაწილების წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. გრანტის მოპოვების საფუძველი

1. მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულის საფუძველზე.

2. მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს .

3. მაგისტრანტობის კანდიდატის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული გათანაბრებული ქულა იყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და ტესტის თითოეული ნაწილისთვის მიიღება ნორმირებული ქულა;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის აბსოლუტური ქულა.

31. მაგისტრანტობის კანდიდატების აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ( შემდგომში – ცენტრი ) მიერ მრავლდება ერთსა და იმავე რიცხვზე.

4. საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა და   პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით.

5. გრანტს ვერ მოიპოვებს ის პირი :

ა) რომელსაც ის ერთხელ უკვე მოპოვებული აქვს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი ცენტრის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – სპეციალური ელექტრონული პროგრამა) არ ასახა ან ასახა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.

გ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ ვერ ჩაირიცხა შესაბამის წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.

დ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III,  04.11.2009, სსმ №136, მუხ .1560

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02 .2011 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ ნ - ვებგვერდი , 03.02.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის ბრძანება №04/ნ - ვებგვერდი, 29.01.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №87/ნ - ვებგვერდი, 05.08.2020 წ.


    მუხლი 3. (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III,  04.11.2009, სსმ №136 , მუხ .1560

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

   მუხლი 4. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით

1. თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით გრანტს მოიპოვებენ ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების გათვალისწინებით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის გამოყოფილი გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელის ფარგლებში უმაღლესი ქულები ექნებათ .

2. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირებას აბსოლუტური ქულით, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით, ახორციელებს ცენტრი.


    მუხლი 5. აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტი

1. აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტი ცენტრის მიერ შემუშავდება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების ( დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტის საფუძველზე.

2. (ამოღებულია - 28.03.2013, №44/ნ)

2​1. თუ მაგისტრანტს ჩაბარებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/ დაწესებულებების ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მისი დაფინანსება ხორციელდება აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს შორის განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.

22. მაგისტრანტი ამ მუხლის 2​1  პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 10 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.

2​3. თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ ამ მუხლის 22 პუნქტით გათვლისწინებულ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე , მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა.შ. მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება .

24. ცენტრში ამ მუხლის 23 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მაგისტრანტის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.

25. მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 10 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.

26. ცენტრში ამ მუხლის 2​5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას მაგიტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში .

3. ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში არ შეიყვანება:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;

ბ)  პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი სპეციალურ ელექტრონული პროგრამაში არ ასახა ან ასახა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.

გ) პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი ცენტრს არ მიაწოდა ან მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;

დ) პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით.

3​1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში, მოთხოვნილი ფორმით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აწვდის მაგისტრანტობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაციას, კერძოდ, მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა თუ არა მაგისტრანტობის კანდიდატს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.

ბ) საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის თაობაზე ინფორმაციას, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სამაგისტრო გამოცდის ჩატარების წლის 25 სექტემბრამდე ასახავს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

4. ამ მუხლის 2​2  და 2​5  პუნქტებით წარმოდგენილი დოკუმენტების შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს.

5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი 5 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს.

6.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტით დამტკიცებული სიების ატვირთვას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №962 - სსმ III,  04.11.2009, სსმ №136, მუხ .1560

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №26/ ნ - ვებგვერდი , 24.02. 2011 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №23/ ნ - ვებგვერდი , 03.02.2012 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №44/ ნ - ვებგვერდი , 29.03.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №172/ ნ - ვებგვერდი , 12.11.2013 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 აპრილის ბრძანება №35/ ნ - ვებგვერდი , 15.04.2015 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №152/ ნ - ვებგვერდი , 26.11.2015 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება №51/ ნ - ვებგვერდი , 31.05.2016 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის ბრძანება №04/ნ - ვებგვერდი, 29.01.2018წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №79/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 31.01.2020 წ.


    მუხლი 6. გარდამავალი დებულებები

1. 2014-2015 სასწავლო წლისთვის:

ა) მაგისტრანტი ამ წესის მე-5 მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.

ბ) თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვლისწინებულ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა.შ. მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე   საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.

გ) ცენტრში ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მაგისტრანტის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. იმ შემთხვევაში , თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე;

დ) მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი;

ე) ცენტრში ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას მაგიტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ვ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე წარუდგენს ცენტრს ინფორმაციას აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე;

ზ) ამ მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარმოდგენილი დოკუმენტების შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს და აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასამტკიცებლად.

2. 2021-2022 სასწავლო წლისთვის:

ა) მაგისტრანტი ამ წესის მე-5 მუხლის 2​​​1 პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტის დადგენის მიზნით, 2021 წლის 16 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად;

ბ) მაგისტრანტი, რომელიც ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია 2021 წლის 16 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №135/ ნ - ვებგვერდი , 09.10.2014 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 01.10.2021 წ.

