თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 სექტემბრის #849376 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის #124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ წესდების მე-14 მუხლის საფუძველზე, თსსუ-ის რექტორის „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ 2021 წლის 03 სექტემბრის #858403 ბრძანების გათვალისწინებით,

                                                                                                    ვბრძანებ:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში:
ა) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან და რუსულენოვან პროგრამებზე, დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვან და რუსულენოვან პროგრამებზე, ფარმაციის ბაკალავრის ინგლისურენოვან, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ინგლისურენოვან პროგრამებზე 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ყველა სემესტრის სტუდენტისათვის განხორციელდეს არადისტანციური სწავლების რეჟიმში.

ბ) დიპლომირებული სტომატოლოგის ქართულენოვან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ბაკალავრის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ბაკალავრის ქართულენოვან, საექთნო საქმის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამებზე კლინიკურ დისციპლინებში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან წარიმართოს არადისტანციურად.

გ) დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან, დიპლომირებული სტომატოლოგის ქართულენოვან, ფარმაციის ბაკალავრის ქართულენოვან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ბაკალავრის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ბაკალავრის ქართულენოვან, საექთნო საქმის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამების არაკლინიკურ დისციპლინებში სასწავლო პროცესი გაგრძელდეს დისტანციურად, ხოლო 18 ოქტომბრიდან განხორციელდეს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რის შესახებაც სტუდენტებს ინფორმაცია მიეწოდოს არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა.

დ) გამოცდები ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩატარდეს არადისტანციურად.

ე) კლინიკური სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას პერსონალი და სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

- სრულად ვაქცინირებულია;

- უზრუნველყოფს PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას კვირაში ერთხელ;

- ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.

ვ) ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე ლექციები ჩატარდეს დისტანციურად ყველა დეპარტამენტში, გარდა თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 სექტემბრის #24/3 გადაწყვეტილებით განსაზღვრული დეპარტამენტებისა:

- ნეიროქირურგიის დეპარტამენტი;

- ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი;

- ბავშვთა და მოზარდთა ყბა–სახის ქირურგიისა და ქირურგიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი (მე-8, მე-9 სემესტრი);

- ოდონტოლოგიის დეპარტამენტი;

- ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი;

- სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი;

- ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი.

2. თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 სექტემბრის #24/3 გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება შემდეგ არაკლინიკურ დეპარტამენტებში:

ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტი;
ბ) მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტი;
გ) ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი (მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);
დ) სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტი;
ე) ფსიქოლოგიის დეპარტამენტი;
ვ) უცხოური ენების დეპარტამენტი;
ზ) ქართული ენის ცენტრი.

3. სასწავლო პროცესი დისტანციურად უნდა გააგრძელონ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკარანტინო რეჟიმში მყოფ კლინიკებში განთავსებულმა დეპარტამენტებმა, კერძოდ ინფექციურ სნეულებათა, ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა, ფტიზიატრიის, ფსიქიატრიის, ნარკოლოგიის დეპარტამენტებმა, და ასევე, ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტმა.

4.წინამდებარე ბრძანების შესაბამისად, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სათანადო მოცულობითა და ხარისხით გავლის უზრუნველყოფა წარმოადგენს სასწავლო დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და თითოეული ფაკულტეტის დეკანის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.

5. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს თსსუ-ის რექტორის 2021 წლის 8 სექტემბრის #881024 ბრძანება და თსსუ-ის რექტორის 2021 წლის 3 სექტემბრის #858119 „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ ბრძანების პირველი პუნქტი.

6.კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ვიცე-რექტორს ხ.თოდაძეს.

7. ბრძანება დაეგზავნოს კანცლერს, ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რექტორის აპარატის უფროსს, კანცლერის მოადგილეებს, გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანატს, ყველა სტრუქტურულ ერთეულს, აკადემიურ პერსონალს, მოწვეულ მასწავლებლებსა და ყველა სტუდენტს.

8. წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია 

 რექტორი


იხილეთ დედანი