სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელს აშენებს. სამშენებლო პროცესი აქტიურ ფაზაშია. თსსუ-ის მიზანია, რომ ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შესთავაზოს მაღალი სტანდარტის საერთო საცხოვრებელი, სადაც ახალგაზრდები კომფორტულ და ხარისხიან გარემოში იცხოვრებენ.
თსსუ-ის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის/სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში, უზნაძის #14 ნომერში შენდება. პროექტის მიხედვით, შენობა შვიდ სართულიანია და გათვლილია 800 ადამიანზე, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ კომპლექსმა უმასპინძლოს არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ თსსუ-ის სტუმრებსაც.
საერთო საცხოვრებლის ფარგლებში გათვალისწინებულია:
საბიბლიოთეკო სივრცე,
კვების ობიექტი,
სპორტული აქტივობების სივრცეები,
მიწისქვეშა პარკინგი (25 ავტომობილზე),
სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი ოთახები — როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური განთავსებისთვის.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სურვილისამებრ განთავსდნენ მარტო ასევე, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე სტუდენტმა ერთად იცხოვროს.
ტექნიკური მონაცემები და ინფრასტრუქტურა:
საერთო მშენებლობის ფართობი: 16 000 კვ.მ.,
რეკრეაციული სივრცე: მინიმუმ 450 კვ.მ.,
დამატებით დეტალებს საერთო საცხოვრებლის პროექტის შესახებ თსსუ ეტაპობრივად გაგაცნობთ.