თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  გივი  ჟვანიას  სახელობის პედიატრიის  აკადემიური  კლინიკის  დებულება

მუხლი  1.  ზოგადი დებულებები 

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის “გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის   აკადემიური   კლინიკა”   (შემდგომში   _   კლინიკა)   არის   თსსუ-ის სტრუქტურული  ერთეული,  იგი  შექმნილია  “უმაღლესი  განათლების  შესახებ’’, “საექიმო  საქმიანობის  შესახებ’’  საქართველოს  კანონებისა  და  სხვა  ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. კლინიკა არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში თსსუ)   სტრუქტურული   ერთეული,   რომელიც   ფუნქციონირებს   თსსუ-ს   მიერ დელეგირებული და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
3. კლინიკა   საქმიანობისას   ხელმძღვანელობს   საქართველოს   კონსტიტუციით, საერთაშორისო    ხელშეკრულებებითა    და    შეთანხმებებით,    საქართველოს საკანონმდებლო  და  კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტებით,  თსსუ-ს  მართვის ორგანოების გადაწყვეტილებებითა და წინამდებარე დებულებით.
4. კლინიკას აქვს დადგენილი წესით დამტკიცებული რეკვიზიტებით სარგებლობის უფლება.  კლინიკის  ფუნქციონირებისათვის  გადაცემული  ქონებით,  მათ  შორის ფინანსური  სახსრებით  სარგებლობას  და  განკარგვას  კლინიკა  ახორციელებს  ამ
დებულებით დადგენილი წესით. ფინანსური სახსრების აკუმულირებისათვის კლინიკას გააჩნია ანგარიშსწორების ანგარიში და შესაბამისი სალარო.
5. კლინიკის ადმინისტრაციის მისამართია: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 33. (23/3;19.03.2020წ)

მუხლი  2.  კლინიკის  ძირითადი  მიზანი  და  ფუნქციები

1. კლინიკის ძირითადი მიზანია დიპლომამდელი (საბაზო) და დიპლომისშემდგომი (რეზიდენტურა, რეზიდენტურის ალტერნატიული ფორმა) და უწყვეტი პროფესიული განვითარების (პროფესიული მზადებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება) პროგრამების განხორციელებისათვის კლინიკური ბაზით უზრუნველყოფა, ქვეყანაში   აღიარებული   სამედიცინო   მომსახურების  პროფესიულ   და  ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა.
2. კლინიკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი (რეზიდენტურა) პროფესიულიმზადების (კლინიკური დისციპლინების სწავლება) განხორციელება
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) უწყვეტი   პროფესიული   განვითარება:   უწყვეტი   სამედიცინო   განათლების პროფესიული  რეაბილიტაცია  და  სხვა  შესაბამისი  პროგრამების,  ციკლების  და ტრეინინგების განხორციელება;
გ) სასწავლო-მეთოდოლოგიური და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოება;
დ) დადგენილი წესით ახალი სამკურნალო საშუალებების  და სამკურნალო ტექნოლოგიების აპრობაცია და დანერგვა;
ე) სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება.
3. წინამდებარე დებულებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისასკლინიკას უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ დებულებას.
4. კლინიკა უფლებამოსილია:
ა) დადგენილი  წესით  განახორციელოს  ყველა  აუცილებელი  ქმედება,  რომელიც დაკავშირებული იქნება დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან, თსსუ-ს დავალებებთან და გაფორმებულ ხელშეკრულებებთან;
ბ) თსსუ-ს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკუთარი სახელით დადოს ცალკეულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან სათანადო ხელშეკრულებები (კონტრაქტები) სამუშაოების (მომსახურების) განხორციელებაზე;
გ) თსსუ-თან შეთანხმებით შექმნას ფონდები და კომისიები (მათ შორის ეთიკისა და სამედიცინო სტანდარტების კომისია).
5. კლინიკა ადგენს და ამტკიცებს სამედიცინო სტანდარტებს კლინიკის მიერ განსახორციელებელი სამედიცინო მომსახურების სფეროების მიხედვით.
6. კლინიკა  ვალდებულია  ოპერატიულად  მიაწოდოს  თსსუ-ს  მართვის  ორგანოებს მოთხოვნილი  ინფორმაცია  ცალკეული  სამუშაოების  შესრულების  მდგომარეობის თაობაზე.
7. კლინიკის თანამშრომლად ითვლება პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს კლინიკის ადმინისტრაციასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა.
8. კლინიკის  სტრუქტურული  ქვედანაყოფების  (სამსახურები)  ხელმძღვანელებს კლინიკის    ხელმძღვანელობის    წარდგინებით    თანამდებობაზე    ნიშნავს    და ათავისუფლებს თსსუ-ს რექტორი (შემდგომში რექტორი).

მუხლი  3.  კლინიკის  ხელმძღვანელობა

1. კლინიკის  საერთო  ხელმძღვანელობას  ახორციელებს  გენერალური  დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი. (#23/8  27.12.2013)
2. კლინიკის გენერალურ დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს არა ნაკლებ 10 (ათი) წლიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება. (#23/8  27.12.2013)
3. კლინიკის     იურიდიულ     საქმიანობას,     საფინანსო_ეკონომიკურ     და ადმინისტრაციულ_სამეურნეო სამსახურებს ხელმძღვანელობს კლინიკის ფინანსური
დირექტორი, რომელსაც უნივერსიტეტის კანცლერის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი. (#23/4  20.03.2012)
31. ამოღებულია(  23/3.19.03.2020წ)
4. კლინიკის  გენერალური  დირექტორის  არყოფნის  შემთხვევაში  მის  მოვალეობას ასრულებს   კლინიკის   ფინანსური   დირექტორი   ან   ერთ-ერთი   სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი. (#23/8  27.12.2013);  (  23/3;  19.03.2020წ).

მუხლი  4.  კლინიკის  გენერალური  დირექტორი  (#23/8  27.12.2013)

1. კლინიკის გენერალური დირექტორი: (#23/8  27.12.2013)
ა) განსაზღვრავს კლინიკის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და განსახილველად და დასამტკიცბლად წარუდგენს თსსუ_ის წარმომადგენლობით საბჭოს; (#23/11   22.12.2016)
ბ) პასუხისმგებელია  საქართველოს  საკანონმდებლო  აქტების,  თსსუ-ს  მართვის ორგანოების   გადაწყვეტილებების   და   დავალებების   შესრულებაზე   კლინიკის საქმიანობის სფეროში;
გ)     დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს კლინიკას;
დ) დებს  ხელშეკრულებებს  (კონტრაქტებს)  ფიზიკურ  და  იურიდიულ  პირებთან შესაბამისი სამუშაოს (მომსახურების) შესრულების მიზნით, თსსუ-ს მიერ დადგენილი ზღვრული ღირებულებისა და კომპეტენციის ფარგლებში; დ1) დებს ხელშეკრულებებს კლინიკის სატენდერო კომისიის მიერ
გამოცხადებული ტენდერით შერჩეულ მიმწოდებელთან; (27.04.15  #23/6)
ე) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს   დასაქმებულები,   გარდა   ამ   დებულებით   გათვალისწინებული პირებისა;
ვ)წყვეტსდასაქმებულებისწახალისებისა        და   დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;
 ზ)     შეიმუშავებს  კლინიკის  წლიურ  ხარჯთაღრიცხვას,  საფინანსო  გეგმას,  შრომის ანაზღაურების   ფორმებს,   დებულებას   პრემირების   შესახებ   და   წარუდგენს დასამტკიცებლად თსსუ-ს;
თ) ამტკიცებს კლინიკის შინაგანაწესს;
ი) ამტკიცებს სამედიცინო სტანდარტებს და უზრუნველყოფს ხარისხის მონიტორინგს; ხელს უწყობს გაიდლაინების და პროტოკოლების დანერგვას;
კ) ანაწილებს მოვალეობებს კლინიკის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ლ) კლინიკის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით, თსსუ-ს მიერ  დადგენილ ფარგლებში  ახორციელებს კლინიკის ფინანსური  სახსრებისა და მატერიალური ქონების მართვას და პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებასა და მოვლა-შენახვაზე;
მ) კომპეტენციის  ფარგლებში  დამოუკიდებლად  წყვეტსკლინიკის  საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხს;
ნ) ხელმძღვანელობს   ადამიანთა   რესურსების   მართვის,   მარკეტინგისა   და საზოგადოებასთან ურთიერთობას.
ო) ახორციელებს    კოორდინაციას    თბილისის    სახელმწიფო    სამედიცინო უნივერსიტეტის  სტრუქტურულ  ერთეულებთან  და  ხელმძღვანელობს  სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობისას.(#23/3;  19.03.2020წ)
2. კლინიკის საფინანსო გეგმა კლინიკის გენერალური დირექტორის წარდგინებით მტკიცდება თსსუ-ის კანცლერის მიერ. (#23/8  27.12.2013)
3. ხელმძღვანელობს   და   კოორდინაციას   უწევს   კლინიკის   სტრუქტურული ქვედანაყოფების  სასწრაფო  გადაუდებელ და  გეგმიურ  სამკურნალო-დიაგნოსტიკურ საქმიანობას; სისტემატიურად ატარებს ავადმყოფთა შემოვლებს და კონსულტაციებს, უზრუნველყოფს კონსილიუმების და კონფერენციების ორგანიზებას.
31.  თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს. (#23/4  20.03.2012)
4. ახორციელებს  ავადმყოფთა  მკურნალობის,  სასწრაფო  და  გადაუდებელი  და გეგმიური სამედიცინო მომსახურების ხარისხის მონიტორინგს.
 5. ხელს უწყობს კლინიკაში ახალი სამკურნალო საშუალებების და სამკურნალო ტექნოლოგიების აპრობაციას და დანერგვას.
6. ხელმძღვანელობს  კლინიკის  ბაზაზე  დიპლომამდელი  და  დიპლომისშემდგომი (რეზიდენტურა,   უწყვეტი   პროფესიული   განვითარება   და   სხვა)   პროგრამების განხორციელებას.
7. შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა ვაკანტურ თანამდებობაზე მიღების მიზნით ჩასატარებელი კონკურსის პირობებისა და კრიტერიუმების შესახებ.
8. გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშვალდებულია თსსუ-ს წინაშე.

