შვეიცარიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიები

შვეიცარიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიები

შვეიცარიის მთავრობა 2020-2021 წლისთვის აცხადებს კვლევითი, სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო სტიპენდიების კონკურსს.

შემოთავაზებული სტიპენდიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიის საელჩოს ელექტრონულ მისამართზე (tbilisi@eda.admin.ch) ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე გაგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია:

- რა სახის სტიპენდია გსურთ

- სამოტივაციო წერილი

- აქტუალური და სრული ბიოგრაფია (დაბადების თარიღის მითითებით)

ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მიღების და გადამოწმების შემდეგ, საელჩო გამოგიგზავნით განაცხადისთვის საჭირო საბუთების სრულ პაკეტს.

საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, 15:00 სთ.