  დანართი №3

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 ივლისის ბრძანება №157/ნ - ვებგვერდი, 01.08.2019წ.


2019-2020 სასწავლო წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიზნებისთვის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის ცხრილი

 

მიმართულება

დარგი/სპეციალობა

ქვედარგი/სპეციალიზაცია

01 აგრარული

მეცნიერებანი

0101 აგრონომია

010101 აგროეკოლოგია

010102 აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობა

010103 აგროტექნოლოგია

010104 აგრობიოტექნოლოგია

010105 მცენარეთა სელექცია-გენეტიკა

010106 მცენარეთა დაცვა

010107 ხილ-ბოსტნეულისა და ყურძნის

მოყვანის ტექნოლოგია

010108 სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგია

010109 ორგანული სოფლის მეურნეობა

010110 მეაბრეშუმეობის ტექნოლოგია

0102 ვეტერინარია

010201 დიპლომირებული ვეტერინარი

(ერთსაფეხურიანი)

0103 მეცხოველეობა

010301 მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის საქონელმცოდნეობა

010302 ცხოველთა და ფრინველთა მოშენება

010303 ცხოველთა და ფრინველთა კვება

010304 იქთიოლოგია

010305 მეცხოველეობის პროდუქციის

წარმოება

0104 სასურსათო ტექნოლოგია

010401 კვების პროდუქტების

გადამუშავებისა და

დაკონსერვების ტექნოლოგია

010402 სასმელების ტექნოლოგია

(ალკოჰოლიანი, უალკოჰოლო)

010403 სურსათის უვნებლობა

010404 სამადუღრო წარმოების

ბიოტექნოლოგია

010405 სუბტროპიკული კულტურების

გადამუშავების ტექნოლოგია

0105 სატყეო საქმე 

 

 

 

 

         

