• სიახლეები
  • განცხადებები
  • სტუდენტური ცხოვრება
  • ელ-ჟურნალი
  • აბიტურიენტებისთვის
  • ხდკ
  • მულტიმედია
  • კალენდარი
  • ჩვენ შესახებ
    • რექტორის გვერდი
    • უნივერსიტეტის ისტორია
    • უნივერსიტეტის მისია, ხედვა, ღირებულებები
    • სტრატეგიული განვითარების გეგმა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • აკადემიური პერსონალი
    • სამეცნიერო პერსონალი
    • საპატიო დოქტორები
    • მოწვეული პროფესორები
    • ვიზიტიორი პროფესორები
    • კლინიკის პროფესორები
    • აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი
    • იურიდიული ცნობარი
    • საჯარო ინფორმაცია
  • განათლება
    • აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები
    • ფაკულტეტები
    • მაგისტრატურა
    • დოქტორანტურა
    • დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი
    • უცხოურენოვანი პროგრამები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სასწავლო დეპარტამენტები
    • სასწავლო ცხრილი
    • გამოცდების ცხრილი
  • კვლევა
    • განცხადებები
    • სიახლეები
    • მიმდინარე კვლევები
    • გრანტები
    • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • წესი ანტიპლაგიატის შესახებ
    • სამეცნიერო კვლევის ეთიკის გზამკვლევი
    • კონფერენციები/სემინარები
    • სამეცნიერო პორტალი
    • საძიებო ბაზები (ბიბლიოთეკა)
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამეცნიერო პროდუქტიულობა
    • პუბლიკაციები
    • სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრი
    • სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები
  • კლინიკური საქმიანობა
    • მთავარი
    • სტრუქტურა
    • საქმიანობის სფერო და ამოცანები
    • მოკლე ისტორია
    • საუნივერსიტეტო კლინიკები
    • კლინიკური ბაზები
    • სიახლეები
    • იურიდიული ცნობარი
    • კონტაქტი
  • ხარისხის უზრუნველყოფა
    • პოლიტიკა
    • დებულება
    • დარგობრივი დოკუმენტები
    • შეფასების პროცედურები
    • კითხვარები
    • კონტაქტი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ჩვენს შესახებ
    • სტრუქტურა
    • ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა
    • საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილება
    • საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა და ჩარიცხვის განყოფილება
    • საგრანტო პროექტების მოზიდვისა და ხელშეწყობის განყოფილება
    • საერთაშორისო პროექტები
    • საერთაშორისო სტუდენტები
    • კონტაქტი
სწრაფი ბმულები
  • AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოშიAMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოში
  • ელექტრონული ჟურნალიელექტრონული ჟურნალი
  • დასაქმებადასაქმება
  • ცენტრებიცენტრები
  • ბიბლიოთეკაბიბლიოთეკა
  • იურიდიული ცნობარიიურიდიული ცნობარი
  • უსგ ტრენინგებიუსგ ტრენინგები
  • ონლაინ უსგ ტრენინგებიონლაინ უსგ ტრენინგები

ცენტრები

  1. ცენტრები
  2. სპორტის ცენტრი
  3. ისტორია
  • ისტორია
  • თანამშრომლები
  • სპორტული სექციები
  • უნივერსიადა
  • გალერეა

ისტორია

ამობეჭდვა

თსსუ-ის სპორტის ცენტრის სათავე 1929 წლიდან იღებს დასაბამს, როდესაც „ფიზიკური კულტურის“ სახელწოდებით შეიქმნა სადოცენტო კურსი, რომლის ხელმძღვანელობა სოციალური ჰიგიენის კათედრას დაევალა.

1931 წელს აღნიშნული კურსი გარდაიქმნა ფიზიკური აღზრდის კათედრად და მის კომპეტენციას დაემატა საექიმო კონტროლის კურსიც.

1942 წელს ფიზიკური აღზრდა, როგორც სავალდებულო სასწავლო დისციპლინა, გადავიდა სამხედრო-სანიტარიული კათედრის დაქვემდებარებაში, ხოლო საექიმო კონტროლი – ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას.

1947 წელს კვლავ დაფუძნდა ფიზიკური აღზრდისა და საექიმო ფიზიკური კულტურის კათედრა. აღნიშნულ სტრუქტურას ხელმძღვანელობდა ექიმი, პროფესორი გიორგი მღებრიშვილი.

1968–1973 წლებში კათედრას მართავდა პროფესორი რომანოზ სვანიშვილი.

1973–1977 წლებში ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა დოცენტი ვლადიმერ სამსონაძე.

1977–2000 წლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრას ხელმძღვანელობდა დოცენტი ჰენრიხ დოლიძე.

2000–2005 წლებში კათედრის გამგე იყო დოცენტი ზაურ ფხალაძე.

2000 წელს სპორტული დეპარტამენტის ინიციატივითა და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიქმნა თსსუ-ის „კომპლექსური სპორტული სკოლა“, რომელიც დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. მის დირექტორად დაინიშნა დოცენტი ჰენრიხ დოლიძე. აღნიშნულმა სკოლამ საქმიანობა 2006 წელს შეწყვიტა.

2005 წლის დეკემბერში, „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ საფუძველზე და ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებისა და ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად, რექტორის ბრძანებით გაერთიანდა სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის კათედრა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა. შედეგად ჩამოყალიბდა სამედიცინო რეაბილიტაციის, სპორტული მედიცინის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფესორი ნაირა ჭაბაშვილი.

2006 წელს უნივერსიტეტში დაარსდა სპორტის ცენტრი, რომლის დირექტორად დაინიშნა კახა ჭუმბურიძე. იმავე წელს კულტურისა და სპორტის ცენტრები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრი.

2008–2010 წლებში სპორტისა და ხელოვნების ცენტრს ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ მახვილაძე.

2010 წლიდან ცენტრის ხელმძღვანელი გახდა აკადემიური დოქტორი ზაურ ფხალაძე, ხოლო მისი მოადგილე – ბადრი მაჭავარიანი.

2018 წელს სპორტისა და ხელოვნების ცენტრი გაიყო ორ დამოუკიდებელ სტრუქტურად: სპორტის ცენტრის დირექტორად დაინიშნა ზაურ ფხალაძე, ხოლო კულტურის ცენტრის დირექტორად – ბადრი მაჭავარიანი.

2022 წლიდან სპორტის ცენტრის დირექტორია გიორგი შუბითიძე. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სპორტის ცენტრის საქმიანობა კიდევ უფრო გააქტიურდა როგორც ორგანიზაციული, ისე სპორტული მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტური სპორტის პოპულარიზაციას, სასწავლო და სავარჯიშო პროცესის გაუმჯობესებას, სპორტული ღონისძიებების სისტემატიზაციას და უნივერსიტეტის წარმომადგენლობის გაძლიერებას ეროვნულ უნივერსიადებში.


საექიმო კაბინეტი

ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს საექიმო კაბინეტი, რომელიც ემსახურება უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს. საექიმო მომსახურებას ახორციელებს ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის ექიმი, აგრეთვე სპორტული მედიცინის ექიმი – გიორგი კაკაბაძე.

სპორტული მიღწევები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტისა და შემდგომ უნივერსიტეტის ბაზაზე აღიზარდა არაერთი წარმატებული სპორტსმენი. მათ შორისაა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში – მაია ჩიბურდანიძე.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა სახეობაში:

მძლეოსნობაში – ვარდო ქუთათელაძე;

ცურვაში – თინათინ ლეკვეიშვილი;

სასტენდო სროლაში – გია შენგელია.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულები ფარიკაობაში – სერგი ანდრიაძე და მანანა კეკელია.

ყოფილი საკავშირო ჩემპიონები და ოლიმპიური ნაკრების წევრები:

სპორტულ ტანვარჯიშში – დონარა ჯანუყაშვილი;

სპორტულ სროლაში (პისტოლეტი) – მარლენ პაპავა;

მშვილდოსნობაში – ვადიმ რეშეტოვი.

ევერესტის ერთ-ერთი დამპყრობელია ალპინისტი ზურაბ ასტახაშვილი.

განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩევა ჭაბუკა ჭიღლაძე – საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენი და ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში, ევროპის ჩემპიონი ძალისმიერ ექსტრიმში, მსოფლიოს რეკორდსმენი და გინესის რეკორდის მფლობელი.

უნივერსიადების შედეგები

საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების უნივერსიადებში თსსუ-მ არაერთი წარმატება მოიპოვა:

2010 – 3 ოქრო, 9 ვერცხლი, 14 ბრინჯაო

2011 – 5 ოქრო, 7 ვერცხლი, 8 ბრინჯაო

2012 – 7 ოქრო, 7 ვერცხლი, 22 ბრინჯაო

2013 – 5 ოქრო, 8 ვერცხლი, 6 ბრინჯაო

2014 – 4 ოქრო, 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

2015 – 5 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო

2016 – 5 ოქრო, 7 ვერცხლი, 8 ბრინჯაო

2017 – 3 ოქრო, 8 ვერცხლი, 8 ბრინჯაო

2018 – 5 ოქრო, 7 ვერცხლი, 6 ბრინჯაო 

2022 – 9 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

2023 – 1 ოქრო, 7 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

2024 – 2 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო

2025 – 3 ოქრო, 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო



ადმინისტრაცია

სამუშაო საათები

  • ორშ-პარ: 10:00 - 18:30
  • შაბათი: დასვენება
  • კვირა: დასვენება

სწრაფი ბმულები

  • იურიდიული ცნობარი
  • საჯარო ინფორმაცია
  • ელ-ჟურნალი
  • ფაკულტეტები
  • საერთაშორისო სტუდენტთა განათლება

საკონტაქტო ინფორმაცია

  • (+995 32) 254 24 24;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი N. 33, 0186 თბილისი, საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი.

შემოგვიერთდით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio

  • tsmu.edu ქართული
  • tsmu.edu English