კოდიფიცირებული
დამტკიცებულია თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 5 ოქტომბრის #23/7 დადგენილებით 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტების ფინანსური ვალდებულებების განსაზღვრის წესი

1. თბილისის   სახელმწიფო   სამედიცინო   უნივერსიტეტში   დიპლომირებული მედიკოსის, ბაკალავრის და პროფესიული უმაღლესი განათლების სწავლების პროგრამაზე სწავლის  წლიური საფასური განისაზღვროს:

ა)   2009_2010,     2010_2011       სასწავლო      წლიდან      საქართველოს      მოქალაქის _ დიპლომირებული მედიკოსის და ბაკალავრის სწავლების პროგრამაზე ჩარიცხულთათვის – 2250 ლარით;
ბ) 2008_2009 სასწავლო წლიდან მიმდინარე სასწავლო წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქის _ პროფესიული უმაღლესი განათლების სწავლების პროგრამაზე ჩარიცხულთათვის _ 1500 ლარით;
გ) 2006_2007 სასწავლო წლიდან 2008_2009 სასწავლო წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქის _ დიპლომირებული მედიკოსის სწავლების პროგრამაზე ჩარიცხულთათვის 1500 _ ლარით;
დ) 2006_2007 და 2007_2008 წლებში ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ინგლისურენოვანი სექტორის სტუდენტებისათვის _ 2300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით;
ე) 2010_2011 სასწავლო წელს ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ინგლისურენოვანი სექტორის სტუდენტებისათვის _ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტით;
1). 2012_2013 სასწავლო წელს მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან სექტორზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის _ 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით; (14.11.2011 #23/9)
2). 2012_2013 სასწავლო წელს სტომატოლოგიის ფაკულტეტის ინგლისურენოვან სექტორზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის _ 3700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით; (14.11.2011 #23/9)
3). 2012_2013 სასწავლო წელს მედიცინის ფაკულტეტის რუსულენოვან სექტორზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის _ 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით; (25.07.2012 #23/6)
4). 2012_2013 სასწავლო წელს სტომატოლოგიის ფაკულტეტის რუსულენოვან სექტორზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის _ 3700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით; (25.07.2012 #23/6)
 ე5). 2013_2014 სასწავლო წლისთვის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა – 5000 აშშ დოლარი; (01.03.2013 #23/1)
6). 2013_2014 სასწავლო წლისთვის მედიცინის ფაკულტეტის რუსულენოვანი პროგრამა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 3500 აშშ დოლარი; (01.03.2013 #23/1)
7) 2013_2014 სასწავლო წლისთვის მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი პროგრამა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 3500 აშშ დოლარი; (01.03.2013 #23/1)
8). 2013_2014 სასწავლო წლისთვის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა - საქართველოს მოქალაქეებისთვის _ 8000 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 10 000 აშშ დოლარი; (01.03.2013 #23/1)
9). 2013_2014 სასწავლო წლისთვის სტომატოლოგიის ფაკულტეტის რუსულენოვანი პროგრამა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 3700 აშშ დოლარი; (01.03.2013 #23/1)
10). 2013_2014 სასწავლო წლისთვის სტომატოლოგიის ფაკულტეტის ქართულენოვანი პროგრამა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 3700 აშშ დოლარი; (01.03.2013 #23/1)
11). 2013_2014 სასწავლო წლისთვის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა _ 3000 აშშ დოლარი; (01.03.2013 #23/1)
12). 2013_2014 სასწავლო წლისთვის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა –საექთნო საქმის ბაკალავრი _ 3000 აშშ დოლარი; (01.03.2013 #23/1)
13). 2013_2014 სასწავლო წლისთვის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ქართულენოვანი პროგრამა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 3000 აშშ დოლარი; (01.03.2013 #23/1)
14). 2013_2014 სასწავლო წლისთვის ფარმაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა – 3000 აშშ დოლარი; (01.03.2013 #23/1)
15). 2013_2014 სასწავლო წლისთვის ფარმაციის ფაკულტეტის ქართულენოვანი პროგრამა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 3000 აშშ დოლარი; (01.03.2013 #23/1)
16). 2013_2014 სასწავლო წლისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ერთობლივი     ქართულ-ფრანგული პროგრამა “საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი” – საქართველოს მოქალაქეებისთვის – 4000 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 4000 აშშ დოლარი; (01.03.2013 #23/1)
17). 2013_2014 სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი ცენტრი (10-თვიანი პროგრამა) – 1700 აშშ დოლარი; (01.03.2013 #23/1)
 ე18). 2018-2019 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა – 8000 აშშ დოლარი; (18.12.2017წ 23/16)
19). 2014-2015 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტის რუსულენოვანი პროგრამა – 4000 აშშ დოლარი (პროგრამა გათვალისწინებულია მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის); (03.10.2017წ 23/12)
20). 2018-2019 სასწავლო წლიდან დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა - საქართველოს მოქალაქეებისთვის - 8000 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 13 500 აშშ დოლარი; (18.12.2017წ 23/16)
21). 2018-2019 სასწავლო წლიდან ფარმაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა – 3500 აშშ დოლარი; (18.12.2017წ 23/16)
22). 2018-2019 სასწავლო წლიდან ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა _ 3000 აშშ დოლარი; (18.12.2017წ 23/16)
23). 2014-2015 სასწავლო წლიდან სტომატოლოგიის ფაკულტეტის რუსულენოვანი პროგრამა
– 4000 აშშ დოლარი (პროგრამა გათვალისწინებულია მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის); (03.10.2017წ 23/12)
24) 2014-2015 სასწავლო წლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწავლება ყველა ფაკულტეტის ქართულენოვან პროგრამებზე _ 4000 აშშ დოლარი; (03.10.2017წ 23/12)
25). 2014-2015 სასწავლო წლიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ერთობლივ ქართულ-ფრანგულ პროგრამა - საქართველოს მოქალაქეებისთვის - 4000 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 4000 აშშ დოლარი; (03.10.2017წ 23/12)
ვ). ამოღებულ იქნეს; (28.11.2013 #23/7)
1). 2015_2016 სასწავლო წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის, დიპლომირებული სტომატოლოგის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების (გარდა პირველი და მეორე სემესტრებისა) სწავლის წლიური საფასურის გადახდის ვადებად განისაზღვროს შემოდგომის სემესტრში 2015 წლის 15 ოქტომბერი და 01 დეკემბერი, გაზაფხულის სემესტრში - 2016 წლის 15 აპრილი და 01 ივნისი;(03.10.2017წ 23/12)
ზ) გადახდა ხორციელდება გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლართან მიმართებაში დადგენილი ლარის კურსით. (16.09.2015 #23/8)
2.    საგანმანათლებლო     პროგრამის     ხანგრძლივობის     პერიოდში     სტუდენტის სწავლის საფასური განისაზღვრება სტუდენტთან ხელშეკრულების დადებისას მოქმედი ტარიფის მიხედვით.
21. სტუდენტის სწავლის საფასური სემესტრულად განისაზღვრება 1125 ლარით. საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში სტუდენტის სწავლის საფასურის (1125 ლარი) ოდენობა დამოუკიდებელია სტუდენტის მიერ სემესტრის განმავლობაში შესასწავლი სასწავლო დისციპლინების კრედიტების რაოდენობისაგან. (ამოქმედდეს 2017 წლის 01 იანვრიდან). (26.02.2016 #23/2)
3. სტუდენტს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვა აკადემიური ხარისხი, უფლება ეძლევა თვითდაფინანსების გზით დაასრულოს სასწავლო პროგრამა მომდევნო არაუმეტეს ოთხი სემესტრის განმავლობაში; დამატებითი სემესტრის სტუდენტს სწავლის საფასური განესაზღვრება დეკანის წარდგინების საფუძველზე, შესასწავლი დისციპლინების კრედიტების მოცულობის ან სემესტრული გადასახადის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან). (16.10.2015 #23/9)
4. მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტის სწავლის საფასური განისაზღვროს იმ ოდენობით, რაც დადგენილია შესაბამისი სემესტრის სტუდენტებისათვის მოქმედი ტარიფით. (12.01.2015 #23/1)
41. განმეორებითი საგნის მოსმენის შემთხვევაში სწავლის საფასური განისაზღვრება ამ დროისათვის მოქმედი ტარიფის შესაბამისად. (20.03.2012 #23/4)
5. მე_4 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება თსსუ-ში ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე გადაყვანის შემთხვევაში.
6. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, სწავლის საფასური განისაზღვრება იმ ტარიფის შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა სტუდენტთან ხელშეკრულების დადების დროს.
7. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების   მქონე   სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის წლიური საფასურის სრულ ოდენობას შორის სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.
8. ერთი კრედიტის საფასური განისაზღვროს შესაბამისი სასწავლო წლის სწავლის წლიური საფასურის 1/60-ით.