2014 წელს ძალაში შევიდა სპეციალობათა ნუსხის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც მთელი რიგი სპეციალობები გაუქმდა ან შეერწყა სხვა სპეციალობებს, შესაბამისად ზოგიერთი სპეციალობების კომპეტენცია გაიზარდა. 2015 წლიდან დამტკიცდა საექიმო სპეციალობათა ახალი კომპტენციები, რომლებშიც განისაზღვრა გარდამავალი ეტაპის რეგულირება, რომლის მიხედვითც „ახალი“/დამატებითი კომპეტენციის მოსაპოვებლად ექიმმა უნდა გაიაროს შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის პროგრამა
პროგრამის გავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. სახელმწიფო სერტიფიკატი;
2. პირადობის მოწმობა;
3. ცნობა სამსახურიდან:
4. დიპლომი;
სამ წელზე მეტი წლის სტაჟის წყვეტის შემთხვევაში სპეციალიზაციის კურსის პროგრამის გავლა შესაძლებელია, მხოლოდ პროფესიული რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, შემდეგი სქემით: 3-5 წლამდე სტაჟის წყვეტის შემთხვევაში უნდა გაიაროს 1 თვიანი პროფესიული რეაბილიტაცია, 5-10 წლამდე - 2 თვიანი პროფესიული რეაბილიტაცია, 10 წელზე მეტი - 5 თვიანი პროფესიული რეაბილიტაცია.
პროგრამების ჩამონათვალი