ჰისტოპათოლოგიური კვლევები - მოიცავს ყველა ორგანოს სიმსივნური და არასიმსივნური პათოლოგიების პოსტოპერაციული და ბიოფსიური მასალის დამუშავებასა და დიაგნოსტიკას.
იმუნოჰისტოქიმიური კვლევა - მოიცავს ყველა ორგანოს სიმსივნური პათოლოგიების ფენოტიპირებას, უცნობი წამოშობის სიმსივნის ვერიფიკაციას და დამიზნებითი თერაპიის მარკერების გამოვლენას.
მოლეკულური პათოლოგია - მოიცავს in-situ ტექნოლოგიით სამიზნე გენების და ვირუსული აგენტების გამოვლენას.
ციტოპათოლოგიური მიმართულება - მოიცავს ყველა ორგანოს ციტოლოგიური მასალის, სეროზული ღრუების მასალის და სხვა ციტოლოგიური მასალის შესწავლას.