ტრენინგის აღწერა
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს განუვითაროს ინგლისურ ენაზე საქმიანი ელექტრონული მიმოწერის ეფექტური უნარები. ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რეალურ მაგალითებს და ინტერაქციულ დავალებებს, რომლებიც დაეხმარება მონაწილეებს საქმიანი ელექტრონული მიმოწერის სტანდარტების შესწავლაში და პრაქტიკაში გამოყენებაში.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს :
• საქმიანი ელექტრონული წერილის სტანდარტული სტრუქტურა;
• აბზაცების ლოგიკური გადანაწილება;
• შესაბამისი ოფიციალური ენის გამოყენება;
• ფორმალური და არაფორმალური მიმოწერის განსხვავება;
• ოფიციალურ მიმოწერისას საქმიანი ეტიკეტის დაცვა.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 საათი
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 5-7 მსმენელი;
კურსის გავლის წინაპირობა: ინგლისური ენის B1 ან B2 დონეზე ცოდნა.
ღირებულება: 250 ლარი
ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის შესავსები სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.