საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესი და პირობები".

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ოქტომბრის №913 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

 

დანართი

სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესი და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით ან/და მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა.

2. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით ფინანსდება მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლა.

3.  ეს წესი ადგენს სტუდენტისათვის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის, დაწესებულებაში შიდა მობილობის, ასევე დაწესებულებებს შორის მობილობის საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა (გარდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გაცემული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა) და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანისა და სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის შემთხვევაში მასზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს ბრძანება № 107/ ნ - ვებგვერდი, 01.09.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.12.2018წ.

    მუხლი 2. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის საფუძველი

1. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა დაწესებულებაში და სწავლობს ამ წესის პირველი მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამით .

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 3. სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება:

ა) ბაკალავრიატში სწავლა 4 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 5 წლის განმავლობაში);

 ბ) დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა არა უმეტეს 6 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 7 წლის განმავლობაში);

 გ) დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის განმავლობაში);

დ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში; 

ე) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო 300-კრედიტიან პროგრამაზე სწავლა – არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში); 

ვ) ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო 300-კრედიტიან პროგრამაზე სწავლა – არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში).

4. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით ფინანსდება მაგისტრატურაში სწავლა 2 წლის განმავლობაში.

5 . დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მქონე პირი კარგავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებას, თუ დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ არ გამოსცემს ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.12.2018წ.

    მუხლი 3. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის წესი

1. სტუდენტზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული (შემდგომში – სრული გრანტი) ან ნაწილობრივი ოდენობა (შემდგომში – ნაწილობრივი გრანტი).

1​1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობისა.

2. მაგისტრანტზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გრანტის ოდენობით.

3 . სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას ამ დაწესებულების მაკონტროლებელი ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს, გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მაქსიმალურ ოდენობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს ბრძანება № 107/ ნ - ვებგვერდი, 01.09.2016წ.

    მუხლი 4. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლების შეზღუდვა

1. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა. მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით.

1​1. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით.

2. პირის მიერ ერთდროულად უმაღლესი განათლების ერთ საფეხურზე რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში, მასზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი ამ წესით დადგენილი პირობებით.

3 . ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს სტუდენტს, რომელმაც მოიპოვა ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მოპოვებული ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ ოდენობამდე შევსების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს დაფინანსება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში.

4 . ამ მუხლის პირველი პუნქტი ასევე არ ზღუდავს სტუდენტს, გაზარდოს მოპოვებული ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – საგრანტო კონკურსი) საშუალებით.

5.  ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს სტუდენტს, რომელმაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.

6. ამ მუხლის 1​1  პუნქტი არ ზღუდავს პირს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი/გაზარდოს მოპოვებული ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 წლის 11 ნოემბრის ბრძანება № 174/ ნ - ვებგვერდი, 12.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს ბრძანება № 107/ ნ - ვებგვერდი, 01.09.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.12.2018წ.

    მუხლი 5. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის დრო და დაწესებულების მიერ წარსადგენი ინფორმაცია

1. დაწესებულებას გადაერიცხება იმ ოდენობის თანხა, რომელიც შეესაბამება ამ დაწესებულების სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტთა/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა საერთო რაოდენობასა და მათ მიერ მოპოვებული გრანტების ოდენობებს.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) მონაცემებისა და ამ მუხლის 2​2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად.

2​1. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვის მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარადგენს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობას.

2​2. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხ თანხას ანგარიშობს ამ წესის შესაბამისად, შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე:

ა)  სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, სტუდენტის სტატუსი, სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვის წელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სწავლის საფასური, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რეჟიმი (აკრედიტებული/არააკრედიტებული) პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ცალ-ცალკე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით.

ბ) (ამოღებულია - 08.05.2018, №65/ნ)

გ) აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის/სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის პროცენტი, გრანტის მოპოვების/გამუჯობესების წელი და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური – სსიპ   შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ მიწოდებული აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად;

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ოდენობა და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად;

ე) სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელ სტუდენტზე გრანტის გადარიცხვის ჯერადობა, თითოეული გადარიცხვის შესაბამისად გადარიცხული თანხის ოდენობა, გრანტის დაკარგვის/გრანტის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია. 

2​3. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამ მუხლის 2​2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის დაანგარიშებისას ამოწმებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად მიღების ფარგლებში  ჩარიცხული სტუდენტის, ამ გაერთიანებაში შემავალი ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსს (აკრედიტებული/არააკრედიტებული). თუ ამ გაერთიანებაში შემავალ ერთ საგანმანათლებლო პროგრამას მაინც აქვს აკრედიტებული სტატუსი, სტუდენტს უფინანსდება სწავლა სახელმწიფო სასწავლო გრანტით. 

2​4. თუ აბიტურიენტთა რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად მიღების ფარგლებში ჩარიცხულ სტუდენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის დაანგარიშების დროისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით არჩეული აქვს ამ გაერთიანებაში შემავალი ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროგრამა, დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხა იანგარიშება ამ მუხლის 2​2 პუნქტით დადგენილი წესით. 

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტუდენტების/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა  რაოდენობაში არ შედიან ის პირები, რომელთაც შესაბამისი წლის პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი. 

3​1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით, რიგგარეშე მობილობით დაწესებულებაში სტუდენტთა/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა ჩარიცხვისას, საჭიროების შემთხვევაში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, სსიპ –განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის 2​​2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილისგან განსხვავებული თარიღი, რომლის მდგომარეობითაც, რეესტრში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანგარიშდება ამ სტუდენტების მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადარიცხვის მიზნით. ამავე აქტით განისაზღვრება აღნიშნული თანხების ოდენობების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიწოდების ვადა.

3​2. ამ მუხლის 3​1 პუნქტით განსაზღვრული სტუდენტების/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების რაოდენობაში არ შედიან ის პირები, რომელთაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განსაზღვრული თარიღისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი.

   4. ამ მუხლის 2​2 - 2​4, 3 და 3​2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გათვალისწინებით, დაწესებულება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – სპეციალური ელექტრონული პროგრამა), რომლის ადმინისტრირების წესი განისაზღვრება  სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში, თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ახდენს:

ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიისა და დაწესებულებისთვის გადასარიცხი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გადამოწმებას. თუ დაწესებულება არ ეთანხმება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ასახულ ინფორმაციას, უფლებამოსილია ამავე სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, შესაბამისი მოთხოვნით მიმართოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცესის დასრულების შემდგომ, ადასტურებს თითოეული დაფინანსების უფლების მქონე სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის სისწორეს.

5. (ამოღებულია - 01.06.2021, 26/ნ)

6. ამ მუხლის 2​2  -2​4 , 3 და 3​2  პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გათვალისწინებით, დაწესებულება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ახდენს:

ა) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიისა და დაწესებულებისთვის გადასარიცხი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობის გადამოწმებას. თუ დაწესებულება არ ეთანხმება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახულ ინფორმაციას, უფლებამოსილია ამავე პროგრამის მეშვეობით, შესაბამისი მოთხოვნით მიმართოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცესის დასრულების შემდგომ, ადასტურებს თითოეული დაფინანსების უფლების მქონე სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობის სისწორეს.(ამოქმედდეს 2022 წლის პირველ აპრილს) ]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 წლის 29 მაისის ბრძანება № 57/ ნ - ვებგვერდი, 31.05.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს ბრძანება № 107/ ნ - ვებგვერდი, 01.09.2016წ.

 აქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 26 დეკემბრის ბრძანება 204ნ - ვებგვერდი, 26.12.2017წ.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №65/ნ - ვებგვერდი, 10.05.2018წ.
    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 მაისის ბრძანება №95/ნ - ვებგვერდი, 28.05.2019წ.
  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 01 ივნისის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 02.06.2021წ.

 

  მუხლი 5​1.  სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემაზე უარის თქმა

1. სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) დაწესებულების მიერ რეესტრში სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) დაწესებულების მიერ ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს გადაურიცხავი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობის შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელების (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 01 ივნისის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 02.06.2021წ.
 

 მუხლი 6. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა

1. საქართველოში მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში, სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი/სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი შეუძლია გადაიტანოს შესაბამისი სასწავლო წლის პირველი ნოემბრიდან/15 ნოემბრიდან ან პირველი აპრილიდან, ჩარიცხვის ბრძანების თარიღის შესაბამისად, ამ წესის მე-7 მუხლის გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტუდენტს მიმღებ დაწესებულებაში სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაყვება მის მიერ თავდაპირველად ჩარიცხვის დაწესებულებაში სწავლის დასაფინანსებლად მოპოვებული ოდენობით. თუ მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის საფასური ნაკლებია სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს. ყოველი შემდგომი მობილობისას, სტუდენტს მიმღებ დაწესებულებაში სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაყვება წინა დაწესებულებაში არსებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.

3. თუ საქართველოში მობილობის/შიდა მობილობის განხორციელებისას, სტუდენტი სწავლას აგრძელებს თავდაპირველი საგანმანათლებლო პროგრამისგან განსხვავებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე,  მიმღები საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა დაფინანსდება თავდაპირველი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დაფინანსებისათვის დარჩენილი წლების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წლების განმავლობაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.12.2018წ.

    მუხლი 7. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის დაუშვებლობა

1. დაუშვებელია სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა დაწესებულების არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

1​1(ამოღებულია - 01.06.2021, №26/ნ);

1​2. (ამოღებულია - 01.06.2021, №26/ნ);

1​3. დაუშვებელია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანა.

2. (ამოღებულია - 01.06.2021, №26/ნ);

3. თუ სტუდენტი, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვერ გადაიტანს სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე და შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით კვლავ განაგრძობს სწავლას აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მის მიერ მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს გამოიყენებს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, სწავლის დაფინანსებისთვის დარჩენილი წლების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წლების განმავლობაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 23.02.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №204/ნ - ვებგვერდი, 16.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 28 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 01.04.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 აპრილის ბრძანება №30/ნ - ვებგვერდი, 03.04.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს ბრძანება № 107/ ნ - ვებგვერდი, 01.09.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 მაისის ბრძანება №95/ნ - ვებგვერდი, 28.05.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 01 ივნისის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 02.06.2021წ.
 

    მუხლი 8. სტუდენტისათვის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის  სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შენარჩუნების წესი

1. სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, სტუდენტს/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს  მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება უნარჩუნდება სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეწყვეტიდან/შეჩერებიდან მომდევნო ხუთი სასწავლო წლის ვადაში სწავლის განახლების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. სტუდენტს/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს, რომლისთვისაც სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს უცხო ქვეყნის დაწესებულებაში ჩარიცხვა/სწავლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის დროსაც შეუძლებელია სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის მიერ სწავლის გაგრძელება, მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება უნარჩუნდება შესაბამისი საფუძვლის არსებობის ვადით.

3. თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელი სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლებამოსილია მის მიერ თავდაპირველად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გამოიყენოს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად. ამ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით. 

3​1. თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელი სტუდენტი, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სტუდენტს მის მიერ თავდაპირველად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაუფინანსდება ეს საგანმანათლებლო პროგრამა. ამ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით.

4. თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს გამოიყენებს ამ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად. ამ შემთხვევაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის  მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

5. (ამოღებულია - 12.07.2019, №144/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს ბრძანება № 107/ ნ - ვებგვერდი, 01.09.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.12.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 მაისის ბრძანება №95/ნ - ვებგვერდი, 28.05.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

    მუხლი 9. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება

1. სტუდენტი, რომელმაც ვერ მოიპოვა სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საგრანტო კონკურსში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საგრანტო კონკურსის შედეგად გაზრდილი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტით შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა ფინანსდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წლების ფარგლებში, სწავლის დარჩენილი დროის განმავლობაში. 

3. საგრანტო კონკურსის შედეგად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა ფინანსდება მოპოვებიდან ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წლების ფარგლებში. 

4. თუკი სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების/საგრანტო კონკურსის შედეგად მოპოვებულ ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს შეივსებს სოციალური პროგრამის ფარგლებში, ეს უკანასკნელი გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საგრანტო კონკურსის შედეგად მოპოვებული გრანტის ხანგრძლივობით, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში, სტუდენტის მიერ სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა დაფინანსდება მოპოვებიდან ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წლების ფარგლებში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.12.2018წ.

    მუხლი 10. დაწესებულებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხული თანხის შენარჩუნება

1. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელი სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, დაწესებულებას უნარჩუნდება შესაბამისი სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა შემდეგი წესით:

ა) პირველ ნოემბრამდე (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრამდე), თუ პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა პირველი აპრილის შემდგომ;

ბ) პირველ აპრილამდე, თუ პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრის) შემდგომ.

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში, დაწესებულებას უნარჩუნდება შესაბამისი პირის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა შემდეგი წესით:

ა) პირველ ნოემბრამდე, თუ პირს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა  პირველი აპრილის შემდგომ;

ბ) პირველ აპრილამდე, თუ პირს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა პირველი ნოემბრის შემდგომ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს ბრძანება № 107/ ნ - ვებგვერდი, 01.09.2016წ.

    მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

1. სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა, დაწესებულების მიერ დადგენილი კრედიტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს სწავლის 2 წლის განმავლობაში 120-კრედიტიანი და სწავლის 3 წლის განმავლობაში 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის.

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტით დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დაფინანსება ხდება ამ წესით დადგენილი პირობებით.

3 . დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის მიერ ,, უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89 -ე მუხლის 17​2 პუნქტის შესაბამისად ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა დაფინანსდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსებული წლების გამოკლებით.

4. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 8​5 პუნქტიდან გამომდინარე, დიპლომირებული ვეტერინარის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული ვეტერინარის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის განმავლობაში).

5. დიპლომირებული ვეტერინარი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, უფლებამოსილია მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.

6. იმ სტუდენტებს, რომლებმაც ისარგებლეს მობილობის უფლებით „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 დეკემბრის N204/ნ ბრძანების ამოქმედებამდე, მიეცეთ სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების უფლება.

7. იმ სტუდენტებს, რომელთაც სოციალური პროგრამის ფარგლებში შეევსოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ ოდენობამდე და ისარგებლეს მობილობის უფლებით „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 დეკემბრის №204/ნ ბრძანების ამოქმედებამდე, მიეცეთ სრულ ოდენობამდე შევსებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების უფლება.

8. სტუდენტებს, რომლებმაც სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვეს იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული გრანტით და „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის № 154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 დეკემბრის №204/ნ ბრძანების ამოქმედებიდან „ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 28 მარტის № 40/ნ ბრძანების ამოქმედებამდე განხორციელებული მობილობის საფუძველზე სწავლა განაგრძეს იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული გრანტით, მიეცეთ სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის უფლება.

9. 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ იმ სტუდენტებს, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და 2012 წლის საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას,  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში თორმეტი თვის ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის საკუთარი სურვილით გავლის საფუძველზე მიენიჭათ სრული ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა შეევსოთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ ოდენობამდე, მიეცეთ სრული ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სრულ ოდენობმადე შევსებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის უფლება ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.  

10. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველო უზრუნველყოფს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 აპრილის ჩათვლით სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელ სტუდენტზე გრანტის გადარიცხვის ჯერადობის, თითოეული გადარიცხვის შესაბამისად გადარიცხული თანხის ოდენობის, გრანტის დაკარგვის/გრანტის ამოწურვის შესახებ არსებული ინფორმაციის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის გადაცემას.

 11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის 2005 წლის 10 იანვრიდან გამოცემული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ოდენობისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიწოდება. 

12. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89​13 მუხლის თანახმად, ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წლის ჩათვლით ჩარიცხული სტუდენტების ვეტერინარიის ინტეგრირებულ საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის შემთხვევაში,  ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამით სტუდენტის სწავლა დაფინანსდება სტუდენტის მიერ თავდაპირველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დაფინანსებისათვის მიღებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობისა და დაფინანსებული წლების გამოკლებით დარჩენილი წლების გათვალისწინებით, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. 

13. იმ სტუდენტებზე, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაგრამ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რანჟირების დოკუმენტში მითითებულ დაწესებულებას ვერ მიმართეს, ვინაიდან დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია,  შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება და 2018-2019 სასწავლო წელს ჩაირიცხნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ 5​1 მუხლით გათვალისწინებული რიგგარეშე მობილობით, გამარტივებული წესით, არ გავრცელდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.  

14. იმ დაწესებულების სტუდენტების გრანტები, რომლებმაც დაკარგეს ავტორიზაცია ან დაკარგეს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება აკრედიტაციაზე უარის თქმის/აკრედიტაციის გაუქმების გამო და 2018 წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობით ჩაირიცხნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების გრანტები დაანგარიშებულ იქნეს  ამ წესის მე-5 მუხლის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის 2018 წლის 14 დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით. 

15. იმ პირების გრანტები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წელს მოიპოვეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების გამო და შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაირიცხნენ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაანგარიშებულ იქნეს ამ წესის მე-5 მუხლის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის 2018 წლის 14 დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით. 

16. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტების/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების გრანტების გაანგარიშებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის წარდგენისათვის დადგინდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №1225 ბრძანებისაგან განსხვავებული ვადა და დაევალოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა არაუგვიანეს 2018 წლის 25 დეკემბრისა.

17. ამ წესის 5​1 მუხლის ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში დაწესებულება უფლებამოსილია 5​1 მუხლის ამოქმედებამდე მისთვის გადარიცხული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, წერილობით მიმართოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და მოსთხოვოს გადარიცხული თანხის კორექტირება.

18. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია ამ მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, იმსჯელოს დაწესებულებისათვის ამ წესის 5​1 პუნქტის ამოქმედებამდე გადარიცხული თანხის კორექტირებაზე და საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს, დაწესებულებისათვის შესაბამისი თანხის გადარიცხვის მოთხოვნით, ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 

19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დაწესებულება კარგავს მისთვის გადარიცხული სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის კორექტირების მოთხოვნის უფლებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 აპრილის ბრძანება №30/ნ - ვებგვერდი, 03.04.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის ბრძანება №63/ნ - ვებგვერდი, 26.06.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №123/ნ - ვებგვერდი, 25.09.2015წ.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 26 დეკემბრის ბრძანება 204ნ - ვებგვერდი, 26.12.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.05.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.12.2018წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 01 ივნისის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 02.06.2021წ.


წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე