„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის ბრძანება №98/ნ - ვებგვერდი, 30.05.2019წ.

1. დამტკიცდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.

2. (ამოღებულია).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის ბრძანება №98/ნ - ვებგვერდი, 30.05.2019წ.

2​1. დამტკიცდეს საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის გაცემის საფასური დანართი №3-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 მარტის ბრძანება №67/ნ - ვებგვერდი, 28.03.2012წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის ბრძანება №98/ნ - ვებგვერდი, 30.05.2019წ.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის № 162 ბრძანება.

4 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

დანართი №1

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს დანართი ადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმას.

2. ამ დანართით გათვალისწინებული დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად.

3. დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია შესაბამისად ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

4. დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია საქართველოს საპატრიარქო „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 895 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 მარტის ბრძანება №67/ნ - ვებგვერდი, 28.03.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 7 ივნისის ბრძანება №65/ნ - ვებგვერდი, 11.06.2013წ.

მუხლი 2. დიპლომის მონაცემები

1. დიპლომი, გარდა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სახელმწიფოს მიერ არაღიარებული დიპლომისა, არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) მთელი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით;

ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დიპლომის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ლოგო/გერბი), დიპლომის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

2. დიპლომის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდებები;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“.

3. დიპლომი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და, დაწესებულების/ცენტრის გადაწყვეტილებით, რომელიმე უცხოურ ენაზე/ენებზე.

3​1. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული დიპლომი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, რომელიმე უცხოურ ენაზე/ენებზე.

4. დიპლომის სხვადასხვა ენაზე შედგენის მიუხედავად ,გამოიყენება ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ავთენტიკური ხელმოწერა.

5. დიპლომზე უნდა მიეთითოს:

ა) წარწერა „საქართველო“ , რომელიც უნდა განთავსდეს დიპლომის ზედა ცენტრალურ ადგილზე;

ბ) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);

გ) დაწესებულების ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) „შუალედური კვალიფიკაციის დამადასტურებული დიპლომი“, „ბაკალავრის დიპლომი“, „დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის დიპლომი“, „მაგისტრის დიპლომი“ ან „დოქტორის დიპლომი“;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

ვ) კვალიფიკაციის/ აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება;

ზ) კვალიფიკაციის/ აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი ( რიცხვი, თვე, წელი);

თ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც მიენიჭა კვალიფიკაცია/ აკადემიური ხარისხი;

ი) მინიჭებული კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი;

კ) დამატებითი სპეციალობა (არსებობის შემთხვევაში);

ლ) იმ ერთეულის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა, რომელმაც მიანიჭა კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი;

მ) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;

ნ) ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი;

ო) დიპლომის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

პ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის - დაწესებულების შემთხვევაში - ნებაყოფლობით);

ჟ) დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი დიპლომებ ისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში.

5​1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, სასულიერო წოდება და სასულიერო სახელი (მათი არსებობის შემთხვევაში), დიპლომში მიეთითება ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ლ“ ან/და „მ“ ქვეპუნქტებში მითითებული სახელის ნაცვლად,  ხოლო სახელი მიეთითება როგორც დამატებითი ინფორმაცია.

6. ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად გაცემულ დიპლომში მიეთითება პროგრამის განმახორციელებელი ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ“, „ლ“, „მ“, „პ“, „ჟ“ გათვალისწინებული მონაცემები.

6​1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უცხო ქვეყნის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად გასცეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის მიერ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლება აღიარებულ იქნება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისთვის.

6​2. ამ მუხლის 6​1 პუნქტის შესაბამისად გაცემულ დიპლომში ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, მიეთითება შემდეგი მონაცემები:

ა) იმ დაწესებულებების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით), რომლებშიც პირმა მიიღო განათლება;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

გ) აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება;

დ) აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ე) იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც მიენიჭა აკადემიური ხარისხი;

ვ) მინიჭებული აკადემიური ხარისხი;

ზ) დიპლომის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის/პირების სახელი, გვარი და ხელმოწერა;

თ) ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი;

ი) დიპლომის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

კ) დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი დიპლომებისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში. 

7. დოქტორის დიპლომში ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა დამატებით მიეთითება სადისერტაციო ნაშრომის სათაური.

7​1. საქართველოში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტში – დიპლომში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „თ“, „ი“, „კ“, „ნ“, „ო“, „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით მიეთითება:

ა) ცენტრის სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);

ბ) ცენტრის ლოგო;

გ) ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;

დ) ცენტრის ბეჭედი.

7​2 . საქართველოში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის შინაარსი უნდა იძლეოდეს კვალიფიკაციის იდენტიფიცირების საშუალებას.

7​3. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემულ დოქტორის დიპლომში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ნ“, „ო“, „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, მიეთითება:

ა) საქართველოს საპატრიარქო;

ბ) საქართველოს საპატრიარქოს ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) „დოქტორის დიპლომი“;

დ) სადისერტაციო ნაშრომის სათაური;

ე) კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს ხელმძღვანელის სასულიერო წოდება და სახელი (სრულად), ხელმოწერა, რომელმაც მიანიჭა კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი;

ვ) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  ბეჭედი.

8. დიპლომი ამ დანართით დადგენილი მონაცემების გარდა შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების/ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი წარმოადგენს დაწესებულების სახელწოდებას დიპლომის გაცემის მომენტში. დაწესებულების გადაწყვეტილებით, ეს მონაცემი შეიძლება იყოს დაწესებულების ის სახელწოდება, რაც მას ჰქონდა სტუდენტის სწავლის პერიოდში ან მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 მარტის ბრძანება №67/ნ - ვებგვერდი, 28.03.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 21 მაისის ბრძანება №100/ნ - ვებგვერდი, 22.05.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 7 ივნისის ბრძანება №65/ნ - ვებგვერდი, 11.06.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის ბრძანება №24/ნ - ვებგვერდი, 06.03.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 24.10.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 ივლისის ბრძანება №75/ნ - ვებგვერდი, 21.07.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №101/ნ - ვებგვერდი, 12.08.2015წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №13/ნ - ვებგვერდი, 24.02.2021 წ.

მუხლი 3. დიპლომის დუბლიკატი

1. დუბლიკატი გაიცემა იმ პირზე, რომლის დიპლომი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი.

2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/ცენტრი .

2​1. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული დიპლომის დუბლიკატის გაცემას ახორციელებს საქართველოს საპატრიარქო.

3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების/ცენტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დიპლომის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.

3​1. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გასაცემი დიპლომის დუბლიკატის შედგენისას ივსება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დიპლომის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.

4. თუ კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ დგინდება დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შესაბამისი სრული ინფორმაცია, დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დუბლიკატში ასახოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დიპლომის დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება დიპლომებისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 მარტის ბრძანება №67/ნ - ვებგვერდი, 28.03.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 7 ივნისის ბრძანება №65/ნ - ვებგვერდი, 11.06.2013წ.

მუხლი 4. დიპლომის ფორმის, გაცემული დიპლომისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია დიპლომის დამტკიცებული ფორმა გამოაქვეყნოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე და ატვირთოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი). დაწესებულება ვალდებულია დიპლომის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს ცენტრში.

2. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში რეესტრში ატვირთოს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი, აგრეთვე ასახოს შემდეგი მონაცემები: დიპლომის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას რეესტრში ასახოს შესაბამისი ცვლილება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 მარტის ბრძანება №67/ნ - ვებგვერდი, 28.03.2012წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №13/ნ - ვებგვერდი, 24.02.2021 წ.

მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

1. იმ პირებზე, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაასრულებენ დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამა ს, გაიცემა დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი, რომელიც შეიცავს ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. ამასთან, ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის ნაცვლად მიეთითება „დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი“.