0106 სატყეო მეცნიერება

010501 სატყეო მეურნეობა

010502 სატყეო ეკოლოგია

010503 სანადირე მეურნეობა

010504 ტყეთმოწყობა

მიმართულება

დარგი/სპეციალობა

ქვედარგი/სპეციალიზაცია

02 ბიზნესის

ადმინისტრირება

0201 საბუღალტრო

აღრიცხვა

020101 ფინანსური აღრიცხვა და

კონტროლი

020102 აუდიტი

020103 საგადასახადო საქმე

020104 მმართველობითი აღრიცხვა და

შიდა კონტროლი

0202 მარკეტინგი

020201 საერთაშორისო მარკეტინგი

020202 მარკეტინგული კვლევა

020203 გაყიდვების მართვა

020204 რეკლამა და საზოგადოებასთან

ურთიერთობა

0203 მენეჯმენტი

020301 ტურიზმისა და მასპინძლობის

მენეჯმენტი

020302 ხელოვნების მენეჯმენტი

020303 ჯანდაცვის მენეჯმენტი

020304 ფარმაციის მენეჯმენტი

020305 აგრობიზნესის მენეჯმენტი

020306 განათლების მენეჯმენტი

020307 საერთაშორისო ბიზნესის

მენეჯმენტი

020308 ინფორმაციული ტექნოლოგიების

მენეჯმენტი

020309 სამთო საქმისა და გეოლოგიის

მენეჯმენტი

020310 ტექნოლოგიების მენეჯმენტი

020311 ჰიდროენერგეტიკული

მშენებლობის მენეჯმენტი

020312 მშენებლობის მენეჯმენტი

020313 ტრანსპორტის მენეჯმენტი

020314 ენერგეტიკის მენეჯმენტი

020315 მედიამენეჯმენტი

020316 ლოჯისტიკა და ექსპედირება

020317 უძრავი ქონების ადმინისტრირება

020318 ბიზნესკომუნიკაციის მენეჯმენტი

020319 ტელეკომუნიკაციის მენეჯმენტი

020320 ინოვაციების მენეჯმენტი

020321 საწარმოო და ოპერაციული

მენეჯმენტი

020322 ადამიანური რესურსების მართვა

020323 მანქანათმშენებლობის მენეჯმენტი

020324 ქიმიური და კვების წარმოების

მენეჯმენტი

020325 მეტალურგიული წარმოების

მენეჯმენტი

020326 მცირე ბიზნესის მართვა

020327 პროექტების მენეჯმენტი

020328 საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი

020329 ბიოლოგიური რესურსების

მენეჯმენტი

020330 სპორტის მენეჯმენტი

020331 კულტურის მენეჯმენტი

020332 ინფორმაციის მენეჯმენტი

020333 ოპერაციების მენეჯმენტი

020334 ტყის რესურსების მდგრადი მართვა

020335 - ჰოსპიტალური მენეჯმენტი

0204 ფინანსები

020401 საბანკო საქმე

020402 კორპორაციული ფინანსები და

მართვა

020403 პროექტების ფინანსური მართვა

020404 საერთაშორისო ფინანსები

020405 ინვესტიციები და ფინანსური

პორტფელების მართვა

020406 ფინანსური ანალიზი და

პროგნოზირება

020407 ფინანსური ინსტიტუტების მართვა

020408 რისკების მართვა

020409 სადაზღვევო საქმე

მიმართულება

დარგი/სპეციალობა

ქვედარგი/სპეციალიზაცია

03 განათლება

0301 განათლების მეცნიერებები

030101 განათლების ფილოსოფია

030102 განათლების სოციოლოგია

030103 განათლების პოლიტიკა

030104 ინტერკულტურული განათლება

030105 ზრდასრულთა განათლება

030106 ინკლუზიური განათლება

030107 განათლების კვლევები

030108 განათლების ადმინისტრირება

030109 სპეციალური განათლება

0302 მასწავლებლის განათლება

030201 საგნის/საგნობრივი ჯგუფის

სწავლების მეთოდიკა/დიდაქტიკა

030202 დაწყებითი განათლების

პედაგოგიკა

მიმართულება

დარგი/სპეციალობა

ქვედარგი/სპეციალიზაცია

04 ინჟინერია

0401 კომპიუტინგი/

ინფორმატიკა

040101 ინფორმაციული ტექნოლოგიები

040102 ინფორმაციული სისტემები

040104 კომპიუტერული მეცნიერება

040105 პროგრამული ინჟინერია

040106 ინტერდისციპლინური

ინფორმატიკა

040107 გამოთვლითი მეცნიერებები

0402 ტელეკომუნიკაცია

 

0403 ხელსაწყოთმშენებლობა,

ავტომატიზაცია და მართვის

სისტემები

040301 ავტომატიზაცია და მართვის

სისტემები

040302 ბიოსამედიცინო ინჟინერია

040303 საზომი ტექნიკა, ხარისხის

კონტროლისა და

უზრუნველყოფის ტექნოლოგიები

0404 საინჟინრო ფიზიკა

040401 მიკროელექტრონიკა და

ოპტოელექტრონიკა

040402 ფიზიკურ-ტექნიკური ექსპერტიზა

040403 მასალებისა და სტრუქტურების

დიაგნოსტიკა

040404 ნანოტექნოლოგია

0405 ენერგეტიკა და

ელექტროინჟინერია

040501 თბოენერგეტიკა

040502 ჰიდროენერგეტიკა

040503 ელექტროენერგეტიკა

040504 ელექტროტექნიკა და სამრეწველო

ელექტრონიკა

040505 ელექტრომექანიკა

0406 მშენებლობა

040601 სამოქალაქო და სამრეწველო

მშენებლობა

040602 სამდინარო ჰიდროტექნიკური

ნაგებობების

მშენებლობა

040603 ჰიდროელექტრო

სადგურების ჰიდროტექნიკური

მშენებლობა

040604 საზღვაო ნაგებობების მშენებლობა

040605 მშენებლობის ტექნოლოგია

040606 საშენი მასალები

040607 გრუნტების მექანიკა და

ფუძესაძირკვლები

040608 ხიდებისა და გვირაბების

მშენებლობა

040609 რკინიგზის მშენებლობა

040610 საავტომობილო გზებისა და

აეროდრომების მშენებლობა

040611 წყალმომარაგება და წყალარინება

040612 ნაგებობათა გამოცდა და ტექნიკური ექსპერტიზა

040613 კომპიუტერული პროექტირება

მშენებლობაში

040614 თბოაირმომარაგება და ვენტილაცია

040615 აეროპორტების მშენებლობა და

ექსპლუატაცია

040616 სამშენებლო მექანიკა და

სეისმომედეგი მშენებლობა

040617 გაზმომარაგების სისტემების

მშენებლობა და ექსპლუატაცია

0407 ტრანსპორტი

040701 საავტომობილო ტრანსპორტი

040702 სარკინიგზო ტრანსპორტი

040703 სპეციალური ტრანსპორტი

040704 სატრანსპორტო ლოჯისტიკა

0408 მექანიკის ინჟინერია და

ტექნოლოგია

040801 სამანქანათმშენებლო წარმოების

ტექნოლოგია

040802 მანქანათა მექანიკა, ტექნოლოგიური

მანქანები და

ავტომატიზებული კომპლექსები

040803 მექატრონიკა

040804 საფრენი აპარატების კონსტრუირება

და წარმოება

040805 ავტომობილებისა და ტრაქტორების

კონსტრუირება და წარმოება

040806 ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო

და საგზაო

მანქანების კონსტრუირება და წარმოება

0409 სამრეწველო ინჟინერია და

ტექნოლოგია

040901 საგამომცემლო-პოლიგრაფიული

ტექნოლოგიები

040902 მერქნული მასალების დამზადებისა და დამუშავების ტექნიკა და ტექნოლოგიები

040903 კვების საწარმოთა ტექნოლოგიური

მოწყობილობები

040904 მსუბუქი მრეწველობის მანქანები,

ნაკეთობათა

კონსტრუირება და ტექნოლოგია

040905 სამაცივრო ტექნიკა და ტექნოლოგია

0410 ქიმიური და ბიოლოგიური

ინჟინერია

041001 ქიმიური ტექნოლოგია

041002 ბიოლოგიური ტექნოლოგია

041003 სასურსათო პროდუქტების

წარმოების ინჟინერია

041004 ნავთობისა და გაზის გადამუშავების ტექნოლოგია

041005 ფარმაცევტული პროდუქციის

წარმოების ინჟინერია

041006 პარფიუმერიული და კოსმეტიკური

პროდუქციის წარმოების ინჟინერია

0411 მეტალურგია

041101 შავი და ფერადი ლითონების

მეტალურგია

0412 მასალათამცოდნეობა

041201 ლითონმცოდნეობა და ლითონთა

დამუშავების ტექნოლოგიები

041202 არალითონური მასალები და

ტექნოლოგიები

041203 კომპოზიციური მასალები და

ტექნოლოგიები

041204 შედუღების ტექნოლოგიები

041205 ნანომასალები

0413 გარემოს ინჟინერია და

უსაფრთხოება

041301 საინჟინრო ეკოლოგია

041302 წყლის ინჟინერია

041303 შრომის დაცვა და უსაფრთხოების

ინჟინერია

041304 საგანგებო სიტუაციების მართვა

0414 სამთო და გეოინჟინერია

041401 სამთო საქმე

041402 ნავთობისა და გაზის მოპოვების,

ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა

და ტექნოლოგიები

041403 საინჟინრო გეოლოგია

041404 საინჟინრო გეოდეზია და

მარკშაიდერია

0415 აგროინჟინერია

041501 სოფლის მეურნეობის

ელექტრიფიკაცია

041502 სოფლის მეურნეობის მექანიზაცია

041503 სასოფლო-სამეურნეო

ჰიდრომელიორაცია

0416 საჰაერო ტრანსპორტის

ექსპლუატაცია

041601 საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაცია

041602 საჰაერო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაცია

0417 საინჟინრო გეოდეზია და

გეოინფორმატიკა

 

0418 კომპიუტერული ინჟინერია  0419 – საზღვაო ინჟინერია

0420 – საზღვაო ელექტროინჟინერია

0421 - სამოქალაქო ინჟინერია

 

მიმართულება

დარგი/სპეციალობა

ქვედარგი/სპეციალიზაცია

05 მეცნიერება/

საბუნებისმეტყველო

მეცნიერებანი

0501 მათემატიკა

050101 წმინდა მათემატიკა

050102 გამოყენებითი მათემატიკა

0502 ფიზიკა

050201 თეორიული ფიზიკა

050202 ექსპერიმენტული ფიზიკა

050203 ასტრონომია

050204 ნანოფიზიკა

050205 რადიოფიზიკა

050206 მიკრო- და ნანოელექტრონიკა

050207 გამოყენებითი ელექტროდინამიკა

050208 არაწრფივი მოვლენების ფიზიკა

050209 ელემენტარული ნაწილაკების

ფიზიკა

050210 ფუნდამენტური ფიზიკა

050211 გამოყენებითი ფიზიკა

050212 კონდენსირებელი გარემოს ფიზიკა

050213 ასტროფიზიკა

050214 ბირთვული ფიზიკა

050215 ატომის ფიზიკა

050216 მყარი სხეულების ფიზიკა

050218 პლაზმის ფიზიკა

050219 ოპტიკა

050220 რადიოტექნიკა და ელექტრონიკა

050221 ლაზერის ფიზიკა

050222 ჰიდროფიზიკა

050223 ტალღური პროცესების ფიზიკა

050224 სტატისტიკური ფიზიკა და

თერმოდინამიკა

0503 ქიმია

050301 არაორგანული ქიმია

050302 ორგანული ქიმია

050303 ფიზიკური და ანალიზური ქიმია

050304 პოლიმერული მასალები

050305 ქიმიური ექსპერტიზა

050306 მაკრომოლეკულების ქიმია

050307 ბიოორგანული ქიმია

050308 ბიოფიზიკური ქიმია

0504 ბიოლოგია / სიცოცხლის

შემსწავლელი მეცნიერებანი /

გამოყენებითი ბიომეცნიერებები

050401 მორფოლოგია (ციტოლოგია,

ჰისტოლოგია, ანატომია)

050402 ბიომრავალფეროვნება

050403 ევოლუციური ბიოლოგია

050404 ფიზიოლოგია (მცენარეთა,

ადამიანისა და ცხოველთა)

050405 ზოოლოგია

050406 ბოტანიკა

050407 მიკრობიოლოგია

050408 ბიოტექნოლოგიები

050409 ნეირომეცნიერებები

050410 იმუნოლოგია

050411 მოლეკულური ბიოლოგია

050412 ვირუსოლოგია

050413 ბიოქიმია

050414 უჯრედული ბიოლოგია

050415 განვითარების ბიოლოგია

050416 გენეტიკა/გამოყენებითი გენეტიკა

050417 ჰიდრობიოლოგია

050418 ბიოლოგიური ექსპერტიზა

050419 ბიოგეოგრაფია

050420 ენტომოლოგია

050421 მოლეკულური ბიომეცნიერებები

050422 საკვები პროდუქტების მეცნიერება

0505 გეოგრაფია

050501 ჰიდროლოგია

050502 მეტეოროლოგია

050503 ფიზიკური გეოგრაფია

050504 გეომორფოლოგია

050505 კარტოგრაფია

050506 გეოგრაფიული საინფორმაციო

სისტემების ტექნოლოგიები

0506 გეოლოგია

050601 პეტროლოგია და ვულკანოლოგია

050602 მადანთა და საბადოების გეოლოგია

050603 პალეონტოლოგია

050604 სტრატიგრაფია                            050605 რეგიონული გეოლოგია

050606 საძიებო გეოფიზიკა

050607 მინერალოგია

0507 საბუნებისმეტყველო

მეცნიერებათა დარგთაშორისი, მათ

შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის

შესაბამისი მოდიფიცირებით

050701 ბიოფიზიკა

050702 გეოფიზიკა

050703 ატმოსფერული მეცნიერებები

0508 ელექტრული და

ელექტრონული ინჟინერია

 

მიმართულება

დარგი/სპეციალობა

ქვედარგი/სპეციალიზაცია

06 სამართალი

0601 სამართალმცოდნეობა

060101 სამართლის ისტორია და

ფილოსოფია

060102 რომის სამართალი

060103 კანონიკური სამართალი

0602 საერთაშორისო სამართალი

060201 ჰუმანიტარული სამართალი

060202 საზღვაო სამართალი

060203 ადამიანის უფლებათა

საერთაშორისო სამართალი

060204 საერთაშორისო სახელშეკრულებო

სამართალი

0603 კერძო/ბიზნესსამართალი

060301 სახელშეკრულებო სამართალი

060302 საბანკო სამართალი

060303 დაზღვევის სამართალი

060304 საკორპორაციო სამართალი

060305 ფასიანი ქაღალდების სამართალი

060306 შრომის სამართალი

060307 სამომხმარებლო სამართალი

060308 გაკოტრების სამართალი

060309 კონკურენციის სამართალი

060310 ინტელექტუალური საკუთრების

სამართალი

0604 სისხლის სამართალი

060401 კრიმინოლოგია

060402 საერთაშორისო სისხლის

სამართალი

0605 საჯარო სამართალი

060501 კონსტიტუციური სამართალი

060502 ადამიანის უფლებათა სამართალი

060503 ადმინისტრაციული სამართალი

060504 განათლების სამართალი

060505 საგადასახადო სამართალი

060506 ჯანდაცვის სამართალი

060507 მუნიციპალური სამართალი

060508 საპოლიციო რეგულირების

სამართალი

მიმართულება

დარგი/სპეციალობა

ქვედარგი/სპეციალიზაცია

07 სოციალური მეცნიერებები

0701 ეკონომიკა

070101 ეკონომიკური პოლიტიკა

070102 მაკროეკონომიკა

070103 მიკროეკონომიკა

070104 საერთაშორისო ეკონომიკა

070105 ეკონომეტრიკა

0702 პოლიტიკის მეცნიერება

070201 შედარებითი პოლიტიკა

070202 ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები

070203 კონფლიქტოლოგია

070204 უსაფრთხოების კვლევები

070205 საბჭოთა კვლევები

0703 მასობრივი კომუნიკაცია/

ჟურნალისტიკა

070301 მედიის კვლევები

070302 საზოგადოებრივი ურთიერთობები

0704 საზოგადოებრივი გეოგრაფია

 

