გამომცემლობა, „სამედიცინო გაზეთი“ არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს თსსუ-ის ინტერესების შესაბამისად, საჭიროებისამებრ, გამოსაცემი ლიტერატურის, სამეცნიერო ჟურნალის, თსსუ-ის ოფიციალური პერიოდიკის – „სამედიცინო გაზეთის“, ასევე, სააღრიცხვო ჟურნალების, ბარათების, ბლანკების, ფორმების საბეჭდად მომზადებას და გამოცემას.
ძირითადი ფუნქციები:
- საუნივერსიტეტო პედაგოგიური პერსონალისა და სტუდენტების შემეცნებითი ინტერესების შესწავლის საფუძველზე შესაბამისი სასწავლო, სამეცნიერო და სამეცნიერო–პოპულარული ლიტერატურის შემქმნელ ავტორთა მოზიდვა და აღნიშნული პროდუქციის დროული და ხარისხიანი გამოცემა;
- გამოსაცემი ლიტერატურის ხარისხიანი საინფორმაციო–კომპიუტერული მომსახურების უზრუნველყოფა;
- გამოცემული ნაბეჭდი პროდუქციის ფონდის შექმნა და დაცვა;
- „სამედიცინო გაზეთის“ შეუფერხებელი გამოცემის უზრუნველყოფა; პუბლიკაციების მომზადება, სტუდენტთა აქტივობების და პროფესორ–მასწავლებელთა მიღწევების ამსახველი და რედაქციაში შემოსული სხვა წერილიების რედაქტირება და საბეჭდად მომზადება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზაზა ტალახაძე
გამომცემლობა, „სამედიცინო გაზეთის“ უფროსი
ელ-ფოსტა: ztalakhadze63@gmail.com
ტელ: +(995 32) 254 26 07
+(995 32) 599 89 99 98
„სამედიცინო გაზეთის“ რედაქცია
ტელ: +(995 32) 254 24 64
ელ-ფოსტა: newspapertsmu@gmail.com
ლელა მუკბანიანი
„სამედიცინო გაზეთის“ რედაქტორი
ელ. ფოსტა: lelajika@gmail.com
ტელ: +(995 32) 598 91 78 20