მუხლი  5.  კლინიკის  ფინანსური  დირექტორი

1.    ხელმძღვანელობს კლინიკის იურიდიულ-სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტას გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით. (#23/8  27.12.2013)
2.     ამოღებულ იქნეს. (#23/4  20.03.2012)
3. ხელმძღვანელობს  კლინიკის  საფინანსო-ეკონომიკურ  საქმიანობას.  შეიმუშავებს კლინიკისათვის შესაბამის სამედიცინო მომსახურების სტანდარტებს. ყოველწლიურად წარადგენს კლინიკის სამოქმედო ფინანსურ გეგმას.
4. ხელმძღვანელობს ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობას.
5. ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის და თსსუ-ის წინაშე. (#23/8 27.12.2013)

მუხლი 51. ამოღებულია (23/3.19.03.2020წ)

მუხლი  6.  კლინიკის  ქვედანაყოფის  ხელმძღვანელი

1. უშუალოდ  ხელმძღვანელობს  სამედიცინო  მომსახურების  პროცესს,  აწესებს კონტროლს   სამედიცინო   მომსახურების   ხარისხზე;   სისტემატიურად   ატარებს შემოვლებს,   რთულ   და   განსაკუთრებულ   შემთხვევაში   ატარებს   ავადმყოფთა კონსულტაციას, აყალიბებს მათი კვლევის და მკურნალობის გეგმას.
2. აკონტროლებს  კლინიკის  სამედიცინო  სტანდარტების  დაცვას;  უზრუნველყოფს გაიდლაინების და პროტოკოლების დანერგვას.
3. წარმართავს   ქვედანაყოფის   დიპლომამდელი   (საბაზო),   დიპლომისშემდგომი (რეზიდენტურა, რეზიდენტურის ალტერნატიული ფორმა) და უწყვეტი პროფესიული განვითარების (პროფესიული მზადება და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება) პროგრამების განხორციელებას.
4. წყვეტს ქვედანაყოფში საორგანიზაციო-მეთოდურ საკითხებს.
5. დადგენილი წესით ატარებს კლინიკურ,  პათოლოგოანატომიურ, სამეცნიეროპრაქტიკულ კონფერენციებს  და სემინარებს.
6. ხელმძღვანელობს ავადმყოფების და გარდაცვლილ ავადმყოფთა ავადმყოფობის ისტორიების განხილვას.

მუხლი  7.  კლინიკის  ქონება

1. კლინიკა სამედიცინო მომსახურების და ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს თსსუ-ის მოძრავ და უძრავ ქონებას. იგი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ქონების დაცვა და დანიშნულებისამებრ გამოყენება.
2. კლინიკის სარგებლობაში გადაცემული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამოწერას ან  გასხვისებას  (იჯარა,  გაქირავება,  სარგებლობაში  გადაცემა)  კანონმდებლობის შესაბამისად კლინიკასთან ერთობლივად ახორციელებს თსსუ.

მუხლი  8. კლინიკის  დაფინანსება  და  ხარჯები

1. კლინიკის დაფინანსების წყაროა:
ა) კლინიკის სამედიცინო მომსახურეობიდან, იჯარიდან და სხვა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
ბ) საგანმანათლებლო  პროგრამის  ფარგლებში  თსსუ-ს  ბიუჯეტიდან  გამოყოფილი სახსრები;
გ)     თსსუ-ს სამეციერო გრანტების ფარგლებში მიღებული შემოსავალი;
დ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;
 ე) კლინიკის ყველა სახის შემოსავალი განიხილება როგორც თსსუ-ს შემოსავალი.
2. კლინიკის  ქვეანგარიშიდან  თანხების  განკარგვა  (კომუნალური  ხარჯები  და სახელფასო ანაზღაურება, ასევე სხვა ხარჯების გაწევა, რომელიც არ ხორციელდება
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და სხვა) ხორციელდება თსსუ-ის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3. ნაერთი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისა და დამტკიცების მიზნით, კლინიკა თსსუ-ს განსახილველად წარუდგენს შემოსავლებისა და გასაწევი ხარჯების შესახებ ინფორმაციას საანგარიშო წლის 25 ოქტომბრამდე.
4. კლინიკა   ვალდებულია   თსსუ-ს   კვარტალურად   წარუდგინოს   ინფორმაცია ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ.

მუხლი  9.  კლინიკის  ეკონომიკური  საქმიანობა

1. კლინიკა ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს თსსუ-ს მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში, წინამდებარე დებულების, მოქმედი კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე.
2. კლინიკა   თსსუ-თან   შეთახმებით   ამტკიცებს   ბაზრის   კონიუნქტურიდან გამომდინარე, სამუშაოებისა და მომსახურების შესახებ სახარჯთაღრიცხვო ფასებსა და ტარიფებს.
3.     მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის        საკითხებს   კლინიკა   წყვეტს   დამოუკიდებლად, გარდა   თსსუ-ის მიერ  წინასწარ  განსაზღვრული  შემთხვევებისა.
საბჭოს     წევრებმა     ღია     კენჭისყრით,  ერთხმად     დაამტკიცეს     სსიპ     -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური  კლინიკის  დებულებაში  შესატანი  ცვლილებები. (23/3.19.03.2020წ)
4.  კლინიკა   თსსუ-თან   შეთანხმებით   განსაზღვრავს   სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წლიურ და პერსპექტიულ გეგმებს.
 
მუხლი  10.  წლიური  შედეგები

1. კლინიკის წლიური შედეგები – შემოსავლები და მის მიერ გაწეული ხარჯები, აისახება კლინიკის საანგარიშგებო ინფორმაციაში, საბუღალტრო ანგარიშებში და თსსუ-ის ნაერთ ბალანსში.
2. კლინიკის  ფონდების  ჩამონათვალს,  მათი  შევსებისა  და  გამოყენების  წესს კლინიკის ადმინისტრაციის წარდგინებით, ამტკიცებს თსსუ.

მუხლი  11.  აღრიცხვა  და  ანგარიშგება

1. კლინიკა   ადგენს   შემოსავლებისა   და   მათ   მიერ   გაწეული   ხარჯების შესახებსაბუღალტრო  აღრიცხვის,  საანგარიშგებო  ინფორმაციას  (კვარტალური, წლიური) და წარუდგენს თსსუ-ს.
2. სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს და გრძელდება პირველიიანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი  12.  კლინიკის  ბალანსის  შედგენა  და  შემოწმება

კლინიკა ვალდებულია შეადგინოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ბალანსი (კვარტალური, წლიური) და წარუდგენს თსსუ-ს.