თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ფარმაცევტული ანალიზი“ სტუდენტთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ფარმაცევტული ანალიზი“ სტუდენტთა საყურადღებოდ!

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად და ტულუზის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) მობილობის გასავლელად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ფარმაცევტული ანალიზი“ სტუდენტებისთვის.

მობილობის პერიოდი: ხუთი თვე -  2027 წლის გაზაფხულის სემესტრი.

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე);

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2026 წლის 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:

ელფოსტა: iad@tsmu.edu; n.kandelaki@tsmu.edu

ტელეფონი: (032) 254 24 50

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი №407.