დეპარტამენტის საქმიანობის სფერო მოიცავს:
ა)უნივერსიტეტში ლოჯისტიკური საქმიანობის განხორციელებას, ორგანიზებას და კონტროლს;
ბ)უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ - ტექნიკურ მომსახურებას;
გ)კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და კურატორი ვიცე-კანცლერის დავალების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა)უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) უნივერსიტეტის სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება;
გ)უნივერსიტეტში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
დ) უნივერსიტეტის აქტივების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემა/განაწილება;
ე)უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ვ) უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა.