საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაცია (GYHA) წარმოადგენს დინამიკურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მედიცინის სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ორგანიზაციის მისიაა ახალი თაობის სამედიცინო საზოგადოების გაძლიერება თანამედროვე ცოდნით, პრაქტიკული უნარებითა და მულტიდისციპლინური ხედვით. საერთაშორისო გამოცდილებისა და პარტნიორობის ინტეგრირებით, ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თეორიული განათლება და რეალური პრაქტიკა ერთმანეთის შესაბამისია.
ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზი:
● საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაცია გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაციის, International Youth Health Organization(YHO)-ის სრულუფლებიანი წევრი, რაც ორგანიზაციას შესაძლებლობას აძლევს წევრები ჩართოს საერთაშორისო გაცვლით პროექტებში როგორც Erasmus+ პროგრამით, ასევე უშუალოდ YHO-ს წევრი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ პროექტებში.
● კავშირი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდ საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებასთან - International Federation of Medical Students Associations (IFMSA). ასოციაცია აერთიანებს 153 ქვეყნის წამყვან სამედიცინო ასოციაციებს სტუდენტურ ნაწილში. უზრუნველყოფს წევრ ასოციაციებს შორის კომუნიკაციისა და პროფესიული განვითარების მიმოცვლის შესაძლებლობებს.
● რეგიონალური პარტნიორი სომხეთიდან - Bil Armenia გახლავთ სომხეთის მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი სამედიცინო სტუდენტების გამაერთიანებელი ასოციაცია.
GYHA-ს პრიორიტეტებია:
• პროფესიული ზრდა: წვდომა ეროვნულ და საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებზე.
• პრაქტიკული განათლება: სამუშაო შეხვედრები (Workshops) და ტრენინგები უნარების დასახვეწად.
• კომუნიკაცია: კავშირების დამყარება დარგის წამყვან სპეციალისტებსა და მომავალ კოლეგებს შორის.
ორგანიზაციაში ფუნქციონირებს:
● პროფესიული განვითარების სამსახური
● პრაქტიკული უნარ-ჩვევების სამსახური
● განათლების დეპარტამენტი
● რედაქციისა და პუბლიკაციების სამსახური
● სამეცნიერო კონფერენციების დეპარტამენტი
● სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი
● სოციალური მედიის/ სოციალური საქმიანობის სამსახური
აღნიშნული დეპარტამენტები უზრუნველყოფს ორგანიზაციის მულტიპროფილურ ფუნქციონირებას და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მედიცინის სფეროში მოღვაწე ნებისმიერი ახალგაზრდა საკუთარ ინტერესებსა და განვითარების შესაძლებლობებს მარტივად იპოვის.
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=61562972071736
Instagram:https://www.instagram.com/gyha_youth_association/?hl=en
Linkedin: https://www.linkedin.com/company/106160264/
Youtube: https://www.youtube.com/channel/UCVvPw-Lo_j-Q-mwIOFerefA
პრეზიდენტი: ციცი პაპუნაშვილი
საკონტაქტო 571 07 12 55
Email: gyha@tsmu.edu