საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის N24/5 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე

უმაღლესი      განათლების      შესახებ  საქართველოს      კანონის      21-ე      მუხლის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის  საფუძველზე:

მუხლი  1.  თსსუ-ის  აკადემიური  საბჭოს  2012  წლის  7  მაისის  #24/5  დადგენილებით დამტკიცებულ   `დებულებაში   თბილისის    სახელმწიფო   სამედიცინო   უნივერსიტეტის მაგისტრატურის  შესახებ~  შეტანილ  იქნეს  ცვლილებები:

1. პირველი   მუხლის    პირველი,   მე-2,   მე-3,   მე-6   პუნქტები   ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:
„1.    წინამდებარე    დებულება    აწესრიგებს    თბილისის    სახელმწიფო    სამედიცინო უნივერსიტეტის          (შემდგომში -          თსსუ) ფაკულტეტებზე          სამაგისტრო საგანმანათლებლო       პროგრამების       სასწავლო       და       კვლევითი       კომპონენტების განხორციელების  წესსა  და  პირობებს.
2. მაგისტრატურა     –    აკადემიური     უმაღლესი     განათლების    მეორე    საფეხურის საგანმანათლებლო   პროგრამა,   რომელიც   მოიცავს   სამეცნიერო   კვლევის   ელემენტებს და   მიზნად   ისახავს   ბაკალავრის   შემდგომი   დონის   სპეციალისტის       ან   მკვლევრის მომზადებას,  აგრეთვე,  ამზადებს  პირს  მიღებული  კვალიფიკაციით  მუშაობისთვის.
3. მაგისტრი      –      მფლობელი      იმ      აკადემიური      ხარისხისა,      რომელიც      პირს აკადემიური   უმაღლესი   განათლების   მეორე   საფეხურისათვის   –   მაგისტრატურისთვის დადგენილი  კრედიტების  ათვისების  შედეგად  ენიჭება.“
„6.   სამაგისტრო      პროგრამა   არ   შეიძლება   შედგებოდეს   მხოლოდ   სწავლებისაგან. ის       აუცილებლად       უნდა       ითვალისწინებდეს       სტუდენტის/მაგისტრანტის       მიერ სამაგისტრო      ნაშრომის      ხელმძღვანელის      მეთვალყურეობით      ისეთი      კვლევების ჩატარებას,     რომელთა     საფუძველზეც     იგი     შეძლებს     საკვალიფიკაციო     ნაშრომის წარდგენას.“

2. მე-2  მუხლის  მე-4,  მე-6,  მე-7,  მე-9  პუნქტები,  მე-5  პუნქტის  „ა“  და  „ბ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:
„4.      ფაკულტეტის      საბჭოზე      სამაგისტრო      პროგრამა      განიხილება      მხოლოდ დადებითი   საექსპერტო   შეფასების   შემდეგ   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახურში, დადგენილი  წესით  და  კრიტერიუმებით.
5. საექსპერტო     შეფასებისათვის     წარსადგენი     სამაგისტრო     პროგრამა     უნდა შეიცავდეს:
ა. სამაგისტრო  პროგრამის  დასახელებას  (ქართულად  და  ინგლისურად);
 
ბ. მისანიჭებელ    აკადემიურ    ხარისხს    (ქართულად    და    ინგლისურად)    და სწავლების  ენას;
6. სამაგისტრო   პროგრამა   შეიძლება   შემუშავდეს   და   განხორციელდეს   პარტნიორი უნივერსიტეტის   მონაწილეობით.   ამ   შემთხვევაში,   გარდა   ამ   მუხლის   მე-5   პუნქტისა, პროგრამაში      დამატებით      უნდა      მიეთითოს პარტნიორი      უნივერსიტეტი      და ერთობლივი  საგანმანთლებლო  პროგრამებისათვის  დადგენილი  დოკუმენტაცია.
7. სამაგისტრო     პროგრამის     საექსპერტო     შეფასებას,     სამეცნიერო     მუშაობის კოორდინაციის,   მაგისტრატურისა   და   დოქტორანტურის   სამსახურში   მისი   ტექნიკური ექსპერტიზის     შემდეგ,     ახორციელებს     ფაკულტეტის     ხარისხის     უზრუნველყოფის სამსახური   უნივერსიტეტის   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახურთან   შეთანხმებით, დადგენილი  წესით.“
„9.    ფაკულტეტის    დეკანი    სამაგისტრო    პროგრამას,    საექსპერტო    შეფასებებთან ერთად,    განსახილველად    წარუდგენს    ფაკულტეტის    საბჭოს.    ფაკულტეტის    საბჭოს დადებითი      დასკვნის      შემთხვევაში,      პროგრამა      დასამტკიცებლად      წარედგინება უნივერსიტეტის  აკადემიურ  საბჭოს.“

3. მე-3 მუხლის მე-2, მე-10,   მე-11,   მე-12, მე-14, მე-15, მე-17, მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„2.   სამაგისტრო   პროგრამებზე   სწავლის   გაგრძელების   უფლების   მოპოვებისთვის აუცილებელია    საერთო    სამაგისტრო    გამოცდის    და    უმაღლესი    საგანმანათლებლო დაწესებულების  მიერ  დადგენილი  გამოცდის/გამოცდების  ჩაბარება.“
10.  `გ~  ქვეპუნქტი  ამოღებულია.
`11.  მაგისტრანტის  სტატუსის  შეჩერების  საფუძვლებია:
ა) პირადი  განცხადება;
ბ) ადმინისტრაციული  (ფინანსური)  რეგისტრაციის  გაუვლელობა;
გ) აკადემიური  შვებულება:
გ.ა) პირადი   განცხადების   საფუძველზე,   პატივსადები   საფუძვლების   არსებობისას (უცხოეთში   სწავლის   გაგრძელების   მიზნით,   სავალდებულო   სამხედრო   სამსახურში გაწვევის     მიზნით,    მძიმე    ავადმყოფობის    გამო    ან     ოჯახის    ავადმყოფ    წევრებზე მეურვეობის  მიზნით,  სხვა  საპატიო  მიზეზის  გამო);
გ.ბ) ორსულობის,  მშობიარობისა  და  ბავშვის  მოვლის  გამო;
დ) მაგისტრანტის       მიერ       სემესტრის       განმავლობაში       სასწავლო       გეგმით გათვალისწინებული  საათობრივი  დატვირთვის  35%-ზე  მეტის  გაცდენა;
ე) სისხლის  სამართლის  პასუხისმგებლობაში  მიცემა  განაჩენის  კანონიერ  ძალაში შესვლამდე;
ვ)  კანონმდებლობით  გათვალისწინებული  სხვა  შემთხვევები.
12.  მაგისტრანტის  სტატუსის  შეწყვეტის  საფუძვლებია:
ა) პირადი  განცხადება;
ბ) საგანმანათლებლო  პროგრამის  დასრულება;
გ)  მაგისტრანტის  სხვა  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში  გადასვლა;
დ) მაგისტრანტის მიერ თვითნებურად სწავლის მიტოვება ხუთ წელზე მეტი ვადით;
ე) ერთსა  და  იმავე  სასწავლო  კურსში  სამჯერ  კრედიტის  მიუღებლობა;
 
ვ)    მაგისტრანტის    გარიცხვა,    დისციპლინური    ქცევის    მოთხოვნების    უხეში    ან სისტემატური          დარღვევის          ან/და          ხელშეკრულებით          გათვალისწინებული პირობის/პირობების        დარღვევისათვის,        ან        კანონმდებლობით        განსაზღვრულ შემთხვევაში;
ზ)  გარდაცვალება.~

`14.  (ამოღებულია).
15.         სტატუსშეჩერებული         მაგისტრანტი         კონკრეტულ         საგანმანათლებლო პროგრამაზე     აღდგენის     მოთხოვნით     მიმართავს     თსსუ-ის     რექტორს.     შესაბამისი ფაკულტეტის     დეკანი     რექტორს     წარუდგენს     დასკვნას     გავლილი     და     მოქმედი საგანმანათლებლო     პროგრამების     შესაბამისობის     შესახებ.     ამასთან     მიეთითება, სწავლების   რომელი  ეტაპიდან  უნდა  გააგრძელოს  მაგისტრანტმა  სწავლა.“
„17.      მაგისტრანტის      სტატუსის      შეჩერებისა      და      აღდგენის      პროცედურები რეგულირდება  უნივერსიტეტის  შინაგანაწესით.“
„19.      მოქმედ      სამაგისტრო      საგანმანათლებლო      პროგრამაზე      მაგისტრანტის მობილობის      წესით      ჩარიცხვის      შესახებ      ინდივიდუალურ-სამართლებრივ      აქტს გამოსცემს     თსსუ-ის   რექტორი,   შესაბამისი   ფაკულტეტის   საბჭოს   გადაწყვეტილების საფუძველზე.    გადაწყვეტილებაში    მკაფიოდ    უნდა    დაფიქსირდეს    სტუდენტის    მიერ ათვისებულ   და   ასათვისებელ   საგანმანათლებლო   პროგრამებს   შორის   თავსებადობა, განისაზღვროს      აღიარებული      კრედიტების      მოცულობა      და      პროგრამის      ეტაპი, საიდანაც  დასაშვებია  სწავლის  გაგრძელება.“

4. მე-4   მუხლის    პირველი,   მე-2,   მე-3,   მე-4,   მე-6,   მე-7,    მე-8,   მე-10,   მე-11   პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:
1. მაგისტრატურაში   სწავლის   ვადაა   2   წელი.   მაგისტრატურის   საგანმანათლებლო პროგრამა   მოიცავს   120   კრედიტს.   სამაგისტრო   პროგრამა   ითვალისწინებს   როგორც სასწავლო,   ისე   კვლევით   კომპონენტს,   რომელიც   შეადგენს   სამაგისტრო   პროგრამის 30%-ს  მაინც.
2. სამაგისტრო       საგანმანათლებლო       პროგრამაზე       სწავლება       ხორცილდება დასწრებული      ფორმით,      ან      ინდივიდუალური      სასწავლო      გეგმის      შესაბამისად. ინდივიდუალური     სასწავლო     გეგმა     გულისხმობს     სტუდენტის     ინტერესებისა     და აკადემიური      მომზადების      დონის      შესაბამისად      შედგენილი      სასწავლო      გეგმის შინაარსს,    მოცულობასა    და    განხორციელების    წესს.    ინდივიდუალური    სასწავლო გეგმა     შეიძლება     შემუშავდეს     როგორც     სრული     საგანმანათლებლო     პროგრამის ფარგლებში,  ასევე  ცალკეული  სასწავლო  კურსისათვის.
3. სასწავლო    კომპონენტი    ითვალისწინებს    სამაგისტრო    პროგრამის    ფარგლებში სპეციალური     დისციპლინების     შესწავლას.     მაგისტანტს     უფლება     აქვს     აირჩიოს მისთვის   სასურველი   დისციპლინები   სამაგისტრო   პროგრამის   არჩევითი   ნაწილიდან. მაგისტრანტის   მიერ   შესასრულებელი   სასწავლო   და    კვლევითი   სამუშაო   იზომება კრედიტით.      ერთი      კრედიტი      მოიცავს      30      ასტრონომიულ      საათს.      სასწავლო კომპონენტით    გათვალისწინებული    საგნებისთვის    ერთი    კრედიტიდან    მაქსიმუმ    15 საათი  შეიძლება  იყოს  სააუდიტორიო/საკონტაქტო.
4. სტუდენტს     უფლება     აქვს     დასაბუთებულად     მოითხოვოს     ინდივიდუალური სასწავლო  გეგმის   შედგენა  და   მონაწილეობა   მიიღოს   მის  შემუშავებაში.  სტუდენტის ინდივიდუალურ   სასწავლო   გეგმას   განიხილავს   და   ამტკიცებს   ფაკულტეტის   საბჭო.
 
ინდივიდუალური     სასწავლო     გეგმის     შემთხვევაში     ერთ     კრედიტში     საკონტაქტო საათების  რაოდენობა  არ  შეიძლება  შეადგენდეს  3  საათზე  ნაკლებს.”
“6.   სამაგისტრო   პროგრამით   გათვალისწინებულ   სასწავლო   კომპონენტში   კრედიტის მიღება   ხდება   მხოლოდ   მოთხოვნილი   სამუშაოს   წარმატებით   დასრულების   შემდეგ და   ამ   სამუშაოს   დადებითი   შეფასების   შემთხვევაში.   მაგისტრანტის   მიერ   გაწეული საქმიანობის  შეფასება  გარკვეული  შეფარდებით  უნდა  ითვალისწინებდეს:
ა. სტუდენტის    შუალედურ    შეფასებას,    რაც,    თავის    მხრივ,    მოიცავს სტუდენტის      დამოუკიდებელი      მუშაობის      შეფასებას,      ყოველდღიურ აქტიურობას      და      მიმდინარე      რეიტინგულ      შეფასებას.      შუალედური შეფასება  შეიძლება  ითვალისწინებდეს  სხვა  კომპონენტებსაც;
ბ. დასკვნითი  გამოცდის  შეფასებას.
7. თანაფარდობა   შეფასების   სხვადასხვა   კომპონენტს   შორის   უნდა   განისაზღვროს კონკრეტული   სასწავლო   კურსის   სილაბუსით.   საბოლოო   შეფასებაში      (შუალედურ და  საგამოცდო  შეფასებათა  ჯამი)  გამოცდის  წილი  არ  აღემატება    40%–ს.
8. დასკვნით    გამოცდაზე    გასვლის    უფლება    ეძლევა    მაგისტრანტს,    რომელსაც შუალედური    შეფასებებისა    და    დასკვნითი    გამოცდაზე    მაქსიმალური    შეფასების მიღების  შემთხვევაში  შეიძლება  დაუგროვდეს  51  ქულა  მაინც.”
“10.  შეფასების  სისტემა  უშვებს  ხუთი  სახის  დადებით  შეფასებას:
ა. (A)  ფრიადი  -  91-100  ქულა,
ბ. (B)  ძალიან  კარგი  -  81-90  ქულა,
გ.  (ჩ)  კარგი  -  71-80  ქულა,
დ.  (D)  დამაკმაყოფილებელი  -  61-70  ქულა,
ე.  (E)  საკმარისი  -  51-60  ქულა.
შეფასების  სისტემა  უშვებს  ორი  სახის  უარყოფით  შეფასებას:
ა. (FX)   ვერ   ჩააბარა   -   მაქსიმალური   შეფასების   41-50%   (ანუ,   41-50   ქულა),   რაც ნიშნავს,   რომ   მაგისტრანტს   ჩასაბარებლად   მეტი   მუშაობა   სჭირდება   და   დამატებით გამოცდაზე  კიდევ  ერთხელ  გასვლის  უფლება  ეძლევა.
ბ. (F)    ჩაიჭრა    -    მაქსიმალური    შეფასების    40%    და    ნაკლები    (ანუ    41    ქულაზე ნაკლები),   რაც   ნიშნავს,   რომ   მაგისტრანტის   მიერ   ჩატარებული   სამუშაო   არ   არის საკმარისი  და  მას  საგანი  განმეორებით  აქვს  შესასწავლი.
11.  მაგისტრანტს  დამატებით  გამოცდაზე  გასვლის  უფლება  აქვს  იმავე  სემესტრში. დასკვნით   და   შესაბამის   დამატებით   გამოცდას   შორის   შუალედი   უნდა   იყოს   არა ნაკლებ  5  დღისა.”

17. (ამოღებულია).

5. მე-5 მუხლის მე-2, მე-5, მე-7, მე-10, მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2.   სამაგისტრო   ნაშრომის   ხელმძღვანელი   შეიძლება   იყოს   შესაბამისი   პროფილის დოქტორი   ან   მაგისტრი,   დარგში   მუშაობის   სულ   მცირე   5   წლის   გამოცდილებით, ხოლო   თანახელმძღვანელი   –   მაგისტრი   ან   მაგისტრთან   გათანაბრებული   ხარისხის მქონე  პირი.”
“5.     მაგისტრანტი   ვალდებულია   სამაგისტრო   პროგრამით   განსაზღვრულ   ვადებში წარმოადგინოს   სამაგისტრო   ნაშრომი   და   წარდგეს   სამაგისტრო   ნაშრომის   საჯარო დაცვაზე.”
 
“7.    სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის შემადგენლობაში    შედიან    ფაკულტეტის/სკოლის   წარმომადგენლები,       პროფილური სამაგისტრო   პროგრამების    ხელმძღვანელები   და    შესაბამისი   დარგის/სპეციალობის მეცნიერები.   კომისიის   წევრთა   რაოდენობა   განისაზღვრება   სულ   მცირე   5   წევრით. სამაგისტრო         ნაშრომების         დაცვის         საკვალიფიკაციო         კომისიის         სხდომა უფლებამოსილია  შეუდგეს  მუშაობას,  თუ  მას  ესწრებს  კომისიის  წევთა  2/3  მაინც.”
“10.   ნაშრომს   უნდა   დაერთოს   მაგისტრანტის   პუბლიკაციები   (ასეთის   არსებობის შემთხვევაში)  და  სამაგისტრო  ნაშრომის  ხელმძღვანელ(-ებ)ის  შეფასება.  “

11. (ამოღებულია).
12. (ამოღებულია).
13. (ამოღებულია).
14. (ამოღებულია).
15. (ამოღებულია).

“17.საკვალიფიკაციო   კომისიის    თავმჯდომარე   ინფორმაციას    დაცვის    თარიღისა   და დროის     შესახებ     წერილობით     აწვდის     მაგისტრანტს     დაცვამდე     არაუგვიანეს     2 კვირისა.
17.1. დაცვის  პროცედურა
17.1.1. სამაგისტრო   ნაშრომის   დაცვა   არის   საჯარო.   დაცვის   პროცედურასა   და შედეგზე  უნდა  შედგეს  ოქმი.
17.1.2. სამაგისტრო        ნაშრომის        საჯარო        დაცვაზე        მაგისტრანტი        თემას წარმოადგენს   ელექტრონული   პრეზენტაციის   (“Pოწერ პოინტ”-ით)   ფორმით   და   აქცენტს აკეთებს   თემის   აქტუალობაზე,   მიზანსა   და   ამოცანებზე.   დაცვაზე   უნდა   აღინიშნოს კვლევის    საგნის    თანამედროვე    მდგომარეობა,    კვლევის    ობიექტები    და    მეთოდები, შედეგები  და  დასკვნები.
17.1.3. სამაგისტრო  ნაშრომის  საჯარო  დაცვის  პროცედურა  ითვალისწინებს:
სამაგისტრო  ნაშრომის  მოხსენებას  (15-20  წთ),
დისკუსიას
შეფასებას
17.2. სამაგისტრო  ნაშრომის  შეფასება
17.2.1. ნაშრომი     ფასდება     სამაგისტრო     ნაშრომების     დაცვის     საკვალიფიკაციო კომისიის  დახურულ  სხდომაზე  დაცვის  დასრულებისთანავე.
17.2.2. სამაგისტრო     ნაშრომის      დაცვის      საკვალიფიკაციო      კომისიის      წევრები სამაგისტრო  ნაშრომს  აფასებენ  0-100  ქულით  (დანართი  #2).
17.2.3. სამაგისტრო     ნაშრომის     შეფასება     დგინდება     სამაგისტრო     ნაშრომების დაცვის    საკვალიფიკაციო    კომისიის    წევრების    მიერ    მინიჭებულ    ქულათა    ჯამის საშუალო  არითმეტიკულით.
17.2.4. სამაგისტრო     ნაშრომის     51     და     მეტი     ქულით     შეფასებისას     ნაშრომი ითვლება  დაცულად    შეფასების  ქულათა  შემდეგი  გრადაციით:

91-100 ქულა –  საუკეთესო  ნაშრომი,
81-90 ქულა –  ძალიან  კარგი  ნაშრომი,
71-80 ქულა –  კარგი  ნაშრომი,
61-70 ქულა –  საშუალო  დონის  ნაშრომი,
51-60 ქულა –  დამაკმაყოფილებელი  ნაშრომი,
 
0-50  ქულა  –  არადამაკმაყოფილებელი  ნაშრომი.

17.2.5. დაცვის     პროცედურის     შესახებ     ოქმის     წარმოებაზე     პასუხისმგებელია საკვალიფიკაციო   კომისიის   მდივანი.   საკვალიფიკაციო   კომისიის   თითოეული   წევრი სამაგისტრო   ნაშრომისათვის   მინიჭებულ   ქულას   აფიქსირებს   შეფასების   ფურცელში და   ადასტურებს   ხელმოწერით   (დანართი   2).   შეფასების   ფურცლებიდან   სპეციალურ ოქმში     შეფასებები     გადააქვს     კომისიის     მდივანს,     აქვე     ფიქსირდება     საბოლოო შეფასებაც      (დანართი      3).      საკვალიფიკაციო      კომისიის      წევრები      ხელმოწერით ადასტურებენ    შეფასებას.    შეფასების    ფურცლები    და    საკვალიფიკაციო    კომისიის სხდომის          ოქმები          გადაეცემა          სამეცნიერო          მუშაობის          კოორდინაციის, მაგისტრატურისა   და   დოქტორანტურის   სამსახურს   და   ინახება   მაგისტრანტის   პირად საქმეში,  კანონმდებლობით  დადგენილი  ვადით.
17.2.6. სამაგისტრო         ნაშრომების         დაცვის         საკვალიფიკაციო         კომისიის გადაწყვეტილებას   სამაგისტრო   ნაშრომის   შეფასების   შესახებ   მაგისტრანტს   აცნობს კომისიის  თავმჯდომარე,  სხდომის  დამთავრებისთანავე.
17.2.7. სამაგისტრო         ნაშრომების         დაცვის         საკვალიფიკაციო         კომისიის გადაწყვეტილებას    სამაგისტრო    ნაშრომის    შეფასებისა    და    მაგისტრის    აკადემიური ხარისხის  მინიჭების  შესახებ  ამტკიცებს  ფაკულტეტის  საბჭო.
17.2.8. სამაგისტრო   ნაშრომის   დაცვაზე   საპატიო   მიზეზით   (ავადმყოფობა,   სხვ.) გამოუცხადებლობის  შემთხვევაში   ნაშრომი   დასაცავად   შეიძლება   წარდგენილ   იქნეს
1   თვის   განმავლობაში,   ან   სამაგისტრო   ნაშრომების   მომდევნო   დაცვაზე,   შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის  საბჭოს  თანხმობით.
17.2.9. საჯარო   დაცვაზე   სამაგისტრო   ნაშრომის   51   ქულაზე   ნაკლები   შეფასების შემთხვევაში      განმეორებითი      დაცვა      შესაძლებელია      სამაგისტრო      ნაშრომების მომდევნო  დაცვაზე,  შესაბამისი  ფაკულტეტის/სკოლის  საბჭოს  თანხმობით.
17.2.10. სამაგისტრო   ნაშრომი   დასაცავად   შეიძლება   წარდგენილ   იქნეს   არაუმეტეს ორჯერ,  სასწავლო  კომპონენტის  შენახვით.
17.2.11. მაგისტრანტმა    განმეორებითი    დაცვის    მოთხოვნის    შესახებ   განცხადებით უნდა    მიმართოს    თსსუ-ის    შესაბამისი    ფაკულტეტის/სკოლის    საბჭოს    დაცვამდე    1 თვით  ადრე.”

6. მე-6  მუხლის:
“2.  (ამოღებულია).”

მე-3  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:
“3.    გადაწყვეტილებას    კურსდამთავრებულისათვის          მაგისტრის    კვალიფიკაციის მინიჭების      შესახებ,      ასევე,      გადაწყვეტილებას      მაგისტრანტისათვის      სტუდენტის სტატუსის       შეწყვეტის       შესახებ       იღებს       ფაკულტეტის/სკოლის       საბჭო,       რის საფუძველზეც,     ფაკულტეტის     დეკანის     წარდგინებით,     უნივერსიტეტის     რექტორი გამოსცემს  შესაბამის  ბრძანებას.

7. დანართი  #1  (ამოღებულია).
 
8. დანართი  #2  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტი
 
დანართი  #2
 
სამაგისტრო  ნაშრომების  დაცვის  საკვალიფიკაციო  კომისიის  წევრის  მიერ სამაგისტრო  ნაშრომის  შეფასების  ფურცელი  #

          20 წ.
ფაკულტეტი/სკოლა      სამაგისტრო    პროგრამა      მაგისტრანტი     
სამაგისტრო  ნაშრომი   


სამაგისტრო  ნაშრომის  შეფასების  კრიტერიუმები  და  ქულები

# კრიტერიუმი ქულა კომისიის  წევრის
შეფასება  (ქულებში)
1 კვლევის  სამეცნიერო  და/ან  მეთოდური
ღირებულების  არგუმენტირების  ხარისხი
0 - 10
2 კვლევის  მიზნის,  ამოცანების  და  კვლევის
მეთოდიკის  ურთიერთშესაბამისობა
0 - 15
3 შედეგების  სარწმუნობა  და  დამაჯერებლობა 0 - 15
4 კვლევის  შედეგების  შესაბამისობა  დასახულ
მიზანსა  და  ამოცანებთან
0 - 15
5 მაგისტრანტის  მიერ  დარგობრივი/თემატური
აკადემიური  ტერმინოლოგიის  ფლობის  ხარისხი
0 - 15

6 პრეზენტაციის  ვიზუალური  კომპონენტი
(თვალსაჩინოებათა  ადეკვატურობა  და საკმარისობა)
0 - 10
7 დისკუსიაში  მაგისტრანტის  მიერ  საკუთარი
პოზიციის  არგუმენტირების  ხარისხი
0 - 20
სულ 100


სამაგისტრო  ნაშრომების  დაცვის  საკვალიფიკაციო  კომისიის  წევრი  -

(სახელი,  გვარი,  აკადემიური  თანამდებობა)

ხელმოწერა   



9. დანართი  #3  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

დანართი  #3
თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტი სამაგისტრო  ნაშრომების  დაცვის  საკვალიფიკაციო  კომისიის შემაჯამებელი  სხდომის  ოქმი  #
~   ~ 20


ფაკულტეტი/სკოლა სამაგისტრო პროგრამა მაგისტრანტი   (სახელი,   გვარი)    მისანიჭებელი  აკადემიური  ხარისხი  
 
სამაგისტრო  ნაშრომი   

სამაგისტრო   ნაშრომების   დაცვის   საკვალიფიკაციო   კომისია   დამტკიცებულია   გადამწყვეტი   ხმის უფლების  მქონე პირით.

სხდომას  ესწრებოდა წევრი.

სამაგისტრო  ნაშრომისათვის  საკვალიფიკაციო  კომისიის  ცალკეული  წევრის  მიერ  მინიჭებული
ქულები:

# კომისიის  წევრი აკადემიური თანამდებობა/აკადემიური
ხარისხი შეფასება  (0-100 ქულა)
1
2
3
4
5


სამაგისტრო  ნაშრომის  შეფასება    -  ------    ქულა  -  ..  ..  ..  ..
(დგინდება  საკვალიფიკაციო  კომისიის  წევრების  მიერ  მინიჭებულ  ქულათა  საშუალო არითმეტიკულით)


კომისიის  გადაწყვეტილება:
მიენიჭოს/არ  მიენიჭოს  მაგისტრის  აკადემიური  ხარისხი (სპეციალობა)

სამაგისტრო  ნაშრომების  დაცვის  საკვალიფიკაციო
კომისიის  თავმჯდომარე   

წევრები:
1.
2.
3.
4.
5.

მდივანი:

შენიშვნა:
ოქმი    ინომრება    ცალკეული    მაგისტრანტისთვის    დაცვის    რიგითობის    შესაბამისად.    დაცვის    შემდეგ    ოქმი გადაეცემა    თსსუ    სამეცნიერო    მუშაობის    კოორდინაციის,    მაგისტრატურისა    და    დოქტორანტურის    სამსახურს. ოქმის  მართებულ  წარმოებაზე  პასუხისმგებელია  საკვალიფიკაციო  კომისიის  თავმჯდომარე  და  მდივანი.

მუხლი  2. დადგენილება  ამოქმედდეს  დამტკიცებისთანავე.

ზურაბ  ვადაჭკორია
რექტორი
 
ვიზა:
ვიცე-რექტორი რ.  ბერიაშვილი

იურიდიული  სამსახურის  უფროსი მ.  დუნდუა

სამეცნიერო  მუშაობის  კოორდინაციის, მაგისტრატურისა  და  დოქტორანტურის
სამსახურის  უფროსი ნ.  ვეფხვაძე

შემსრულებელი:  ნინო  ვეფხვაძე
ტელ:  4  66