0705 საერთაშორისო ურთიერთობები

070501 დიპლომატია და საერთაშორისო

პოლიტიკა

0706 სოციოლოგია

070601 მედიაკომუნიკაციის სოციოლოგია

070602 სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები

070603 გენდერის კვლევები

070604 სოციალური და კულტურული

კვლევები

0707 ფსიქოლოგია

070701 შრომისა და ორგანიზაციის

ფსიქოლოგია

070702 ბავშვთა და მოზარდთა

ფსიქოლოგია

070703 ფსიქოდიაგნოსტიკა და

კონსულტირება

070704 განვითარების ფსიქოლოგია

070705 სოციალური ფსიქოლოგია

070706 პოლიტიკური ფსიქოლოგია

070707 კულტურის ფსიქოლოგია

070708 სპორტის ფსიქოლოგია

070709 კლინიკური ფსიქოლოგია

070710 ჯანმრთელობის ფსიქოლოგია

070711 პიროვნების ფსიქოლოგია

070712 განწყობის ფსიქოლოგია

070713 განათლების ფსიქოლოგია

070714 ფსიქომეტრია

070715 კლინიკური ნეიროფსიქოლოგია

070716 გამოყენებითი სოციალური

ფსიქოლოგია

 

0708 კულტურული მემკვიდრეობა

070801 მუზეუმმცოდნეობა

070802 ბიბლიოთეკათმცოდნეობა

070803 სიძველეთმცოდნეობა

070804 ხელნაწერთმცოდნეობა

0709 დემოგრაფია

 

მიმართულება

დარგი/სპეციალობა

ქვედარგი/სპეციალიზაცია

08 ხელოვნება

0801 აუდიოვიზუალური ხელოვნება

080101 ფოტოხელოვნება (ფოტოგრაფია)

080102 კინოხელოვნება (მხატვრული,

დოკუმენტური, კლიპის რეჟისურა, ხმის

რეჟისურა, ანიმაციური კინოს რეჟისურა,

კინოსაოპერატორო ხელოვნება,

კინომონტაჟის ხელოვნება)

080103 ტელეხელოვნება (ტელერეჟისურა,

ტელესაოპერატორო ხელოვნება,

ტელემონტაჟის ხელოვნება)

080104 დრამატურგია (ტელე-, კინო-,

თეატრი)

080105 სადამდგმელო რეჟისურა

080106 საოპერატორო ხელოვნება

080107 ხმის რეჟისურა

080108 მხატვრული ფოტოგრაფია

080109 ქორეოგრაფია

0802 მედიახელოვნება

080201 ციფრული მოდელირება და

პროექტირება

080202 მულტიმედიადიზაინი

080203 ციფრული და მხატვრული ანიმაცია

080204 გრაფიკული დიზაინი

080205 ვიზუალური კომუნიკაცია

080206 მოძრავი გრაფიკა

0803 დიზაინი

080301 მხატვრული კერამიკა

080302 მინის დიზაინი                           080303 ტექსტილის დიზაინი

080304 სამრეწველო დიზაინი

080305 ხის მხატვრული დამუშავება და

ავეჯის დიზაინი

080306 სამოსის დიზაინი

080307 საიუველირო ნაკეთობათა დიზაინი

0804 თეატრალური ხელოვნება

080401 რეჟისურა (დრამის, მუსიკალური

თეატრის,

პანტომიმის თეატრის, თოჯინების

თეატრის)

080402 მსახიობის საშემსრულებლო

ხელოვნება

080403 სასცენო მეტყველების კულტურა

080404 სცენოგრაფიის ხელოვნება

0805 სამუსიკო ხელოვნება

080501 კომპოზიცია

080502 აკადემიური გუნდის დირიჟორობა

080503 საეკლესიო და ხალხური გუნდის

დირიჟორობა

080504 სიმფონიური ორკესტრის

დირიჟორობა

080505 საორკესტრო ჩასაბერი და

დასარტყამი საკრავები

080506 სოლო აკადემიური

სიმღერა/ვოკალის ხელოვნება

080507 კლავიშებიანი საკრავები

080508 საორკესტრო სიმებიანი საკრავები

080509 მუსიკის თეორია

0806 სახვითი ხელოვნება

080601 ფერწერა

080602 ქანდაკება

080603 გრაფიკა

080604 თეატრის მხატვრობა

080605 კინოტელემხატვრობა

080606 მონუმენტური მხატვრობა

080607 მულტიპლიკაცია

080608 ვიზუალური ხელოვნება

0807 ქორეოგრაფიული ხელოვნება

 

მიმართულება

დარგი/სპეციალობა

ქვედარგი/სპეციალიზაცია

09 ჯანდაცვა

0901 მედიცინა

090101 დიპლომირებული მედიკოსი

(ერთსაფეხურიანი)

0902 სტომატოლოგია

090201 დიპლომირებული სტომატოლოგი

(ერთსაფეხურიანი)

0903 ფარმაცია

090301 სამრეწველო ფარმაცია

090302 ფარმაცევტული ანალიზი

090303 ფარმაცევტული კოსმეტოლოგია და პარფიუმერია

090304 სავეტერინარო ფარმაცია

090305 ბიოფარმაცია

090306 კლინიკური ფარმაცია

0904 საზოგადოებრივი ჯანდაცვა

090401 გარემოს მედიცინა

090402 ეპიდემიოლოგია

090403 სამედიცინო ეკოლოგია

090404 ჯანმრთელობის ხელშეწყობა

090405 საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა

090406 ნუტრიციოლოგია

090407 სოციალური ფსიქიატრია

090408 ფსიქოტრავმატოლოგია

0905 საექთნო საქმე (ექთანი/ბებია

ქალი)

 

0906 ფიზიკური მედიცინა და

რეაბილიტაცია

090601 კარდიოპულმონური რაბილიტაცია

090602 პედიატრიული რეაბილიტაცია

090605 ტკივილის მედიცინა

090606 ჰოსპისი და პალიატიური მედიცინა

090607 სპორტული რეაბილიტაცია

090608 ფიზიკური თერაპია

090609 კინეზოთერაპია

090610 პოსტტრავმული რეაბილიტაცია

090611 რაიტთერაპია

090612 საყრდენ-მამოძრავებელი

სისტემის პათოლოგიათა რეაბილიტაცია

090613 - ნეირორეაბილიტაცია

090614 - ველნეს თერაპია

0907 ოკუპაციური თერაპია

 

მიმართულება

დარგი/სპეციალობა

ქვედარგი/სპეციალიზაცია

10 ჰუმანიტარული მეცნიერებანი

1002 ეთნოლოგია

 

1003 თეოლოგია

 

1004 ისტორია

100401 საქართველოს ისტორია

100402 მსოფლიო ისტორია

100403 ძველი მსოფლიოს ისტორია

100404 შუა საუკუნეების ისტორია

100405 ახალი და უახლესი ისტორია

100406 ძველი აღმოსავლეთის ისტორია

100407 ანტიკური სამყაროს ისტორია

100408 ევროპისა და ამერიკის ახალი და

უახლესი ისტორია

100409 ახლო აღმოსავლეთის ისტორია

100410 შორეული აღმოსავლეთის ისტორია

100411 ქრისტიანობის ისტორია

1005 ფილოლოგია, მათ შორის

ქვედარგის/სპეციალიზაციის

შესაბამისი მოდიფიცირებით

100501 ქართული ფილოლოგია

100502 ინგლისური ფილოლოგია

100503 გერმანული ფილოლოგია

100504 ფრანგული ფილოლოგია

100505 ესპანური ფილოლოგია

100506 იტალიური ფილოლოგია

100507 რუსული ფილოლოგია

100508 სკანდინავიური ფილოლოგია

100509 კლასიკური ფილოლოგია

100510 ბიზანტიური ფილოლოგია

100511 ახალი ბერძნული ფილოლოგია     100512 ებრაულ-არამეული ფილოლოგია

100513 არაბული ფილოლოგია

100514 თურქული ფილოლოგია

100515 სპარსული ფილოლოგი

100516 ლინგვისტიკა

100517 შედარებითი ენათმეცნიერება

100518 ქართველური ენათმეცნიერება

100519 ლექსიკოგრაფია

100520 ლიტერატურის თეორია და

შედარებითი

ლიტერატურათმცოდნეობა/ლიტერატურის

შედარებითი კვლევები

100521 თარგმანმცოდნეობა

100522 ქართული ლიტერატურის ისტორია

100523 აფხაზური ფილოლოგია

100524 რომანული ფილოლოგია

100525 სომხური ფილოლოგია

1006 ფილოსოფია

100601 კულტურის ფილოსოფია

100602 პოლიტიკის ფილოსოფია

100603 რელიგიის ფილოსოფია

100604 მეტაფიზიკა და ეპისტემოლოგია

100605 ფილოსოფიური ანთროპოლოგია

100606 ენის ფილოსოფია

100607 მეცნიერების ფილოსოფია

100608 ლოგიკა

100609 ესთეტიკა

100610 ზნეობის ფილოსოფია და

გამოყენებითი ეთიკა

100611 ფილოსოფიის ისტორია

1007

ხელოვნებათმცოდნეობა/ხელოვნების

ისტორია და თეორია

100701 თეატრმცოდნეობა

100702 კინომცოდნეობა

100703 ქორეოლოგია

100704 მუსიკოლოგია

100705 ეთნომუსიკოლოგია

100706 საეკლესიო მუსიკოლოგია

100707 არქიტექტურისა და ვიზუალური

ხელოვნების

ისტორია და თეორია

მიმართულება

დარგი/სპეციალობა

ქვედარგი/სპეციალიზაცია

11

მიმართულებათაშორისი

დარგები ან

სპეციალობები

1101 არქიტექტურა

110101 შენობა-ნაგებობათა არქიტექტურა

და ურბანული დაგეგმარება

110102 ინტერიერის დიზაინი

110103 ლანდშაფტური არქიტექტურა

110104 გარემოს დიზაინი

110105 არქიტექტურაში ფერისა და

განათების დიზაინი

1102 ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა

110201 გამოყენებითი ეკოლოგია

110202 კონსერვაციული ბიოლოგია

110203 გარემოს დაცვა

110204 ბუნებათსარგებლობა

110205 ბუნებათმოწყობა

110206 საზღვაო კვლევები

1103 კულტურის კვლევები

