დამტკიცებულია 

 თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 

2015 წლის 26 მარტის #23/4 

დადგენილებით




სსიპ – თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტში ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის
 წესი და პირობები



1. ამოღებულია. (10.07.2023წ; N23/12);
2. ამოღებულია.  (10.07.2023წ; N23/12);
3. ამოღებულია.  (10.07.2023წ; N23/12);
4. ამოღებულია.  (10.07.2023წ; N23/12);

5. ემერიტუსის   წოდება შეიძლება მიენიჭოს   პირს,   რომელსაც    თავისი სასწავლო - სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს უნივერსიტეტის წინაშე.

6. ემერიტუსის წოდება მიენიჭება პირს აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლისთანავე. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება იწვევს პირის გათავისუფლებას დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან.

7. ემერიტუსის წოდება შეიძლება მიენიჭოს პირს , რომელსაც:

ა) ემერიტუსის წოდების მისანიჭებლად განაცხადის გაკეთების მომენტისათვის შეუსრულდა 65 წელი და მეტი და თავისი სასწავლო – სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს უნივერსიტეტის წინაშე;
 
ბ) ორჯერ მაინც ეკავა/უკავია უნივერსიტეტის პროფესორის (სრული) თანამდებობა. (08.04.2022წ, N23/6).

გ) აქვს თსსუ-ში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 25 წლის გამოცდილება; (06.07.2016 N23/6).

გ1) დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი ჯილდოთი/ჯილდოებით საქართველოს ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში და აკმაყოფილებს წინამდებარე წესის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირობებს. (08.04.2022წ, N23/6)

8 უნივერსიტეტის 65 წლის ან მეტი ასაკის პროფესორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს განაცხადი ემერიტუსის წოდების მისანიჭებლად, ან უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის გაკეთების შემდგომ პირი ვერ დაიკავებს პროფესორის თანამდებობას, იგი კარგავს ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე განაცხადის გაკეთების უფლებას. (06.07.2016 N23/6).

9. ემერიტუსის წოდებას პირს ანიჭებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის 2/3 –ით ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით.

10. დაუშვებელია პირის მიერ გამოვლენილი ნების შეცვლა აკადემიური საბჭოს მიერ ემერიტუსის წოდების მინიჭების შემდგომ, მიუხედავად ემერიტუსის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტისა.

11. ემერიტუსის წოდების მქონე პირი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობდეს თსსუ-ის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამედიცინო საქმიანობაში; აგრეთვე, განახორციელოს ადმინისტრაციული საქმიანობა, შეასრულოს სხვა ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სამუშაო აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე;

ბ)    მონაწილეობდეს  სხვა     უმაღლეს     საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამედიცინო საქმიანობაში; აგრეთვე, განახორციელოს ადმინისტრაციული საქმიანობა, შეასრულოს სხვა ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სამუშაო, მათ შორის აკადემიური თანამდებობის დაკავებით. (08.04.2022წ, N23/6).

12. ემერიტუსის წოდების მქონე პირს, უნივერსიტეტის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების შემთხვევაში, ჩამოერთმევა ემერიტუსის წოდება და შეუწყდება შესაბამისი ანაზღაურება. (08.04.2022წ, N23/6).

13. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება ემერიტუსის წოდების მინიჭების დროს პროფესორის მინიმალური ხელფასის 90%-ის ოდენობით. (08.04.2022წ, N23/6).

14. წინამდებარე დებულება ამოქმედდეს მიღებისთანავე. (10.07.2023წ; N23/12);