უცხოური ენების ცენტრის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტის სასწავლო გეგმის შესაბამისად უცხოური ენების (ლათინური, ინგლისური, ლათინური, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) სწავლების უზრუნველყოფა, რაც ითვალისწინებს: მისცეს სტუდენტებს დარგობრივი ლექსიკური მარაგი, განუვითაროს მათ უცხოურ ენებზე სწორად და თავისუფლად პროფესიული ტექსტის აღქმა-გაგების და პროფესიულ თემებზე მეტყველების უნარი, რათა მომავალმა ექიმებმა შეძლონ სხვადასხვა აქტუალურ პრობლემურ საკითხებზე დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის მიღება და პროფესიულ სამედიცინო სფეროში წარმატებული კომუნიკაცია.
უცხოური ენების კათედრა დაარსდა 1930 წელს. მის ფუნქციაში შედიოდა რუსული, ლათინური, ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენების სწავლება.
კათედრის პირველი გამგე იყო პროფესორი სიმონ ყაუხჩიშვილი (1930-1936 წლებში). 1936-1938 წლებში კი კათედრას ხელმძღვანელობდა დოც. ალექსანდრე მდივანი.
1938 წელს ენების კათედრა დაიყო რუსული, ლათინური და უცხოური ენების სექციებად, რომლებსაც, შესაბამისად, სათავეში ჩაუდგნენ: უფროსი მასწავლებლები – კონსტანტინე ნანეიშვილი, გიორგი ათანელიშვილი, ანა ივანიშვილი.
1943 წელს დანაწევრებული სექციები კვლავ გაერთიანდა უცხოური ენების კათედრად, რომლის გამგედ დაინიშნა გიორგი ათანელიშვილი. მან 31 წელი უხელმძღვანელა კათედრას.
1974 წელს უცხოური ენების კათედრას გამოეყო რუსული ენის კათედრა. მას სათავეში ჩაუდგა დოცენტი ირაკლი ხოფერია, უცხოური ენების კათედრის გამგედ კი დაინიშნა დოცენტი ციალა ბიჩინაშვილი.
1985 წელს უცხოური ენების კათედრას გამოეყო ლათინური ენის კათედრა, რომლის გამგედ დაინიშნა დოცენტი ნოდარგაფრინდაშვილი. ენების კათედრის გამგედ კი დაინიშნა დოცენტი ციალა ბიჩინაშვილი.
1993 წელს რუსული და ლათინური ენების კათედრა კვლავ შეუერთდა უცხოური ენების კათედრას. გაერთიანებული კათედრის გამგედ დაინიშნა პროფესორი მანანა ქუთელია, რომელიც ცენტრს (კათედრას) 22 წლის მანძილზე (2015 წლამდე) ხელმძღვანელობდა.
1995 წელს სრულ სამეურნეო ანგარიშზე შეიქმნა უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) მეორადი ფაკულტეტი, სადაც სტუდენტი-მედიკოსები ეუფლებოდნენ მთარგმნელი-რეფერენტის სპეციალობას. ფაკულტეტი ფუნქციობდა 2005 წლამდე.
2005 წელს, თსსუ-ის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კათედრის ნაცვლად შეიქმნა უცხოური ენების ცენტრი.
2015-2022 წლებში უცხოური ენების ცენტრს ხელმძღვანელობდა პროფესორი ნინო აბრალავა.
სხვადასხვა დროს უცხოური ენების კათედრასა და უცხოური ენების ცნტრში მუშაობდნენ: დოცენტი ციალა ხომიზურაშვილი, დოცენტი დოცენტი ენძელა გედევანიშვილი; მასწავლებლები: ვალერიან ჯაფარიძე, ლუბა კორძაია, ევდოკია ბარნაბიშვილი, თამარ ცხაკაია, თამარ ახმეტელი, გრიგოლ შანიძე, ვალენტინა ვისოცკაია, ელენე წინამძღვრიშვილი, მარინა იმნაძე, ლევან შავგულიძე, დალი გორდეზიანი, მარიამ ელიაშვილი, ფანი ზედგენიძე, ნიკოლოზ ზასოხოვი, ეკატერინე კეკელია, გერასიმე კვაჭაძე, ქსენია ლეჟავა, ლიდა მაისურაძე, ნინა ნუცუბიძე, ანა სიხარულიძე, ივანე შანიძე, ტრიფონ ხუნდაძე, გიორგი კუჭუხიძე, ინა ხეჩინაშვილი, ციალა გოგია, რიტა ხურცია, ნიტა ტაბიძე, რიტა ჭუმბურიძე, ნატა ჯაფარიძე, როსტევან გედევანიშვილი, ციალა მგალობლიშვილი, მერი ღიბრაძე, ლიანა თუთაშვილი, ნანა სირაძე, ნანა ქებაძე, რუსუდან ჭელიძე, თამარ მაისურაძე, ქეთევან ბორცვაძე.
უცხოური ენების კათედრის თანამშრომლების საქმიანობა მუდმივად იყო მიმართული სასწავლო პროცესის დახვეწისაკენ, სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის შესაბამისი სახელმძღვანელოების, ლექსიკონებისა და მეთოდური მასალების შემუშავებისაკენ. ეს საქმიანობა წარმატებით მიმდინარეობდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.
ცენტრის დირექტორი
ნინო მაჭავარიანი