110301 შუა საუკუნეების კვლევები

1104 რეგიონმცოდნეობა, მათ შორის

ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით

110401 აღმოსავლეთმცოდნეობა

110402 ამერიკისმცოდნეობა

110403 ასირიოლოგია

110404 ბრიტანეთისმცოდნეობა

110405 ევროპისმცოდნეობა

110406 კავკასიური

კვლევები/კავკასიოლოგია

110407 აღმოსავლეთ ევროპის კვლევები

110408 უკრაინისმცოდნეობა

110409 სლავისტიკა

110410 ირანისტიკა

110411 არაბისტიკა                                     110412 თურქოლოგია

110413 პოლონისტიკა

110414 რუსეთისმცოდნეობა

110415 ქართველოლოგია (უცხოენოვანი

პროგრამა:

Georgian studies/Kartvelian studies)

110416 არმენოლოგია

110417 სკანდინავისტიკა

110418 იაპონისტიკა

110419 სინოლოგია

110420 ებრაისტიკა-არამეისტიკა

110421 საქართველოსმცოდნეობა

110422 ანგლისტიკა

110423 გერმანისტიკა

110424 ესპანისტიკა

110425 იტალიისმცოდნეობა

110426 საფრანგეთისმცოდნეობა

110427 თურქეთისმცოდნეობა

1105 ანთროპოლოგია

110501 განათლების ანთროპოლოგია

110502 პოლიტიკის ანთროპოლოგია

110503 კულტურული და სოციალური

ანთროპოლოგია

110504 ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია

1106 რესტავრაცია/კონსერვაცია

110601 არქიტექტურულ ობიექტთა

რესტავრაცია

110602 სახვითი ხელოვნების ნიმუშთა

რესტავრაცია

110603 მცირე ხელოვნების ნიმუშთა

რესტავრაცია

1107 სოციალური მუშაობა

 

1108 თავისუფალი მეცნიერებები

 

1109 საჯარო მმართველობა

110901 ორგანიზაციის განვითარება

110902 მიგრაციის კვლევები

1110 საზღვაოსნო მეცნიერება

111001 საზღვაო ოპერაციები

111002 საზღვაო ტექნოლოგიები

1111 გენდერი

 

1112 სპორტი

111201 - სპორტის ფიზიოლოგია

1113 თავდაცვა და უსაფრთხოება

111301 თავდაცვის ანალიზი

111302 კიბერუსაფრთხოება

111303 თავდაცვის რესურსების მართვა

111304 ევროპის უსაფრთხოების კვლევები

1114 სამხედრო მეცნიერება,

შესაბამისი

ქვედარგის/სპეციალიზაციის

დაკონკრეტებით

111401 სამხედრო კავშირგაბმულობა

111402 სამხედრო ლოგისტიკა

111403 საჰაერო თავდაცვის შეიარაღება და ტექნიკა

111404 საარტილერიო საქმე

111405 სამხედრო ავიაცია

111406 სამხედრო ინჟინერია                   111407 საერთო-საჯარისო მართვა

111408 ჯავშან-სატანკო შეიარაღება და

ტექნიკა

1115 არქეოლოგია

 

1116 პალეობიოლოგია /

პალეოანთროპოლოგია

 

1117 სტატისტიკა

 

1118 მართლმადიდებლური

საღვთისმეტყველო მეცნიერება ,

ქვედარგის / სპეციალიზაციის

დაკონკრეტებით

111801 საეკლესიო არქიტექტურა

(ხუროთმოძღვრება)

111802 ქრისტიანული

ხელოვნებათმცოდნეობა

111803 ხატწერა

111804 დაზგური ხატწერის რესტავრაცია

111805 მონუმენტური ხატწერის

რესტავრაცია

111806 საეკლესიო მუსიკა

111807 საეკლესიო მუსიკათმცოდნეობა

111808 ქრისტიანული ფსიქოლოგია

111809 ქრისტიანული ფილოსოფია

1119

ადიქციის კვლევები (ადიქტოლოგია)

 

1120 ტურიზმი

112001 ბუნების ტურიზმი და დაცული

ტერიტორიები;

112002 ეკოლოგიური ტურიზმი;

112003 კულტურული ტურიზმი;

112004 სამკურნალო ტურიზმი და

საკურორტო საქმიანობა;

112005 რეკრეაციული ტურიზმი;

112006 აგროტურიზმი.

1121 ჯანმრთელობის მეცნიერებები

112101 ენისა და მეტყველების თერაპია

1122 - ურბანისტიკა

 

1123 - რელიგიის კვლევები

 

1124 - ციფრული ჰუმანიტარია

 


 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე