თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  VIII - IX – X   და XI სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VIII - IX – X და XI სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ!

მიუნხენის (გერმანია) ლუდვიგ მაქსიმილიანის  საუნივერსიტეტო კლინიკებში სტაჟირების მსურველ სტუდენტთა შესარჩევი გასაუბრება ჩატარდება ონლაინ, 2021 წლის 16 ნოემბერს 16:00 საათზე. 

გასაუბრებას ჩაატარებს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის საპატიო დოქტორი,   პროფესორი გიორგი გრიგოლია.

სტაჟირების პერიოდი: -  2022 წლის იანვარი - მარტი (2-დან 3 თვემდე).

სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ პროფ. ნოდარ გრიგოლიას გერმანიაში დაარსებული საერთაშორისო მედიცინის განვითარების ფონდიდან სტიპენდიას, უზრუნველყოფილნი იქნებიან უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელით და ერთჯერადი კვებით.

მოთხოვნები: გერმანული ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგი ცოდნა და გამართული საუბარი (B2-C1).

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  2021 წლის  15 ნოემბერი.

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://sms.tsmu.edu/sms/  

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი,  მეოთხე სართული, ოთახი# 418; ტელ.: 032 2 542 450)

გისურვებთ წარმატებას!