„უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

1. დამტკიცდეს:

ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება (დანართი №1).

ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესი (დანართი №2).

გ) ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით (დანართი №3).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №92/ ნ ვებგვერდი , 20.10.2021 წ .

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 შაშკინი

დანართი №1

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

ეს დებულება არეგულირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) (ამოღებულია - 30.10.2013, №164/ნ);

​1) გათანაბრებული ქულა – ერთიანი ეროვნული გამოცდის თითოეული საგნის ტესტში აბიტურიენტის მიერ მიღებულ ქულასა და ამ ქულის ყველა დანარჩენ ტესტის ვარიანტთან გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესი;

​2) გაიგივებული ქულა – თითოეული საგნის ტესტში აბიტურიენტის მიერ მიღებული ქულის პროცენტული რანგის შესაბამისი ქულა იმავე საგნის ტესტის სხვა ვარიანტში;

ბ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;

გ) ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა – საკითხთა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც იქმნება ტესტური დავალებები და რომელიც არ სცილდება ეროვნულ სასწავლო გეგმას;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;

​1) პროცენტული რანგი – არითმეტიკული საშუალო, რომელიც გამოიანგარიშება თითოეული საგნის ტესტის შესაბამის ვარიანტში აბიტურიენტის მიერ მიღებულ ქულაზე ნაკლები ქულის მქონე  აბიტურიენტთა პროცენტულ რაოდენობასა და ამავე ვარიანტში აბიტურიენტის მიერ მიღებულ  ქულაზე ნაკლები ან ტოლი ქულის მქონე აბიტურიენტთა პროცენტულ რაოდენობას შორის;

ე) კონკრეტული ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული სკალირებული ქულის კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნისთვის დადგენილ კოეფიციენტზე გადამრავლების შედეგად მიღებული ქულა;

​1) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

ვ) მაქსიმალური ქულა – ცენტრის მიერ თითოეული საგნის ტესტისთვის მინიჭებული უმაღლესი ქულა;

ზ) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეული საგნის ტესტში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად;

თ) რესურსცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

ი)  საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

კ) საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული ის საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებებიდა საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომელზეც/რომლებზეც მას სურს სწავლის გაგრძელება;

ლ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – ამონაბეჭდი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – რეგისტრაციის ვებგვერდის) სპეციალური პროგრამიდან, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;

მ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აბიტურიენტები განთავსდებიან გამოცდების მიმდინარეობისას;

ნ) საგამოცდო ცენტრი – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;

ო) საკონკურსო ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც ცენტრის მიერ დგება კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი;

პ) საპრეტენზიო კომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

ჟ) საგნობრივი კომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

რ) სკალირებული ქულა – აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსებული ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე;

ს) ტესტი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.naec.ge ) გამოქვეყნებამდე; 

​1) ტესტის ვარიანტი – ყოველი საგამოცდო საგნისთვის ტესტის ვარიანტების საკმარისი რაოდენობა განსაზღვრული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების რაოდენობის მიხედვით;

ტ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით; 

უ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, ცენტრის მიერ აბიტურიენტებისთვის და ტესტისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა; 

ფ) შეფასების სქემა – ამ დებულებით დადგენილი წესით, საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება პასუხების ფურცლების გასწორება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2აგვისტოს ბრძანება №141 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 13.02.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 18.02.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის  ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.

   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 27.06.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის ბრძანება №40/ ნ ვებგვერდი , 29.06.2021 წ .

    მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზანი

ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების მიზანია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.

    მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ენა

1. აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ ქართულ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. აბიტურიენტს, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უფლება აქვს გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში ჩააბაროს რუსულ ენაზე.

3. აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარონ ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ან რუსულ ენაზე.

3​1. (ამოღებულია - 14.02.2017, №26ნ).

4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის, ან ოსური ან აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება.

5. უსინათლო აბიტურიენტებისთვის ამ დებულების მე–6 მუხლით გათვალისწინებულ საგნებში გამოიყენება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 14 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №186/ნ - ვებგვერდი, 20.11.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 06.03.2019წ.

თავი II. ერთიანი ეროვნული გამოცდა

    მუხლი 5. ერთიანი ეროვნული გამოცდები და მისი სამართლებრივი შედეგები

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით ან/და ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, აგრეთვე სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება შესაბამისი კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.

3. (ამოღებულია - 30.10.2013, №164/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

    მუხლი 6. ერთიანი ეროვნული გამოცდის საგნები

1. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო, ასევე ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამებისა, აუცილებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების გამოცდების ჩაბარება, ასევე, არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დამატებითი გამოცდის ჩაბარება. 

2. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საგნები: 

ა) ქართული ენა და ლიტერატურა; 

ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი უცხოური ენებიდან ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამის შესაბამისად: 

ბ.ა) ინგლისური ენა; 

ბ.ბ) გერმანული ენა; 

ბ.გ) ფრანგული ენა; 

ბ.დ) რუსული ენა. 

გ) ამ ბრძანების N3 დანართით განსაზღვრული ერთ-ერთი საგანი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისათვის სავალდებულო საგნად განსაზღვროს ამ ბრძანების N3 დანართის მიხედვით სწავლის სფეროს შესაბამისად დადგენილი საგანი/საგნები. აბიტურიენტი უფლებამოსილია აღნიშნული საგნებიდან ჩააბაროს ერთი ან რამდენიმე საგანი.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამისათვის აირჩიოს ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა. ორი ან მეტი უცხოური ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხოური ენიდან ჩააბაროს მხოლოდ ერთი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის არ მიუთითებს კონკრეტულ უცხოურ ენას, აბიტურიენტი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხოური ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი. 

5. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო, ასევე ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული  საგანმანათლებლო პროგრამებისა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლებელია დააწესოს დამატებითი გამოცდა ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე საგანში: 

ა) ფიზიკა; 

ბ) ქიმია; 

გ) ბიოლოგია; 

დ) ზოგადი უნარები; 

ე) გეოგრაფია; 

ვ) ლიტერატურა; 

ზ) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 

თ) სამოქალაქო განათლება. 

5​1უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დამატებით დააწესოს გამოცდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ იმ საგანში/საგნებში, რომელიც სავალდებულო საგნად არის განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სწავლის სფეროსათვის ამ ბრძანების N3 დანართის შესაბამისად.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ორ ან მეტ საგანში დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში, აბიტურიენტი უფლებამოსილია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე საგანი. 

7.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი,  გაერთიანებულად გამოაცხადოს მიღება ისეთ პროგრამებზე, რომელთათვისაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსხვავებული საგნის/საგნების ჩაბარებაა სავალდებულო.

8. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საგნები: 

ა) ქართული ენა და ლიტერატურა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოური ენა, ბიოლოგია; 

ბ) ერთ-ერთი შემდეგი საგანი: ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა. 

9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნებისათვის გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ყველა საგანი. 

10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აკადემიურ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ვალდებულია დაადგინოს აბიტურიენტების მინიმალური კვოტა შემდეგი წესით: 

ა) თუ ამ ბრძანების N3 დანართის შესაბამისად, სწავლის სფეროსთვის განსაზღვრულია 2 ან მეტი საგანი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს თითოეულ საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას, რომელიც არ უნდა იყოს ამ პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების 10%-ზე ნაკლები;

ბ) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს თითოეულ საგანში (ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა) გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას, რომელიც არ უნდა იყოს ამ პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების 30%-ზე ნაკლები; 

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით ორი ან მეტი საგნის განსაზღვრისას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების ფარგლებში თითოეული საგნისათვის დაადგინოს აბიტურიენტების მინიმალური კვოტა. 

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, აკადემიურ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ერთ-ერთ საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებისათვის დადგენილი კვოტა არ შეივსო, მაშინ: 

ა) ორი საგნის გამოცდის დაწესების შემთხვევაში, კვოტა შეივსება მეორე საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით; 

ბ) ორზე მეტი საგნის გამოცდის დაწესების შემთხვევაში, კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარგანსაზღვრული კვოტების შესაბამისად (პროპორციულად), სხვა საგანში/საგნებში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით. იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულად გადანაწილება შეუძლებელია, მაშინ გადანაწილების შემდეგ დარჩენილი ადგილი/ადგილები შეივსება ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ჩამონათვალის შესაბამისად. 

12. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აგრეთვე სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა, სავალდებულოა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის, ან ოსური ან აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 31.10.2014წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის  ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.

   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ.

     საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 06.03.2019წ.

   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №92/ ნ ვებგვერდი , 20.10.2021 წ .

    მუხლი 7. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმა და შეფასება. ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტები

1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით, ტესტირების გზით. ტესტირება ელექტრონული ფორმით ტარდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.

2. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხოური ენის და მათემატიკის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ს. 

3. აბიტურიენტის აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით გაზარდოს ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

4. საგანმანათლებლო დაწესებულებას არა აქვს უფლება, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის დააწესოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

5. აბიტურიენტს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით საგნისთვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტი აღმოჩნდება.

5​1. (ამოღებულია - 27.08.2019წ, №178/ნ).

6. აბიტურიენტი რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ყველა იმ საგანში, რომელიც სავალდებულოა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.

7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამის მიხედვით ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნებს ანიჭებს კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 12-ის ტოლია.

8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საგნებისათვის ადგენს ერთ საერთო კოეფიციენტს: 

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ორ ან რამდენიმე საგანში მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში; 

ბ) ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის საგნებისათვის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების  შემთხვევაში; 

გ) თუ სწავლის სფეროს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სავალდებულო საგნად განსაზღვრულია ორი ან მეტი საგანი, ამ ბრძანების N3 დანართის თანახმად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 13.02.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 18.02.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №92/ ნ ვებგვერდი , 20.10.2021 წ .

    მუხლი 8. სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თავისებურებანი

1. აბიტურიენტები, რომლებსაც სურთ სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადიან კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

2. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე შემდეგი საგნების ჩაბარება;

ა) ბაკალავრიატზე ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების ჩაბარება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დააწესოს დამატებითი გამოცდა ამ ბრძანების N3 დანართით შესაბამისი სწავლის სფეროსათვის განსაზღვრულ ერთ ან რამდენიმე საგანში.

ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგ აბიტურიენტი აპირებს სწავლის გაგრძელებას სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის, ან  ოსური ან აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება.

2​1. სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების მიზნებისათვის, აბიტურიენტი ვალდებულია, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების გარდა, ჩააბაროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ერთ-ერთი საგანი. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას, აბიტურიენტი უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისათვის ჩააბაროს ამ ბრძანების №3 დანართით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საგანი, სწავლის სფეროს შესაბამისად.

3. ბაკალავრიატზე სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:

ა) მხოლოდ კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;

ბ) შერეული წესით – კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოეფიციენტს ანიჭებს ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს და კონკურსს.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები შესაბამისი წლის 30 ივნისამდე გაუგზავნოს ცენტრს. კონკურსის შედეგების შესახებ ცენტრს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;

გ) აბიტურიენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;

დ) კონკურსზე მიღებული ქულა

ე) ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

     საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 06.03.2019წ.

   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №92/ ნ ვებგვერდი , 20.10.2021 წ .

    მუხლი 8​1. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თავისებურებანი

1. აბიტურიენტები, რომლებსაც სურთ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადიან კონკურსს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.

2. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები შესაბამისი წლის 30 ივნისამდე გაუგზავნოს ცენტრს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

    მუხლი 8​2.  (ამოღებულია )

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

    მუხლი 8​3. (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

 

მუხლი 8​4. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდის  ქართული ენისა  და ლიტერატურის საგნის ჩაბარება

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ პირს უფლება აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბაროს მხოლოდ ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის  გამოცდა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების (მაქსიმალური ქულის განსაზღვრა და სხვ.) დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.

    მუხლი 9. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება

1. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს საგანმანათლებლო პროგრამით. 

2. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მათ შორის, ცენტრის მიერ რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული არ იქნება ის აბიტურიენტი, რომელიც ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტრულებელ დოკუმენტს − ატესტატს ან მასთან გათანაბრებულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

3. აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების თაობაზე ცენტრი ეყრდნობა სამინისტროდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან მოწოდებულ ინფორმაციას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 27.06.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის ბრძანება №40/ ნ ვებგვერდი , 29.06.2021 წ .

     მუხლი 10. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:

ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 10 ლარს;

ბ) აბიტურიენტის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 50 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ პირი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ან აბიტურიენტმა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობაზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს ან აღნიშნული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განაცხადზე.    

3​1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური ასევე სრულად ბრუნდება, თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასური ასევე სრულად ბრუნდება, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასური გადახდილია ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ­ზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის აბიტურიენტს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფა ­სურის დადგენილ ოდენობას შორის. 

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ   ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. საფასურის თანხა ცენტრის მიერ დაბრუნდება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 18.02.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

    მუხლი 11 . ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და რესურსცენტრი ვალდებულია ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აბიტურიენტთა რეგისტრაციასა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას.

4. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 27.06.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის ბრძანება №40/ ნ ვებგვერდი , 29.06.2021 წ .

თავი III. ერთიანი ეროვნული გამოცდის ორგანიზება

    მუხლი 12. ტესტის, შეფასების ზოგადი კრიტერიუმისა და შეფასების სქემის მომზადება

1. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თითოეული საგნის შესაბამისად ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი.

2. ტესტის შექმნამდე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:

ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;

ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;

გ) ტესტზე სამუშაო დრო.

3. შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წლის პირველ ივნისამდე.

4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ თითოეული საგნის შესაბამისად ცენტრში იქმნება პირველადი შეფასების სქემები. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება აბიტურიენტთა პასუხების ფურცლების პირველადი გასწორების შემდგომ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 13.02.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

 
      მუხლი 12​1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა ინფორმირება
1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 5 სექტემბრამდე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას წარუდგინოს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელზეც გამოაცხადებს მომდევნო სასწავლო წლისათვის მიღებას, ჩასაბარებელი საგნების მითითებით.
2. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის წინა წლის 10 სექტემბრისა, დამოწმებულ ინფორმაციას აგზავნის ცენტრში.  
3. ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას, არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის წინა წლის 16 სექტემბრისა, განათავსებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №229/ნ - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
 
მუხლი 13. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა მიღების გამოცხადება
1. საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად აბიტურიენტთა მიღების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის პირველი დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით ავსებს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა).
2. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების შემდეგ, არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის 10 იანვრისა, ადასტურებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“, „ე“, „ვ“, „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს, ხოლო „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს ადასტურებს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დადასტურებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შეთანხმებული ფორმით, უზრუნველყოფს ცენტრის წვდომას უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ/დადასტურებულ ინფორმაციაზე. ცენტრი მიღებულ ინფორმაციას 10 სამუშაო დღის ვადაში ასახავს სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში.
3. ანკეტაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა.ა) სამართლებრივი ფორმა, სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ა.ბ) მისამართი და ვებგვერდი;
ა.გ) ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი;
ა.დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონებისა და ელ. ფოსტის მითითებით;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიურ პროგრამებზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტებისთვის ცალ-ცალკე. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით გათვალისწინებულია ერთზე მეტი მისანიჭებელი კვალიფიკაცია, რომელთათვისაც ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსხვავებული საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, მიღება უნდა გამოცხადდეს ცალ-ცალკე კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების შესაბამისად, ჩასაბარებლად სავალდებულო საგნების გათვალისწინებით;
გ) აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები გაერთიანებულად (შემდგომში – პროგრამების გაერთიანება) (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა ერთიანი მიღება და საერთო ადგილების რაოდენობა. დაუშვებელია არააკრედიტებული და აკრედიტებული აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება, რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ამ დებულების მე-8, 8​1 და 8​4 მუხლებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე ამ დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება, ასევე იმ აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება, რომლებსაც არ აქვთ ერთნაირი სწავლების ენა, სწავლის საფასური და კრედიტების რაოდენობა. გაერთიანებულ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს ენიჭება ერთი საიდენტიფიკაციო კოდი;
დ) პროგრამაზე/პროგრამების გაერთიანებაზე მისაღები ადგილების კვოტა – საგნების მიხედვით;
ე) პროგრამის მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების დასახელება, ხოლო პროგრამების გაერთიანების შემთხვევაში, ამ გაერთიანებაში შემავალი ყველა პროგრამის მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება;
ვ) ინფორმაცია იმის თაობაზე, აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, აკრედიტაციის ვადის მითითებით; პროგრამების გაერთიანების შემთხვევაში მიეთითება ინფორმაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის თაობაზე, რომელსაც აკრედიტაციის ვადა უფრო ადრე ეწურება;
ზ) გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდის თითოეული საგნისთვის ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;
თ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის პირობები;
ი) სავალდებულო საგნები, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;
კ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული დამატებითი საგანი/საგნები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;
ლ) ინფორმაცია სახელოვნებო-შემოქმედებით, სასპორტო ან/და სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის შესახებ;
მ) საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;
ნ) სწავლების ენა საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;
ო) აბიტურიენტებისთვის განსაზღვრული სპეციალური პირობები, მათ შორის კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესის და პირობების და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 მარტის №72/№30/ნ ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად განათლების მიღების პირობები;
პ) პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნა/მოთხოვნები (აუცილებელია სამედიცინო შემოწმების გავლა, კონკრეტული უცხო ენის ჩაბარება, კონკურსის გავლა იმ პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის სახელოვნებო-შემოქმედებითი, სასპორტო ან/და სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა და ა.შ).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემები და ანკეტაში ივსება ავტომატურად, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ანკეტაში შეიტანება დაწესებულების მიერ.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ანკეტაში ასახოს ის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლებზეც ანკეტის წარდგენის დროისათვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის დამოწმება გულისხმობს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის დადასტურებას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მართვის სისტემისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
7. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების თაობაზე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ამ ინფორმაციის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში გადააგზავნოს ცენტრში.
8. ცენტრი ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების თაობაზე ინფორმაციას ელექტრონულ ბაზაში ასახავს და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს მხოლოდ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
9. საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აბიტურიენტებს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ელექტრონულ პროგრამაში არ შეავსებს ანკეტას.
10. ცენტრი მონაცემთა ბაზების ფორმირებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე.
11. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამები/პროგრამების გაერთიანებები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე წარმოებს აბიტურიენტთა მიღება.
12. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ჩარიცხვის წლის 1 აგვისტოს ცენტრში წარადგინოს ინფორმაცია ანკეტაში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის (აკრედიტაციის ვადის მითითებით), აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის თაობაზე.
13. ცენტრი ვალდებულია, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.
14. თუ დაწესებულება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნის სახით განსაზღვრავს შემოქმედებით ტურს/კონკურსს, იგი ვალდებულია შემოქმედებითი ტურის/კონკურსის შედეგები შესაბამისი წლის 30 ივნისამდე გაუგზავნოს ცენტრს. კონკურსის შედეგების შესახებ ცენტრს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;
გ) აბიტურიენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;
დ) შემოქმედებით ტურში/კონკურსზე მიღებული ქულა;
ე) ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პერსონალურ მონაცემებთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №167/ნ - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 6 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 08.01.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 06.03.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №148/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №229/ნ - ვებგვერდი, 29.11.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №117/ნ - ვებგვერდი, 24.12.2020წ.

 
    მუხლი 14. საგანმანათლებლო დაწესებულებისა/დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების არჩევა

1. აბიტურიენტს უფლება აქვს აირჩიოს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამა ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა შეუზღუდავად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არჩევანს აბიტურიენტი აკეთებს პრიორიტეტულობის პრინციპის დაცვით. პრიორიტეტულობის პრინციპი ნიშნავს აბიტურიენტისთვის სასურველი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ჩამონათვალის დადგენას პრიორიტეტული რიგითობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

    მუხლი 15. რეგისტრაცია

1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

4. (ამოღებულია - 28.02.2020; № 26/ნ).

5. (ამოღებულია - 18.02.2016; № 16/ნ).

6. (ამოღებულია - 28.02.2020; № 26/ნ).

6​1.  პირს სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეობის საფასური და ის შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.

7. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს:

ა) ტექნიკურ მონაცემებს:

ა.ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

ა.ბ) აბიტურიენტის თაობაზე არსებული სხვა ინფორმაციას;

ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდის დაგეგმვისთვის საჭირო მონაცემები:

ბ.ა) აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელი საგნის/საგნების ან/და კონკურსის ჩამონათვალი. საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა და საგამოცდო საგნის ერთი ენა;

ბ.ბ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა;

ბ.გ) იმ აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება;

ბ.დ) ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

  7​1. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას აბიტურიენტი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.

8. რეგისტრაციასთან/სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებული საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს სპეციალური პროგრამიდან შენახული ან ამობეჭდილი აქვს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. აბიტურიენტს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები, გარდა ამ მუხლის 91 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9​1. აბიტურიენტს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის შეცვლა შეუძლია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის პირველი ივნისისა.

9​2. აბიტურიენტმა, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათემატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და სამოქალაქო განათლების გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარების სურვილი უნდა გამოთქვას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში.  

10. აბიტურიენტს ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის უფლება აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

11. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.

12. აბიტურიენტთა შესახებ საბოლოო მონაცემთა შეგროვების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განთავსდება საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება:

ა) ჩასაბარებელი საგნების ნუსხა;

ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება და მისამართი, სადაც აბიტურიენტი ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს;

გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები, რეგისტრაციის დაწყების დრო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 18.02.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 20.02.2018წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 14.08.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანება N26/ნ - ვებგვერდი - 28.02.2020 წ.

    მუხლი 16. საინფორმაციო ბაზა

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და აბიტურიენტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს აბიტურიენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების საფუძველზე ცხადდება ის საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხდება აბიტურიენტთა მიღება.

3. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის საფუძველზე ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაგეგმვა (ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის, საგამოცდო ცენტრების მომზადება და სხვა).

4. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზაში სხვა ინფორმაციასთან ერთად აისახება:

ა) (ამოღებულია - 27.08.2019, №178/ნ);

ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა იმ ქალაქების მიხედვით, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები;

გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში.

5. აბიტურიენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების საფუძველზე ხდება იმის დადგენა, თუ რომელი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლება.

6. ცენტრი უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტების რეგისტრაციის, აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის შექმნისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.

7. ცენტრი უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრირებულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ/მოთავსებულ პირთა მონაცემთა ბაზების ფორმირებისა და მათი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიაწოდოს და ამავე სამინისტროდან მიიღოს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ/მოთავსებულ იმ პირთა თაობაზე ინფორმაცია, რომლებიც რეგისტრირებული არიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

8. ცენტრი უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მომართვის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ მოწოდებულ სიაში არსებულ პირთა მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ან/და მათ მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების თაობაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 13.02.2014წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

 
    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

 

თავი IV. ტესტირება

    მუხლი 18. ტესტირების ჩატარების დრო და ადგილი

1.საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში. 

2. ტესტირება თითოეულ საგანში ჩატარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.

 3. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამის ან სხვა საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების ახალი თარიღი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 27.06.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის ბრძანება №40/ ნ ვებგვერდი , 29.06.2021 წ .

    მუხლი 19. საგამოცდო პროცესზე დასწრება

1. საგამოცდო პროცესის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელთაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას, მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

 

    მუხლი 20. რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრში

    1. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის მიღების მიზნით, აბიტურიენტი ვალდებულია:

 ბ) თან იქონიოს:

ბ.ა) საგამოცდო – საიდენტიფიკაციო ბარათი;

ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა /პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი – ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2. ტესტირებაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აბიტურიენტი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება/მოიხსნება გამოცდიდან/პასუხების ფურცელი არ გასწორდება.

4. თუ აბიტურიენტთა მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს აბიტურიენტი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების მონაცემთა ბაზებში აბიტურიენტის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირის ნაშრომი არ გასწორდება.

5. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

6. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს ერთი საათის განმავლობაში.

7. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები).

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტები ვალდებული არიან  შესაბამისი სამედიცინო ცნობა ცენტრს წარუდგინონ ცენტრის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის ბრძანება №95/ნ - ვებგვერდი, 18.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 18.02.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 27.06.2019წ.

 
    მუხლი 21. ტესტირების მიმდინარეობა

1. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.

2. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის შესაბამისად, ადგენს ცენტრი.

    მუხლი 22. მუშაობა ტესტზე

1. (ამოღებულია - 01.07.2013, №83/ნ).

2. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აბიტურიენტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, კალმით და სუფთა თაბახის ფურცლებით.

3. ტესტირების დროს აბიტურიენტს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები; 

დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით;

ე) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისი გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომლის გამოყენება შეუძლია ტესტირების დროს, ცენტრის მიერ გადაცემული კალმის ნაცვლად.

4. ტესტირების დროს აბიტურიენტს ეკრძალება:  

ა) მობილური ტელეფონის  ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების (გარდა ცენტრის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა) და სხვათა გამოყენება;

გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ვ) მერხზე პასუხების ფურცლის, საწერი კალმის, ცენტრის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა ცენტრის მიერ  ნებადართული ნივთებისა;

ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;

თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.

5. ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეო –აღჭურვილობის მეშვეობით.

6. (ამოღებულია - 27.03.2013, №42/ნ).

7. (ამოღებულია - 27.03.2013, №42/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის ბრძანება №125/ნ - ვებგვერდი, 27.06.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 18.02.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის  ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.

    მუხლი 23. ტესტირების დროს წესის დარღვევა

1. ტესტირების დროს აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას:

ა) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აბიტურიენტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.

3. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „გ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება ტესტირებიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისა.

4. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:

ა) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;

​1) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.

გ) ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

5. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

6. (ამოღებულია - 30.10.2013, №164/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 4 მარტის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 06.03.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 18.02.2016წ.

         მუხლი 24. ნაშრომების გასწორება

1. ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.

1​1. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.

2. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცელები სწორდება:

ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;

ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.

3. პასუხების ფურცელი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.

4. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.

   5. პასუხების ფურცლების გასწორების პროცესი სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგანში ტესტირების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში .

    6. ტესტირების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგანში ტესტირების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქულები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის  ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

     

    მუხლი 25. ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების გამოქვეყნება

  ცენტრი, ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგნის ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

    მუხლი 25​1. პასუხების ფურცლების განადგურების პროცედურები

ცენტრი, ამ დებულების 25-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების  ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 12 თვის შემდეგ უზრუნველყოფს პასუხების ფურცლების განადგურებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №151/ნ - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 18.02.2016წ.

    მუხლი 26. ვადები

ამ თავით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტით.

 

 

თავი V. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №116/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.  

     მუხლი   27. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება

1. აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით. 

2. არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს). 

3. სრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც წარმოადგენს სანოტარო წესით დადასტურებულ ან მასთან გათანაბრებულ მინდობილობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

    მუხლი 28. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება საგამოცდო ცენტრის შენობაში.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინრეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა   www.naec.ge  და რეგისტრაციის ვებგვერდის  გამოყენებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 18.02.2016წ.

    მუხლი 29. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენა

1. აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.

2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საპრეტენზიო განაცხადი;

ბ) იმ ორგანოს დასახელება, რომლის სახელზეც წარედგინება პრეტენზია;

გ) საპრეტენზიო განაცხადის  წარმდგენი პირის ვინაობა;

დ) დარღვეული პროცედურის აღწერა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე   პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში;

ე) იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე ;

ვ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის თარიღი.

3. (ამოღებულია - 23.03.2015; № 26/ნ).

4. აბიტურიენტს, სპეციალური პროგრამა არ მისცემს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის  ფორმის შევსების საშუალებას , თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.

5. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

    მუხლი 30. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის  ვადა

1.  ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტს გამოცდის დღეს, 21 საათამდე, შესაბამის საგამოცდო ცენტრში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არაუგვიანეს მომდევნო დღისა, ეგზავნება ცენტრს, ხოლო ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.

2. აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ დებულების 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 მარტის ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 25.03.2019წ.

    მუხლი 30​1. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.

1​1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

    მუხლი 30​2. საპრეტენზიო და საგნობრივი კომისიები

1. საპრეტენზიო და საგნობრივი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საგნობრივი კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შედგენაში ან არის მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

    მუხლი 30​3. (ამოღებულია )

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

 მუხლი 30​4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;

ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

2. (ამოღებულია - 23.03.2015; № 26/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

    მუხლი 30​5. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/ გადაწყვეტილებები:

ა) აბიტურიენტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) აბიტურიენტის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.

3. (ამოღებულია - 23.03.2015; № 26/ნ).

4. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილებას.

5. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აბიტურიენტს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

    მუხლი 30​6. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) აბიტურიენტისათვის ქულის მომატების შესახებ;

ბ) აბიტურიენტისათვის ქულის დაკლების შესახებ;

გ) აბიტურიენტის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.

3. (ამოღებულია - 31.05.2016; № 52/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

    მუხლი 30​7. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება

1. საგნობრივი კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის დასრულებიდან 20 დღის ვადაში.

2. საგნობრივი კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილებას.

3. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 დღისა. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

თავი VI. რანჟირება. ერთიანი ეროვნული გამოცდის საბოლოო შედეგები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 31. რანჟირება კოეფიციენტებით

1. ცენტრი საგნობრივი კომისიების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილების მიზნით ქმნის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.

2. კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.

2​1. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.

2​2. იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც დაშვების დამატებითი მოთხოვნის სახით დაწესებულების მიერ, ამ დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულია შემოქმედებითი ტური/კონკურსი, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შემოქმედებითი ტურის/კონკურსის შედეგების, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.

3. აკადემიურ პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც ამ დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამისთვის.

4. კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს ცენტრი ადგენს აბიტურიენტის საკონკურსო ქულის მიხედვით. აბიტურიენტის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესით:

ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;

ბ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებული საგნის შესაბამის კოეფიციენტზე და მიიღება კონკრეტული ქულა;

გ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება საკონკურსო ქულა. 

5. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან რამდენიმე დამატებითი საგნის გამოცდა, შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ ქულით აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა დამატებითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა, ხოლო შემდგომ იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების ნაკლები რაოდენობა. იდენტური ადგილების რაოდენობის შემთხვევაში, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება დამატებითი საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საგნების ჩამონათვალის შესაბამისად. 

5​1. თუ აბიტურიენტი მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისათვის აბარებს ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის საგნებიდან ორს ან მეტს, ასევე თუ საგანმანათლებლო პროგრამისათვის, ამ ბრძანების N3 დანართის შესაბამისად, რელევანტურ საგნად განსაზღვრული ორი ან მეტი საგნიდან აბიტურიენტი აბარებს ორს ან მეტს, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი გადაწყდება ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთი და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №229/ნ - ვებგვერდი, 29.11.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №117/ნ - ვებგვერდი, 24.12.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №92/ ნ ვებგვერდი , 20.10.2021 წ .

 

    მუხლი 32. (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

    მუხლი 33.  რანჟირება საქართველოს მოქალაქის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის, ან  ოსური ან აფხაზური ენის ტესტის საფუძველზე მიღებული ქულების შესაბამისად

1. აბიტურიენტის განაწილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ჩაირიცხება მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 5​1 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 5​2 პუნქტით დადგენილი წესით, შესაბამის წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებიდან 5 დღის ვადაში ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 5​1 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლის თაობაზე.

4. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება სტუდენტთა ადგილები იმ რაოდენობით, რაც აუციელებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების რაოდენობა სცილდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 5​​1 პუნქტის თანახმად, გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის, ან  ოსური ან აფხაზური ენის ტესტის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის, ან  ოსური ან აფხაზური ენის ტესტის საფუძველზე ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 26 ივნისის ბრძანება № 79/ ნ - ვებგვერდი, 27.06.2014წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 06.03.2019წ.

    მუხლი 34. რანჟირების დოკუმენტები

1. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის რეიტინგული ჩამონათვალის პირველ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.

2. რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება წინასწარი ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად აბიტურიენტების საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე განაწილების შესახებ.

    მუხლი 35. (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №141 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

    მუხლი 36. რანჟირების დოკუმენტში შეცდომა

  იმ შემთხვევაში, თუ რანჟირების დოკუმენტის დამტკიცებამდე გამოვლინდა, რომ აბიტურიენტების მონაცემთა ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს ცენტრის მიერ არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი, რომელიც შეცდომის დაუშვებლობის შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამის შედეგად არცერთი სხვა აბიტურიენტის ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი/მათი მდგომარეობა, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში, ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის ჩარიცხვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

 მუხლი 36​1. რანჟირების დოკუმენტის შექმნა
1. რანჟირების დოკუმენტის შექმნის მიზნით ცენტრი უფლებამოსილია, მოთხოვნის საფუძველზე:
ა) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიიღოს იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაცია, რომელმაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა განაცხადი უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიიღოს ინფორმაცია, აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვების თაობაზე;
გ) სამინისტროდან – აბიტურიენტის მიერ საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების თაობაზე;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციიდან − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან მიიღოს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე/ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე) მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 27.06.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის ბრძანება №40/ ნ ვებგვერდი , 29.06.2021 წ .
    მუხლი 37. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თაობაზე დოკუმენტების დამტკიცება

1. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არაუგვიანეს 10 დღისა ცენტრი შეიმუშავებს და ამტკიცებს:

ა) კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისათვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა;

ბ) რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისათვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის, ან ოსური ან აფხაზური ენის ტესტის  შედეგების საფუძველზე.

1​1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში/დოკუმენტებში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებული იქნეს პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები. თუ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე რანჟირების დოკუმენტში დამატებული პირის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული პირის ჩასარიცხად. თუ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებული პირის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული ადგილების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები ცენტრის მიერ შემუშავდება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებული უნდა იყოს ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.

3. ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ერთი ეგზემპლარის მიწოდებას:

ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის;

გ) (ამოღებულია - 12.07.2019, №148ნ).

 4. ცენტრი უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოთხოვნის საფუძველზე, „მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესის და პირობების და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 მარტის №72/№30/ნ  ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

ბ) სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომელმაც სამინისტროს მიმართა სტუდენტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების მიზნით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ივნისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 02.06.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 06.03.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 27.06.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №148/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის ბრძანება №40/ ნ ვებგვერდი , 29.06.2021 წ .

 
    მუხლი 38. (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №55/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

    მუხლი 39. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა

1. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, ხდება აბიტურიენტთა შესაბამისი რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე.

1​1. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1​1 პუნქტის შესაბამისად.

2. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღოს აბიტურიენტები და ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, ცენტრის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო დაწესებულების ოფოციალურ ვებგვერდზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

4. აბიტურიენტის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

5. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა და იგზავნება სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.

6. ის პირი, რომელიც შესულია ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ვერ მოხვდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ერთიან აქტში დადგენილ ვადაში დაწესებულებისათვის არმიმართვის გამო, უფლებამოსილია მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.

7. ის პირი, რომელიც შესულია ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავს რანჟირების დოკუმენტში მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ვინაიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, უფლებამოსილია მიმართოს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც მობილობის წესით მოიპოვებს სწავლის უფლებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 27.06.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის ბრძანება №40/ ნ ვებგვერდი , 29.06.2021 წ .

    მუხლი 39​1. (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

 

მუხლი 39​​2. სტუდენტების შესახებ მონაცემთა დამუშავება
1. ცენტრი უფლებამოსილია უმაღლესი განათლების სისტემაში შეფასების სფეროს განვითარებისა და კვლევების ჩატარების, კერძოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების პრედიქტული ვალიდობის კვლევის ჩატარების მიზნით, ცენტრში არსებულ ინფორმაციასთან (მათ შორის, პერსონალურ მონაცემებთან) ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს სტუდენტთა აკადემიური შეფასების (მოსწრების) შესახებ ინფორმაცია, შემდეგი პერსონალური მონაცემების ჩათვლით: სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საგანმანათლებლო პროგრამა, მიმდინარე სემესტრი და სასწავლო კურსებში მიღებული შეფასებები.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრის მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი თვისა, მიაწოდოს ცენტრს მოთხოვნილი ინფორმაცია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №233/ნ- ვებგვერდი, 09.12.2019წ.

თავი VII. გარდამავალი დებულებანი

     მუხლი 40. გარდამავალი დებულებანი

1. 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებული ვადები.

1​1. 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგენს ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ ვადებს.

1​2. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებული ვადები მხოლოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ პროგრამებს.

2. ამ დებულების ძალაში შესვლამდე ცენტრისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ დებულების შესაბამისად განხორციელებულად.

3. (ამოღებულია - 06.03.2019, №45/ნ).

4. აბიტურიენტს, რომლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლება აღიარებული იქნება ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანების შესაბამისად, 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით უფლება აქვს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის ნაცვლად ჩააბაროს აფხაზური ენა და ლიტერატურა (აფხაზური ენა). ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაცვლად აფხაზური ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების სურვილი აბიტურიენტმა უნდა გამოთქვას შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ მაისამდე.

5. 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში დამატებითი რანჟირებისთვის გამოაცხადოს სტუდენტთა ჩარიცხვისთვის დამატებითი ადგილები ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (მხოლოდ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც არიან აფხაზურენოვანი საქართველოს მოქალაქეები და 2011 წელს ჩაბარებული აქვთ მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტები) ან/და პროფესიულ პროგრამებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს ანკეტას, რომელიც ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 დღისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებთან ერთად.

6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აფხაზურენოვანი აბიტურიენტის მიღების მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის:

ა) 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებამდე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის რუსულ ენაზე და აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების (მაქსიმალური ქულის განსაზღვრა და სხვა) დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტების მიღებას აცხადებს:

გ.ა) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს ანკეტას, რომელიც ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 დღისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე;

გ.ბ) 2013-2014 – 2016-2017 სასწავლო წლების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 5​1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გამოაცხადოს ადგილები ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილი პროცედურებისა და განსაზღვრული ვადების შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისთვის;

დ) დაინტერესებული პირების რეგისტრაცია ხორციელდება:

დ.ა) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებისა და განსაზღვრული ვადების შესაბამისად;

დ.ბ) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ამ დებულების მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ე) აბიტურიენტის განაწილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ ზოგადი უნარებისა და აფხაზური ენის გამოცდებში მიღებული სკალირებული ქულების ჯამისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.

7. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოტივირებული წინადადებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანხმობის საფუძველზე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით გაზარდოს საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობა იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჩვენეს მაღალი აკადემიური მოსწრება. 

8. აბიტურიენტებს, რომლებმაც 2012 წელს გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხე დვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გააკეთონ განმეორებითი განაცხადი თავისუფალ ადგილებზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების და საგანმანათლებლო პროგრამების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი არა უმეტეს ოცისა. 

9. 2012 წელს საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ადგილები, რომლებზეც რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი რანჟირების დროს. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ცხადდება საჯაროდ  რესურსცენტრში ან/და ცენტრის ოფოციალურ ვებგვერდზე განმეორებითი განცხადების   წარდგენის ვადას და ფორმას   ადგენს ცენტრის დირექტორი.

10. 2012 წელს განმეორებითი  განცხადების საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ხორციელდება აბიტურიენტთა დამატებითი რანჟირება.

11სტუდენტები, რომლებიც არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ, 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თავისუფლდებიან ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან, რისთვისაც ცენტრის მიერ დადგენილი განცხადების ფორმის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში მიმართავენ ცენტრს . განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ. სტუდენტი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომ იგი ნამდვილად სწავლობს არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

12. 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით აბიტურიენტის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება 2013 წლის 8 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

13.  აბიტურიენტებს, რომლებმაც 2013 წელს გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე. აბიტურიენტს უფლება არ აქვს გაიაროს რეგისტრაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო და არჩევითი საგნები არ ემთხვევა აბიტურიენტის მიერ 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ  სავალდებულო და არჩევით საგნებს.

14. 2013 წელს საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ადგილები, რომლებზეც რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი რეგისტრაციის დროს. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ცხადდება საჯაროდ,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. განმეორებითი განცხადების  წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

15. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თავისუფალ ადგილებზე,  ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტების განმეორებითი რეგისტრაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადგენილ ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარადგენენ თანხმობის წერილებს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე თავისუფალი ადგილების რაოდენობის მითითებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება არ აქვთ შეცვალონ ამ დებულების მე-40 მუხლის 1​1 პუნქტით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ ანკეტაში მითითებული ინფორმაცია.

16. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი რეგისტრაციის დასრულებიდან 5 დღის ვადაში  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ადგენს ერთიან ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით და უგზავნის ცენტრს. ცენტრი ამოწმებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ წარმოდგენილ სიებს და დასამტკიცებლად უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მინისტრი 5 დღის ვადაში ამტკიცებს დასამტკიცებლად წარდგენილ დოკუმენტებს და დამოწმებულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.

17. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს 2014 წლის პირველი იანვრისა და იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.

18. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტები სწავლის უფლებას მოიპოვებენ 2014 წლის იანვრიდან.

19.  2014 წლის 21 მარტამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2014 წელის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტთა მიღების მიზნით ანკეტის წარდგენის უფლება აქვს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელმაც 2014 წლის 1 იანვრამდე წარადგინა საავტორიზაციო განაცხადი და რომელის ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება 21 მარტამდე. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.

20. 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და ამ პროგრამაზე აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით:

ა)  სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი:

ა.ა) უფლებამოსილია 2014 წელს აბიტურიენტთა მიღება გამოაცხადოს იმ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელზე ჩარიცხვისთვისაც სავალდებულოა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების ჩაბარება;

ა.ბ) უფლებამოსილია ამ პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით 2014 წლის 30 მაისამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში  წარადგინოს ანკეტა;

ა.გ) ვალდებულია კონკურსის შედეგები გადაუგზავნოს ცენტრს დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით;

ბ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორე გადაამოწმოს და მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა დამოწმებული ანკეტა გადააგზავნოს ცენტრში;

გ) ცენტრი:

გ.ა) ვალდებულია ანკეტაში გათვალისწინებული კომპიუტერულად დამუშავებული ელექტრონული ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე;

გ.ბ) ვალდებულია სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან კონკურსის შედეგების მიღების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს  5 დღისა ელექტრონულ ბაზაში ასახოს ინფორმაცია აბიტურიენტთა შემოქმედებითი ტურის თაობაზე.

დ) აბიტურიენტი:

დ.ა) ვალდებულია გამოთქვას სურვილი კონკურსის ჩაბარების თაობაზე და  დარეგისტრირდეს სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, უნივერისტეტის მიერ დადგენილ ვადებში;

დ.ბ) ვალდებულია 2014 წლის 25 ივნისიდან   ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებამდე სარეგისტრაციო განაცხადში ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების გათვალისწინებით შეცვალოს დებულების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები.

21.  აბიტურიენტებს, რომლებმაც 2014 წელს გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე. აბიტურიენტს უფლება არ აქვს გაიაროს რეგისტრაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო და არჩევითი საგნები არ ემთხვევა აბიტურიენტის მიერ 2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ  სავალდებულო და არჩევით საგნებს.

22. 2014 წელს საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ადგილები, რომლებზეც რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი რეგისტრაციის დროს. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ცხადდება საჯაროდ,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.

23. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უგზავნის ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ და ითხოვს თანხმობას აღნიშნულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე განმეორებითი რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება არ აქვთ შეცვალონ ამ დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ ანკეტაში მითითებული ინფორმაცია.

24. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თავისუფალ ადგილებზე,  ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტების განმეორებითი რეგისტრაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადგენილ ვადაში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარადგენენ თანხმობის წერილებს.

25. ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი რეგისტრაციის დასრულებიდან 5 დღის ვადაში  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ადგენს ერთიან ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით და უგზავნის ცენტრს. ცენტრი ამოწმებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ წარმოდგენილ სიებს და დასამტკიცებლად უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მინისტრი 5 დღის ვადაში ამტკიცებს დასამტკიცებლად წარდგენილ დოკუმენტებს და დამოწმებულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.

26. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს 2015 წლის პირველი იანვრისა და იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.

27. ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტები სწავლის უფლებას მოიპოვებენ 2015 წლის იანვრიდან.

28. 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტთა მიღების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 2017 წლის 15 აპრილის ჩათვლითგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ანკეტაში საგანმანათლებლო პროგრამის დასამატებლადგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეს და 2017 წლის 24 აპრილის ჩათვლით უგზავნის მას ცენტრს.

2 9. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო და ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და ამ პროგრამაზე აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ცენტრთან შეთანხმებულ და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში  წარადგინოს ანკეტა ან დამატებითი ინფორმაცია უკვე წარდგენილ ანკეტაში საგანმანათლებლო პროგრამის დასამატებლად;

ბ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია გადაამოწმოს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორე და ანკეტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა დამოწმებული ანკეტა გადააგზავნოს ცენტრში;

გ) ცენტრი ვალდებულია ანკეტაში გათვალისწინებული კომპიუტერულად დამუშავებული ელექტრონული ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.

30. ამ დებულების მე-13 მუხლით განსაზღვრული წესით აბიტურიენტთა მიღების გამოცხადების გარდა, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2017 წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილ ანკეტაში ასახოს ის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლებზეც 2017 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამოწმება გულისხმობს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის დადასტურებას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია საგანმანათლებლო   პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ცენტრში წარადგინოს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში;

გ) ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ ინფორმაციას ელექტრონულ ბაზაში ასახავს და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს მხოლოდ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

დ) აბიტურიენტს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის უფლება აქვს ამ პროგრამის ელექტრონულ ბაზაში ასახვის შემდეგ;

​1) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო  პროგრამების აკრედიტაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ, ან შეწყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა გამოიყენოს ანკეტაში მითითებულ სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე აბიტურიენტთა მიღების მიზნით, რის შესახებაც საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან  ან ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს დამატებით ინფორმაციას უკვე წარდგენილ ანკეტაში ადგილების რაოდენობის დასამატებლად.

​2) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია გადაამოწმოს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორე და ანკეტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში დამოწმებული ანკეტა გადააგზავნოს ცენტრში;

​3) ცენტრი ვალდებულია ამ პუნქტის „დ​3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპიუტერულად დამუშავებული ელექტრონული ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ე) თუ 2017 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ცენტრთან შეთანხმებულ და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში  წარადგინოს ანკეტა ან დამატებითი ინფორმაცია უკვე წარდგენილ ანკეტაში საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით მითითებული ადგილების რაოდენობის გასაზრდელად;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია გადაამოწმოს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორე და ანკეტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში დამოწმებული ანკეტა გადააგზავნოს ცენტრში. 

31. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტს ამ დებულების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის უფლება აქვს 2018 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. 

32. ამ დებულების მე-13 მუხლით განსაზღვრული წესით აბიტურიენტთა მიღების გამოცხადების გარდა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით: 

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის 15  დეკემბრამდე წარდგენილ ანკეტაში ასახოს ის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლებზეც 2018 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება; 

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამოწმება გულისხმობს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის დადასტურებას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია საგანმანათლებლო   პროგრამების  აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ცენტრში წარადგინოს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში; 

გ)  ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ ინფორმაციას ელექტრონულ ბაზაში ასახავს და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს მხოლოდ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; 

დ) აბიტურიენტს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის უფლება აქვს ამ პროგრამის ელექტრონულ ბაზაში ასახვის შემდეგ; 

ე) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ, ან შეწყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა გამოიყენოს ანკეტაში მითითებულ სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე აბიტურიენტთა მიღების მიზნით, რის შესახებაც საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ან ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს დამატებით ინფორმაციას უკვე წარდგენილ ანკეტაში ადგილების რაოდენობის დასამატებლად; 

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია გადაამოწმოს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორე და ანკეტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში დამოწმებული ანკეტა გადააგზავნოს ცენტრში; 

ზ) ცენტრი ვალდებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპიუტერულად დამუშავებული ელექტრონული ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. 

32​1. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით: 

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს ანკეტა, თუ 2018 წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილ ანკეტაში არ ასახა ის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლებზეც 2018 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობდა აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება; 

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ანკეტაში მიუთითოს ინფორმაცია მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამასთან/პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებზეც 2018 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობდა აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ; 

გ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და ანკეტის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრი ვალდებულია კომპიუტერულად დამუშავებული, ელექტრონული სახით ასახოს იგი ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.

33. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და ამ პროგრამაზე აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით:     

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის 15  დეკემბრამდე წარდგენილ ანკეტაში მითითებულ ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის დაწესებული საგნის/საგნების ნაწილში და აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის დააწესოს გამოცდა/გამოცდები ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან; 

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ, თუ აღნიშნულით არ იცვლება ანკეტაში მითითებული, შესაბამის პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტების ადგილების რაოდენობა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცვლილების თაობაზე ცენტრს წერილობით მიმართავს არაუგვიანეს 2019 წლის 5 თებერვლისა; 

გ) ცენტრი ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული, კომპიუტერულად დამუშავებული ინფორმაცია, ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. 

34. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით: 

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის 15  დეკემბრამდე წარდგენილ ანკეტაში, ამავე ანკეტაში მითითებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილში და აღნიშნულ პროგრამაზე აბიტურიენტთა მიღება გამოაცხადოს სხვა აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამასთან/პროგრამებთან გაერთიანებულად, ერთიანი მიღების ფარგლებში; 

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეცვალოს ჩარიცხვისთვის დაწესებული საგანი/საგნები და გაერთიანებულ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის დააწესოს გამოცდა/გამოცდები მხოლოდ ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან; 

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ, თუ აღნიშნულით არ იზრდება ანკეტაში მითითებული, გაერთიანებულ პროგრამებზე მისაღები აბიტურიენტების ადგილების ჯამი;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების თაობაზე ცენტრს წერილობით მიმართოს არაუგვიანეს 2019 წლის 5 თებერვლისა, ხოლო ცენტრი ვალდებულია აღნიშნული, კომპიუტერულად დამუშავებული ინფორმაცია, ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. 

35. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტმა, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათემატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და სამოქალაქო განათლების გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარების სურვილი უნდა გამოთქვას ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში

36. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით ამ დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანკეტის დამოწმების მიზნით, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მართვის სისტემას წარუდგენს ანკეტის დადასტურებისთვის საჭირო ინფორმაციას, ურთიერთშეთანხმებული ფორმით, არაუგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბრისა.

37. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ამ დებულების მე-13 მუხლის 3​1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორის შემოწმებისათვის, საჭირო ინფორმაციას ჩასაბარებელი საგნების თაობაზე, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, მოთხოვნის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებული ფორმით წარუდგენს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არაუგვიანეს 2019 წლის 9 სექტემბრისა.

38. მართვის სისტემა, ამ დებულების 12​1 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორის დადასტურებისას იმ პროგრამებზე, რომელთა მისანიჭებელი კვალიფიკაციები შეესაბამება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას, „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობაში მოყვანამდე, ეყრდნობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მისანიჭებელი კვალიფიკაციებისა და ჩასაბარებელი სავალდებულო საგნების ნაწილში. 
  39. 2020 წლისა და 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციებით („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) განსაზღვრული წესების შესაბამისად.
  40. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცემა შენიშვნა და მიეთითება წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში აბიტურიენტი მოიხსნება გამოცდიდან.
  41. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტითა და 8​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის შედეგები, არაუგვიანეს ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან 10 დღისა, გაუგზავნოს ცენტრს.
42. აბიტურიენტი, რომელსაც სურს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გადის შესაბამის კონკურსს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად.
43. ამ მუხლის 42-ე პუნქტით გათვალისწინებულ აბიტურიენტზე არ ვრცელდება ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.
44. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის, ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) შესაბამისად არ დაიშვნენ გამოცდაზე და რომელთაც პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ტესტირების შედეგად არ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი.
45. ამ მუხლის 44-ე პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია.
46. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის:
ა) ის აბიტურიენტები, რომელთაც გამოცდის დღისათვის დადასტურებული ექნებათ COVID-19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან;
ბ) ცენტრი უფლებამოსილია, იმ აბიტურიენტებისათვის, რომელთაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს შესაბამისი საგნის დამატებით ერთი საგამოცდო სესია;
გ) ცენტრი ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს შესაბამის გამოცდაზე გამსვლელი აბიტურიენტების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში ცენტრი უფლებამოსილია ყოველდღიურად დაცული ფორმით მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ აბიტურიენტს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში;
დ) ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის, ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების ან საქართველოს სახელით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო სპორტულ ტურნირში მონაწილეობის გამო.
ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულმა პირებმა შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში უნდა წარმოადგინონ სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის, ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აბიტურიენტის მონაწილეობას უცხო ქვეყანაში საერთაშორისო სპორტულ ტურნირში საქართველოს სახელით.  
ვ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია.
ზ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია აბიტურიენტისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების თაობაზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და დაცული ფორმით ეცნობება მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდას აბიტურიენტი.
თ) ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.
ი) დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.
47. 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, 2021 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას წარუდგინოს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელზეც გამოაცხადებს მომდევნო სასწავლო წლისათვის მიღებას, ჩასაბარებელი საგნების მითითებით. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს დაწესებულების მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის პირველი ნოემბრისა, დამოწმებულ ინფორმაციას აგზავნის ცენტრში. ცენტრი სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს 2021 წლის 5 ნოემბრისა, განათავსებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ბ) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორის დადასტურებისას იმ პროგრამებზე, რომელთა მისანიჭებელი კვალიფიკაციები შეესაბამება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას, „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობაში მოყვანამდე, ეყრდნობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მისანიჭებელი კვალიფიკაციებისა და ჩასაბარებელი სავალდებულო საგნების ნაწილში.
48. 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის:
ა) ცენტრი უფლებამოსილია, იმ აბიტურიენტებისათვის, რომელთაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება საგამოცდო დღეს ან საგამოცდო დღემდე 7 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს შესაბამისი საგნის დამატებით ერთი საგამოცდო სესია;
ბ) ცენტრი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს იმ აბიტურიენტების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი და დრო), რომლებიც არ გამოცხადდნენ შესაბამის გამოცდაზე. ცენტრი უფლებამოსილია, დაცული ფორმით მიიღოს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია იმ აბიტურიენტების შესახებ, რომელთაც დაუდასტურდათ COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 7 დღის განმავლობაში. ცენტრსა და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეშვეობით;
გ) ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის, ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების ან საქართველოს სახელით საერთაშორისო სპორტულ ტურნირში მონაწილეობის გამო;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულმა პირებმა შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში უნდა წარმოადგინონ სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის/ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აბიტურიენტის მონაწილეობას საერთაშორისო სპორტულ ტურნირში საქართველოს სახელით;
ე) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია;
ვ) ამ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის;
ზ) ამ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება;
თ) დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №55/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №141 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 14.05.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 10.08.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №250/ნ - ვებგვერდი, 17.12.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 4 მარტის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 06.03.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 27 მაისის ბრძანება №59/ნ - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №137/ნ - ვებგვერდი, 17.10.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №114/ნ - ვებგვერდი, 04.09.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 20 მარტის ბრძანება №56/ნ - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 აპრილის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 06.04.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის  ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 30.08.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 06.03.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 7 ივნისის ბრძანება №105/ნ - ვებგვერდი,10.06.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 1 ივლისის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი,02.07.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №148/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

საქართელოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №186/ნ - ვებგვერდი, 06.09.2019წ.

  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №229/ნ - ვებგვერდი, 29.11.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 2 ივლისის ბრძანება №73/ნ - ვებგვერდი, 02.07.2020წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 8 ივლისის ბრძანება №79/ნ - ვებგვერდი, 08.07.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის ბრძანება №40/ ნ ვებგვერდი , 29.06.2021 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №79/ნ - ვებგვერდი, 14.09.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №93/ ნ ვებგვერდი , 20.10.2021 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1 ივლისის ბრძანება №78/ ნ ვებგვერდი , 01.07.2022 წ .

დანართი №2

სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესი

    მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტის) განაწილების წესსა და პირობებს

 მუხლი 2. ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გრანტის განაწილება 

1. საქართველოს მთავრობის მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისთვის (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) დადგენილი გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განაწილდება აკადემიური პროგრამების შესაბამისად, შემდეგი პრინციპის დაცვით: 

ა) საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისთვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობა დაიყოს 10 ნაწილად შემდეგი საგნებისათვის: 

ა.ა) მათემატიკა; 

ა.ბ) ბიოლოგია; 

ა.გ) ქიმია;

ა.დ) ფიზიკა; 

ა.ე) ზოგადი უნარები; 

ა.ვ) ისტორია; 

ა.ზ) გეოგრაფია; 

ა.თ) ლიტერატურა; 

ა.ი) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

ა.კ) სამოქალაქო განათლება; 

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ – „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის პრიორიტეტულ წონად განისაზღვროს 1.4, ხოლო „ა.ვ“ – „ა.კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის – 1. 

გ) საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისთვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის: 

გ.ა) 5% თანაბრად განაწილდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნებზე. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამატებით საგნად არ არის განსაზღვრული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საგანი, ამ საგნისთვის/საგნებისთვის განკუთვნილი თანხა თანაბრად ნაწილდება დანარჩენ საგნებზე; 

გ.ბ) 95% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნებისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად, საგნებისათვის მინიჭებული პრიორიტეტული წონის გათვალისწინებით. ამ მიზნით: 

გ.ბ.ა) გამოითვლება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების რაოდენობა, რისთვისაც თითოეული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მრავლდება შესაბამის წონაზე; 

გ.ბ.ბ)  აკადემიური პროგრამებისთვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 95% საგნებზე გადანაწილდება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების პროპორციულად. 

გ.გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, თითოეული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის განსაზღვრისას: 

გ.გ.ა) თუ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დააწესა დამატებითი გამოცდა, ამ პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის ნახევარი ითვლება ამ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომ – დებულება)  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად, ხოლო ნახევარი – დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საგნისთვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად. ამ ბრძანების N3 დანართის შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამისათვის სავალდებულო საგნად ორი ან მეტი საგნის არსებობის ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამატებითი გამოცდის რამდენიმე საგანში დაწესების შემთხვევაში, ამ საგნებისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად ითვლება მათთვის დადგენილი აბიტურიენტთა მინიმალური კვოტის ნახევარი;

გ.გ.ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, თითოეული პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის ნახევარი ითვლება ბიოლოგიის საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად, ხოლო ნახევარი – დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნებისათვის გამოყოფილად, მათთვის დადგენილი აბიტურიენტების მინიმალური  კვოტის გათვალისწინებით. 

დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანხის განაწილების შემდეგ თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა ნაწილდება იმ საგანზე, რომელზეც ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანხის განაწილების შემდეგ მეტი თანხა განაწილდა. 

2. აბიტურიენტებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების შედეგად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნებში თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხის საერთო ოდენობა განაწილდება აბიტურიენტებზე თითოეული საგნის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეთანხმებით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რიგითობით, აბიტურიენტების მიერ მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარჩენილი თანხების გადანაწილების დროს მხედველობაში არ მიიღება ის  საგანი/საგნები, რომელშიც ყველა აბიტურიენტი დაფინანსდა ან რომელშიც თანაბარი უმაღლესი აბსოლუტური ქულის მქონე აბიტურიენტთა დასაფინანსებლად დარჩენილი თანხა საკმარისი არ არის. 

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა განაწილდება იმ აბიტურიენტებზე, რომლებმაც ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ვერ მოიპოვეს გრანტი. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 13.02.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 31.10.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის  ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის ბრძანება №40/ ნ ვებგვერდი , 29.06.2021 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №92/ნ - ვებგვერდი, 20.10.2021 წ .

 

    მუხლი 3. აკადემიურ პროგრამებზე გრანტის მოპოვების საფუძველი

1. აკადემიურ პროგრამაზე გრანტს მოიპოვებენ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში. 

1​1. თუ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრა დამატებითი გამოცდა, აბიტურიენტს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის გარდა, გრანტი მოიპოვოს აგრეთვე დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საგანში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით. 

2. თუ აბიტურიენტს, დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ჩაბარებული აქვს ორი ან მეტი საგანი ან/და კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ  საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ საგანში, რომელზეც შესაბამის წელს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეტი თანხა გადანაწილდება. საგნებზე თანხის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება საგნების რიგითობა, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

3. დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები გრანტს მოიპოვებენ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებში მიღებული აბსოლუტური ქულის, ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებსა და მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით. ამ შემთხვევაში, დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ  საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს  პროგრამისთვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ საგანში, რომელზეც შესაბამის წელს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეტი თანხა გადანაწილდება. საგნებზე თანხის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება საგნების რიგითობა, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 

3​1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ  აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორი ან მეტი საგანი. 

4. აკადემიურ პროგრამაზე გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითეულ საგანს ენიჭება წონა (შემდგომში – საგამოცდო საგნის წონა). საგამოცდო საგნის წონა დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5. 

5. აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;

ბ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის საგამოცდო საგნის წონაზე და მიიღება კონკრეტული ქულა;

გ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულების შეკრებით მიიღება აბსოლუტური ქულა.

5​1. აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ შესაძლებელია გამრავლდეს ერთსა და იმავე რიცხვზე.

6.  ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით, აბიტურიენტის მიერ გრანტის მოპოვების საკითხის გადაწყვეტისთვის, გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ის არჩევითი საგანი/საგნები, რომელშიც აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

7. აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;

ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

დ) ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე განაცხადებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში - ცენტრი) წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

8. აბიტურიენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და დებულების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით არ ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების საფუძველზე აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ აბიტურიენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.

9. (ამოღებულია - 23.03.2015; № 26/ნ).

10. იმ შემთხვევაში, თუ აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით სახელმწიფო სასწავლო გრანტი განაწილდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პირზე, ამ პირთან მიმართებით ცენტრი უფლებამოსილია ნაწილობრივ ბათილად ცნოს აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტი.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში ამ მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევით შეყვანილ პირზე განაწილებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა ბრუნდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 14.05.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 06.03.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №92/ ნ ვებგვერდი , 20.10.2021 წ .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 18 მარტის ბრძანება №40/ ნ ვებგვერდი , 21.03.2022 წ .

 
 მუხლი 4. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის თავისებურებანი

1. აბიტურიენტი სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე გრანტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიპოვებს დებულების მე-8 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებში გამოცდის ჩაბარების გზით.

2. (ამოღებულია - 27.08.2019, №178/ნ)]. 

3. იმ აბიტურიენტის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელმაც შესაბამისად ჩააბარა სწავლის სფეროს შესაბამისად ამ ბრძანების N3 დანართით განსაზღვრული ორი ან მეტი საგნის გამოცდა და მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 18.02.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №92/ ნ ვებგვერდი , 20.10.2021 წ .

    მუხლი 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ გრანტის მოპოვება

1. სტუდენტი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ცენტრის მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) გრანტის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის.

2. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდა ზოგად უნარებში ტესტირების გზით. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ზოგადი უნარების გამოცდის ტესტი შედგება სამი ნაწილისგან:

ა) წაკითხულის გააზრება;

ბ) ლოგიკური მსჯელობა;

გ) რაოდენობრივი მსჯელობა.

3. ცენტრი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდის ტესტის მაქსიმალურ ქულასა და საგამოცდო დროს.

3​1სტუდენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გამოცდა ჩააბაროს ქართულ ენაზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება დებულებით დადგენილი წესით.

5. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტს/გრანტის გაზრდილ ოდენობას მოიპოვებს სტუდენტი, რომელიც ზოგადი უნარების გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში მეტ ქულას მიიღებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ შესაძლებელია გამრავლდეს ერთსა და იმავე რიცხვზე.

7. გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტს, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებულ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მოიპოვებს ადრე მოპოვებული გრანტის ნაწილობრივ ოდენობაზე მეტი ოდენობის გრანტს, შეევსება მოპოვებული გრანტის შესაბამისად გრანტის ოდენობა. სტუდენტი კარგავს ადრე მოპოვებული გრანტის ოდენობის მიღების უფლებას.

8. სტუდენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ  გამოუყენებია აღნიშნული გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ სტუდენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 18.02.2016წ.

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 14 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

 
    მუხლი 6.  ამოღებულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

    მუხლი 7. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გრანტის განაწილებისა და მოპოვების წესი

1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტი გრანტს მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის, ან ოსური ან აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე, მოპოვებული სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი, ოსური და აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.

2. ცენტრი აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ცალ-ცალკე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზარბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის, ოსური და აფხაზური ენის ტესტის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.

3. აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:

ა) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმნათლებლო პროგრამაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2აგვისტოს ბრძანება №141 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 06.03.2019წ.

    მუხლი 8. აბსოლუტ ური ქულებით რანჟირების დოკუმენტის დამტკიცება

1. ცენტრი შეიმუშავებს და ამტკიცებს საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში:

ა) აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად;

ბ) აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ სტუდენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად;

გ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;

დ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;

ე) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;

ვ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი.

1​1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში, მოთხოვნილი ფორმით, ცენტრს აწვდის: 

ა) აბიტურიენტების თაობაზე ინფორმაციას, კერძოდ, მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა თუ არა აბიტურიენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სხვა სახელმწიფო დაფინანსება აკადემიურ ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ) სტუდენტების თაობაზე შემდეგ ინფორმაციას: 

ბ.ა) მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა/აქვს თუ არა სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სხვა სახელმწიფო დაფინანსება აკადემიურ ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე; 

ბ.ბ) მიღებული/გაუმჯობესებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის პროცენტული ოდენობა; 

ბ.გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე აქვს პირს სტუდენტის სტატუსი; 

გ) საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის თაობაზე ინფორმაციას; 

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის თაობაზე ინფორმაციას; 

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის ოდენობის თაობაზე ინფორმაციას.

1​2. (ამოღებულია - 12.07.2019, №148/ნ).

2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები ცენტრის მიერ შემუშავდება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებულია ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.

3. ცენტრი უზრუნველყოფს ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ერთი ეგზემპლარის მიწოდებას:

ა) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის;

გ) (ამოღებულია - 12.07.2019, №148/ნ).

3​1. ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიმართა სტუდენტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების მიზნით.

4. აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ -  ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №164/ ნ - ვებგვერდი, 30.10.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 მაისის  ბრძანება №52/ნ - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

     საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 06.03.2019წ.

   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 27.06.2019წ.

   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №148/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის ბრძანება №40/ ნ ვებგვერდი , 29.06.2021 წ .

 
     მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

1.  ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისიდან.

2. (ამოღებულია - 23.03.2015; № 26/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №114/ნ - ვებგვერდი, 04.09.2015წ.

 

 

დანართი №3

     საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 29.08.2019წ.
     საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი, 04.09.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №92/ ნ ვებგვერდი , 20.10.2021 წ .


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით

დეტალური სფეროს კოდი

სწავლის სფერო

 

საგანი/საგნები

0111

განათლების მეცნიერებები

მათემატიკა/ისტორია

0112

სკოლამდელი განათლება                               

მათემატიკა/ისტორია

0113

სპეციალური განათლება (მასწავლებლის განათლება)

მათემატიკა/ისტორია

0114

საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის განათლება

მათემატიკა/ისტორია

0211

აუდიოვიზუალური ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0211

ილუსტრირება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

მონტაჟის ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

ბეჭდვითი მედია და ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

კინო-ტელე ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0211

რეჟისურა (მხატვრული ფილმი, დოკუმენტური, კლიპი, ანიმაციური ფილმი, ხმის, ტელე)

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0211

საოპერატორო ხელოვნება (კინო, ტელე)

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ფიზიკა

0211

ფოტოხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

მედიახელოვნება/ციფრული მედია

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

მულტიმედია დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

გრაფიკული დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

გრაფიკა/გრაფიკის ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0212

დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0212

სამრეწველო დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0212

მოდის დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0212

ტექსტილის დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0212

ინტერიერის დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0213

სახვითი ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0213

ფერწერა

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0213

ქანდაკება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0213

ხატწერა

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0213

ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნეობა)

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0214

მხატვრული მინა

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0214

მხატვრული კერამიკა

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0214

საიუველირო ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0214

ხის მხატვრული დამუშავება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0215

სათეატრო ხელოვნება

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

თეატრის რეჟისურა (დრამის, მუსიკალური თეატრის, პანტომიმის თეატრის, თოჯინების თეატრის)

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

თეატრმცოდნეობა

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

კინომცოდნეობა

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

სამსახიობო ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

ქორეოგრაფია

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

ქორეოლოგია (ქორეოგრაფიის ისტორია და თეორია)

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0215

საშემსრულებლო ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

კომპოზიცია

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

ჯაზის ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

მუსიკის თეორია

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

საეკლესიო მუსიკა

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორობა (ლოტბარი/რეგენტი)

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა/მათემატიკა

0215

აკადემიური გუნდის დირიჟორობა

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

მუსიკის ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0215

მუსიკოლოგია

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

ეთნომუსიკოლოგია

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0221

თეოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0221

რელიგიის კვლევები

მათემატიკა/ისტორია/ლიტერატურა

0222

ისტორია

ისტორია/ლიტერატურა

0222

არქეოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ლიტერატურა

0222

ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია

მათემატიკა/ისტორია/ქიმია

0223

ფილოსოფია

მათემატიკა/ისტორია/ლიტერატურა

0231

აფხაზური ფილოლოგია (აფხაზური როგორც მეორე ენა)

ისტორია/ლიტერატურა

0231

ინგლისური ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

გერმანული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

სკანდინავიური ფილოლოგია/სკანდინავისტიკა

ისტორია/ლიტერატურა

0231

რომანული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

ფრანგული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

ესპანური ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

იტალიური ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

კლასიკური ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

ბიზანტიური ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

ახალი ბერძნული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

სლავური ფილოლოგია/სლავისტიკა

ისტორია/ლიტერატურა

0231

უკრაინული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

რუსული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

სომხური ფილოლოგია/არმენოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

თურქული ფილოლოგია /თურქოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

სპარსული ფილოლოგიაირანისტიკა

ისტორია/ლიტერატურა

0231

არაბული ფილოლოგია/არაბისტიკა

ისტორია/ლიტერატურა

0231

ასირიოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

ებრაული ფილოლოგია/ებრაისტიკა

ისტორია/ლიტერატურა

0231

ებრაულარამეული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

იაპონური ფილოლოგიაიაპონისტიკა

ისტორია/ლიტერატურა

0231

სინოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0232

ქართული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0232

აფხაზური ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0232

ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0239

კავკასიოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ლიტერატურა

0288

თავისუფალი მეცნიერებები

მათემატიკა/ისტორია

0288

ციფრული ჰუმანიტარია

მათემატიკა/ისტორია

0288

კულტურული მემკვიდრეობის კვლევები

მათემატიკა/ისტორია

0311

ეკონომიკა

მათემატიკა

0312

პოლიტიკის მეცნიერება

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება/გეოგრაფია

0312

საერთაშორისო ურთიერთობები

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება/გეოგრაფია

0313

ფსიქოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია

0314

სოციოლოგია

მათემატიკა/ისტორია

0314

დემოგრაფია

მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია

0314

საზოგადოებრივი გეოგრაფია

მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია

0314

კულტურის კვლევები

მათემატიკა/ისტორია

0314

გენდერის კვლევები

მათემატიკა/ისტორია

0314

ეთნოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0314

სოციალური ან/და კულტურული ანთროპოლოგია

ისტორია

0319

სოციალური მეცნიერებები

მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია

0321

ჟურნალისტიკა

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება/ლიტერატურა/გეოგრაფია

0321

მასობრივი კომუნიკაცია (შინაარსი)

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება/ლიტერატურა

0322

ინფორმაციის მართვის მეცნიერება

მათემატიკა/ისტორია

0388

ევროპისმცოდნეობა

მათემატიკა/ისტორია

0388

ამერიკისმცოდნეობა

მათემატიკა/ისტორია/ლიტერატურა

0388

ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის კვლევები

მათემატიკა/ისტორია

0411

საბუღალტრო აღრიცხვა

მათემატიკა

0412

ფინანსები

მათემატიკა

0413

მენეჯმენტი

მათემატიკა/ისტორია

0413

ბიზნესის ადმინისტრირება

მათემატიკა/ისტორია

0413

საჯარო მმართველობა

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება/გეოგრაფია

0414

მარკეტინგი

მათემატიკა/ისტორია

0421

სამართალი

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება

0421

საერთაშორისო სამართალი

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება

0511

ბიოლოგია /სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები

მათემატიკა/ბიოლოგია/ქიმია

0512

ბიოქიმია

მათემატიკა/ბიოლოგია/ქიმია

0512

გამოყენებითი ბიომეცნიერებები ან/და ბიოტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია

0521

გარემოსმცოდნეობა

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/გეოგრაფია

0521

ეკოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/გეოგრაფია/ქიმია/ფიზიკა

0522

ბუნებრივი გარემო და ველური ბუნება

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/გეოგრაფია

0531

ქიმია

მათემატიკა/ქიმია/ბიოლოგია

0532

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები

მათემატიკა/ისტორია/ფიზიკა/გეოგრაფია/ქიმია

0532

გეოგრაფია (ფიზიკური)

მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია

0532

გეოლოგია

მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია

0532

გეოფიზიკა

მათემატიკა/ფიზიკა/გეოგრაფია

0533

ფიზიკა

მათემატიკა/ფიზიკა

0541

მათემატიკა

მათემატიკა/ფიზიკა

0542

სტატისტიკა

მათემატიკა

0588

პალეოანთროპოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია

0612

ინფორმაციული ტექნოლოგიები

მათემატიკა/ფიზიკა

0613

ინფორმატიკა

მათემატიკა/ფიზიკა

0613

კომპიუტერული მეცნიერება 

მათემატიკა/ფიზიკა

0613

ინფორმაციული სისტემები

მათემატიკა/ფიზიკა

0711

ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია

მათემატიკა/ქიმია/ბიოლოგია/ფიზიკა

0712

გარემოს ინჟინერია 

მათემატიკა/ფიზიკა/გეოგრაფია/ქიმია

0713

ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0713

ელექტროინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0714

ელექტრონული ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0714

კომპიუტერული ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0714

ტელეკომუნიკაცია

მათემატიკა/ფიზიკა

0714

ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემების ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0715

მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგია

მათემატიკა/ფიზიკა

0715

მეტალურგია

მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა

0716

სატრანსპორტო საშუალებების ინჟინერია/ტრანსპორტის ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0716

საზღვაო ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0716

საავიაციო ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0716

საზღვაო ელექტრო ინჟინერია 

მათემატიკა/ფიზიკა

0716

საავტომობილო ტრანსპორტის ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0716

სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0719

საინჟინრო ფიზიკა

მათემატიკა/ფიზიკა

0719

საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა

მათემატიკა/ფიზიკა/გეოგრაფია

0719

მასალათამცოდნეობა

მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა

0719

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0719

ბიოსამედიცინო ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა/ბიოლოგია

0719

აგროინჟინერია

მათემატიკა/ბიოლოგია/ქიმია

0719

სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია

მათემატიკა/ქიმია

0719

საინჟინრო ლოგისტიკა

მათემატიკა

0721

სასურსათო ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ქიმია/ბიოლოგია/ფიზიკა

0722

მასალების (ხე, ქაღალდი, პლასტმასი, მინა, კერამიკა) საინჟინრო ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ქიმია/ფიზიკა

0723

ტექსტილის ტექნოლოგია/საინჟინრო ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ქიმია/ფიზიკა

0723

ტყავის ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ქიმია

0724

სამთო და გეოინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა/გეოგრაფია

0724

ნავთობისა და გაზის მოპვების ტექნოლოგია 

მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა

0731

არქიტექტურა

მათემატიკა/ფიზიკა

0731

ურბანული დაგეგმარება/ქალაქდაგეგმარება  

მათემატიკა/ფიზიკა/გეოგრაფია

0732

მშენებლობის ინჟინერია 

მათემატიკა/ფიზიკა

0732

სამოქალაქო ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0739

არქიტექტურის რესტავრაცია

მათემატიკა/ისტორია/ფიზიკა/ქიმია

0788

მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი

მათემატიკა/ფიზიკა

0811

აგრონომია

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია

0812

საბაღო-საპარკო მეურნეობა

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია

0821

სატყეო საქმე

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია

0841

ვეტერინარია

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია

0888

მევენახეობა და მეღვინეობა

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია

0923

სოციალური მუშაობა

მათემატიკა/ისტორია

0923

ადიქციის კვლევები (ადიქტოლოგია)

მათემატიკა/ისტორია

1014

სპორტი

მათემატიკა/ისტორია

1015

ტურიზმი

მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია

1022

პროფესიული უსაფრთხოება

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია

1031

თავდაცვა და უსაფრთხოება

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება

1031

სამხედრო მეცნიერება

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება

1032

საგანგებო სიტუაციების მართვა

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება

1041

საზღვაოსნო მეცნიერება

მათემატიკა/ფიზიკა/გეოგრაფია

1041

საჰაერო ხომალდის მართვა

მათემატიკა/ფიზიკა