თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, უმაღლესი განათლების კანონის მიხედვით ჩამოყალიბდა 2006 წელს. იგი არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებული სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულებითა და მართვის ორგანოებით, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე მის გარეთ.
მისი მიზანია: თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების უფლებები და კანონიერი ინტერესები, ხელი შეუწყოს თავისი უფლებების პრაქტიკულ რეალიზაციაში, დახმარება გაუწიოს სტუდენტებს სწავლის პერიოდში,შეუქმნას ოპტიმალური პირობები სტუდენტთა დასვენების, შრომითი მოღვაწეობის ან სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, გაამრავალფეროვნოს სტუდენტური ცხოვრება. შესაბამისად გუნდი გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო, სოციალურ, კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებს.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას დღემდე განხორციელებული აქვს 3000-ზე მეტი პროექტი, როგორც შიდასაუნივერსიტეტო ასევე საერთაშორისო მასშტაბებით.აღსანიშნავია ისეთი პროექტები როგორიცაა: სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში წარმატებულ სტუდენტებს უფინანსდებათ სწავლის საფასური. ასევე ქვეყანაში ცნობიერების ამაღლებისთვის შეიქმნა პროექტი ,,შენი განათლება = შენი ჯანმრთელობა’’ რის ფარგლებშიც მოსახლეობას მიეწოდა დეტალური და სანდო ინფორმაცია ისეთი დაავადებების შესახებ როგროიცაა: c ჰეპატიტი, სეზონური გრიპი, წითელა, კიბო, სკრინინგები და ვაქცინები.გუნდი თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საქველმოქმედო ფონდებთან და სხვადასხვა უწყებებთან.
სტუდენტური თვითმმართველობა არის არჩევითი ორგანო და მისი უფლებამოსილება არის 2 წლიანი. მის შემადგენლობაშია 126 დელეგატი. რომლებიც აირჩევიან საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით.
(2006–2008) პირველი პრეზიდენტი: ირაკლი გვილავა
ვიცე-პრეზიდენტები: არჩილ შარაშენიძე, გიგა აბაშიძე
(2008–2012) პრეზიდენტი: გიგა სორდია
ვიცე-პრეზიდენტები: კახა აბულაძე, მიხეილ დიაკონიძე, კახა ვანიშვილი.
(2012–2016) პრეზიდანტი: კახა აბულაძე
ვიცე–პრეზიდენტები: გიორგი მიკუჩაძე, თამარ საგანელიძე, ქსიტიჯ კუმარი,
თარაკა შრინათა დუნუვილა
(2016–2018) პრეზიდენტი: გიორგი მიქაძე
ვიცე–პრეზიდენტები: ნიკა ავალიანი, რობერტ ტორონჯაძე, ნიკა მაქაძე
დეონ ჯამეს, სეჰური გუნასეკერა
(2018–2022) პრეზიდენტი: ანა კაკაბაძე
ვიცე–პრეზიდენტები: გიგი გზობავა, ნინო სახანბერიძე, ნია იაკობაშვილი,
სუდჰანტირაპპრიიან სივანესან
(2022–დღემდე) პრეზიდენტი: ლადო გაბეჩავა
ვიცე–პრეზიდენტები: ლაშა კენჭუაშვილი, თორნიკე ფუტკარაძე, მარიამ მერაბიშვილი
ვენკათრამა კართიკა