2. იმ პირებზე გაცემული დიპლომი, რომლებმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე დაასრულეს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭათ შესაბამისი კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი და დაწესებულების გადაწყვეტილებით მოიპოვეს უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება, მაგრამ არ მიუღიათ იგი, შეიცავს ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს, გარდა ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა. უმაღლესი განათლების დიპლომი დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) მითითება „უმაღლესი განათლების დიპლომი“;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა;

გ) იმ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა, რომელიც არის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამონაცვლე ან ახორციელებს შესაბამისი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს.

2​1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დიპლომის გაცემის შემთხვევაში, სასულიერო სახელი და სასულიერო წოდება (მათი არსებობის შემთხვევაში) მიეთითება იმ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის სახელის ნაცვლად, რომელიც არის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამონაცვლე ან ახორციელებს შესაბამისი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს, ხოლო სახელი მიეთითება როგორც დამატებითი ინფორმაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დიპლომში ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი მოიცავს კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი დაწესებულების/დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის/ფილიალის სახელწოდება ს .

3​1. საქართველოში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი შეიცავს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი – მე-4, 7​1, 7​2 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემს ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და 3​1 პუნქტებით გათვალისწინებული დიპლომის დუბლიკატის გაცემა ხდება ამ მუხლითა და ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

5. ამ დანართით გათვალისწინებული დიპლომის გაცემის უფლება აქვთ ასევე ავტორიზაციაგაუქმებულ დაწესებულებებს, ავტორიზაციის გაუქმებიდან 6 თვის განმავლობაში.

6. ის დაწესებულებები, რომელთაც ავტორიზაცია გაუუქმდათ ამ პუნქტის ამოქმედებამდე, უფლებამოსილნი არიან გასცენ ამ დანართით გათვალისწინებული დიპლომი ამ პუნქტის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული უფლებამოსილებით სარგებლობენ ასევე ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებშიც აღარ ირიცხებიან პირები.

7. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული დიპლომი/დიპლომის დუბლიკატი, რომელიც არ აკმაყოფილებს დიპლომის/დიპლომის დუბლიკატის გაცემის დროისთვის დამტკიცებულ დიპლომის/დიპლომის დუბლიკატის ფორმას, თუმცა შესაბამისობაშია ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებთან, ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად გაცემულად.

8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმ პირებზე გაცემული დიპლომი, რომელთაც 2006-2007 სასწავლო წლის ბოლოს დაასრულეს სასწავლო პროცესი და კვალიფიკაცია მიენიჭათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის ან ამ ფილიალის ბაზაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, ჩაითვალოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემულად.

9. 2016 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ დიპლომზე ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 6​2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების სრული სახელწოდება შესაძლებელია, მიეთითოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითების გარეშეც.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 მარტის ბრძანება №67/ნ - ვებგვერდი, 28.03.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 მარტის ბრძანება №74/ნ - ვებგვერდი, 02.04.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 21 მაისის ბრძანება №100/ნ - ვებგვერდი, 22.05.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №177/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის ბრძანება №24/ნ - ვებგვერდი, 06.03.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №101/ნ - ვებგვერდი, 12.08.2015წ.

 

დანართი №2. (ამოღებულია)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის ბრძანება №98/ნ - ვებგვერდი, 30.05.2019წ.

 

დანართი №3

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 მარტის ბრძანება №67/ნ - ვებგვერდი, 28.03.2012წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის ბრძანება №98/ნ - ვებგვერდი, 30.05.2019წ.

 საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის გაცემის საფასური

 მუხლი 1. საფასურის ოდენობა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ან მისი დუბლიკატის გაცემის საფასურია 10 სამუშაო დღის განმავლობაში სტანდარტული წარმოებისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი, 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 100 (ასი) ლარი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 21.05.2021წ.

მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.

2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე.

3. თუ მომსახურების გაწევისას ცენტრმა დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტი გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.

4. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.


წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე