საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №186 დადგენილებისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

მუხლი 1

დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდება, დანართის შესაბამისად.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №211/ნ ბრძანება.

მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

თამარ სანიკიძე


დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდება

თავი I ზოგადი დებულებები

მუხლი 1. უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (შემდგომში − უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის, სამეცნიერო კვლევების და სამედიცინო–კლინიკური საქმიანობის წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს.

2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.

3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შემოკლებული სახელწოდებაა: თსსუ; ინგლისური სახელწოდებაა: თBILIშI შთAთE MEDIჩAL UNIVEღშIთY, შემოკლებული სახელწოდებაა თშMU.

4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო   და სავალუტო   ანგარიშები   საბანკო   დაწესებულებაში, გერბი,

კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი, იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა და ოფიციალური ვებგვერდი - წწწ.ტსმუ.ედუ

5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან).

6. უნივერსიტეტს შეუძლია თავისი სახელით მონაწილეობდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

7. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №33. მუხლი 2. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა

1.უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:

ა) მედიცინის და ფარმაციის სფეროში ეროვნული და მსოფლიო ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა;

ბ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;

გ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

დ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება;

ე) ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელება.


2. უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევების განხორციელება; ბ) სამედიცინო საქმიანობა.

3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

ა) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს; სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;

ბ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისებას; გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების და მათი რეალიზების მექანიზმების ჩამოყალიბებას;

ე) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესების ჰარმონიზებას, ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას და სრულუფლებიან მონაწილეობას;

ვ) საქმიანობის ავტონომიურობას;

ზ)   ყოველგვარი   დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;

თ) უნივერსიტეტის მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას;

ი) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მიზნების მიღწევას.


4. ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი:

ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას;

ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;

დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;

ე) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;

ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;

ზ) დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში;

თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში;

ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას;

კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 3. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი

უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.


 



მუხლი 4. უნივერსიტეტის სტრუქტურა

 

თავი II სტრუქტურა და მართვა

 

1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან –ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან –ინსტიტუტებისაგან, ბიბლიოთეკის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისაგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან – რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, საქმისწარმოების სამსახურის, მართვის ორგანოების სამდივნოებისა და ამ წესდებით განსაზღვრული სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.

11. გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებით და ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.


2. უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ ფაკულტეტებზე არსებული სასწავლო დეპარტამენტები, მიმართულებები, სასწავლო ცენტრები.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 18.10.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.

მუხლი 5. უნივერსიტეტის მართვა

 

1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):

ა) აკადემიური საბჭო;


ბ) წარმომადგენლობითი საბჭო; გ) რექტორი;

დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი);


ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.


2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია:


ა) ფაკულტეტის საბჭო; ბ) დეკანი;

გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.


21.დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.


3. მართვის ორგანოების არჩევნები, გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებისა, რეგულირდება უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ დებულებით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოების არჩევის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.

მუხლი 6. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები

1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობას.


ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალის და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;


გ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალის და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;


დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;


ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.


2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.

მუხლი 7. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ   სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და

 

თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა ექვსი წლის ვადით.


3.უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს სამი წარმომადგენელი, უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს – თითო წარმომადგენელი.


4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.


5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;

ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;


გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;


დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;


დ1) პირადი განცხადება;


ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.


6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრის არჩევა ხდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.


7. (ამოღებულია - 17.10.2017, №181/ნ).


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 18.10.2017წ.


მუხლი 8. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება

1. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელდებლად, აკადემიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;


ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;


ბ1) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;


ბ2) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი   ერთეულის დებულებას და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;


ბ3) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;


ბ4) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;


ბ5) ფაკულტეტის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების

 

შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;


გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;


დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;


ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კონკურსის საფუძველზე ღია კენჭისყრით შერჩეულ კანდიდატურას;


ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;


ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;


თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;


ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;


კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;


ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;


მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ნ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;

ო) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფარული კენჭისყრით შერჩეულ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;


პ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;


ჟ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; რ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;

ს) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;


ტ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელ აქტებს;


უ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.


2. აკადემიური   საბჭო   უფლებამოსილია,   რექტორის   მიერ   საქართველოს   კანონმდებლობის   დარღვევის,

 

რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.


3. (ამოღებულია - 28.11.2013, №188/ნ).


4. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.


მუხლი 9. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი

1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იმავე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის.

2. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა ორ თვეში ერთხელ მაინც, რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.


3. აკადემიური საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.


4. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. აკადემიური საბჭოს მუშაობის პერიოდში აკადემიური საბჭოს წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანია, გამოთქვას თავისი აზრი, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.


5. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.


6. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).


7. აკადემიური საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული.


8. აკადემიური საბჭოს მდივანი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.


9. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით.


10. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება უნივერსიტეტის ბეჭედი.

11. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი მოიცავს: ა) სხდომის თარიღსა და ადგილს;

 

ბ) სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას; გ) გამოცხადებულ პირთა ვინაობას;

დ) დღის წესრიგს;


ე) მიღებულ გადაწყვეტილებებს.


12. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აკადემიური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.


მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭო

1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად.

2.უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს ჰყავთ ორ-ორი წარმომადგენელი მეცნიერ-თანამშრომელთა შემადგენლობიდან, რომელსაც ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.


3. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება ექვსი წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.


4. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.


5. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, მათ შორის დოქტორანტი. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი.


6. წარმომადგენლობით საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი.


7. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.


8. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებისას გამოიყენება აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის განსაზღვრული საფუძვლები.


9. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.


10. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ.


მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება

1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად:

ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;


ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

 

გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;

ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;


ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით; ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგენის საფუძველზე; თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წლიურ ანგარიშს;

ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს);


კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით;


ლ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს:


ლ.ა) აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;


ლ.ბ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;


ლ.გ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;


მ) ღია კენჭისყრით ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;


ნ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


2. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.

მუხლი 12. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი

1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან საბჭოს უფლებამოსილების ვადით.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:


ა) პირადი სურვილი;


ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;


ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;


ვ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ სამი თვის განმავლობაში სპიკერის უფლებამოსილების განხორციელების

 

შეუძლებლობა.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


მუხლი 13. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი

1. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი.

2. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვა საარჩევნო ინფორმაციის შესახებ).


3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.


4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს დადგენილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.


5. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში.


6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა.


7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.


8. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.


9. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებისის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.


10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან.


11. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანთან. (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).


12. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული.

 

13. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი.


14. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები.


15. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა), დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.


16. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით.


17. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი.


18. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი მოიცავს:


ა) სხდომის თარიღსა და ადგილს;


ბ) სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას; გ) გამოცხადებულ პირთა ვინაობას;

დ) დღის წესრიგს ;


ე) მიღებულ გადაწყვეტილებებს.


19. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.


მუხლი 14. რექტორი

1. რექტორი არის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების   სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი).

2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ექვსი წლის ვადით.


21. რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.


3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ უფლებამოსილების სრული ვადით.


4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.


5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

 

6. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.


7. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად რექტორი უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით:


ა) დადოს გარიგებები, ხელშეკრულებები და შეთანხმებები;


ბ) ამ წესდებით დადგენილი წესით, სამსახურში მიიღოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;


გ) სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული, დამხმარე და ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული პერსონალი, სტრუქტურული ერთეულების (კლინიკა, ცენტრი, ინსტიტუტი) ხელმძღვანელები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით;


გ1) დანიშნოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;


დ) მოიწვიოს და უხელმძღვანელოს აკადემიურ საბჭოს;


ე) ისარგებლოს აკადემიური საბჭოს წევრისათვის დადგენილი უფლებამოსილებით; ვ) განახორციელოს აკადემიური და შემოქმედებითი საქმიანობა;

ზ) განახორციელოს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.


8. რექტორი უფლებამოსილია, მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


9. რექტორს ჰყავს ვიცე-რექტორები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და მათი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.


10 . რექტორის უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეწყდეს ამ წესდების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“,

,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას.


11. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 27.12.2018წ.


მუხლი 15. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი)

1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი  აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ახალ კანდიდატურას.

 

21. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) უფლებამოსილია ეკავოს აკადემიური თანამდებობა.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადაა ექვსი წელი.


4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (კანცლერად) შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, უფლებამოსილების სრული ვადით.


5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე (კანცლერზე) ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 მარტის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 13.03.2015წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.

მუხლი 16. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილება

1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი): ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;


ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით, უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;


გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;


დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;


ე) ხელმძღვანელობს ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;


ე1) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტების შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას;


ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;


ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;


თ) ახორციელებს უნივერსიტეტის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;


ი) კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს უნივერსიტეტის საფინანსო, ეკონომიკური და სამეურნეო მიმართულების სამსახურების მუშაობას;


კ) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.“.


2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.


3.   ადმინისტრაციის    ხელმძღვანელის    (კანცლერის)    უფლებამოსილების    ვადამდე    შეწყვეტის

 

საფუძვლებია:


ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;


ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილება;


გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.



მუხლი 17. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე, უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, აგრეთვე, უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

2.უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.


3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება ექვსი წლის ვადით.


4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.


5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:


ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;


ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;


გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;


დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით;


ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას;


ვ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის შემუშავებასა და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა).

 

6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.


7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეწყდეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი გარემოებების არსებობისას. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


თავი III ფაკულტეტი

მუხლი 18. ფაკულტეტის სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები

1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.


3. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით ფაკულტეტზე სწავლა შეიძლება განხორციელდეს ინგლისურ ან/და სხვა უცხოურ ენაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.


4. ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს სასწავლო და პროფესიული სასწავლო დეპარტამენტი/დეპარტამენტები, რომლებიც განახორციელებენ აკადემიური უმაღლესი განათლების და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.

5. ფაკულტეტის დებულებას, აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი 19. ფაკულტეტის საბჭო

1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილი წესით და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. თუ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საერთო რაოდენობა 50 წევრს აღემატება, ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ფაკულტეტიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, ფაკულტეტის დეპარტამენტების (მიმართულებების) მიხედვით, დეპარტამენტების (მიმართულების) თითო წარმომადგენელი, უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ დებულებით დადგენილი წესით.


3. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წარმომადგენლები ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ცალ- ცალკე.


4. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.


5. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი რეგულირდება უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ დებულებით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.

მუხლი 20. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება ფაკულტეტის საბჭო:

 

ა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;


ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;


გ) დეკანის წარდგინებით, შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;


დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭოს;


ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით, განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;


თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;


ი) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.


მუხლი 21. დეკანი

1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ უფლებამოსილების სრული ვადით. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

11. დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

2. ფაკულტეტის დეკანი:


ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;


ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;


გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;


დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის აკადემიური, წარმომადგენლობითი საბჭოებისა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;


ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ზ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;


თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

 

3. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის გამოიყენება აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი საფუძვლები.


4. დეკანის უფლებამოსილების ვადით, დეკანის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას დეკანის სათათბირო ორგანო – დეკანატი, რომელშიც თანამდებობრივად შედიან: დეკანი, დეკანის მოადგილე/მოადგილეები, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.


5. საჭიროების შემთხვევაში დეკანის კომპეტენციის განმარტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო.


6. დეკანის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ.



მუხლი 211. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული შედგება ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან;

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.


3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.


4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.


5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


მუხლი 212. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო:


ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;


ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;


გ) მასრულებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

 

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.


4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


მუხლი 213. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე, შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს   უნივერსიტეტის   რექტორი. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო   ვალდებულია   არაუგვიანეს   6 თვისა შეარჩიოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.


3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.


4. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.


5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის   დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


მუხლი 214. დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის უფლებამოსილება

დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს განახორციელოს: ა) ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;


ბ) საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) უნივერსიტეტთან შეთანხმებით:

გ.ა) ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;


გ.ბ) ითანამშრომლოს საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან; გ.გ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში;

დ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად:


დ.ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და

 

განხორციელებაში, აგრეთვე, სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;


დ.ბ) სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო კვლევით ღონისძიებებში;


ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ერთეულების დებულებებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


მუხლი 22. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო - კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.


21. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.


22. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ფაკულტეტის სამეცნიერო- კვლევით საქმიანობას აფასებს ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის საფუძველზე.


3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ვადით.


4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.


5. (ამოღებულია-27.04.2016წ. №32/ნ)


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.

მუხლი 23. სადისერტაციო საბჭო

1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით. სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა პროფესორის და ასოცირებული პროფესორისაგან.


3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები/სპეციალობის მქონე პირების წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.


4. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობის ორი მესამედის თანხმობით სადისერტაციო საბჭოში შეიძლება მოწვეულ იქნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირები.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.

 



მუხლი 24. უნივერსიტეტის პერსონალი

 

თავი IV უნივერსიტეტის პერსონალი

 

1. უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.

2. უნივერსიტეტის პერსონალის სამსახურში მიღების და გათავისუფლების წესი რეგულირდება ამ წესდებით და მის საფუძველზე შემუშავებული სხვა შესაბამისი აქტებით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


მუხლი 25. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი

1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.

2. (ამოღებულია - 01.06.2017, №87/ნ).


3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ


4. პასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.


5. პროფესორის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.


6. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. აკადემიურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უნივერსიტეტისათვის, ფაკულტეტისათვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებისათვის.


7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც თავისი აკადემიური, მეცნიერული და/ან საზოგადოებრივი მოღვაწეობით განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში, მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის აკადემიური წოდება. გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის და/ან ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების თაობაზე იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.


8. ემერიტუსის წოდება აკადემიური პერსონალიდან შეიძლება მიენიჭოს 65 წლის ასაკს მიღწეულ პირს, რომელსაც უნივერსიტეტში ორჯერ მაინც ეკავა/უკავია პროფესორის თანამდებობა ან ერთხელ მაინც აქვს ატესტაცია გავლილი. ემერიტუსის წოდების მინიჭების დამატებითი პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.


9. ემერიტუსის წოდება მიენიჭება პროფესორს აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლისთანავე. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება იწვევს პირის გათავისუფლებას დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან.


10. ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში აკადემიური და/ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ჩამოერთმევა ემერიტუსის წოდება და შეუწყდება ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება.


11. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება ემერიტუსის წოდების მინიჭების დროს პროფესორთა საშუალო ხელფასის 80%-ის ოდენობით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 მარტის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 13.03.2015წ.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №87/ნ - ვებგვერდი, 01.06.2017წ.

მუხლი 26. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

 

1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.


3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.


4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.


5. კონკურსანტთა მონაცემების შეფასებას ახორციელებს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობას, კონკურსის წინ, რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო. საკონკურსო კომისიის წევრი უნდა იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე შესაბამისი დარგის სპეციალისტი. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი იყოს კონკურსანტი.


51. საკონკურსო კომისიის მიზანი და ფუნქციებია:

ა) კონკურსანტთა კონკურსის წესით შერჩევა ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე; ბ) პირის პროფესიული კომპეტენციის და კვალიფიკაციის შეფასება;

გ) რეკომენდაციის წარდგენა აკადემიური საბჭოსთვის კონკურსანტების შეფასების შედეგების შესახებ.


52. აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს საკონკურსო კომისია.


53. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.


6. აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.


7. კონკურსში გამარჯვებულ აკადემიურ პერსონალთან რექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს, უმაღლესი განათლებისა და შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ.


მუხლი 27. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

1. პროფესორის თანამდებობაზე:

ა) შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილ პირობებს;


ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).


2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ    3    წლის    გამოცდილება.    ასოცირებული    პროფესორი     აირჩევა     შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით.


3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.

 

4. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 4 წლის ვადით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №87/ნ - ვებგვერდი, 01.06.2017წ.


მუხლი 28. აკადემიური პერსონალის უფლებები

1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის, მართვის ორგანოების არჩევნებში; ბ) დამოუკიდებალად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები.


2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:


ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ; დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.


3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.


მუხლი 29. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;


ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;


გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

ე) პენსიაზე გასვლა;


ე1) 75 წლის ასაკს მიღწევა, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


მუხლი 291. უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან.

2. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.


3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელიც კონკრეტულ სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად კონკურსის საფუძველზე აირჩევა ფაკულტეტში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესითა და ვადით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №87/ნ - ვებგვერდი, 01.06.2017წ.

მუხლი 292. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.

2. .მთავარი მეცნიერი თანამშრომლის:


ა) თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს 5 წლის ვადით, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელსაც აქვს შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების განვითარების უნარი თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად;


ბ) თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).


3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.


4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.


5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.


6. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.


7. პოსტდოქტორანტად შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №87/ნ - ვებგვერდი, 01.06.2017წ.

მუხლი 293. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები

1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.

2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;


გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;


დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

3. შესაძლებელია ერთი და იგივე პირი არჩეულ იქნეს როგორც აკადემიურ თანამდებობაზე, ასევე დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში სამეცნიერო თანამდებობაზე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.

 

მუხლი 294. მეცნიერის უფლებები და მოვალეობები

1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.

2.მეცნიერს უფლება აქვს:


ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;


ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;


გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;


დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;


ე) განახორციელოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.


3. მეცნიერი ვალდებულია:


ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;


ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;


გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.


4. უნივერსიტეტი და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


მუხლი 295. პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაცია

1. ატესტაცია არის პროფესორის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

11. ატესტაციის გავლას ექვემდებარება:

ა) ამ წესდების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესორის თანამდებობაზე არჩეული პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ;


ბ) ამ წესდების 292 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ.


2. ატესტაცია უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.


3. ატესტაციის ჩატარების დრო განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ, რომელიც ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე აქვეყნებს განცხადებას ატესტაციის ჩატარების შესახებ.


4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადება ატესტაციის ჩატარების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადებაში მიეთითება: ა) ატესტაციის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) ატესტაციას დაქვემდებარებულ პროფესორთა და მთავარ მეცნიერ თანამშრომელთა სია; გ) ატესტაციისთვის წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და მათი წარდგენის ვადა.

6. ატესტაციას ახორციელებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ატესტაციის ჩატარების წინ, რექტორის წარდგინებით აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.


7. დაუშვებელია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი იყოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირი.


8. ატესტაციის პროცედურულ საკითხებს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.


9. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.


10. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესს შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №87/ნ - ვებგვერდი, 01.06.2017წ.

მუხლი 30. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი

1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), დეკანი, მათი მოადგილეები, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დირექტორები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. ეს შეზღუდვა არ ეხება იმ პირს, რომელიც ინიშნება ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.


3. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს დამხმარე პერსონალის სამსახურში კონკურსით მიღების წესი, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.


4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (პედაგოგი) სასწავლო ან/და სამეცნიერო- კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კაცლერის ) წარდგინებით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 27.12.2018წ.


მუხლი 31. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება

უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი;


ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება;

დ)   სასამართლოს   მიერ   შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან   მხარდაჭერის   მიმღებად   ცნობა,   თუ

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;


ე)   65   წლის ასაკის   მიღწევა,   გარდა   იმ   შემთხვევისა, როდესაც პირი არჩეულია ადმინისტრაციულ თანამდებობაზე;


ვ) ამ უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.


მუხლი 32. თანამდებობრივი შეუთავსებლობა

1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე, ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.


3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.


4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.


5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა, ასევე შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 33. სტუდენტის სტატუსი და უფლებები

 

თავი V სტუდენტი


1. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.

2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.


3. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოებში, ამ წესდების შესაბამისად;

ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;

ი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ნ) განახორციელოს ამ   წესდებითა და   საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.


4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების დებულებებით.


5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;


6. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.


7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ)ადმინისტრაციული(ფინანსური) რეგისტრაციის გაუვლელობა; გ) აკადემიური შვებულება:

გ.ა) პირადი განცხადების საფუძველზე, პატივსადები საფუძვლების არსებობისას (უცხოეთში სწავლის გაგრძელების მიზნით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, მძიმე ავადმყოფობის გამო ან ოჯახის ავადმყოფ წევრებზე მეურვეობის მიზნით, სხვა საპატიო მიზეზის გამო );

გ.ბ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;

გ.გ) იმ ენის შესწავლის მიზნით, რომელზედაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა;

დ) სტუდენტის მიერ სემესტრის განმავლობაში სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვის 35%-ზე მეტის გაცდენა;

ე) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე; ვ)კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

8.   სტატუსშეჩერებული   სტუდენტის   ფინანსური   ურთიერთობები უნივერსიტეტთან წესრიგდება სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით;

9. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი.


10. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ა1) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება.

ბ) სტუდენტის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;

გ) სტუდენტის მიერ თვითნებურად სწავლის მიტოვება ხუთ წელზე მეტი ვადით;

დ) ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის მიუღებლობა;

ე) სტუდენტის გარიცხვა, დისციპლინური ქცევის მოთხოვნების უხეში ან სისტემატური დარღვევის (სისტემატურ დარღვევად ითვლება ზედიზედ ორი ან მეტი დარღვევა) ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის/პირობების დარღვევისათვის, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში;

ვ) გარდაცვალება.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ.


მუხლი 34. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი,რომლის სწავლება სავალდებულოა და რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, შინაგანაწესი, ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის დავალებები;

გ) დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიის, შრომის ჰიგიენის და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი წესებითა და ინსტრუქციებით;

დ) გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, უზრუნველყოს მისთვის ჩაბარებული დოკუმენტაციის ჯეროვანი დაცვა;

ე) არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დაწესებულების საქმიანობის შედეგად;

ვ) მკაცრად დაიცვას უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დებულება;

ზ) წერილობითი გაფრთხილებისა და შესაბამისი თანხმობის გარეშე (თვითნებურად) არ მიატოვოს სწავლა უნივერსიტეტში;

თ) მკაცრად დაიცვას კანონმდებლობით, ამ წესდებით, შინაგანაწესითა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნები.


მუხლი 35. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის შესაბამისად, სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული.

2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას

 

მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა შემთხვევებისა, თუ:

ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საკითხს შეისწავლის უნივერსიტეტის ეთიკის კომისია და დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.


3. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური წარმოების შესახებ საკითხის განხილვა საჯარო სხდომაზე.

4. დისციპლინის დარღვევისათვის ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ღონისძიებები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) გარიცხვა.

5. სტუდენტს უფლება აქვს, ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დისციპლინური ღონისძიებების დაკისრების თაობაზე გაასაჩივროს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 1 თვის ვადაში.


მუხლი 36. სტუდენტთა თვითმმართველობა

1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.

2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.

3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;

ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

5. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა, მათ შორის, თვითმმართველობის ფულადი სახსრების მართვა და განკარგვა, ხორციელდება უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.


თავი VI

უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულები მუხლი 37. სხვა სტრუქტურული ერთეულები

1. უწყვეტი სამედიცინო განათლების, პროფესიული რეაბილიტაციის, ექიმთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სუბსპეციალობის პროგრამების განხორციელების, უნარ-ჩვევების,

ცალკეული მოდულების, აკადემიური   პერსონალის გადამზადების,   სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების, სამკურნალო-პროფილაქტიკური და ვალეოლოგიური საშუალებების სტანდარტიზაციისა და სხვა სახის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის უნივერსიტეტში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები (ინსტიტუტი, ცენტრი), რომელთა დებულებას და საშტატო განრიგს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

2.   უნივერსიტეტში   საგამომცემლო   საქმიანობის,   სპორტის,   ხელოვნების, უცხოური ენების და სხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომელთა დებულებას და საშტატო განრიგს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

3. ამ მუხლით განსაზღვრული უნივერსიტეტის სტუქტურული ერთეულები ანგარიშვალდებული არიან რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წინაშე, მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.


მუხლი 38. კლინიკები

 

თავი VII საუნივერსიტეტო კლინიკები

 

1. სამედიცინო პრაქტიკული დისციპლინებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისას უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტების (საექიმო სპეციალობის მაძიებელების) კლინიკური ბაზით

უსასყიდლოდ უზრუნველყოფის, აგრეთვე წესდებით განსაზღვრული სხვა მიზნების განხორციელებისათვის, უნივერსიტეტი უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, მათ შორის სამედიცინო დაწესებულება (შემდგომში - ,,საუნივერსიტეტო კლინიკა“, ,,აკადემიური კლინიკა“).


2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტი შეიძლება დაფუძნდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინასწარი თანხმობით.

3. კლინიკის სტრუქტურა, მართვა, პასუხისმგებლობა და სხვა ორგანიზაციულ- სამართლებრივი საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული დებულებით.


მუხლი 39. ლობისტთა საბჭო

1. უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის, გრანტების მოპოვების, უნივერსიტეტის განვითარებისათვის დამატებითი სახსრების მოძიების და სხვა სტრატეგიული გეგმების განსაზღვრისათვის, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით იქმნებ ასათათბირო ორგანო − ლობისტთა საბჭო.

2. ლობისტთა საბჭოს შემადგენლობისა და მუშაობის რეგლამენტს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.


თავი VIII

უნივერსიტეტის ბიუჯეტი და ქონება და სახელმწიფო კონტროლი მუხლი 40. უნივერსიტეტის ბიუჯეტი

1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი).

2. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.


3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.


4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს).


5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს,

 

ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.


6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი სათანადოდ დასაბუთებული დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები.


7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანლერის) უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით.


8. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობით საბჭოს წარედგინება საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 თვით ადრე. ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტის დამტკიცებამდე მიმდინარე საქმიანობა ფინანსდება ყოველ თვეში არაუმეტეს წინა წლის ბიუჯეტის 1/12-ის ოდენობით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.


მუხლი 41. უნივერსიტეტის დაფინანსება

1. უნივერსიტეტი თავის სტრუქტურულ ერთეულებით ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სამეწარმეო საქმიანობას.

2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:


ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე);

ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; დ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.


მუხლი 42. უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი

1. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:


ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.


4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.


5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


51. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №87/ნ - ვებგვერდი, 01.06.2017წ.


მუხლი 43. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება

უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება.


თავი IX უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო

მუხლი 44. უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო

1. უნივერსიტეტის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოა „სამედიცინო გაზეთი “, რომელიც გამოდის უნივერსიტეტის სახსრებით, დადგენილი პერიოდულობითა და ტირაჟით.

2. უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო ფუნქციონირებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.


თავი X რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

მუხლი 45. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.


თავი XI

წესდებაში ცვლილების შეტანა მუხლი 46. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი

1. წესდებაში ცვლილების პროექტს შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად წესდებაში ცვლილების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო.

3. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება წესდების მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაცვით.


თავი XII გარდამავალი დებულებები

მუხლი 47. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები

 

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეორგანიზაციის შემდგომ განხორციელდეს რეორგანიზაციისათვის აუცილებელი ღონისძიებები:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი უნივერსიტეტის ატრიბუტიკასთან;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭდის, შტამპის და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკის შემოტანამდე, ძალაშია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.


2. წინამდებარე წესდების ამოქმედების შემდეგ, შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი უნივერსიტეტის სტრუქტურა ამ წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.